არსებობს ისეთი რამ, რასაც სამართლიანი ომი ჰქვია? დისკუსია რელიგიაზე, რელიგიურ ომებზე, და სამართლიანი ომის დოქტრინაზე.
პოლ კოპანის მიერ
რომელ ჩვენგანს არ მოუსმენია მტკიცება, რომ “რელიგიებს მივყევართ ომებისაკენ”? ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი ის საომარი კამპანიები, რომლებიც ტარდება შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ისლამის სახელით. ქრისტეს სახელით ჯვაროსნები ლაშქრობდნენ და ცდილობდნენ უკან დაებრუნებინათ ის მიწები, რომლებიც ადრე ქრისტიანობის გავლენის ქვეშ იყო. 16 და 17 საუკუნეებში (1550-1650 წწ) ევროპაში, ომებმა პროტესტანტ და კათოლიკე მმართველებს შორის, ასევე დიდი სისხლისღვრა მოიტანა. ხშირად ხდებოდა აგრეთვე ებრაელების ცარისტული პოგრომები (დარბევები), რომლებსაც თან რელიგიური გამართლება სდევდა. მაჰათმა განდი მოკლულ იქნა 1948 წელს ჰინდუს რელიგიური აქტივისტის მიერ. შრი-ლანკის პრემიერ მინისტრი ასევე მოკლეს 1959 წელს, მკვლელი ბუდისტი ბერი გახლდათ.1 თანამედროვე დღეებშიც, ვხედავთ ჩვენ სისხლიან დაპირისპირებას პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის ჩრდილოეთ ირლანდიაში. ინდოეთშიც არის დაპირისპირება ჰინდუსებსა და მუსლიმებს შორის. ჰინდუსები და ბუდისტები იბრძვიან აგრეთვე შრი-ლანკაში. ვიცით აგრეთვე აიათოლა ჰომეინის მოწოდება, რომ მოკლან სალმან რუშტი, მის მიერ დაწერილი სატანური ლექსების გამო.
მივყევართ რელიგიას დარღვევებისა და რელიგიური ომებისაკენ?
რამდენიმე დაკვირვებას შემოგთავაზებთ:
1) ძალიან მიამიტურია ის, რაც რეგინა შვარცმა წარმოთქვა2, კერძოდ: რომ “მონოთეიზმა, მძიმე მემკვიდრეობა” მოუტანა დასავლეთის საზოგადოებას და რომ არა-დასავლურ რელიგიებს, არ გააჩნიათ ასოციაცია ძალადობასთან.
2) მეოცე საუკუნეში დაღვრილი სისხლის უმეტესი ნაწილი ათეისტური იდეოლოგიების შედეგია. დიდი ირონიაა იმაში, რომ რელიგიას კიცხავენ ძალადობისათვის, მაგრამ რელიგიის კრიტიკოსები ჩუმად არიან მაშინ, როდესაც სეკულარული ანდა ათეისტური რწმენა-წარმოდგენები, ისეთები როგორებიცაა: სტალინიზმი ანდა მაოიზმი – მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებენ.
3) ამგვარად რასაც ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის ის არსობრივი სწავლება, რაზედაც რელიგია ლაპარაკობს, და არა მაინცდამაინც არსებულ დარღვევებს. ამ პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ რელიგიას. არის თუ არა იესოს სახელით მახვილის აღება ქრისტიანობის გასაძლიერებლად შესაბამისობაში იმ მტკიცებულებასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა? იგივე კითხვები შეგვიძლია დავსვათ ისლამისა და ინდუიზმის მისამართითაც.
4) ამგვარად რელიგია არ არის თავისთავად ის, რომელიც პასუხისმგებელია დარღვევებზე, არამედ ეს არის ის აზროვნების წესი, რომელიც იყენებს იდეოლოგიას ანდა რელიგიურ გამართლებას იმისათვის, რათა გააკონტროლოს ადამიანების აზროვნება და შეზღუდოს მათი უმნიშვნელოვანესი თავისუფლებები.
