რატომ ლოცულობენ სექტანტები ლენინზე და იგორ ტალკოვზე.
პუტინის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთ-ერთი რელიგიური თემის საიტზე გაჩნდა სენსაციური ცნობა: თითქოსდა პრეზიდენტ პუტინის ხატსა და სურათს მირონი წარმოსდინდა. როდესაც ამგვარი ცნობა წაიკითხეს, ზოგიერთებმა ალბათ ჩაიცინეს, სხვებმა თითი დაატრიალეს საფეთქელთან... შეიძლებოდა ზურგიც გვექცია ამგვარი კურიოზული ცნობებისთვის, რომ არა ერთი გარემოება. ამ ახალგამომცხვარ "წმინდანთა", ანუ თანამედროვე თუ გარდასულ მმართველთა და პოლიტიკოსთა ხატები ხან სად წამოყოფენ თავს პოსტსაბჭოთა სივრცეში და ხან სად... როგორ მოგწონთ მიხეილ გორბაჩოვი ნიმბით თავზე? ან ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც თავს იწონებს მართლმადიდებლურ ხატზე ღვთისმშობლის გვერდით? ლენინისა და სტალინის ხატებზე რას იტყვით? ვინც ახვევს თავს ხალხს ამ საშინელებას?
2006 წელს სანკტ-პეტერბურგის კომუნისტებმა წინადადებით მიმართეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდგომში "რმე" - რედ.) ხელმძღვანელობას: მოეხდინათ იოსებ სტალინის კანონიზაცია. კანონიზაციის საფუძვლად გამოცხადდა ის, რომ სტალინი "რუსული მიწის შემომკრები, უცხოელთა რისხვა და ხალხების მამა" გახლდათ. თხოვნას "საოცარი მკრეხელობა" უწოდეს, რადგან ბ-ნ კობას მმართველობის დროს მორწმუნეები საშინელ რეპრესიებს განიცდიდნენ.

შეხვდა თუ არა სტალინი მატრონას?
მიუხედავად უარისა, გაჩნდა იოსებ სტალინის ათობით სურათი და ხატი, რომელზეც "ხალხთა მამა" ან ქრისტეს ან წმ. ალექსანდრე ნეველს უდგას გვერდში. ჯერ-ჯერობით ამგვარი ქმნილებები ტაძრებში არ შეუტანიათ, მაგრამ მათი აკრძალვაც შეუძლებელია - ვის შეუძლია ხატმწერალთა ნება-სურვილების გაკონტროლება. სკანდალი აგორდა მაშინ, როდესაც პიტერელმა იღუმენმა ევსტათემ (ჟაკოვი) ტაძარში გამოიტანა წმ. თავადის, ოლგას ხატი, სადაც სტალინი მატრონა მოსკოველის გვერდით არის გამოსახული. ლეგენდის მიხედვით, 1941 წლის შემოდგომით ბელადი შეხვედრია მოხუც მატრონას, რომელმაც მას გამარჯვება უწინასწარმეტყველა: "წითელი მამალი გაიმარჯვებს" - და გენერალსიმუსს მოსკოვის დატოვება აუკრძალა.
ეს შემთხვევა დოკუმენტალურად დაფიქსირებული არ არის, რაც გასაგებია: სტალინი არ დაიწყებდა ამგვარი ვიზიტის აფიშირებას. რმე დიდი ხნის განმავლობაში არ უარყოფდა საბედისწერო შეხვედრის ფაქტს, მაგრამ ამ ბოლო დროს მოსკოვის საპატრიარქო უკვე უარყოფს მატრონას ურთიერთობას ბელადთან. საიდან გაჩნდა ლეგენდა?
ბერძნული ფრესკა ილიჩთან და არქიეპ. ლუკასთან ერთად
პოსტსაბჭოური სივრცის "წმინდანები"
ახლო და შორეული საღზვარგარეთის თვალუწვდენელ სივრცეებზე მმართველი პოლიტიკოსების თაყვანისცემის არა ერთ მაგალითს ვხვდებით.
ნიმბმოსილი "ბატკა" ლუკაშენკო ჯერ კიდევ 1996 წელს გამოსახეს მოქსოვილ ხატზე "საუკუნის გობელენი", რომელიც 6 სართულიანი სახლის სიმაღლეა. მხატვარმა, რომელმაც გამოსახა სიკეთისა და ბოროტების ოდითგანდელი თემა, ანგელოზებტან და წმინდანებთან ერთად დააყენა გასული საუკუნის 80 პოლიტიკოსი (ჩერჩილი, კლინტონი, ელცინი და სხვები). თვით ლუკაშენკო მოთავსებუილა მაცხოვრის გამოსახულების ზემოთ. ალექსანდრე გრიგორის ძეს სურათი მოეწონა. დადის ხმები, რომ პრეზენტაციაზე მას უთქვამს: "აი, ნამდვილი ხელოვნება!"
