среда, 19 июня 2013 г.

1.სოდომიზმის რელიგიური ფესვები.




ოლგა ჩეტვერიკოვა.

"ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური" (რომ. 1:26-27).

"თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი" (2 პეტრე. 2:6).

ჰომოსექსუალიზმი - გარყვნილი სქესობრივი ლტოლვა საკუთარი სქესის პირთადმი (Толковый словарь русского языка Ушакова).


1.სოდომიზმის რელიგიური ფესვები.


ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო საზოგადოება უსწრაფესად ინთქმება ძველი წარმართობის მდგომარეობაში, რომელიც იმ ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი, რომელმაც ჯერაც არ უწყოდა ქრისტე. დრო თითქოსდა უკან შებრუნდა, და ხალხებმა გადაჭრით აღხოცეს მრავალსაუკუნოვანი ქრისტეანობის მემკვიდრეობა; თავისუფლებისა და პროგრესის ლოზუნგებით ბრუნდება წარღვნამდელი დროება და ადამიანები ყოველმხრვი ცდილობენ ყველაფერში გახდნენ მემკვიდრენი კაენისა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც ქრისტეანები აღნიშნავენ მილანის ედიქტის (313 წ.) 1700 წლისთავს, რომელმაც რომის იმპერიაში სარწმუნოების თავისუფალი აღსარების უფლება აღიაარა და დასაბამი დაუდო სახელმწიფოს ქრისტეანიზაციას, დასავლეთში საყოველთაოდ მიმდინარეობს სოდომური "ქორწინებების" ლეგალიზაცია. თუ ქრისტეანი იმპერატორებმა კონსტანციუს II-მ და კონსტანტმა სოდომიტებისთვის სიკვდილით დასჯა დააკანონეს, დღევანდელი ევროპელი მმართველები დანაშაულად აცხადებენ არა მარტო გარყვნილთა ნებისმიერ დისკრიმინაციას, არამედ მათ ზნეობრივ უარყოფასა და მიუღებლობასაც.

მიუხედავად ამისა, ყოველივე ამას გააჩნია ერთგვარი ობიექტური პროცესის სახე, სინამდვილეში, ლაპარაკაია კარგად ორგანიზებული საყოველთაო ლიბერტარიანულ რევოლუციაზე, რომელსაც შემოქმედის წინააღმდეგ ამხედრებული არაკაცები თვით ადამიანის არსის ცვლილებისა და დარღვევისკენ წარმართავენ, აცლიან ადამიანს სულიერ საფუძვლებს, ბუნებრივ ბიოლოგიურ ფესვებს, ანგრევენ ოჯახებს და ტრადიციულ საზოგადოებრივ კავშირებს. ლაპარაკია ადამიანის სრულ "გადაფორმატირებაზე" რათა შესაძლებელი გახადონ მისი ნებაყოფლობითი შესვლა სატანის ანტიეკლესიაში.


1. სოდომიზმის რელიგიური ფესვები

ძველწარმართულ საზოგადოებათა უმეტესობაში მამათმავლობასთან დაკავშირებით არ არსებობდა არანაირი მორალური აკრძალვა. ის საზოგადოდ მიღებული იყო და ხშირად ატარებდა არა მარტო გრძნობით-სიამოვნებით, არამედ საკულტო ხასიათს; და ეს დამახასიათებელი იყო როგორც ძველი აღმოსავლეთისთვის, ასევე ძველი საბერძნეთისთვის, ძველი რომისთვის, კელტებისთვის და სხვა.

ჰომოსექსუალური ურთიერთობები წარმოადგენდა საკულტო პროსტიტუტციის ნაწილს, რადგან ასაკობრივი ინიციაციის რიტუალში შედიოდა, რომლის დროსაც მოზარდი ბიჭები მოზრდილი ჰომოსექსუალის დაქვემდებარების ობიექტები ხდებოდნენ. ამგვარი ინიციაციის მეშვეობით მათში ითრგუნებოდა თავისუფალი ნება, და ისინი ბრმად ემორჩილებოდნენ ტომის მოგვ-ბელადებს. მსგავსი მისტიკური რიტუალი არსებობდა ძველ საბერძნეთშიც, ათენში, სადაც ჰომოსექსუალიზმი ინსტიტუციონალიზირებული ყიო და მდიდარი ოჯახების შვილთათვის სახელმწიფო სამსახურში ადგილების მიღებას უზრუნველყოფდა.