5) როდესაც თავისუფლების ანდა რელიგიური თავისუფლების ანდა ქალების უფლებები ირღვევა, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ და გამოვაცხადოთ მათი მცდარობა. ხანდახან ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გამოვიწვიოთ ისინი, რომლებიც იგივე რელიგიურ მითითებებზე აპელირებენ, როგორებზეც ჩვენ, მაგრამ ისინი ამ დამახინჯებულ მიზნებს თავიანთი რელიგიური სისტემების გასამყარებლად იყენებენ. მაგალითისათვის გამოდგება აიათოლა ჰომეინის სურვილი, რომ სიკვდილით დასჯილიყო (ფატჰა) სალმან რუშტი მის მიერ დაწერილი კრებულის სატანისტური ლექსებისათვის.
რელიგიური ომები ერთსა და იმავე რელიგიებში.
ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩვენ აქ მუსლიმი წარმომადგენელი გვყავს. სწორედ გავლენის მქონე პიროვნებებს შეუძლიათ ხმა აიმაღლონ და ამით ხელი შეუწყონ იმ ცვლილებებს, რომლებიც ასე აუცილებელია ისლამურ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოებებისათვის მთელს მსოფლიოში, ასე რომ ის წაადგება და შესაბამისობაში მოვა იმ გლობალურ სოფელთან, რომლის მკვიდრებიც ჩვენ ყველა ვართ.3 მაგალითად, მოქთადარ კჰარმა (ინდოელმა მუსლიმმა, რომელიც ახლა მიჩიგანში ცხოვრობს), ისლამისა და დემოკრატიის შემსწავლელი ცენტრიდან, გაბედულად დაგმო 11 სექტემბერს ისლამის სახელით გამოჩენილი შეუწყნარებლობა:
ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაცია, ჩანს რომ არის არაბული სამყაროს მხრიდან დასავლეთისადმი უკმაყოფილების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი: სანამ ამას გავაცნობიერებთ: მინდა შეგახსენოთ, რომ ისრაელი თავის ერთ მილიონს არაბ მოქალაქეს გაცილებით დიდი პატივისცემითა და ღირსებით ეპყრობა, ვიდრე არაბული ერების უმრავლესობა თავის მოქალაქეებს. დღეს პალესტინელ ლტოლვილებს შეუძლიათ დაფუძნდნენ და გახდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები; მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მთელი ამ მაღალი რიტორიკისა და ყურანის (24:22) მითითებებისა, არცერთი არაბული ქვეყანა, გარდა იორდანიისა არ ავრცელებს თავის ზრუნვას მათზე. სანამ ჩვენ ხმამაღლა და მკაცრად ვკიცხავთ ისრაელს პალესტინელების მიმართ მისი დამოკიდებულების გამო, არაფერს ვამბობთ იმ არაბულ რეჟიმებზე, რომლებიც გამუდმებით არღვევენ თავისი მუსლიმი მოქალაქეების უფლებებს და სასაკლაოს უწყობენ ათასობით მუსლიმს. გახსოვთ სადამ ჰუსეინი და მის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება მუსლიმების (ქურთების) წინააღმდეგ? გახსოვთ პაკისტანის ჯარის მიერ ძალის გადამეტება თავისი მუსლიმი (ბენგალელი) მოქალაქეების წინააღმდეგ? გახსოვთ ავღანელი მოჯაჰედები და მათი ურთიერთ დაპირისპირება? განა ოდესმე დაგვიგმია მათი ქმედება? განა მოგვითხოვია საერთაშორისო ინტერვენცია და მათი დასჯა? იცით თქვენ თუ როგორ ეპყრობიან საუდიის არაბეთში უმცირესობაში მყოფ თავის შიიტ მოქალაქეებს? გაგვიპროტესტებია მათი უფლებების დარღვევა? თუმცა ყველა ვისწრაფვით ისრაელის გასაკიცხად, არა იმიტომ, რომ პალესტინელების დარდი გვაწუხებს, არამედ იმიტომ, რომ “გვძულს” ისრაელიანები.
ეს მძიმე სიტყვებია, მაგრამ ისინი სისხლხორცეულად საჭიროა იმისათვის, რომ ისლამურ ქვეყნებში დაიწყოს ცვლილებები. მოზომილი სტილი და პირდაპირი გაკიცხვა აუცილებელია მაშინ, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი ადამიანურობის მიმართ, რომელიმე რელიგიის ტრადიციის სახელით – თუნდაც ჩემი რელიგია იყოს.
რელიგიური შემწყნარებლობა რელიგიური ომების გარეშე.