ლვოვის ახლოს, სოფელ ვერინში, მთავარანგელოზ მიქაელის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში გამოსახულია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მეუღლე კატერინასთან და შვილ ტარასისთან ერთად. "წმინდა" ოჯახი ღვთისმშობლის მარჯვნივ დგანან. ტაძრის მოძღვრის აზრით, "წმიდა ოჯახმა" ამგვარი პატივი დაიმსახურა. მას ეთანხმება მხატვარი ნიკოლაი გავრილივი: თურმე ნუ იტყვი და, ეკლესიაში ყოველთვის მისაღები იყო არა მარტო წმინდანების, არამედ, მგალითად, გეტმანების ან ტაძართა დამფუძნებლების გამოსახვა.

ვიქტორ იანუკკოვიჩი "ხატზე" მოხვდა ჯერ კიდევ ათი წლის წინათ (იხ. ზემოთ). ხატი დონბას-ტერიკონის საპატივცემოდ მილენიუმის აღსანიშნად დაიწერა. ბიბლიურ პერსონაჟებთან ერთად აქ გამოსახულნი არიან ადამიანები, რომლითაც ეს მხარე ამაყობს: მეშახტეები, მეტალურგები, ექიმები. იანუკოვიჩი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ გუბერნატორი გახლდათ, ასევე ყელმოღერებული დგას ღვთისმშობლის გვერდით.
რამოდენიმე წლის წინ ქ. აქსიუპოლის (საბერძნეთის ჩრდილოეთით) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში გაჩნდა უჩვეულო ფრესკა. ხატმწერმა კოსტას ვაფიადისმა ხატზე გამოსახა ლენინი, რომელიც ეპისკოპოს ლუკას წვერს აკრიჭავს, რაც მისი აზრით წარმოადგენს ბოლშევიკთა მხრიდან ეკლესიის დევნის სიმბოლურ გამოსახვას. რუსი არქიეპისკოპოსი ლუკა (ერში ვალენტინ ვოინო-იასენეცკი (1877-1961), მღვდელმსახური და აღმსარებელი, ქირურგი და მედიცინის თეორეგიკოსი, რომელმაც სტალინის ბანაკები გაიარა) ერთ-ერთი პატივდებული წმინდანია თანამედროვე საბერძნეთში. მაგრამ ფრესკას ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა "ლენინის სახის" გამო. თავისი უკმაყოფილება გამოთქვა მმართველმა მღვდელმთავარმა მიტროპოლიტმა სპირიდონმა, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ეკლესია. "პროფანაცია" უწოდა სიუჟეტს სალონიკის გუბერნატორმა პანაიოტის პსომიადისმა. ვფიქრობ, სკანდალი არც კი აღმოცენდებოდა, ილიჩის სახე ესოდენ პერსონიფიცირებული რომ არ ყოფილიყო. მაგალითად, პატრ. ტიხონის ხატის კიდეებზე, სადაც მისი ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებია გამოსახული, ბოლშევიკების მიერ მღვდელმსახურთა დახვრეტის სცენებს ვხედავთ. მაგრამ ამ სცენებს არავითარი პროტესტი არ გამოუწვევია, რამეთუ წითელ ბოროტმოქმედებს არ გააჩნიათ რეალურად ცნობადი სახეები. ისინი თითქოსდა განასახიერებენ დემონებს, რომლებიც მართალთ აწამებენ.

კუსტანაის ოლქის (ყაზახეთი) ადმინისტრაციის მეთაურის გამოსახულება (იხ. ქვემოთ) აღმოჩნდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის ფრესკაზე, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ქ. რუდნოში გაიხსნა. სახელმწიფო მოხელე გამოსახეს ბზობის ხატზე, იმ ხალხს შორის, რომლებიც იერუსალემში შემავალ ქრისტეს პალმის რტოებით ხელში ხვდებიან. როდესაც კრიტიკის ქარცეცხლი ატყდა, მოხელემ (რომელიც უკვე სენატორი გახდა) განმარტა, რომ არ იცოდა "მკრეხელობის" შესახებ, და გასცა ბრძანება გადაეღებათ თავისი "მოურიდებელი" გამოსახულება. თუმცა, პრინციპში, შეეძლო ეს არ გაეკეთებინა. ტაძრის შემქმნელებს ფრესკებზე ხომ ოდითგანვე გამოსახავდნენ, ეს ტაძარი კი სწორედ კულაგინის ინიციატივით ააშენეს.
კიდევ ერთი თავშესაქცევი ფრესკა აღმოაჩინეს სოფ. პეტრესტის (რუმინეთი) ტაძარში, რომლის ფრესკას ამშვენებენ ჯორჯ ბუში-მამა, იოანე პავლე II და... მიხაილ გორბაჩოვი (იხ. ქვემოთ). "წმიდა ტრიადა", რომელმაც ხატმწერის აზრით შეცვალა ისტორიის მსვლელობა, მსოფლიოს რუქის ფონზე ქადაგებს.
