понедельник, 19 августа 2013 г.

ფროიდი და "ბნაი ბრიტი"

"ფროიდი არა მარტო უდიდესი მეცნიერი იყო, არამედ ებრაელიც...
შეგნებული ებრაელი და "ბნაი ბრიტის" სიამაყე"

ოტტო ჰერცი



ბოლო საუკუნის მრავალ სამეცნიერო-რელიგურ სწავლებებს შორის, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ განმარტონ ყველაფერი, რაც ხდება მიწაზე და ცაში (როგორებიც არიან, მაგალითად, მარქსიზმი და დარვინიზმი), ერთ-ერთი პირველი ადგილი უეჭველად ეკუთვნის ფსიქოანალიზს, ყველა მისი განშტოებებითა და მრავალსახეობებით.

ფსიქოანალიზის თეორია, რომელიც XIX ს.-ის მიწურულსა და XX ს.-ის დასაწყისს შექმნა ავსტრიელმა ექიმმა, ებრაელმა ზიგმუნდ ფროიდმა, თავისი მსვლელობა დაიწყო როგორც ერთ-ერთმა სამედიცინო დისციპლინამ, მაგრამ უკვე ორიოდ ათეული წლის შემდეგ ზიგმუნდ ფროიდმა მისი განმარტებითი შესაძლებლობები რელიგიურ სწავლებამდე გააფართოვა. დღეს ამ თეორიის დახმარებით შეიძლება "განმარტო" სახელმწიფოების, გაფიცვების, კერძო და საზოგადო საკუთრების, მსოფლიოს ყველა რელიგიის არსის წარმომავლობა და თვით იმის გაგებაც კი, რაში მდგომარეობს ფულის არსებობის აზრი საზოგადოებაში.

რაც შეეხება ადამიანის ფსიქიკას, როგორც ინდივიდუალურს, ასევე საზოგადოებრივს, ანუ სოციალურს, აქ ამ თეორიამ თავისი უკიდურეს ზღვარს მიაღწია. თუმცა, ცთომილება მალევე გამოაშკარავდა. მიუხედავად ამისა, დღეს ფსიქოანალიზი აქტიურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უკვე დიდი ხანია ყოველგვარი იდეოლოგიური და ეკონომიკური ექსპერიმენტების პოლიგონი გახდა.

მაგრამ ფსიქოანალიზთან დაკავშირებით პირველ ადგილზე, მაინც გარყვნილებისა და პანსექსუალობის პროპაგანდა უნდა დავაყენოთ. ამ მიმართულებით ყველა ჩარჩო და ზღვარი, ყველა საუკუნეობრივი წინააღმდეგობა და ტაბუ მოხსნილია. სწორედ ამგვარ პანსექსუალობაზე, ადამიანთა საზოგადოების საფუძველთა საფუძვლად ბუნების ძალთა აღიარებაზე და ამ ძალთა თაყვანისცემასა და გაღმერთებაზე დგას სწორედ ფსიქოანალიზი, ბრმა, უსახური და ყოვლისმომცველი სექსუალიზმი, რომლითაც გამსჭვალულია იუდაიზმი თავისი თალმუდითა და კაბალით, ასევე "სინაგოგის არწივთა" მრავალრიცხოვანი ტრაქტატებით.

ფსიქოანალიზის დამფუძნებელ ზიგმუნდ ფროიდზე ათასობით გამოკვლევაა დაწერილი, ათასობით პანეგირიკი უმღერის მის გენიალობას. მაგრამ არის მის ბიოგრაფიაში ერთი მხრე, რომლის ხსენებასაც გულმოდგინედ არიდებენ თავს და არ ახსენებენ ფროიდისტები და ფსიქოანალიტიკოსები.

