უკანასკნელ ხანს ტელევიზორის ცისფერი ეკრანი დაიპყრო უკვე არა მომთაბარე, არამედ ბინადარმა ტომმა - ეს მრავალსერიანი ფილმებია. დღემდე ტელევიზორები ჰგავდა სახლში მოწყობილ მინი-თეატრს: მთავრდება წარმოდგენა, ეშვება ფარდა, ქრება ლამპის შუქი და მაყურებელი ემშვიდობება პიესის გმირებს, უფრო სწორედ, მსახიობებს, რომლებიც მიდიან საგრიმიოროში, იხდიან ტეტრალურ სამოსს და სახიდან გრიმს იშორებენ. თუ ადრე ტელეგადაცემები ხანმოკლე შეხვედრებს ჰგავდა, ახლა მრავალსერიანი ფილმების ყურებისას ადამიანი ითვისებს სხვის ცხოვრებას, თითქოს ორმაგ მოქალაქეობას იღებს, ცხოვრობს თავის და სხვის ოჯახში. მრავალსერიანი ფილმის პერსონაჟები მისთვის იქცევიან ახლობელ ადამიანებად ან პირიქით, მტრებად, რომლებიც მის კეთილდღეობას ემუქრებიან. ამ პერსონაჟების მიმართ იგი ნამდვილ, წრფელ მეგობრობასა და სიყვარულს ან ზიზღსა და სიძულვილს განიცდის. მათ გამო გაცილებით მეტად ღელავს, ვიდრე ეკრანს მიღმა მყოფი თავისი მეგობრების გამო. იგი იტანჯება ამ პერსონაჟებთან ერთდ, მათ წარუმატებლობას ისევე იღებს, როგორც თავისას, მათი ლხინით ილხენს, მათთან ერთდ ეჭვიანობს და ჯავრობს. თითქოს სინამდვლედ იქცა ჰოფმანის ზღაპარი გაცოცხლებულ თოჯინაზე, რომელსაც შეიყვარებენ, როგორც ცოცხალ გოგონას, თითქოს ამ ფილმების პერსონაჟები ეკრანებიდან გადმოვიდნენ და ადამიანთან ერთდ მის სახლში ცხოვრობენ.
როცა ადამიანი სამსახურში ან მეგობრებთნ ერთადაა, ის საათებს ითვლის იმ დრომდე, სანამ ტელევიზორის ჩართავასა და ეკრანის ირეალურ სამყაროში შეღწევას შეძლებს. ის ამ საათს ისე ელოდება, როგორც პაემანს. ეკრანს ისე უყურებს, როგორც კარს, რომლითაც მისთვის მშობლიურად ქცეულ სხვა სახლში შედის. ეს არის ოცნებების სამყარო, ოღონდ სცენარის მიხედვით შექმინილი. ადამიანი ემსგავსება ნარკომანს, რომელიც საკუთრ თავს, გარშემო მყოფ ადამიანებს, თავის საზრუნავსა და გასაჭირს გაურბის. მას უწონადობის მსგავსი განცდა ეუფლება, მხოლოდ გონების დაკარგვის გარეშე. რა ხდება ამ ადამიანის სულში? დაახლოებით ისეთი რამ, როცა ადამიანს ფარულად მეორე ოჯახი ჰყავს. თავიდან ის თითქოსდა ორივეს უყოფს თვის გულს, შემდეგ კი სულ უფრო და უფრო ცივდება თავისი ოჯახის მიმართ. ის მოწყენილია და თავს მყუდროდ ვეღარ გრძნობს სახლში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ცოლი მას უხეშად და ფეთხუმად ეჩვენება, შვილები - უნიჭო არსებებად, რომლებიც მხოლოდ ხმაურობენ და სამსახურის შემდეგ დასვენების საშუალებას არ აძლევენ, ბინა კი - ვიწროდ, არამყუდროდ და ჭუჭყიანად. იგი ცდილობს დაფაროს თავისი გრძნობები, ცდილობს ძველებურად ეჭიროს ოჯახში თვი, მაგრამ ჩნდება ის, რისი დაფარვაც შეუძლებელია - ეს გაუცხების სიცივეა.
