вторник, 9 июля 2013 г.

ეშმაკს, ყოველდღიურ ვნებებს, მონად რომ არ ექცე მიზანი უნდა დაიდო,

ეს მიზანი თვალწინ უნდა იქონიო, მისკენ იარო, სირთულეებს კი ღვთის სახელით უნდა სძლიო. რაა ეს მიზანი? ზეციური სასუფეველი, ღვთაებრივი წიაღი მისი დიდებისა, რომელიც ამ სოფლის გაჩენისთანავე იყო გამზადებული მორწმუნეთათვის. მიზანს გარკვეული საშუალებებით აღწევენ და შენც უნდა იქონიო ხელთ საჭირო საშუალებები: რწმენა, იმედი, სიყვარული და განსაკუთრებით კი სიყვარული. გწამდეს, იმედი იქონიე, გიყვარდეს, განსაკუთრებით კი სიყვარული იქონიე, რაგინდ დაბრკოლება უნდა იყოს, ღმერთი გიყვარდეს ყველაზე მეტად, შენი მოყვასი კი, როგორც შენი თავი. არ შეგწევს ძალა ამ გამორჩეული ძვირფასეულობების შენახვა-გაფრთხილებისა და რაც შეიძლო, ხშირად მიმართე სიყვარულით ღმერთს: ითხოვე, ეძებე, რეკე მის კარზე: მიიღებ, მოიპოვებ "რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს სარწმუნოებით, მოეღოს და რომელი ეძიებდეს, ჰპოვოს და რომელი ირეკდეს განეღოს." (მათ.7,7-8) - გამჩენის პირობა უღალატოა. დადიხარ, წევხარ, ზიხარ, ლაპარაკობ, მეცადინეობ, ყოველთვის გულით თხოვე ღმერთს რწმენა, სიყვარული მოგცეს. ჯერ არ გითხოვია ისე როგორც რომ ეგების, არ გითხოვია მხურვალედ და განუწყვეტლივ, არ გქონია მტკიცე გადაწყვეტილება მათი შეძენისა, ახლა დაიწყე, ახლა უთხარი თავს: მორჩა, ამას იქით ვიწყებ!


წმ. იოანე კრონშტადტელი





Комментариев нет:

Отправить комментарий