ბუში-მამა, იოანე-პავლე II და მიხეილ გორბაჩოვი რუმინული ტაძრის ფრესკაზე
სექტანტური პანთეონი
ოფიციალურ მართლმადიდებლობაში არსებობს წმიდანთა დასში ჩარიცხვის განსაზღვრული წესი. მაგრამ მრავალრიცხოვან სექტებში, რომლებიც მთელი რუსეთის მასშტაბით განფენილად, ამგვარი წესები არ არსებობს.
"მეფის განმაღმრთობელნი", მაგალითად, აღმერთებენ ყველა რომანოვს მოყოლებული 1613 წლიდან. მათ დაუწერიათ ყველა რუსი მეფის ხატი, ასევე სტალინისა და რასპუტინისა. მათი სწავლების მიხედვით, ანტიქრისტე შეებრძოლება არა ქრისტეს, არამედ "მომავალ მეფეს". ისინი ლოცულობენ არა მარტო ხატების, არამედ ძეგლების წინაშეც. მაგალითად, "ბრინჯაოს მხედრის" წინ.
ე. წ. "ჭეშმარიტად-მართლმადიდებელი ქრისტეანების" რუსეთის კატაკომბურმა ეკლესიამ მოახდინა ჰიტლერის "კანონიზაცია". ამ კონფესიის წარმომადგენლები იუწყებოდნენ, რომ ამ თემის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა ამბროსი ფონ სივერსმა (ნამდვილი სახელია ალექსეი სმირნოვი) ატულფ მიუნხენელი მოწამედ და ბოლშევიკ-ოკუპანტთაგან "აღქთქმულ ბელად-განმათავისუფლებელად" აკურთხა. მართალია თვით სივერსი უარყოფს ხსენებულ აქციაში თავის მონაწილეობას, მაგრამ ფიურერის ხატი არსებობს და ქვეყანაშიც მოგზაურობს.
რამოდენიმე წლის წინ ნიჟნი ნოვგოროდის ერთ-ერთ სოფელში გაჩნდა ნახევრადქრისტეანული ორგანიზაცია "დედა ფოტინია ნათელმოსილის ეკლესია" (Церковь матушки Фотинии Светоносной). ვინ არის ეს "მატუშკა" და რატომ ლოცულობს ამ ეკლესიის მრევლი შინაგან მთლიან პროდუქტზე (ВВП)? სამართალდამცავი ორგანოებისგან ცნობილი გახდა, რომ დღევანდელი ფოტინა, იგივე სვეტლანა ფროლოვა, 90-იან წლებში გორკის რკინიგზის სავაჭრო-შემსყიდველი ბაზის დირექტორი ყოფილა. 1996 წელს ის თაღლითობისთვის გაუსამართლებიათ და ციხეში წელიწადნახევარი გაუტარებია.
გისოსებს მიღმა მჯდომ ფოტინას ერთხელაც გონება გაუნათდა, მას ნათელმხილველობის უნარი მიენიჭა და ექსტრასენსი გახდა. ამის შემდეგ მან დააფუძნა რელიგიური თემი, რომლის წევრები პუტინზე ლოცულობენ. ახალგამომცხვარი "მცხოვანი" ირწმუნება, რომ გასულ სიცოცხლეებში მთლიანი პროდუქტი ანუ ВВП მეფე სოლომონი იყო, შემდეგ - მოციქული პავლე, მოგვიანებით მას თავადი ვლადიმერის სახით მთელი რუსეთი მოუნათლავს, ხოლო იმის წინ, სანამ თანამედროვე რუსეთის ლიდერად გარდაისახებოდა, მოუსწრია და ათანასე ნიკიტინის სახით უმოგზაურია.
თემში "ღვთისმსახურება" ასე სრულდება: მრევლი ზის ხალიჩებზე, რომლებიც კანკელის წინ აფენია და გალობს "დაე ყოველთვის იყოს პუტინი" (ცნობილი სიმღერის: "დაე ყოველთვის იყოს მზე"-ს პერიფრაზი). რუსების უმეტესობა ამ სიახლეს იუმორით შეხვდა, გაჩნდა ხუმრობები: "არ არის ღმერთი, გარდა პუტინისა, და მედვედევია მისი წინასწარმეტყველი"; "პირველი სექტა რუსეთში, რომელიც მიიღებს რეგისტრაციას და სახელმწიფო დაფინანსებას". ხოლო სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ВВП-ს ხატი თვითონ განახლებულა და მირონი წარმოსდენია. გასაოცარია ფროლოვას გონებამახვილობა. ამგვარი "სასწაულის" შემდეგ სოფელს უამრავი მომლოცველი მიაწყდა, მათთან ერთად კი რეალური შემოწირულობები და ფინანსებიც. იბადება კითხვა: რატომ ეგებიან ასეთ ანკესზე ადამიანები და რატომ იწერენ ასე ბეჯითად პირჯვარს საერო ბელადთა ხატების წინაშე?