6) ამგვარად, ჭეშმარიტებათა მტკიცებულებანი და რელიგიური უნიკალურობა თავისთავად არ განაპირობებს ძალადობას – აქედან გამომდინარე არსებობს რელიგიური პლურალიზმის ფორმულირება.4 მიუხედავად იმისა, რომ დალაი ლამა უარყოფს შემოქმედი ღმერთის არსებობას, მე მაინც ვაფასებ მშვიდობისათვის მის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ის ამტკიცებს, რომ ტიბეტური ბუდიზმი, წარმოადგენს “ბუდიზმის უმაღლეს და სრულყოფილ ფორმას”.5 უფრო მეტიც სრული ხსნა ანდა თანაგრძნობის პრაქტიკის მიღწევა შეუძლებელია თუ არ მიიღებ სიცარიელის ანდა არარსებობის (სინუატა) დოქტრინას – შინაგანობის ანდა დამოუკიდებელი არსებობის არქონას. ყველაფერი სიცარიელეა (არარსებობაა). ერთ-ერთ ინტერვიუში ადრეულ 1980-იანებში ის ამტკიცებდა, რომ განთავისუფლების მდგომარეობა არის ის, “რასაც მხოლოდ ბუდიზმს შეუძლია მიაღწიოს”.6 მე არ ვეთანხმები, მაგრამ ჩვენი განსხვავებული შეხედულებები არ საჭიროებენ ძალადობის ანდა აგრესიულობის დაკანონებას. ისინი არ საჭიროებენ ჩვენს დაცვას იმისაგან, რომ არ ვიბრძოლოთ ადამიანის უფლებებისათვის, რელიგიური თავისუფლებისათვის, ყველაზე უფრო მოწყვლადი ადამიანების სიცოცხლის უფლებისა და თავისუფლებისათვის.
ფაქტია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს რელიგიურ პლურალისტებად მიიჩნევენ, სწამთ, რომ მათ აქვთ სათნოება, რომელიც არც დალაი ლამას და არც მე არ მაქვს. მათ სწამთ, რომ მათი მსოფლმხედველობა სწორია, ხოლო ჩვენი არასწორი. ასე რომ, რამდენსაც არ უნდა ცდილობდე ჭეშმარიტებათა მტკიცებულებებს რელიგიაში ვერსად გაექცევი. თუმცა კითხვა ასე დგას: როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც არ გვეთანხმებიან – პატივისცემით და ღირსეულად უნდა მოვექცეთ მათ თუ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც მტრებს? შეუთანხმებლობას შეუძლია პატივისცემასთან ერთად იარსებოს. თავად მე მუსლიმანურ მეჩეთში ორი წლის მანძილზე დავდიოდი, და ძალიანაც გამიმართლა, რომ შევხვდი მრავალ ღირსეულ მუსლიმს და მათ ჭერქვეშაც მომიწია ყოფნა ლუკმის გასატეხად. შემწყნარებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მიიღო ყველა თვალსაზრისი, როგორც ჭეშმარიტება (ეს შეუძლებელია, რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია ნამდვილად “შემწყნარენი” ვიყოთ მათ მიმართ, ვინც არ ეთანხმება ჩვენს პლურალიზმს). ეს ნიშნავს იმას, რომ მოვითმინოთ ის, რასაც ჩვენ სხვა პიროვნების აზროვნების წესში მცდარად და არასწორად მივიჩნევთ, მაგრამ პატივი ვცეთ სხვა პიროვნების უფლებას იფიქროს და ამოირჩიოს ის, რაც თავად სურს, რადგან ისიც ღვთის მსგავსად და ხატად არის შექმნილი.
სამართლიანი ომი, ეწინააღმდეგებოდა თუ არა იესო ომს?
7) ქრისტიანული ეკლესია არ წარმოადგენს თეოკრატიულ ერს (იესომ თქვა: “ჩემი სამეფო არ არის ამქვეყნიური, ეს რომ ასე იყოს ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ ჩემთვის”), მაგრამ ქრისტიანებმა უნდა იცხოვრონ ნაციონალურ საზღვრებში და ყველანაირად უნდა ეცადონ სიკეთე და სარგებლობა მოუტანონ იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან. ხანდახან ისინი შეიძლება მოწოდებულ იქნენ იმისათვის, რომ დაიცვან იმ სახელმწიფოს კეთილდღეობა, ამა თუ იმ აგრესორისაგან.
