четверг, 4 июля 2013 г.

კანიბალიზმი ბრუნდება, ანუ გოგონას დუნდულებისგან შესანიშნავი ბივშტექსი მზადდება!

ამ სტატიას დასავლური სოციალური (ინგლისურენოვანი) ქსელებიდან სამი ამონარიდით დავიწყებ:
"მე ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე პუტინს უფრო დავეთანხმებოდი, ვიდრე დასავლურ ლიდერებს, მაგრამ მე ვხედავ, რომ ჩვენ პუტინი გვჭირდება"... (დიდი ბრიტანეთი).
"მე ვერ ვიხსენებ სხვა დროს, როდესცა ბრიტანეთს ასე სჭირდებოდა ისეთი მმართველი, როგორი არის პუტინი"... (დიდი ბრიტანეთი).
"ძალიან სასიამოვნოა იმის განცდა, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ შემორჩა საღი აზრი. გმადლობთ რუსეთო, რომ თქვენს ბავშვებს იცავთ ამ გარყვნილებისგან. მე მომწონს პუტინი, ის ზუსტად ისეთი ტიპია პრეზიდენტისა, როგორიც ჩვენ გვჭირდება"... (აშშ)

რუსეთის პრეზიდენტის პოპულარობა არამარტო რუსეთში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც იზრდება.
დასავლურ სოციალურ ქსელებში პუტინის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებათა ანალიზის შედეგად თვითონ დასავლეთში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რუსეთის ლიდერი ლამის თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწის ნიმუშად არის აღიარებული. მთავარ შოტლანდიურ გაზეთში ("SCOTSMAN") წამყვანმა მიმომხილველმა ჯერალდ ვერნერმა გამოაქვეყნა სტატია - "პუტინის ახლებური აღქმა", სადაც მან აღიარა, რომ ჩვენ მიერ ზემოთ მოხმობილი პოსტების ანალოგიური გამონათქვამები, ერთის მხრივ, არის ამერიკელი და ევროპელი ლიდერების საქმიანობით მოსახლეობის უკმაყოფილების ამოხეთქვა, მეორეს მხრივ კი - რუსეთის ძლიერი პრეზიდენტისადმი პატივისცემა. ავტორის თქმით, "ჩვენ მივაღწიეთ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური კლასით იმედგაცრუების ისეთ დონეს, რომ ის შეიძლება ჩაითვალოს მთლიანად უვარგისად. კემერონი და ობამა ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის გულგატეხილობისა და აპათიის წყალობით ინარჩუნებენ, მაგრამ მოახლოებული ეკონომიკური ცუნამი წალეკავს ბოლომდე დისკრედიტირებულ საპარლამენტო ფსევდოდემოკრატიას, რომელიც დიდი ხანია ხელისუფლებაში ინახავს თაღლითებს და სულელებს".

შეფასებებში ვერნერი უფრო შორსაც მიდის: "ვიდრე დასავლეთელი ლიდერები ერთსქესიან ქორწინებებს აკანონებდნენ, პუტინმა, მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნით, დააკანონა მკაცრი აკრძალვები ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაზე. დასავლეთი კი ამას უპირისპირებს უგუნურ ლიბერალიზმს, კულტურულ მაზოხიზმს, ოჯახის ინსტიტუტის უარყოფას და პირადი პასუხისმგებლობის ჩანაცვლებას უსუსური ჰედონიზმით. ეს მაშინ, როდესაც რუსეთს მართავს ეროვნული ინტერესების დამცველი ძლიერი პოლიტიკური ნება".

აქ აუცილებლად გაჩნდება შეკითხვა: რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, დასავლეთში, სადაც ანტირუსულ და ანტიპუტინურ განწყობათა ფორსირებული და გაძლიერებული გაღვივება მიდის, როგორ მოხდა პრორუსული და პროპუტინური ტენდენციების ჩასახვა, რამ გამოიწვია დასავლურ საზოგადოებრივ აზრში ასეთი უცნაური მეტამორფოზა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ საერთოდ დავანებებთ თავი პერსონებს - პუტინს, ობამას, კემერონს, ოლანდს, მერკელს... და გადავალთ თვითონ ღირებულებებზე. დასავლეთში დღეს საქმე გვაქვს ტრადიციულ ღირებულებათა არა უბრალოდ გადაფასებისა და ევოლუციური ცვლის ბუნებრივ პროცესთან, ან თუნდაც გარკვეულ რევიზიასთან, არამედ ამ ღირებულებათა შეურაცხყოფის, სადისტურად ფეხქვეშ გათელვის, დაცინვა-გამასხარავების, დაუნდობელი ნგრევისა და ადამიანთა შეგნებიდან მათი ცხელი შანთით ერთიანად ამოწვის პროცესთან.

