суббота, 17 августа 2013 г.

ვუყურებ ღვთის გაჩენილ ქვეყანას და რას ვხედავ?

ვუყურებ ღვთის გაჩენილ ქვეყანას და რას ვხედავ? ყველგან სულიერი სიხალვათეა, ნავარდობს სიცოცხლე: ცხოველების სამყაროში, ოთხფეხებში, ქვეწარმავლებში, მწერებში, ფრინველებში, თუ თევზებში. ახლა ისმის კითხვა, რატომაა კაცის, განსაკუთრებით კი ღვთისმოშიშის ცხოვრების გზა ვიწრო, მწუხარებით სავსე? აკი ყველგან უხვად დააფრქვია ღმერთმა სიცოცხლე, სიხარული, სილაღე, ყველა ქმნილება გარდა ადამიანისა კმაყოფილებით, სიცოცხლით, ხალისით ადიდებს უფალს. რატომ არ შეიძლება მეც ყველასნაირად ვიცხოვრო? მე რა იგივე შემოქმედის ქმნილება არ ვარ? იოლი ამოცანაა. ჩვენი ცხოვრება ჩვენივე ცოდვითაა მოწამლული, ნაწილობრივ, ეს უხილავი მტრების "წყალობაც" გახლავთ. ბოროტი განსაკუთრებით ესხმის თავს ღვთის მცნებათა ერთგულთ. კაცის ცხოვრება, ნამდვილ ცხოვრებას ვამბობ, მომავალ საუკუნეში, წინაა. იქ გაეხსნება მას ყველა სიხარული, სრული ნეტარება. აქ კი დევნილია, სასჯელის ქვეშაა, ხანდახან მთელი ბუნება უმხედრდება ცოდვის გამო, აღარ ვამბობ იმ ძირძველ მტერს რომელზედაც ბრძანებს თავი მოციქულთა პეტრე: "წინამოსაჯული თქვენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქას" (პეტრე.5,8.) ასე რომ აღარ მიკვირს, როცა ყველგან სიცოცხლე, კმაყოფილებაა და ჩემში ამ სიხარულს ხშირად ვერ ვხედავ, ის კი არა კუშტადაც შევყურებ ღვთის ქმნილებათა სილაღესა და მხიარულებას. მე მყავს ჩემი მსაჯული: ხსომა და გლოვა საკუთარი ცოდვების გამო, იგი სულ თან მახლავს, მირტყავს. მაგრამ ჩემი სიხარულიც ჩამოდგება, ოღონდ აქ არა, იმ სოფელში .

წმ. იოანე კრონშტადტელი


*
ვუყურებ ღვთის დაბადებულ სოფელს, ყველგან, ბუნების ყველა მონაკვეთში ღვთის საოცარ სიუხვეს ვხედავ: მიწის ზედაპირია და უმდიდრესია, ავსებულია მრავალფეროვნებით, ფუფუნებით, თითქოსდა ყველაზე უხვს, ყველაზე მოსიყვარულე მასპინძელს გაეწყოსო მაგიდა; წყლის ფსკერია და ისიც კაცის გამოკვებას ემსახურება. რაღა ვთქვათ ფრინველსა და ოთხფეზებზე? აქაც ისეთი სიუხვითაა საჭმელ-სასმელი მორთმეული კაცისათვის. ღვთის სიკეთეს არა აქვს ანგარიში. შეხედეთ რა მოაქვს მიწას ზაფხულზე და შემოდგომაზე, ასე რომ ყველა ქრისტიანმა, განსაკუთრებით კი მღვდელმა, მიბაძოს უფალს სიუხვეში, გაწყობილი იქონიოს ტრაპეზი ყველასათვის, უფლის ტრაპეზივით. ძუნწი - მტერია ღვთისა.


წმ. იოანე კრონშტადტელი






Комментариев нет:

Отправить комментарий