воскресенье, 21 июля 2013 г.

იგავნი სოლომონისა. თავი მეცამეტე.

ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა

თავი მეცამეტე


1. ბრძენს შეგონება უყვარს, ღვთისმგმობელი კი მხილებას ყურს არ უგდებს.

2. კაცი თავის ნათქვამისამებრ იგემებს სიკეთეს, მოღალატეთა სული კი - ბოროტებას.

3. პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი დაღუპვა მოელის.

4. ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.

5. მართალს ფუჭი სიტყვა ეჯავრება, ბოროტეული კი უნამუსოდ იქცევა და თავს ირცხვენს.

6. სიმართლე იფარავს უმწიკვლო გზით მავალს, ცოდვილს კი სიბოროტე ღუპავს.

7. ზოგიერთს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია; სხვას ღარიბად მოაქვს თავი, მაგრამ დიდძალი დოვლათი აქვს.

8. კაცი თავის სიცოცხლეს თავისი ქონებით გამოისყიდის, უპოვარს კი არ ესმის შეგონება.

9. მართალთა ნათელი მხიარულობს, ბოროტეულთა ლამპარი კი ქრება.

10. მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.

11. ქარით მოტანილი სიმდიდრე ცოტავდება, ხელით შემგროვებელი კი აბევრებს.

12. ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს, სიცოცხლის ხე კი ამხდარი ოცნებაა.

13. ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება; მცნების მოშიში კი სამაგიეროს მიიღებს.

14. ბრძენის დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახის ამრიდებელი.

15. კეთილი გონება წყალობის მომცემია, მოღალატეთა ხვედრი კი - სასტიკი.

16. ყველა საზრიანი გონივრულად იქცევა, ბრიყვი კი ემეცრებას ამხელს.

17. ბოროტეულის მაცნე ჭირში ჩავარდება, ხოლო ჭეშმარიტ მახარობელს განკურნება მოაქვს.

16. დარიგების უკუმგდებელს სიღარიბე და სირცხვილი ელის, შეგონების შემთვისებელი კი პატივში იქნება.

19. ასრულებული ნატვრა სულისთვის ტკბილია, ბრიყვთათვის კი ბოროტებისგან განრიდება საძულველია.

20. ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.

21. ცოდვილებს უბედურება თანა სდევს, ხოლო მართალთ სიკეთით გადახდებათ.

22. კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის სიმდიდრე კი მართლისთვის ინახება.

23. ღარიბ-ღატაკის ხოდაბუნში უხვი საზრდოა, მაგრამ ზოგჯერ უსამართლობით იღუპება.

24. ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის.

25. მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამს, ბოროტეულთა სტომაქს კი მუდამ ეშიება.




Комментариев нет:

Отправить комментарий