იესოს სიტყვები: “როდესაც ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს, მეორე ლოყაც მიუშვირე...”, მრავალს სწამს და ესმის, როგორც ძალადობის გამოვლინება, თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით დავინახავთ, რომ აქ საქმე პირადულ შეურაცხყოფასთან უფრო მეტად გვაქვს. ანუ, იესომ თქვა: “როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, მზად იყავი იმისათვის, რომ კიდევ აიტანო შეურაცხყოფა”. თუ დავუშვებთ იმას, რომ იესოს დროში კაცების უმრავლესობა საერთოდ მარჯვენები იყვნენ და არა მარცხენები, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ მარჯვენა ლოყაში გაწვნა იქნებოდა, გაწვნა ხელის ზურგით და არა დარტყმა მუშტით, რაც დღესაც კი შუა აღმოსავლეთში დიდ შეურაცხყოფად ითვლება. ეს აზრი, გაწვნის, როგორც შეურაცხყოფის შესახებ იკვეთება იერემიას გოდებაშიც 3:30 “ლოყა მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს შერცხვენით.” ასეთი გაწვნა იმ დროს, გაუტოლდებოდა ჩვენს საზოგადოებაში ვინმესთვის სახეში შეფურთხებას.
იესოს არ უთქვია: თავს ნუ დაიცავთ მაშინ, როდესაც ვინმე გიტევთ. ანდა ნუ დაეხმარებით ქალს, როდესაც მას აუპატიურებენ. ანდა ნუ დაიცავთ თქვენს ქვეყანას მაშინ, როდესაც მას აგრესორი უტევს. ის არ უარყოფს ამ საკანონმდებლო პრინციპს “თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ”, ის ლაპარაკობდა ამ საკანონმდებლო პრინციპის ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგოდ, ანუ იმაზე, რომ ამ პრინციპით გამართლებული ყოფილიყო შურისძიება და სამაგიეროს მიზღვა.7
სამართლიანი ომი, როდის არის ომი სამართლიანი
მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ გარკვეული პაციფისტური ქრისტიანული ჯგუფები, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ, მე მწამს, რომ გონივრული ბიბლიური მიზეზების მოყვანა შესაძლებელია იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ სამართლიან ომს, როგორც საბოლოო საშუალებას საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად. მთავრობებმა თავიანთი ფუნქციონირების დროს უნდა დაამყარონ წესრიგი და დასაჯონ ბოროტმოქმედები. ღმერთი იწონებს ამ საშუალებებს, როგორც ამას რომ.13:1-7 და 1პეტ. 2:14 მუხლები გვაჩვენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ომი არასოდეს არ არის აკურატული და რომ მშვიდობიანი მცხოვრებლებიც შესაძლოა დაიღუპონ, იუდეველურ-ქრისტიანული ტრადიცია რეალისტურია ადამიანის ეგოცენტრიზმისა და ცოდვილიანობის აღიარებაში, რაც იწვევს იმის საჭიროებას, რომ შეიარაღებული ძალები მზად იყვნენ, რათა ალაგმონ ბოროტების გავრცელება და შეაკავონ ძალადობა.
თუ ომის წარმოება ოდესმე საჭირო გახდება, ამ შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს მისი წარმოების სამართლიანი პრინციპები, ანუ გონებაში უნდა ვინახავდეთ იმასაც, რომ ადამიანები ღვთის ხატად არიან შექმნილნი და იმასაც, რომ მათი ბუნება ცოდვილია.8
1) სამართლიანი მიზეზი: ომში წასვლის ერთადერთი მორალურად ლეგიტიმური მიზეზია თავდაცვა (ანუ ერის დაცვა მაშინ, როდესაც დგას მისი დაცვის მორალური საჭიროება) -- ანუ როდესაც არსებობს წინასწარი დარტყმის ძალიან გამოკვეთილი საჭიროება. (მაგ. “თავხედი ერი, ჭუჭყიანი ბომბებით”): “თუ ეს წესი უნივერსალურად იქნება დაცული, მაშინ აღარ იქნებოდა არც ომები და აღარ იქნებოდნენ არც აგრესორები.”
2) სამართლიანი განზრახვა: ერთადერთი მორალურად ლეგიტიმური მიზეზი ომში იქნებოდა მშვიდობის აღდგენა. ეს გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს მეგობრისთვისაც და მტრისთვისაც. “შურისძიება, დამორჩილება, და დაპყრობა გაუმართლებელი მიზნებია.” ხანდახან შესაძლოა “განუზრახველი შედეგებიც” დადგეს (მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა), რაც შეიძლება თან ახლდეს ძალადობის დაძლევის განზრახულ ქმედებას.
3) უკანასკნელი საშუალება: “ომს მაშინ უნდა მივმართოთ, როდესაც ყველა სხვა საშუალება: მოლაპარაკებები, არბიტრაჟი, კომპრომისი და ყველა სხვა საშუალება უკვე აღარ არის საკმარისი. რადგან გონიერი კაცი ასე უნდა მოიქცეს, თუ ეს შესაძლებელია; ის შეგონებითა და კანონებით უნდა აპელირებდეს და არა ძალით.”
4) კანონიერი დეკლარაცია: მხოლოდ კანონიერ მთავრობას აქვს უფლება ომის გამოცხადებისა. მხოლოდ სახელმწიფოს -- და არა ინდივიდუუმებს ანდა პარტიებს სახელმწიფოს შიგნით --აქვს უფლება ლეგიტიმურად გამოიყენოს თავისი ძალაუფლება.
5) ზურგში მყოფთა იმუნიტეტი: “ისინი, რომლებიც ოფიციალურად არ არიან მთავრობის ჯარისკაცები და მთავრობა არ იყენებს მათ, როგორც მებრძოლებს, მათ შორის ტყვეები, სამედიცინო პერსონალი და ზურგის მოსამსახურეები, რომლებსაც არ უნდა მიეცეთ იმისი უფლება რომ იბრძოლონ და ამავდროულად არ უნდა იყვნენ ძალადობის სამიზნეები.”
6) შეზღუდული მიზნები: “რადგანაც ომის მიზანი არის მშვიდობა – და არა დამპყრობელი ერის ეკონომიკის დანგრევა ანდა ამ ერის პოლიტიკური ინსტიტუტების განადგურება.”
7) შეზღუდული საშუალებები: “მხოლოდ საკმარისი ძალა უნდა იქნეს გამოყენებული ძალადობის შესაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად. “საკმარისი” აუცილებლად არ ნიშნავს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გამარჯვებას.
კლაივ ს. ლუისმა, მეორე მსოფლიო ომის დროს ასეთი რამ თქვა: “ომი ძალიან ცუდი რამ არის”9, ის რომ ასე იყოს, როგორც შესაძლოა რომ იყოს ანუ, ბოროტება და აგრესია რეალურია, და ჩვენ თუ არაფერს გავაკეთებთ, შესაძლოა გაცილებით დიდი ზიანი მოვიტანოთ მაშინ, თუ არ შევაჩერებთ ან იგნორირებას გავუკეთებთ ამ ბოროტებას. მან თქვა, რომ პაციფისტების საზოგადოება ძალიან დიდხანს არ რჩება პაციფისტად!
მხოლოდ ლიბერალური საზოგადოებები იწყნარებენ პაციფისტებს. ლიბერალურ საზოგადოებაში პაციფისტების რიცხვი ან საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რათა ქმედუუნარო გახადოს სახელმწიფოს მებრძოლი სული, ან საკმაოდ მცირე. თუ მათი რიცხვი მცირეა, მაშინ შეგიძლია მშვიდად იყო. მაგრამ თუ მათი რიცხვი დიდია, მაშინ გინდა თუ არა სახელმწიფოს უნდა მიენდო, რომელიც იწყნარებს პაციფისტებს, და არაფერს აკეთებს თავისი ტოტალიტარული რეჟიმის მქონე მეზობლის საწინააღმდეგოდ, რეჟიმისა, რომელიც პირიქით იქცევა, ანუ არ აჭაჭანებს პაციფისტებს. ამგვარი სახის პაციფიზმი პირდაპირი გზაა ისეთი მსოფლიოსაკენ, სადაც საერთოდ არ იქნებიან არანაირი პაციფისტები.10
იესომ თქვა, რომ ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი – არა მარტო მშვიდობისმყოფელნი, არამედ ისინიც, რომლებიც აქტიურად ცდილობენ გააერთიანონ პარტიები და მოაგვარონ მათ შორის არსებული უთანხმოებანი. ქრისტიანულ რწმენაში ეს საუკეთესოდაა გამოხატული იესოში, რომლის სიკვდილშიც ვხედავთ შემდეგს: როგორც წმიდა პავლემ თქვა ეს: “ღმერთი იყო ქრისტეში და ანახლებდა თავისთვის მსოფლიოს”.
