понедельник, 15 июля 2013 г.

"რელიგიური ფუნდამენტალიზმი ფსიქიკურ აშლილობად შეირაცხება და უმკურნალებენ" - ოქსფორდის პროფესორი

  ოქსფორდის უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის პროფესორი, ქეითლინ ტეილორი აცხადებს, რომ ყველა ნიშნის მიხედვით, ახლო მომავალში რელიგიურ ფუნდამენტალიზმსა და სხვა იდეოლოგიურ რწმენებს გონებრივ აშლილობათა რიცხვს მიაკუთვნებენ და მისი მკურნალობის მეთოდებიც შემუშავდება. ტეილორის განცხადებით, რელიგიის მიმართ ფანატიკური დამოკიდებულება სახიფათოა ნებისმიერი საზოგადოებისათვის, ასე რომ უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის გადაცილების შემდეგ ზედმეტად გულმოდგინე მორწმუნე უკვე ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანად იქნება მიჩნეული. მისი თქმით, რადიკალური რელიგიები პიროვნების პირადი არჩევანი კი არა, მისი ფსიქიური დარღვევის შედეგია, შესაბამისად, მაგ. ტერორისტები უნდა განვიხილოთ არა დამნაშავეებად, არამედ მძიმე ფსიქიური აშლილობის მქონე ავადმყოფებად. პროფესორი უფრო შორსაც წავიდა და განაცხადა, რომ რადიკალური რელიგიებისა და რწმენების სია იმაზე ბევრად გრძელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ.
"მე არ ვგულისხმობ მარტო ისეთ აშკარად გამოვლენილ დოგმებს, როგორიცაა რადიკალური ისლამი ანაც ექსტრემალური ქრისტიანული კულტები. მე ვგულისხმობ რელიგიებს, რომლის მიხედვითაც არაფერი დაშავდება, თუ საკუთარ ბავშვებს მიბეგვავ. ასეთი რწმენის მქონე ადამიანი სახიფათოა, მაგრამ რატომღაც ისინი არავის მიყავს ციხეში მანამ, სანამ მართლაც არ სცემენ საკუთარ ბავშვს. არადა, ამაში ადამიანი კი არა, მისი რწმენაა დამნაშავე, ის უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც ჩააგონეს და რისიც სჯეროდა. ასეთი "ბრძნული დარიგებები" კიდევ ბევრია ნებისმიერ რელიგიაში და კარგი იქნებოდა, სხვა თვალით შეგვეხედა იმ ადამიანების ფსიქიკისათვის, რომელთაც ყოველივე ამის სჯერათ. ეს კლასიკური "ტვინის რეცხვაა", ოღონდ გლობალური მასშტაბების" -აცხადებს ტეილორი.

ტეილორის განცხადებამ ბრიტანეთში გვარიანი აურზაური გამოიწვია. პროფესორი ამ განცხადებისთვის მკაცრად გააკრიტიკეს სასულიერო პირებმა და საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილმა ნაწილმა. თავად ოქსფორდში კი საკუთარი პროფესორის განცხადებას არც ემიჯნებიან და არც იწონებენ: "ეს არ წარმოადგენს უნივერსიტეტის ოფიციალურ პოზიციას, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ მისის ტეილორის მოხსენებაში განხილულია მთელი რიგი საჭირბოროტო საკითხებისა" - განაცხადეს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეს-სამსახურში.


Комментариев нет:

Отправить комментарий