среда, 28 августа 2013 г.

ცოდვა.

მარხვა ცოდვების სინანულია.


როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე.


სხვისი ცოდვაში ჩაგდების გამო ორმაგად ვაგებთ პასუხს.



ცოდვილი ცოდვილს უფრო იოლად ეგუება, ვიდრე მართალ ადამიანს.



საშინელი ცოდვა გამეორების შემდეგ ნაკლებად საშინელი ხდება.



ის, ვინც ცოდვის გამო აქ არ ისჯება, ყველაზე უბედური ადამიანია.


შესაძლოა უდიდესი ცოდვილიც დიდი წმიდანი გახდეს (ლუკა 19, 9; 1 ტიმ. 1, 15).



ვისაც საკუთარი ცოდვები ახსოვს, იგი ადვილად მოიპოვებს თავმდაბლობას.



სასოწარკვეთაზე დამღუპველი და საშინელი ცოდვა, სულისთვის არ არსებობს


ყველაფერი, რაც იბადება, მცირედით იწყება, ნელ-ნელა იკვებება და იზრდება.


ქარაფშუტობა გონიერებას დასცინის და ბოლოს უღმერთო ცხოვრებამდე მიდის.


თუ ცუდი საქმისაგან შემოსავალს იღებს უბედურების წინამორბედად მიიჩნიე


მსაჯულისაგან არაფერია დაფარული; ამიტომ ამაოდ ვცდილობთ, ფარულად შევცოდოთ.


ზრახვის გაჩენა კი არ არის ცოდვა, არამედ - გონების მეგობრული საუბარი მასთან.


ვისაც საკუთარი ცოდვები მცირედ მიაჩნია, იგი უწინდელზე მძიმე ცოდვებში ჩავარდება.


საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად და უკანასკნელად წარმოიდგინე და სიმშვიდე გექნება.


როგორც ყოველ სნეულებას აქვს თავისი წამალი, ისევე ყოველ ცოდვას აქვს კურნება - სინანული.



არ არსებობს ტირანია, რომელიც უფრო აუტანელი იქნებოდა, როგორც ჩვევა; ტყუილად როდი უწოდებენ მას მეორე ბუნებას.


და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელთაც მე ვწამვართ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან.


ვიდრე დანაშაული ჯერ კიდევ მცირეა და კარგად არ მომწიფებულა, მოიკვეთე იგი, ვიდრე ტოტები ფართოდ გამოუტანია და მომწიფებულა.



გაიძვერა გაიძვერას ხაფანგში იტყუებს, ცოდვილიც თავის მსგავსს ბოროტების სიღრმეში ითრევს


ყველა სცოდავს იმის გამო, რომ ავი ზრახვის გაჩენისთანავე წინააღმდეგობით არ განაგდებს მას.


ყველა ეცემა, როდესაც მას უფალი არ განამტკიცებს - ღვთის შეწევნის გარეშე დგომა არ შეგვიძლია.


ცოდვა საფლავის კარამდე არავის ტოვებს. ამიტომ მანამდე სიფხიზლე და გულის განწმენდაა საჭირო


ცოდვა თავისთავად სასჯელია (იერ. 2, 19; რომ. 2, 9), ისევე, როგორც სათნოება თავისთავად ჯილდოა (მათე 5, 6).


ეშმაკი იმიტომაც შთააგონებს ზოგიერთს იმის ფიქრს, თითქოს გეენია არ არსებობს, რომ მასში ჩააგდოს.


ბავშვების მიმართ დაუდევრობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა და ეს უწმინდურების უკიდურესი ხარისხია.


ნაკლოვანებები რომ არ გვქონოდა, სიამოვნებას აღარ ვიგრძნობდით მაშინ, როდესაც მათ სხვებში ვამჩნევთ.


ვინც სხვას ცოდვაში ითრევს, ის უმეტეს დანაშაულს ჩადის, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე სცოდავს.


მცირე შეცოდებებს ეშმაკი აუბრალოებს, რადგან სხვა გზით უფრო დიდი ცოდვებისკენ ჩვენს წაყვანას ვერ შეძლებს იგი.


ყველა ადამიანი სცოდავს (1 იოანე 1, 8-10), მაგრამ ბოროტნი ცოდვას სიხარულითა და ტკბობით ჩადიან, კეთილებს კი ცოდვა სძულთ.


სატანა აბრმავებს ადამიანს, რათა ცოდვაში ჩააგდოს იგი, შემდეგ კი თვალს აუხელს მას, რათა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს (მათე 27, 3; ებრ. 3, 13).


ცოდვა ყოველთვის კაცის ბუნებაში ისრე მოქმედებს, ვითარცა საწამლავი, გააფუჭებს და წაახდენს მას, არა თუ მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც.


გულისთქმა მხოლოდ ცოდვა არ არის, იგი ცოდვის დასაბამია, ცოდვის თესლია და ძირი. გულთამხილავი ღმერთი იმათაც ამხელს, ვინც ბოროტს ფიქრად გაივლებს.


ვინც უმიზეზოდ იტანჯება, იგი ქრისტეს ემსაგავსება. ასევე ნეტარია ის, ვინც თავისი ცოდვისათვის იტანჯება: იგი განკუთვნილ სასჯელს უკვე ამ ცხოვრებაშივე იხდის.


ცხოვრებისეული უსიამოვნებები უნდა გამოვიყენოთ, ვნახოთ, რომელმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა მიგვიყვანა აქამდე და მომავლისათვის საკუთარ თავს სიფრთხილის კანონი დავუწესოთ.


ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას მოუტანს და უდიდეს ნუგეშს მიანიჭებს. ხშირად ამ წმიდა წიგნისკენ მიმართული მხოლოდ ერთი მზერაც კი ცოდვის ჩადენის სურვილს გვიქარწყლებს.


არსებობს სამი რამ, რაზეც აჩქარებით არ უნდა იმსჯელო: ღმერთზე, ვიდრე რწმენაში არ განმტკიცდები; სხვის ცოდვებზე, ვიდრე საკუთარს არ გაიხსენებ; ხვალინდელ დღეზე, ვიდრე განთიადს არ იხილავ.


ერთ - ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა განსჯა რომ კმაროდეს, მაგრამ ისინი იბერებიან და დემონურ ზომებს აღწევენ!


ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ, მომავალ თაობებზე გადადის.


ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც გოდებს თავისი ცოდვების გამო, მაგრამ კეთილს არაფერს აკეთებს: ვითომ კიდევაც მარხულობენ, მაგრამ ფულს მეზვერეთა მსგავსად ეხარბებიან, მრისხანებენ და მოყვასზე კეთილი სიტყვის ნაცვლად ძვირის თქმა ურჩევნიათ. ეს არ არის სინანული! თუ მარხულობ და თანაც გულში გიპყრია სიამაყე, ბოროტება, ცილისწამებით სჭამ მოყვასს, ამით არა თუ სარგებელს ვერ მიიღებ სულისათვის, არამედ პირიქით - ავნებ საკუთარ თავს.


ნუ ჩაიდენ ბოროტებას - ხუმრობითაც კი, რამეთუ ისეც ხდება, რომ ზოგი თავდაპირველად ხუმრობით აკეთებს ბოროტებას, შემდეგ კი გაიტაცებს იგი. 
მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის დაისჯებიან, არამედ თავიანთი შვილებისაც, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან.





Комментариев нет:

Отправить комментарий