რომელთაგან ერთი სულ იმის ცდაშია, მზაკრულად შემოძვრეს გულში და მოწამლოს იგი; მეორე კი სრულიად უმანკოა ყველანაირ უმსგავსოებას, გულის ოდნავ უსუფთავობასაც ვერ უჩერდება, თუ ჩვენთანაა მშვიდობით გვავსებს, გვატკბობს, გვაცოცხლებს, ახარებს გულს. ჩვენშივე მოქმედი ეს ორი ძალაც უკვე ნათელს ხდის, რომ არსებობს ეშმაკი, კაცის მკვლელი და არსებობს ქრისტე, ცხოვრებისმომცემელი, მაცხოვარი. ერთი სიბნელეა, სიკვდილია, მეორე - სიცოცხლეა და სინათლე. ღვთის მოშიშო კაცო, როცა გულში სიბნელე, წყვდიადი, ნაღველი და ურწმუნოება სახლდება, ანუ ღვთის რწმენის წინააღმდეგ აღმდგარი და დაპირისპირებული ძალები, იცოდე, ბოროტი, ქრისტეს მტერი ეშმაკის სულია შენთან. ბნელი, სიკვდილის მომტანია ეს ძალა და ჩვენს გულში რომელიმე ცოდვის გზით თავსდება, არ გვანებებს ქრისტეს, მისი წმინდანების სახელების წარმოთქმასაც კი, ცდილობს ურწმუნოება დააფაროს მათ სახელებს. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ გააწამოს კაცი და მხოლოდ რწმენი თუ დააღწევს მავანი მტრის მზაკვრობას თავს. საგულისხმოა, რომ სწორედ ასეთ დროს ეშმაკი მისდაუნებურად ადასტურებს, რომ არსებობს მისი საწინააღმდეგო ძალა ქრისტე ღმერთისა და ცდილობს ურწმუნოება მოიშველიოს არ გაგვიშვას გამჩენისკენ; ეს ურწმუნოება ჩვენი რწმენით იმუსრება, მარადიული საკვრელები ედება, ვიდრე "სასჯელად დიდისა მას დღისა" (იუდა.1,6) მაგრამ ამისათვის კაცს უსათუოდ სჭირდება ძალისხმევა, რომ რწმენით მიმართოს ქრისტე-მაცხოვარს. თოთოეულმა ქრისტიანმა უნდა შეძლოს და ყოველთვის დაუცადებლად შეჰღაღადოს ღმერთს (როგორც უძლურმა, წყაროს, ყველანაირი სიკეთისა) "შეწირეთ მსხვერპლი სიმართლისაი და ესვიდეთ უფალსა" (ფს.4,6) და როგორც მარად მღაღადებელი ანგელოზები, დიდებისმეტყველებენ მას: ალილუია.
წმ. იოანე კრონშტადტელი
წმ. იოანე კრონშტადტელი
Комментариев нет:
Отправить комментарий