© პოლ კოპანი, რაბი ზაქარიას საერთაშორისო გაერთიანება
______________________________________________________________________
გადმობეჭდილია რაბი ზაქარიას საერთაშორისო გაერთიანების ნებართვით (www.gospelcom.net/rzim).
ეს სტატია რელიგიურ ომებზე ამოღებულია ჯგუფური დისკუსიიდან და გამოყენებულია ნებართვით. დოქ. პოლ კოპანი არის საინსპექციო დამხმარე პროფესორი ევანგელური ტრინიტარიანული საღვთისმეტყველო სკოლისა, მოგზაური მოსაუბრე და ავტორი წიგნისა: ჭეშმარიტება შენთვის და არა ჩემთვის და რომ ეს მხოლოდ შენი ინტერპრეტაციაა.
(1) თითქმის ჩვენს დღეებში ცხოვრობდა ბუდისტი ბერი, ფრამაჰა სეიანჯერასუტო, რომელიც დაპატიმრებული იქნა მას შემდეგ რაც ტაილანდის პარლამენტის შენობაში თავისი პისტოლეტიდან ჰაერში ისროლა, რაც გახლდათ ნიშანი პროტესტისა პოლიციის მხრიდან მისი შევიწროებისა (”ბერის მუქარა ტაილანდის პარლამენტში” - ბი-ბი-სის ახალი ამბები 2002 წლის 22 მაისი, ნაპოვნია... http://news.bbc.co.uk/hi/english/world/asia-pacific/newsid_2001000/2001557.stm).
(2) ქანაანის დაწყევლა: მონოთეიზმის ძალადობრივი მემკვიდრეობა: ჩიკაგო, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პრესა, 1997.
(3) მუსლიმების მხრიდან აღიარებულ უნდა იქნეს ის ფაქტი, რომ მათი რელიგია მხოლოდ თავისი თავის დაცვას არ ეძებდა, არამედ იყო აგრესიული, დაუნდობელი და ექსპანსიური. ჩვენამდე მოსული დოკუმენტაცია მეტყველებს და ლაპარაკობს ისლამის გავლენაზე და მმართველი მუსლიმანების ხშირად არა-პოზიტიურ დამოკიდებულებაზე ებრაელებისა და ქრისტიანებისადმი (რასაც მუსლიმანი აპოლოგეტები ცდილობენ წარმოგვიდგინონ, როგორც “შემწყნარებლური”), იხილეთ ეგვიპტელი ებრაელი ავტორის ბეთ უორის ნაწერები: ისლამური მმართველობის ქვეშ მყოფი აღმოსავლური ქრისტიანობის შემცირება და ისლამი და დიმი (დიმი, მუსულმანურ ქვეყანაში მცხოვრები არა მუსლიმანი): სადაც ცივილიზაციები ერთმანეთს უპირისპირდებიან (ორივე გამოქვეყნებულია დიკინსონის ფარლეის საუნივერსიტეტო პრესის მიერ).
(4) რელიგიური პლურალიზმის კრიტიკისათვის, იხილეთ პოლ კოპანი, “ჭეშმარიტება შენთვის და არა ჩემთვის” (მინეაპოლისი: ბეთანის სახლი, 1998); ჰაროლდ ნეტლანდი, მრავალფეროვანი რელიგიური პლურალიზმი (Downers Grove, Ill.: InterVarsity Press, 2001); გავინ დ’კოსტა, სამებისა და რელიგიების შეხვედრა (Maryknoll, N.Y.: Orbis, 2000).
(5) სიკეთე, სიცხადე და გამჭრიახობა (ნიუ იორკი: Snow Lion, 1984), 45.
(6) ხოსე იგნასიო კაბეზონი, ედ. თჰე ბოდჰგაყა ჳნტერვიეწს (ნეწ ჱორკ: შნოწ ლიონ, 1988), 22.