ევროპასა და ამერიკაში გარყვნილების პროპაგანდისთვის ფართოდ არის გამოყენებული ე.წ. სექსუალური უმცირესობები და მათი პრობლემები. ამ კატეგორიის ადამიანების უფლებების დაცვის საფარველქვეშ მიმდინარეობს ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის გაუფასურებისკენ და აბუჩად აგდებისკენ მიმართული აღვირახსნილი კამპანია და, რაც ყველაზე საგანგაშოა, ამგვარი არაადამიანური კამპანიის მწარმოებელ ძალებს ხელთ არამარტო ფინანსური, არამედ სახელმწიფოებრივ-სახელისუფლებო ბერკეტები და მედიასაშუალებათა მთელი არსენალი უპყრიათ.

ათასწლეულებგამოვლილი და ათასწლეულებრივი ევოლუცის გზით ჩამოყალიბებული თანამედროვე ტიპი ადამიანისა, ამ უზარმაზარი ისტორიის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან უკიდურესი ეგოიზმისა და ასევე უკიდურესი ჰედონიზმის ტყვეობაში აღმოჩენილი ამერიკული და ევროპული საზოგადოება მიზანმიმართულად აქციეს ერთგვარ ცდისპირად ადამიანების ადამიანურობისგან განძარცვის თვალსაზრისით. "ივერონში" რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნე თანამედროვე ევროპის იმ ტენდენციის შესახებ, რომელიც ტრადიციული ოჯახის რღვევა-დეგერადაციისკენაა მიმართული და, რომელიც არამარტო სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს ამოფარებული გარყვნილების პროპაგანდაში, არამედ ყველა დროსა და ეპოქაში, როგორც საზოგადოებრივ-მორალური, ასევე რელიგიური და სამედიცინო თვალსაზრისითაც დაგმობილი ინცესტის (უახლოეს ნათესავებს შორის სექსობრივი კავშირი) ტრადიციად გამოცხადებასა და მიზანმიმართულ დანერგვაშია გამოხატული.
ჩვენ გვზარავს ჰომოსექსუალიზმი და პედოფილია, ყურებს არ ვუჯერებთ როდესაც ცივილიზებულ ევროპაში ინცესტის დაკანონებაზე და მის სოციალურ ტრადიციად გამოცხადებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ უარესი ამბები, თურმე, წინ გველოდება...
- კანიბალიზმი ბრუნდება! - შეშფოთებულია კერ კიდევ საღად მოაზროვნე ევროპა. არა მარტო ეკრანებზე ჩნდება ფილმები, სადაც კანიბალისტური სცენებია გადაღებული, არამედ ინტერნეტში პრობლემას არ წარმოადგენს რეალური კანიბალების ხილვა. ამ ახალმა, მოდურმა ქარიშხალმა ინგლისამდეც მიაღწია. ამის წინათ, ლონდონის ხორცის ნაწარმის ბაზარში ("SMITHFIELD") გაჩნდა პავილიონი, სადაც შეიძლება შეიძინოთ ადამიანის ხორცი... არა, ეს ჯერ კიდევ არ არის ნამდვილი ადამიანის ხორცი, ესაა ჩვეულებრივი საქონლის ან ღორის ხორცი, რომელიც სტილიზებულია, როგორც ადამიანის ესა თუ ის ორგანო, ზოგ შემთხვევაში კი, მთლიანად ადამიანის ფორმა აქვს მიცემული. ესე იგი, ინგლისში, ცივილიზებული ევროპის ამ ერთ-ერთ უზარმაზარ სახელმწიფოში, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ხორცს, როგორც საკვებ პროდუქტს კი არ ყიდულობენ, არამედ, ყიდულობენ როგორც... არ ვიცი, რა დავარქვა... შინაგანი აგრესიის, ბინძური ვნების დაკმაყოფილების საშუალებას. ადამიანი ზის და შეექცევა ადამიანის სხეულის ტაფაზე აშიშხინებულ ნაწილებს - ხელის მტევანს, ნიკაპს, ყურებს, სასქესო ორგანოებს. მან იცის, რომ ეს არ არის ადამიანის ხორცი, მაგრამ ჰგავს ადამიანისას. რა ჰქვია ამას? რომელ ვნებას იკამყოფილებს იგი ამით? ალბათ ადამიანის შეჭმის (კანიბალობის) დაუკმაყოფილებელ სურვილს, რომელიც მასში მძლავრობს. ასეთები უიშვიათესი გამონაკლისები რომ იყვნენ, მაღაზია ვერ გაიხსნებოდა. როგორც ჩანს, საკმაო რაოდენობით არიან ასეთი ტიპის "გურმანები", რომლებიც რეგულარულად დადიან ამ მაღაზიაში და პროდუქტსაც საგულდაგულოდ არჩევენ, მაგრამ ვინ არიან ისინი, ვინც ამგვარ მაღაზიებს ხსნიან და ვინ არიან ისინი, ვინც ამგვარი მაღაზიების გახსნის ნებართვებს იძლევიან?
ამ "გურმანების" დიალოგის წარმოსახვა ადამიანის ხორცით მოვაჭრე ინგლისურ მაღაზიებში, ალბათ, არ გაგვიჭირდება.
- ეს მამაკაცის ბეჭია? მე ქალისას ვამჯობინებდი.
- ქალის ბეჭი გაგვითავდა, მაგრამ გვაქვს ქალის მკერდი, ნაკლებცხიმიანი, შესანიშნავი ძუძუსთავებით.
- შიგნეული თუ გაქვთ?
- მოზარდის გულ-ღვიძლი გვაქვს, ახალი შემოტანილია. გვაქვს ქალისა და მამაკაცის უგემრიელესი გენიტალიები, გოგონას დუნდულები შესანიშნავია ბივშტექსისთვის...

