понедельник, 26 августа 2013 г.

ქართული ანბანი უცხოელთა თვალით.

  კონსტანტინე გამსახურდია თავის პუბლიცისტურ წერილში (”ისევ ქართული შრიფტის შესახებ”) წერდა:

”1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტში მასწავლიდა მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ფილოლოგი ბარონ ფონ ლიხტენბერგი, ჟურნალ მემნონის რედაქტორი”... შემდეგ მწერალი აღწერს მეცნიერის ქართული ანბანით დაინტერესებას და ამ ანბანის მისეულ შეფასებას:

”მე დაუფლებული ვარ მსოფლიოს ბარე ოცდაოთხ ენას და ასეთი ლამაზი ასოები, ასეთი პრაქტიკული, ზუსტად გამომხატველი ყოველი ბგერისა, მე სხვა ალფაბეტი არ მეგულება”...ამავე თემაზე აქვს მწერალს მოგონება კიდევ ერთ წერილში - ”ქართველობა და უცხოეთის გენია”:

”ქართული ალფაბეტი, - მითხრა ერთმა უცხოელმა, ქართულის მცოდნე ორიენტალისტმა, - ჩემთვის ჯერაც ამოუხსნელი სფინქსია.

მარტო ესთეტიური თვალსაზრისით რომ ავიღოთ, ვერც გოტური, ვერც ლათინური და ვერც სანსკრიტული ენების ანბანი შეედრება თქვენს სადასა და ლამაზს, კოხტა ასოებს.

ქართველები, ალბათ, ვერც კი ამჩნევთ ამას. არც ერთი თქვენი ისტორიული მეზობლის, არც სხვა, თქვენგან მოშორებით მცხოვრებ ხალხთა ალფაბეტის გავლენა არ ატყვია მას. იგი სრულიად თავისებურია და საოცარი”.




ქართულ ანბანზე თავიანთი შეხედულებები აქვთ გამოთქმული სხვა, არანაკლებ სახელგანთქმულ უცხოელ მეცნიერებსაც:



”ქართული ანბანი უკლებლივ აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც საერთოდ ანბანს მოეთხოვება. იგი არის ყველაზე სრულყოფილი ანბანი ანბანთა შორის. ყოველი ბგერა გამოიხატება ცალკეული ნიშნით, ყოველი ნიშანი მუდამ ერთი და იმავე ბგერის გამომხატველია”.

პ. კ. უსლარი - რუსი ენათმეცნიერი (1816-1875)

***

“ ქართული ენის ბგერათა სიუხვესა და მრავალფეროვნებას ქართული ანბანი სრულიად და ზუსტად გამოხატავს; ყოველ ცალკეულ ბგერას ცალკეული ასო-ნიშანი შეესაბამება, ყოველი ასო-ნიშანი ზუსტად და მკაფიოდ გამოითქმის; ამ თვალსაზრისით ვერც ერთი სხვა ანბანი ქართულ ანბანს ვერ შეედრება“.

უილიამ ედუარდ დევიდ ალენი - ინგლისელი ორიენტალისტი (1901-1973).

***

ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.

ნიკო მარი

* * *

გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს.

პროფესორი რიხარდ მეკელაინი, ქართველოლოგი


http://georoyal.ge/?m=1000&id=1689

Комментариев нет:

Отправить комментарий