ეკრანმა ადამიანს სული წაართვა, ძალა გამოაცალა და ის, რაც დარჩა, ჰგავს ყურძნის ჩენჩოებს ღვინის დაწურვის შემდეგ. თავის სახლში იგი უწინდელ მეუღლესა და მამას თამაშობს. უნდა ითქვას, რომ ნარკომანებიც და ლოთებიც თავის სახლეულთაგან გაუცხოებულები და მათ მიმართ გულგრილები ხდებიან.
წმინდა მამებმა მცნებად დაგვიდეს, რომ დღისა და ღამის ნაწილი ღვთის მიმართ ლოცვას მივუძღვნათ, აზრით ამქვეყნიურს განვერიდოთ და ავმაღლდეთ ყოველივე დროებითსა და წარმავალზე, ყოველივეზე, რაზეც ხრწნილება და სიკვდილი მეუფებს. იმისთვის, რომ ლოცვა ფრთოსანი იყოს, გარეგანი შთაბეჭდილებების შეზღუდვა, წარმოსახვისა და ფანტაზიების ალაგმვა და გონების ლოცვის სიტყვებში მოქცევაა საჭირო. ეკრანის წინ კი ადამიანი თავის სულს ავსებს და ტვირთავს კონცენტრირებული შთაბეჭდილებებით და სულიც ემსგავსება მგზავრს, რომელიც აღმართზე ქვებით სავსე ტომარააკიდებული ადის. ეს სახეები და შთაბეჭდილებები სულის სიღრმეში ინახება და ცნობიერების ზედაპირზე ლოცვის დროს ამოხეთქავს ხოლმე, ამიტომაც ადამიანი თითქოს ქარიშხლის ხმაურში ლოცულობს და საკუთარი სიტყვები აღარ ესმის. წმიდა მამები ასწავლიდნენ, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება ლოცისათვის მომზადება უნდა იყოს. აქ კი ტელევიზორთნ მჯდომი ადამიანი ყიდის ყველაზე ძვირფასს - თავის ლოცვას.
მრავალსერიანი ფილმების შინაარსი ღვთისაგან დაშორებული და მიწიერი საზრუნავით დაკავებული ერის ადამიანების ცხოვრებაა. თუ ეს ფილმები რელიგიას ეხება, მას განზრახ დამახინჯებულად წარმოაჩენს ხოლმე. სასულიერო პირები ისე არიან წარმოდგენილნი, რომ უარყოფით დამოკიდებულებას - ზიზღსა და დაცინვას იწვევენ. ფილმს ადამიანი შეჰყავს პერსონაჟების ინტიმურ სამყაროში. აქ სცენარი ხშირად ფროიდის მიხედვით მიმდინარეობს; როგორც ღრუბელი წყლით, ისეა გაჟღენთილი პანსექსუალიზმით ადამიანების ყოველგვარი ურთიერთობა. გარყვნილება ყოველდღიურ და ჩვეულ ამბადაა ქცეული. ადამიანები, რომლებიც საათებს ატარებენ ტელევიზორებთნ, ეგუებიან სულიერ ჭუჭყს, ეჩვევიან და ვეღარ შეიგრძნობენ მის სიმყრალეს და იმით მშვიდდებიან, რომ ასე ცხოვრობს ყველა. ქრისტიანული მორალი მათ ფანატიზმად ეჩვენებათ. ისინი ამას პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ იწყებენ ცხოვრებას რაღაცნაირი კომპრომისული მორალით. ჩვენ ამას ნიჰილისტურ მორალს დავარქმევდით. სულ ცოტა ხნის წინ ადამიანებს ღმერთს ართმევდენენ, ახლა კი ართმევენ სულს და მას გარყვნილების ტალახში ახრჩობენ, როგორც ბრმა კნუტებს სანარცხე ვედროში.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თარგმნა ქ. ბაცაცაშვილმა
წიგნიდან როგორ დავიბრუნოთ ოჯახში დაკარგული ბედნიერება
qadageba.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий