понедельник, 29 июля 2013 г.

"მოვინანიოთ"

ყოველდღე ლოცვებს ვკითხულობ:
ათ მცნებას, ცხრა ნეტარებას,
მაგრამ ყოველდღე ვახერხებ
უამრავ ცოდვის ჩადენას.
ბევრჯერ გონების გაფანტვით,
ლოცვაში ცოდვა მიქნია,
ბევრჯერ მოყვასის ჩემისა
აუგი სიტყვა მითქვია.
ბევრი გლახაკის თვალებში
ვედრება წამიკითხია,
მაგრამ ხშირადაც უგულოდ
გულშიაც განმიკითხია.
ბევრი მლოცველი გულითა,
ფარისეველი მგონია,
ვგონებდი ბევრის მცოდნე ვარ,
თურმე არა რა მცოდნია.
ზოგჯერ ტყუილიც მითქვია
გამოსავალი მგონია,
მაგრამ კეთილი ტყუილიც
ბოროტის მონაგონია.
კეთილი საქმის ჩამდენსა,
თავი რომ კარგი მგონია,
წირვაზე წაუსვლელობის
მიზეზიც მომიგონია.
სიზარმაცემაც კი მძლია,
ბევრჯერო განა ერთხელო,
ოხ, კაცის გულო ორგულო,
დაუდევარო-მერყევო.
სიკეთე დაფარული სჯობს,
სააშკარაოს ნადებსა,
ბევრი არა რა მიქნია,
ბევრის ბოროტის ჩამდენსა.
მფარველი ანგელოზისთვის
ბევრჯერ შენდობა მითქვია,
მაგრამ მოძღვრისთვის იგივე,
ერთხელ, მეტჯერ არ მიქნია.
ყოველთვის უფალს ვაწუხებ,
თხოვნით: ოცნების ახდენის,
გონებით იმას ვერ ვგონებ,
რომ ღირსი არ ვარ ამდენის.
ყველას თავისი ჯვარი აქვს,
ცხოვრების სატარებელი,
ღმერთი იმდენს არ გვაკისრებს
რის არ ვარ მატარებელნი.
ცოდვებით დაგროვებული,
დამძიმებულა გულიო,
"მოვინანიოთ"_ ამას გთხოვთ
და განვიწმინდოთ სულიო.







(არ ვიცი ვისი ლექსია.)

Комментариев нет:

Отправить комментарий