ინიციაციას, როგორც წესი, მომავალი სიმამრი ახორციელებდა. ამ დროს ახალგაზრდა ადამიანს ქალის როლი უნდა შეესრულებინა, ხოლო როდესაც მოწიფულ ასაკს მიაღწევდა, ცოლად თავისი "მასწავლებლის" ქალიშვილი ეძლეოდა ([1]L'homosexualit au moyen age // http://moyen-age74.e-monsite.com/pages/l-hommosexualite-au-moyen-age.html). ჰომოსექსუალიზმის ამგვარი სოციალური ორგანიზაციის ნიმუშად შეიძლება წარმოვადგინოთ შუასაკუნეების იაპონიაც, როდესაც პოლიტიკური ცხოვრება სამურაების ხელში იყო და, რომლებიც ჰომოსექსუალური სიყვარულის დახმარებით ნერგავდნენ ახალგაზრდებში ბატონისადმი აბსოლუტურ მორჩილებას.

რადგან ჰომოსექსუალიზმი განიხილებოდა როგორც დამორჩილების რიტუალური საშუალება, ის სოციალურად არათანაბარ ადამიანთა შორისაც გამოიყენებოდა, მაგალითად, სამხედრო ტყვეების დამცირებისა და მათი აბსოლუტური დამონებისთვის, როგორც ეს ძველ ეგვიპტეში იყო. არსებობდა კომერციული პროსტიტუციაც, მონათმფლობელთა სექსუალური მომსახურეობა მონების მიერ, ევნუხების და კასტრატების გამოყენება სექსუალური მიზნით და სხვა. ამ მიმართებით უკიდურესი გარყვნილებით გამოირჩეოდა რომის დიდგვაროვანი საზოგადოების ცხოვრება, განსაკუთრებით ქრისტეანთა დევნის პერიოდში (http://gayglobe.us/blog/?p=988).

ასე მაგალითად, ისტორიკორი არნო კარლენი, რომელიც უთითებს, რომ რომის პირვლეი 15 იმპერატორიდან 14 სოდომიტი იყო, წერდა: "ისინი თანამშრომლობდნენ ისეთ კულტებთან, რომ იმპერატორთა გადახრები ყველაზე სკანდალური გახლდათ. კომოდუსი, რომელმაც საიმპერატორო ტახტი 180 წელს იპყრო, პუბლიკაში ქალის ტანისამოსით ჩნდებოდა და ჰომოსექსუალმა ფავორიტმა დაახრჩო; ადრიანე თავისი ჰომოსექსუალ შეყვარებულს, ვინმე ანტონის აღმერთებდა. მაგრამ მაინც ვერავინ შეედრება ჰელიოჰაბალს, რომელმაც 218 წელს თავისი მმართველობა დაიწყო თოთხმეტი წლისამ და ასურეთში აღიზარდა როგორც მსახური ბაალისა.

რომში ის შევიდა აბრეშუმით შემოსილ ასურელ მღვდელთა და ევნუხთა თანხლებით, შეღებილ-შეწითლებული ლოყებით და მინაბული თვალებით. სხვადასხვა ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ მან შეჰკრიბა რომის ყველა ჰომოსექსუალი და მათ კახპა-ბიჭუნასავით ელაპარაკებოდა; თავზე იფარებდა პარიკს და ბორდელებში დადიოდა; ერთხელ ქირურგიული ჩარევის მეშვეობით ქალად გახდომაც სცადა; ეძლეოდა სოდომიას და პანტომიმაში ვენერას როლს თამაშობდა; საჯაროდ კოცნიდა თავისი ფავორიტების გენიტალიებს და, როგორც ნერონი, ერთ-ერთ მათგანზე ფორმალურადაც დაქორწინდა... ჰელიოჰაბალმა რომში გიგანტური აშრიმი აღმართა (ფალიური ლატანი), რომლისგან თავიანთი ქვეყნის განწმენდას ცდილობდნენ ებრაელი მეფეები" (Абрамс К. Гомо-оккультизм // http://www.anarhvrn.ru/anarh/xaoc/gomooccult.html).

როგორც ისტორია აჩვენებს, სოდომური ცოდვის საფუძვლები - ძველი ადამიანის უხეშ გრნობებში კი არა, მისი რელიგიური ცნობიერების სრულ დაბნელებაშია; წარმართული მსოფლმხედველობის ოკულტურ-პანთეისტურ და დემონურ ხასიათშია. ცნობილია, მაგალითად, როგორი როლი ითამაშა ძველ საბერძნეთში ჰომოსექსუალიზმის განვითარებაში აღმოსავლეთიდან შემოტანილმა ორფიულმა მისტერიებმა დიონისეს კულტთან ერთად, სადაც საკულტო რიტუალები ღებულობდნენ უხეშ და გარყვნილ ფორმას (Шустер Г. История тайных союзов, обществ и орденов. М., Ваклер, 1996. Т.1,С.13). რომში ისინი ცნობილნი იყვნენ ბაკხანალიების სახელით.