სულში ქაოსი - თავში ფუჩეჩი
ძველმა ჩინელმა მოაზროვნემ კონფუციმ ერთხელ თქვა: "ღმერთმა დაგიფაროთ გარდაქმნების ეპოქაში ცხოვრება". ჩვენი თანამოქალაქეების მინიმუმ ნახევარი დიდი ულუფებით ნთქავს ამ "ბედნიერებას".
რუსეთში თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ დაინგრა სახელმწიფო წყობაც და მართლმადიდებლური სარწმუნოებაც. ხალხი მასობრივად შეუდგა კომუნიზმის მშენებლობას - სისტემისა, რომელიც თავისი არსით კვაზირელიგიურია. ისიც კი, ვისაც არ სწამდა საბჭოთა იდეალების, იძუებული იყო მოჩვენებითად მაინც მიეცა ფიცი და თაყვანი ეცა პარტიისა და მისი ბელადებისთვის. საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ სრული ქაოსი დადგა. ზოგიერთში გარდაქმნების ვირუსმა მთელი მათი შინაგანი არსი შეჭამა, რომელიც ოდითგანვე ზნეობრივ საფუძვლებს ემყარებოდა. სისხლის სამართლის და მორალურ პასუხისმგებლობათაგან გათავისუფლებულებმა ქვეყნის სიმდიდრის ძარცვას მიჰყვეს ხელი. სხვებმა თავიანთი სული ღმერთს გაუხსნეს და ცხოვრების აზრის ძიება კვლავ მოპოვნებულ მართლმადიდებლობაში იწყეს. არიან მესამენიც, და ასეთები ძალზედ ბევრია, რომლებიც სრულიად დაიბნენ ამ "ახალ ცხოვრებაში". სწორედ მათ იკრებს "კაცთა მონადირე". მოხერხებული პოლიტიკოსები ცდილობენ გაამრავლონ თავიანთი ელექტორატი თანამედროვე ცხოვრების მიღწევათა სრული გადახაზვით. თამაშობენ რა მოქალაქეთა გაღატაკებასა და დაბნეულობაზე, ეს საქმოსნები ადამიანებს შთააგონებენ ნოსტალგიას წარსულისადმი, როდესაც ესოდენ "ბედნიერად და კარგად" გრძნობდნენ თავს და ყველაფერი "სამართლიანად" იყო. აქედან მოდის სტალინისა და ზოგიერთი საბჭოთა "გმირის" კანონიზირების მცდელობები. ამის მაგალითია ინტერნეტში გამოცხადებული კონკურსები ზოია კოსმოდემიანსკაიას ხატის შექმნაზე; ჩაპაევზე ხომ უკვე აპოკრიფული თქმულებები დადის: ახალგაზრდობაში ის თურმე ტაძრებს აშენებდა და მთელი თავისი ცხოვრება სამართლიანობისთვის იბრძოდა.

სექტების შემქმნელებს სხვა ამოცანები აქვთ. მათ უმეტესობას სიხარბე და მომხვეჭელობა ამოძრავებს. სპეკულირებენ რა ადამიანთა გრძნობებით, ახალ-ახალ კერპებს აცხობენ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიდან დაწყებული (მაგ.: იგორ ტალკოვი, ვიქტორ ცოი და სხვ.) უკვე ნახსენები პოლიტიკოსებით დამთავრებული.
მრავალი სექტანტი გრძნობს, რომ მათ ატყუებენ, მაგრამ ობობას ამ ქსელიდან თავის დაღწევას არ ცდილობს. მიილტვიან რა გაექცნენ პასუხისმგებლობას საკუთარი ცხოვრებისთვის, ისინი ემორჩილებიან ადეპტის ნებას. თუმცა, სექტანტობა - ეს განსხვავებული და რთული თემაა, რომელსაც ორიოდ სიტყვით ვერ ახსნი. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თუ უცებ რომელიმე ტაძარში ან საკულტო ადგილას დაინახავთ არაკანონიზირებულ და ახალგამოჩეკილ "წმინდანთა" ხატებს, დაუყოვნებლივ გაექეცით იმ ადგილს. რადგან უფალი არავის აპატიებს საკუთარი თემის მისტიფიკაციას.
ავტორები: მარია კირიენკო, ანნა ნადეჟდინა, ვიკა დრუჟინინა.
წყარო: http://www.eg.ru/daily/politics/30557/

Комментариев нет:
Отправить комментарий