(7) გარკვეული დაკვირვებები იესოს კომენტარებზე მთაზე ქადაგებასთან დაკავშირებით:
“წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ ბოროტ პიროვნებას”: ძველი აღთქმა მხარს უჭერს თავდაცვას (თვით მოკვლასაც კი რათა საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინოს). პოლიცია და კანონის დაცვა საჭიროა იმისათვის, რათა წესრიგი იყოს საზოგადოებაში. რომაელთა 13:4 მუხლი ნათელჰყოფს იმას, რომ ბოროტმოქმედი უნდა დაისაჯოს. იესომ ძალის გამოყენებით აღკვეთა ფულის გადამცვლელთა უმსგავსობა ტაძარში, იოანე 2. ის რასაც იესო ამბობს აქ, არ შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, არამედ შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტეს მოწაფეები ადამიანებთაშორისო ურთიერთობებში. (სახელმწიფომ, მაგალითად ბოროტმოქმედები სამართალში უნდა მისცეს. “მიუტევე შენს მტრებს” არ არის მისასადაგებელი სამართლებრივი სისტემისათვის, დაუშვებელია კრიმინალების დაუსჯელად გაშვება). “ვინც მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე”: ეს ტექსტი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს შვილს არ შეუძლია თავი დაიცვას მაშინ, როდესაც სკოლაში ვინმე გადაწყვეტს მის ცემას. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გულგრილად უნდა ვიდგეთ მაშინ, როდესაც ქალს აუპატიურებენ. თვით იესოსაც კი, როდესაც მას მღვდელმთავრის მსახურმა სილა გაარტყა, “ლოყა არ მიუშვერია” ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მეტიც, მან თქვა, “თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად – რადა მცემ?” (იოანე. 18:23). “ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას”: მოსასხამი (გარე ჩასაცმელი) მოსეს რჯულის (გამოსვლათა 22:26) მიხედვით მიჩნეული იყო, როგორც მოუცილებელი უფლება ანდა ქონება პიროვნებისა. ამ ადგილას იესო ამბობს: “სიხარულით გაეცი ის, რაც კანონიერად გეკუთვნის.” ქრისტიანი თმობს თავის “მოუცილებელ უფლებას” სხვათა სიკეთისათვის. “ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი”. ქრისტეს დროს, რომაელ ჯარისკაცს შეეძლო აეძულებინა ებრაელი, რომ მისი ტვირთი ერთ ათას ნაბიჯზე ეტარებინა და არა მეტზე. ეს ქმედება ნიშნავდა ებრაელების გაცოფებას, ვინაიდან ებრაელები ზიზღით უყურებდნენ რომაელებს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის განცვიფრება, თუ ქრისტეს მიმდევარი შემოგთავაზებთ ატაროთ ტვირთი კიდევ ერთ ათას ნაბიჯზე? ეს წარმოადგენს ზებუნებრივ დისპოზიციას. ქრისტე აქ ამბობს, “გადასცდი იმ მოლოდინებს, რომელთა გაკეთებასაც გაიძულებენ. “ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს”: ეს ადგილი ცხადია არ ამართლებს გაურკვეველ გაცემას, არამედ ლაპარაკობს სიხარულით სავსე სულგრძელობაზე – მათ მიმართაც კი, ვინც ბოროტია. ჩვენ არ უნდა მივცეთ ფული პიროვნებას ალკოჰოლისათვის. ნათელია, რომ ღმერთი არ გვაძლევს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვითხოვთ, რადგანაც მან იცის, რომ ის რასაც ჩვენ ვითხოვთ, შესაძლოა ყოველთვის საკეთილო არ იყოს (იაკობი 4:2). ქრისტე არც მთავრობის სოციალური უზრუნველყოფის სისტემას უწევს ადვოკატობას, რომელიც მოწყალებას აძლევს ყველას ვინც ითხოვს. პავლემ დაწერა, რომ პიროვნებამ უნდა უმუშაოს თუ უნდა რომ ჭამოს.(8) აღებულია არტურ ჰოლმსის ესედან (”სამართლიანი ომი”), ოთხი შეხედულება ომზე. გამოცემულია რობერტ კლოუსის მიერ (Downers Grove, Ill.: InterVarsity Press, 1991), 4-5.
(9) დიდების წონა და სხვა ესეები (ნიუ იორკი: მაკმილანი), 39.
(10) Ibid., 44.
kovelistudenti.com

Комментариев нет:
Отправить комментарий