კანიბალიზმი თუ ის ზღვარია, რომლის გადაბიჯების შემდეგ ადამიანს აღარ შეიძლება ადამიანი ეწოდოს, კანიბალიზმით ეს თამაში როგორ შევაფასოთ? ეს ადამინები კანიბალიზმის თამაშით მხოლოდ იმიტომ კმაყოფილდებიან, რომ ევროპული "დემოკრატიის" პირმშო ამ "სუპერთანამედროვე" მაღაზიებში ჯერჯერობით ადამიანის მხოლოდ მოდელირებული ხორცი იყიდება, მაგრამ რა იქნება შემდეგ, საით მიდის ეს ყველაფერი?
ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ურთულესი უბანია ე.წ. არაცნობიერი ფსიქიკური. არაცნობიერი ფსიქიკური ისეთი ჭაობია, რომელსაც ადამიანი ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდება. ღმერთმა იცის, როგორი უკეთური აზრები ბუდობენ არაცნობიერში. ზოგჯერ ამოვარდება რომელიმე ასეთი უკეთური აზრი არაცნობიერიდან და ცნობიერში გადმონაცვლებას ცდილობს, მაგრამ ამუშავდება ადამიანთა მოდგმის მიერ საუკუნეებით ნაშენები სისტემები მორალისა, ტრადიციისა, სამართლისა... და არ აძლევს ამგვარ აზრებს ცნობიერების ზედა შრეებში ამოსვლის საშუალებას. ადამიანის ხორცით დანაყრების ეს შემზარავი თამაში არაცნობიერებისთვის იმ ტაბუს მოხსნას ემსახურება, რომელიც მას ზედაპირზე ამოსვლის საშუალებას არ აძლევს. ეს ტაბუ თუ მოიხსნა, ვერცერთი ცხოველის ფანტაზია ვერ შესწვდება იმას, რა საზიზღრობასაც მისგან თავისუფალი ადამიანი მოიფიქრებს. კულტურის ანთროპოლოგიის დარგში კატალონიელი პროფესორი ხოსე ფერიკგლა წერს: "სიკვდილი ჩვენს საზოგადოებაში უკანასკნელი ტაბუდადებული თემაა, რის გამოც იგი იდეოლოგიური მანიპულირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა." ადამიანში ნორმისგან ყოველი გადახრა, ყოველი ანომალიური მოვლენა დღევანდელ დასავლეთში იმიტომაა წახალისებული, რომ მას იდეოლოგიური მანიპულირებისთვის იყენებენ. სწორედ იდეოლოგიური მანიპულირებისთვის არის საჭირო ყველა ტაბუს მოხსნა. ძალიან საინტერესო დასკვნამდე მიდის რუსი მეცნიერი ევგენია ალექსეევა: "კანიბალიზმი ესაა კომპლექსი, რომელიც დაკავშირებულია ლიბიდოსთან. კანიბალი ყოველთვის ჰომოსექსუალურია." როგორ ფიქრობთ, თბილისში რომ ანალოგიური მაღაზია გაიხსნას, "ადამიანის ხორცის დაგემოვნების" მსურველები აქაც არ გამოჩნდებიან? გამოჩნდებიან და შესაძლებელია, ბლომადაც. რაც მთავარია, გამოჩნდებიან მათი უფლებების დამცველნი. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ უმოკლეს დროში ელიტურ მოდად იქცევა ეს თამაში (ჩვენთან ხომ არაფერს ისე არ ემონებიან, როგორც მოდას, მითუმეტეს, ელიტურს). არავინ იცის, თამაშიდან რამდენი რჩება რეალობამდე, ანუ იმიტირებული (თუ - მოდელირებული) ადამიანის ხორცის მირთმევიდან ნამდვილი ადამიანის ხორცის მირთმევამდე.
"ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო", - იტყვიან საქართველოში, ანუ ძაღლი ძაღლის ხორცს არ შეჭამსო. ცხოველები (გარდა გამონაკლისებისა) არ ჭამენ ერთმანეთის ხორცს და არის ამაში რაღაცა საკრალურ-საიდუმლოებრივი, იქნებ - ღვთაებრივიც. ადამიანები კი...
აი, ასეთი სიტუაციაა შექმნილი დღევანდელ ევროპასა და ამერიკაში. ამას მრავალი მიზეზი განაპირობებს - პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური, რომელთა შესახებ მსჯელობა სცილდება ამ სტატიის ფარგლებსაც და მიზანდასახულებასაც, მაგრამ დასავლურ საზოგადოებაში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ტენდენციების გაჩენა სწორედ ამ მომენტებით აისხნება.
ადამიანს ორი გზა აქვს - გზა ღმერთისკენ და გზა სატანისკენ. მადლობა ღმერთს, დასავლურ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთის გზას ამჯობინებენ. გამოცნობა იმისა თუ რომელი ლიდერი ადგას ღმერთის გზას ან სატანის გზას, ხდება არა უშუალოდ ლიდერსა და მის პიროვნებაზე დაკვირვებით, არამედ ლიდერის საქმიანობასა და გადაწყვეტილებებზე დაკვირვებით, იმაზე დაკვირვებით თუ რა სახის ღირებულებებზეა ორიენტირებული სახელმწიფო, მისი კანონმდებლობა...
დასავლეთში, როგორც ჩანს, დააკვირდნენ თავიანთი ლიდერების საქმიანობასაც და რუსეთის ლიდერის საქმიანობასაც, ღირებულებათა დასავლურ სისტემასაც და ღირებულებათა რუსულ სისტემასაც, დასავლურ ტენდენციებსაც და რუსულ ტენდენციებსაც და მერე რა, თუკი ნაწილმა საზოგადოებისა ჩათვალა, რომ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები სატანის გზას ადგანან, ხოლო რუსეთის ლიდერი ღმერთის გზას ადგას. აზროვნების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ხომ დემოკრატიის წესია. მადლობა ღმერთს, რომ დასავლეთში, მიუხედავად გარყვნილების უკიდეგანო პროპაგანდისა და კანიბალიზმით (ჯერჯერობით) სამარცხვინო თამაშისა, ჯერ კიდევ არის დემოკრატია.

ვალერი კვარაცხელია


http://www.iveroni.com.ge/pozicia/37049-kanibalizmi-brundeba-anu-gogonas-dundulebisgan-shesanishnavi-bivshteqsi-mzaddeba.html?lang=ka-GE

Комментариев нет:

Отправить комментарий