სოდომიზმის სწორედ ეს დემონური, ოკულტური მნიშვნელობა იმხილება დაბადების წიგნში, სადაც მოცემული ცოდვა, სხვა ცოდვათაგან განსხვავებით, განსაზღვრულია როგორც "სისაძაგლე". ეს ტერმინი მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან toevah, რომელიც აუთენტური მნიშვნელობით საკულტო "სიბინძურეს" ნიშნავს (Суровягин С.П. Духовное значение однополого брака//Сибирская православная газета. № 1-2, 2006 г. //http://www.ihtus.ru/012006/st7.shtml). "ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი" (ლევ. 20:13).

მართლაც, სოდომთან დაკავშირებული ბიბლიური ისტორია მოწმობს, რომ ის წარმოადგენდა სატანურ საზოგადოებას, რომელიც ახორციელებდა სოდომოკრატიას და, რომელშიც შესაბამისი ქმედება ატარებდა საკულტო ხასიათს (სხვათა შორის სოდომის გარდა კიდევ 4 ასეთი ქალაქი არსებობდა, ანუ სოდომი არ წარმოადგენდა გამონაკლის მოვლენას). როდესაც ღმერთმა სოდომისა და გომორას უკეთური და უღვთო ცხოვრების შესახებ შეიტყო, იქ ორი ანგელოზი მიაგზავნა, ლოთმა ისინი ღამის გასათევად სახლში მიიწვია, "ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ" (დაბ. 19:4-5), ანუ უნდა ვიძალოთ მათზე. ცხადია, რომ ისინი ეძებდნენ არა გრძნობით სიამოვნებას, მათ სჭირდებოდათ რიტუალური აქტის აღსრულება სტუმრებთან, შემდეგ კი სატანისთვის, თავიანთი ღმერთისთვის შეეწირათ. სწორედ ამის გამო დასწვა ღმერთმა სოდომი და გომორა (იქვე).

სოდომიზმი მარტო რიტუალური აქტი არ გახლავთ, ეს რელიგიაა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ღმრთის ხატის დამახინჯებისთვის და უფალს აცხადებს ეშმაკად. ყველაზე სრულად ეს წარმოდგენილია კაბალაში, საიდუმლო იუდეველურ მოძღვრებაში, რომელიც იუდეველთა ბაბილონში ტყვეობის დროს ჩამოყალიბდა, სადაც ისინი მჭიდრო კონტაქტში იყვნენ ქალდეველ მოგვებთან, შეითვისეს მათგან სამყაროს პანთეისტური ხედვა, რომელიც ღვთაებას ბუნებასთან აიგივებდა (ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად იხ. ფლაბიან დე სენ კრისტო. "ებრაელები და თალმუდი").

კაბალის სწავლებით ღმერთი (ენ-სოფი) უსასრულო არარაა, რომელიც სულსა და მატერიას, ქალურსა და კაცურ საწყისებს აერთიანებს. მამაკაცური პრინციპი მისი მარჯვენა მხრიდან გამომდინარეობს, ქალური კი - მარცხენადან. პირველი კაცი, ადამი სულიერად ორსქესა არსება - ანდროგენი იყო, მაგრამ ცთუნდა რა მიწიერი ნივთებით, ხორციელი გახდა და გამოჰყო თავისგან ქალური საწყისი. ასე დაედო საფუძველი სქესობრივ დაყოფას. ადამთან ერთად შეიქმნა მრავალი სული, რომლებიც კოლექტიურად ერთ სულს წარმოადგენდნენ და რომლებიც ზეცაშიც ანდროგენები იყვნენ, მაგრამ შობისას მათი მთლიანობა ირღვევა და ისინი კრაგავენ სრულყოფილებასა და ჰარმონიას. აი, ასეთი ინტერპრეტაციით გვთავაზობს კაბალა შესაქმისა და ცოდვის დაცემის ისტორიას, და რაკიღა ცხოვრების მიზანი - ეს არის ხორციელი სხეულისგან გათავისუფლება და ადრინდელ მთლიანობასთან დაბრუნება ღმერთთან შერწყმის გზით, სქესთა დაყოფა განიხილება როგორც დროებითი დისჰარმონია, რომელსაც კოსმიური ქაოსისკენ მივყავართ.

