пятница, 7 июня 2013 г.

გოლიათები - გამოძახილი მითებიდან.

   როდესაც რაიმე ამბავი ადამიანის პრაგმატული გონებისთვის დაუჯერებელი და მიუღებელია. მას თამამად არქმევს ზღაპარს. თუ ეს ამბავი მიუხედავალდ იმისა რომ მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ძალიან საინტერესო, ლამაზი, შეიცავს ფარულ გზავნილს ან ოდნავ მაინც არის რეალობასთან ახლოს, მაშინ ეს „ზღაპარი“ თაობებს გადაეცემა, ტრანსფორტმირდება, სახეს, მოქმედ პერსონაჟებს, საწყის ფორმას იცვლის, მაგრამ მაინც ინახავს თავის წიაღში მეტად საინტერესო გზავნილებს. კაცობრიობის უახლესმა ისტორიამ გვასწავლა რომ ის რასაც ჩვენი წინაპრები ზღაპრებში „იგონებდნენ“ , ფრინავი ხალიჩა, ჯადოსნური სარკე, მფრინავი რაში, გველეშაპები და გოლიათი რაინდები არც თუ ისე არარეალური და ზღაპრული პერსონაჟები და ხელსაწყოებია. და ამას ტრადიციული, აკადემიური მეცნიერების მიმდევრებიც ადასტურებენ. ხოლო იმ ადამიანთა მოსაზრებით, რომლებიც კარგახანია უკვე გასცდნენ კლასიკური-აკადემიური მეცნიერების ჩარჩოებს და თამამად სცდილობენ დაამტკიცონ რომ სამყარო გაცილებით უფრო საინტერესო, დიადი და შეუსწავლელია ვიდრე ამას ისტორია-არქეოლოგიის თანამედროვე სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ. ზღაპრებში გაცილებით უფრო მეტი სინამდვილეა ვიდრე ამას ჩვენ ვაღიარებთ.

საშუალო სტატისტიკურად ადამიანისთვის გაცილებით უფრო ადვილია რაიმე გაურკვეველზე, მისი ყოფითი ტემპიდან ამოგდებზე და უკვე ჩამოყალიბებულ, ხშირ შემთხვევაშ ნაკარნახევ რეალურ სამყაროდან განმასხვავებელი ფერის დანახვაზე თქვას რომ ეს „წარმოუდგენელია, აბსურდია, ილუზიაა,“ ან სრულაც „სისულელეა“ ვიდრე გაჰყვეს მის კვალს და შეეცადოს საკითხის არსის ბოლომდე გარკვევას. ზოგისთვის ყოფითი, უკვე ჩამოყალიბებული და ისტორიულ-არქეოლოგიურ-თეოლოგიურ საფუძვლებზე გაწერილი რეალობის სურათის ოდნავი რღვევაც ისეთი საშიში და მიუღებელია რომ მზადაა ნებისმიერი რამ, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს უკვე არსებულს გადამალოს ისე მზის სინათლე არც არასოდეს დაანახოს. სავსებით შესაძლებელია რომ ეს „გადამალულიც“ შემდეგ ზღაპრად მოგვევლინოს და თავისი თავი სწორედ ასე, ან სრულიად უეცრაი აღმოჩენებით შეგვახსენოს.

რამოდენიმე ხნის წინ პროფესორ ალექსანდრე ვეკუას გუნდის მიერ ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილ იქნა ადამიანთა ჩონჩხის ნაწილები. თითქოსდა არაფერიაო, მაგრამ ამ ადამიანთა საშუალო სიმაღლე 2,30 დან სამ მეტრამდე მერყეობდა. ეს სენსაცია სავსებით შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთ ზღაპრად მაგრამ საბედნიეროდ ეს რეალური ზღაპარია. შეგახსენებთ რომ სწორედ ალექსანდრე ვეკუას ჯგუფმა აღმოაჩინა „ზეზვა“. ამ ადამიანს ეტყობა შლიმანის იღბალი გაჩნია. ამჯერად მის წინ იმ არსებათა რეალური ძვლებია რომლებსაც ზღაპრებში გილოათებს, ისპალინებს, ციკლოპებს და ტიტანებს უწოდებნენ.

ვეკუას თქმით „თეძოს ძვლები აშკარად დიდია, ჩონჩხის თავიც რამოდენიმეჯერ აღემატება ახლანდელი ადამიანის თავს.“


გოლიათების, იგივე ისპალინების შესახებ არამხოლოდ ლეგენდები და ზღაპრები მოგვითხრობენ. ძველი აღქმაშიც მათზე მართალია მცირე, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ინახება „ისპალინები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მით ურო მას მერე, რაც ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.“ (დაბ. 6. 4). ღვთისშვილთა ვინაობას ამჯერად ვანებოთ თავი და ისევ ისპალინებს მივუბრუნდეთ. როგორც ირკვევა მათი არსებობა ადამიანთა მოდგმისთვის არც თუ ისე დაფარული და საიდუმლო ყოფილა რაკი ისინი ძველთაგანვე სახელოვან ხალხად მოიხსენიებიან. (თუმცა ხალხათ და არა კონკრეტულად ადამიანებად, ანუ ადამის რასის წარმომადგენლებად)


შედარებით ვრცლად არის მოთხრობილი მათ შესახებ ყურანში, სადაც წარღვნის ეპოზოდის ამსახველ ნაწილში ირკვევა რომ ნოეს მიერ დაწყებული კიდობნის მშენებლობა მასხრად აუგდიათ იპალინებს. „წარღვნა ჩვენ ვერას დაგვაკლებს, ჩვენ მაღლები და ძლიერები ვართ, ჩვენი ფეხის ტერფით მდინარის კალაპოტის ჩაკეტვაც კი შეგვიძლიაო“ უთქვამთ მათ. მაგრამ მოსულა წარღვნა და კიდობანს გარეთ დარჩენილი ყველა არსება, მათ შორის ისპალინებიც შეუწირავს, ყველა გარდა ერთისა.

სწორედ ამ ერთ გადარჩენილ ისპალინზე მოგვითხრობენ ბაბილონის წიგნები. ნოემ წარღვნისაგან გადაარჩინა გიგანტი საგელად „ოგი“. მისცა მას ადგილი კიდობანში გისოსებს მიღმა და სწორედ ამ გისოსებიდან აწვდიდა საკვებს. წარღვნის შემგდეგ ოგი, რაკიღა მხოლოდ ერთად-ერთი იყო თავისი თემიდან ვინაც გადაურჩა წარღვნას, ადამის ასულებთან იწყებს კონტაქტს და მალე მისი გვარი კვლავ გამრავლდა დედამიწაზე. მართალია ოგის შთამომავლობა წინაპარივით გიგანტი არ ყოფილა, მაგრამ ადამიანებთან შედარებით ისინი კვლავაც რჩებოდნენ გიგანტებად. სამკვიდროდ პალესტინა ირჩიეს. მოსეს მიერ ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის შემდეგ, რაც პალესტინას მიადგნენ. მოსემ მზერავები გაგზავნა მათ მხარეში. დაბრუნებულმა მზვერავებმა ამცნეს მოსეს „ ვიხილიეთ ჩვენ იისპალინები, ისპალინთა შთამომავალნი. მათ თვალში ჩვენ კალიები გვეგონა თავი და სწორედ კალიებივით გამოვიყურებოდით ჩვენც მათ თვალებში.“


ისპალინისა და ადამიანის შერკინების საყოველთაოდ ცნობილი ისტორიაა დავითისა და გოლიათის ბრძოლა. ეს გოლიათი „გოლიაფი“ ქალაქ გატში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეთერთმეტე საუკინეში ცხოვრობდა. მეფეთა წიგნიდან ვიცით რომ როცა ფილისტინელები იუდეას თავს დაესხნენ, მასთან შერკინება ბევრმა მებრძოლმა სცადა და მხოლოდ პატარა დავითმა შესძლო მისი დამარცხება შურდულით. ისპოლინებზე, გოლიათეზე და ტიტანებზე შეგროვებულ ცნობებზე ცოტათი ქვემოთ ვისაუბროთ. მანამდე კვლავ საქართველოში დავბრუნდეთ.


ამრიგად ირკვევა რომ ისპალინები (გოლიათები) ადამიანებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი არსებები იყვნენ. საყურადღებოა ის ფაქტიც რომ ნოეს მიერ კიდობნის მშენებლობისას აქილიკებული ისპალინებისაგან წარღვნას მხოლოდ ერთი მამრი გადაურჩა. იქნებ ნოე მათი, როგორც ენდემური წყვილის გადარჩენაც ქონდა მიზნად მაგრამ მათი მხრიდან კიდობნის წარღვნის და მოსეს იდეის აბუჩად აგდების გამო მხოლოდ ერთის დათანხმება შესძლო!?

Комментариев нет:

Отправить комментарий