ამგვარად, შემოქმედის წინააღმდეგ ამხედრებულმა სოდომმა იმთავითვე შეიძინა რელიგიური ქვეტექსტი, როდესაც იმ ბიბლიური ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამოვიდა, რომლის თანახმადაც: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1:28).

რომის იმპერიაში ქრისტეანობის აღიარებიდან და დამკვიდრებიდან მოყოლებული ვიდრე XIX საუკუნემდე, მამათმავლობა დასავლეთში განიხილებოდა როგორც გარყვნილება, რომელიც ადამიანის შეგნებული და თავისუფალი არჩევანის შედეგია. ასეთი დამოკიდებულება განპირობებული იყო ქრისტეანული ეკლესიის მკაფიო პოზიციით, რომელიც ამ მოვლენას ახასიათებდა, როგორც სასიკვდილო ცოდვას, რომელიც სრულიად ცვლის პიროვნებას, როგორც ბუნების საწინააღმდეგო მრუშობას, როგორც ვნებას, რომელიც ჩვევად გადაიქცა, ანუ სულიერ სნეულებად. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსიც მამათმავლობას საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევდა და შესაბამისი კანონითაც სჯიდა.

მაგრამ ეს პრაქტიკა (მამათმავლობა) არ გაქრა, ის შენარჩუნდა საიდუმლო, ოკულტურ საზოგადოებებსა და სექტებში, სადაც მას იგივე საკრალური მნიშვნელობა მიენიჭა. კაბალიზმთან დაკავშირებული გნოსტიკოსებისა და მანიქეველების ანტიქრისტეანული სექტები, დუალისტური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე (სული - სიკეთეა, მატერია - ბოროტება), მიიჩნევდნენ რა სამყაროსა და ნივთიერს ბოროტების ქმნილებად, ხოლო "გნოზისის" (ცოდნის, განათლების) მატარებლებს - "რჩეულებად", თავს აბსოლუტურად თავისუფლად გრძნობდნენ საზოგადოებაში მიღებული მორალისგან. როგორც მკვლევარი პიუეში წერდა, "კრიტიკაზე და უთანხმოებაზე მეტად, აქ ლაპარაკია ამბოხზე... ადამიანის ხვედრის წინააღმდეგ, ყოფიერებისა და სამყაროს, და თვით ღმერთის წინააღმდეგ. ამ ამბოხმა შეიძლება ნიჰილიზმამდე მიიყვანოს "გნოსტიკოს-ლიბერტანელები", რომლებიც არღვევენ ყოველგვარ ბუნებრივ და ზნეობრივ კანონებს, ბოროტად იყენებენ თავიანთ სხეულს და ცდილობენ გაანადგურონ, გააპარტახონ და დაანგრიონ ყოველივე ბუნებრივი ქვეყანაზე" (Элиад М. История веры и религиозных идей: в 3 томах. М., Критерион, 2002. Т.1. С.315-316).

სიყვარულის უარყოფით, გნოსტიკოსები და მანიქეველები ქორწინებასაც უარყოფდნენ და შთამომავლობის გაგრძელებასაც, რადგან ქორწინებას დაცემულთა და მდაბიოთა ხვედრად მიიჩნევდნენ. მაგალითად, გნოსტიკოსი მარკიონი აცხადებდა, რომ ქორწინებისგან თავშეკავებით, კაცობრიობის მოდგმის გაგრძელებაზე უარის თქმით, თვით შემოქმედს უპირისპირდება. წაართვეს რა ადამიანებს ქორწინების საიდუმლო და შეცვალეს რა იგი მამათმავლობით, გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ კაცობრიობა გაათავისუფლეს შეწყვილებული ინდივიდუალიზმისგან, სიყვარულისა და ოჯახის ეგოიზმისგან.

სამყაროს ასეთივე დუალისტური ხედვა, ასევე დამოკიდებულება ოჯახთან და ქორწინებასთან მანიქეველებისგან გადაეცა ახალმანიქეველურ სექტებს - პავლიკიანელებსა და ბოგომილებს, რომელთაც მოგვიანებით კათარები უწოდეს, და რომელთა პრაქტიკას ხალხში უბრალოდ მამათმავლობას უწოდებდნენ. იგივე ცოდვა გავრცელებული იყო ტამპლიერთა ორდენის რაინდებშიც. უბიწოების, უპოვარებისა და მორჩილების საიდუმლო აღთქმის შემდეგ, ტამპლიერებისთვის ყველაფერი კარგავდა თავის მნიშვნელობას, და მორჩილების ნაცვლად აქ იფურჩქნებოდა გარყვნილება, თავაშვებულობა და რელიგიური ინდიფერენტულობა. მეტაძრეთა (ტამპლიერთა) სწავლების მემკვიდრეები გახდნენ შოტლანდიელი ფრანკმასონები, რომელთაც უდიდესი როლი ითამაშეს თავისუფალი ქვისმთლელების უმაღლესი ხარისხების ფორმირებაში.

მასონობის პოზიციების გამყარებასთან და მათ მიერ განმანათლებლობის იდეური მოძრაობის დაფუძნებასთან ერთად, დასავლეთის ელიტაში შეიცვალა დამოკიდებულება მამათმავლობასთან. მისი დაცვის პირველი ტრაქტატი, რომელიც მამათმავლობის დეკრიმინალიზაციისთვის იბრძოდა, გახდა "ესე პედერასტიის შესახებ", რომელიც დაიწერა 1785 წელს და რომლის ავტორიც ცნობილი ინგლისელი "განმანათლებელი", უტილიტარიზმის თეორიის ავტორი იერემია ბენტამი გახლდათ. ბენტამი ამტკიცებდა, რომ ადამიანის ცხოვრების აზრი მხოლოდ სიამოვნებისკენ ლტოლვაში გამოიხატება. ის მოუწოდებდა შეეცვალათ მამათმავლობისა და ზოოფილიის (პირუტყვთან სქესობრივი დაცემა - რედ.) წინააღმდეგ მიღებული სანქციები, რომელთაც "ძველაღთქმისეული სოდომის დანგრევით გამოწვეული ირაციონალური რელიგიური შიშის გამოხატულებად" მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ამის გამო საზოგადოებაში გამყარებულიაო "ირრაციონალური ანტიპათია" ნებისმიერი სიამტკბილობის მიმართ. "ცხადა, - წერდა ბენტამი, - რომ ის (მამათმავლობა) არ იწვევს არავის ტანჯვას. პირიქით, ის სიამოვნების მომტანია... ის არ იწვევს არავითარ სერიოზულ საშიშროებას, რადგან საშიში მასში არაფერია! მამათმავლობით დასაქმებულნი არიან მხოლოდ ისინი, ვინც თვითონ წყვეტენ იყონ ამდაგვარნი და რომლებიც ამაში ხედავენ სიამოვნებას" (http://www.columbia.edu/cu/lweb/eresources/exhibitions/sw25/bentham/index.html#02).

ამგვარად, ბენტამი ამტკიცებდა, რომ სოდომიზმი - ეს დაავადება კი არ არის, არამედ ადამიანის ნებაყოფლობითი, შეგნებული არჩევანია, ოღონდ ამ ვითარებას დადებით შეფასებას აძლევდა. მისი ტრაქტატის მნიშვნელობა კი იმაშია, რომ მან პირველად წარმოადგინა მამათმავლობაზე უფლების რაციონალური დასაბუთება, რომელიც ადამიანის ბუნებრივ უფლებებზე კონცეფციიდან გამომდინარეობდა, არადა სწორედ ეს არგუმენტი ედება საფუძვლად შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რომელსაც დღეს ღებულობს "განათლებული" კაცობრიობა.

სოდომიტების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე პირველად საფრანგეთში გაუქმდა 1791 წ., რაც შედეგად მოჰყვა მასონურ-რევოლუციურ გადატრიალებას და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციის მიღებას. შემდეგ, 1810 წ. ეს პოზიცია დაამტკიცა საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსმა, რომლის თანახმადაც სასჯელს ექვემდებარებოდა მხოლოდ ძალადობრივი ჰომოსექსუალური მოქმედება. მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ფრანგი კანონმდებლების ზეგავლენით სოდომიზმის დეკრიმინალიზაცია მოხდა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშიც (ნიდერლანდები, ბავარია, იტალიისადმი დაქვემდებარებულ მრავალ სახელმწიფოში, შემდეგ კი იტალიის გაერთიანებულ სამეფოშიც), მაგრამ დასავლეთის ფართო საზოგადოებაში ის ჯერ კიდევ რჩებოდა როგორც უზნეო მოქმედება.

გაგრძელება იქნება.


http://www.apocalypse.ge/usjuloebis_saidumlo_msoflio_sodomuri_antieklesia_1.html



Комментариев нет:

Отправить комментарий