მაშ ასე, რა ვიცით ჩვენ ფროიდის შესახებ ისეთი, რისი ხსენებაც არ სიამოვნებთ მის მიმდევრებსა და ბიოგრაფებს?
ზიგმუნდ ფროიდი დაიბადა 1856 წლის 6 მაისს ფრაიბურგში (მორავია), მაგრამ მისი ცხოვრება ბავშვობიდან ვენასთან აღმოჩნდა დაკავშირებული. აქ ის ლიცეუმში სწავლობდა და საუკეთესო მოსწავლეც იყო. 1875 წელს, ჩვიდმეტი წლისამ, ვენის უნივერსიტეტში ჩააბარა; 1876-დან 1892 წლებამდე ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა; 1881 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხს მიაღწია; 1885 წ. კითულობდა ნეიროფსიქოლოგიის კურსს, მაგრამ ძალიან მალე ჯერ პარიზში გააზავნეს სტაჟირებისთვის (ცნობილ დოქტორ შარკოსთან ერთად), შემდეგ კი ბერლინში. ის აქტიურად იყო დაკავებული ბავშვთა ისტერიის საკითხებით და ამ გზაზე ახალი იდეებიც გაუჩნდა, რომლებიც შემდეგ ფსიქოანალიზს დაედო საფუძვლად.

XIX ს.-ის ოთხმოცდაათიანი წლები - ეს არის ფროიდის პირველი ნაბიჯები ახალ დისციპლინაში, რომლისთვისაც, თავისი განვითარების ამ ეტაპზე შეიძლებოდა გვეწოდებინა "მეცნიერება გაუცნობიერებელ ადამიანურ მიდრეკილებათა შესახებ". რა თქმა უნდა, ამ მიდრეკილებებში ფროიდმა იმთავითვე აღმოაჩინა უმთავრესი - თურმე ადამიანის სულის საფუძველს წარმოდგენს სქესობრივი ლტოლვები - ლიბიდური, სექსუალური და მათი ვარიაციები. მან "შეამჩნია", რომ ადამიანს სურს "შეერწყას" საკუთარ დედას (მამას), სურს მოჰკლას ერთი რომელიმე მშობელი, რათა დაეუფლოს მეორეს. არის კი საჭირო იმაზე ლაპარაკი, რომ ამ "აღმოჩენებმა", ისევე როგორც სხვა ფროიდისეულმა "მიგნებებმა", ფროიდი დააცილა თავის ნათესავებს და ექიმ-კოლეგებს. ფროიდს მარქსივით დოქტრინერისა და მეტაფიზიკოსის გონება ჰქონდა, ამიტომაც, მას ყველაფერი ერთ მიზეზამდე დაჰყავდა.

ძნელია იმისი თქმა, როგორ წარიმართებოდა ფროიდის შემდგომი ცხოვრება და როგორი ბედი ეწეოდა ფსიქოანალიზს, აღსანიშნავ მოვლენამდე ორმოცდაათი წლით ადრე, კერძოდ 1843 წელს, აშშ-ში არ აღმოცენებულიყო წმიდად ებრაულ-მასონური საერთაშორისო ორდენი - "ბნაი ბრიტი" ("აღთქმის შვილები"), და კიდევ, 1895 წელს ამ უზარმაზარი ორგანიზაციის ლოჟა ვენაშიც არ დაფუძნებულიყო არალეგალურად.

ორდენის კონსტიტუციაში ეწერა, რომ ის თავის მიზნად ისახავს მთელს მსოფლიოში ებრაელთა ინტერესების დაცვას და "საკუთარ თავზე იღებს მისიას" ხელი შეუწყოს მსოფლიო ებრაელობის ყველა ამაღლებული იდეალის განხორციელებას. ფროიდი, ამ დროს, ქვეცნობიერის, პანსექსუალობისა და ინცესტისადმი ადამიანის ქვეცნობიერი ლტოლვის შესახებ საკუთარ თეორიასთან ერთად, თავს მიტოვებულად და ყველასგან უარყოფილად გრძნობდა. სწორედ ამ დროს შეხვდა იგი "ბნაი ბრიტის" წევრს ედმუნდ კონს, რომელმაც ფროიდის ვენის ლოჟაში გაწევრიანების საკითხი განიხილა.

ლოჟაში განდობა 1897 წლის 23 სექტემბერს მოხდა. ამასთან დაკავშირებით ერთი ფრანგი მკვლევარი წერს: "დოკუმენტების თანახმად, რომელთა შესწავლაც მოვახერხეთ, ჩანს, რომ "ბნაი ბრიტმა" უდიდესი წვლილი შეიტანა ფროიდის საქმეში - როგორც თვით ფსიქოანალიზის კორპუსის შექმნაში, ასევე მის განვითარებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით" ("საერთაშორისო ორდენ ბნაი-ბრიტის საიდუმლოებანი", გამომცემელი ემანუელ რატიე. პარიზი. 1993) («Секреты и тайны Международного Ордена Бнай Брит», издатель Эммануэль Ратье. Париж, 1993).

უკვე 1897 წლის 7 დეკემბერს "ძმა" ფროიდი ლოჟის სხდომებზე თავის პირველ "პლანშს" ქადაგებდა, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ითხოვდა ჩვეულება, არა ინიციაციით მიღებულ შთაბეჭდილებებზე, არამედ სიზმრების ინტერპრეტაციაზე, ფსიქოანალიტიკურ მუშაობაზე, რომელსაც ის მომავალში უნდა გაჰყოლოდა.

ორდენში ფროიდის რეკომენდატორი ედმუნდ კონი შემდეგ იხსენებდა, რომ ფროიდის ყველა გამოსვლა ლოჟის სხდომებზე მის ფსიქოანალიტიკურ გამოკვლევებს ეხებოდა, რომელთაც "ბნაი ბრიტის" ლოჟაში თავის "ძმებს" აცნობდა. გარდა ამისა, ის აღნიშნავდა: "ამავე დროს ფროიდი, როგორც შეგნებული ებრაელი, მთლიანად უძღვნიდა საკუთარ თავს ლოჟისადმი მსახურებას, მასში ყოფნის პირველივე დღიდანვე... ფროიდი, ყოველივე ამას ჭეშმარიტებისადმი ფანატიკური ერთგულებით აკეთებდა... მისი კონფერენციები ყოველთვის ლოჟის დღესასწაულები იყო..."

უნდა ითქვას, რომ 1926 წელს "ბნაი ბრიტი" უკვე ამაყობდა თავისი წევრით და იმითაც, რომ სწორედ ის გახდა ძალა, რომელმაც ფსიქოანალიზი მსოფლიო მოძღვრებად შეჰქმნა და ამ საქმეში მრავალი სახსრებიც დააბანდა, როდესაც ამ სწავლებას პროპაგანდას უწევდა ექიმებს შორის, რომელთა უმეტესობა ებრაელი გახლდათ.

დღეს კარგად არის ცნობილი, რომ ფროიდი ორმოცი წლის განმავლობაში იყო "ბნაი ბრიტის" წევრი, თანაც პირველი ათი წელი ლოჟის ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა, პრაქტიკულად არ ტოვებდა არც ერთ სხდომას და ლოჟის კომიტეტის მუშაობაშიც მონაწილეობდა (კომიტეტი წარმოადგენდა "ბნაი ბრიტის" დიადი ლოჟის სამმართველო სტრუქტურას ვენაში); გარდა ამისა, ის შედიოდა ლოჟის ინტელექტუალურ ინტერესთა კომიტეტის შემადგენლობაშიც და მისი თავმჯდომარეც იყო. თავმჯდომარეობდა ის მშვიდობის კომიტეტსაც. ამავე დროს "ბნაი ბრიტის" ლოჯაში ის სამეცნიერო-კვლევითი კომიტეტის წევრიც გახლდათ. 1901 წელს მან დაწერა შრომა "ორდენ ბნაი ბრიტის მიზანი და საშუალებები".

"ბნაი ბრიტი" არასოდეს წყვეტდა ფსიქოანალიზის პროპაგანდირების მხარდაჭერას და ფროიდის იდეებს ყველგან ავრცელებდა: "1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, ებრაელთა ცხოვრება ვენაში კვლავ მოწესრიგდა, "ბნაი ბრიტი" კვლავ დაუბრუნდა თავის საქმიანობას სხვა ლოჟასთან, "ცვი პერეც შაიე"-სთან ერთად. "მაშინ იგრძნეს მწარედ, რომ "ბნაი ბრიტის" დიდი "ძმის", ფროიდის აზრი თითქმის დავიწყებულია მის სამშობლოში, მის საკუთარ ქალაქში. ფსიქოანალიტიკოსთა მხოლოდ მცირე წრე ინარჩუნებდა მის მემკვიდრეობას. აი რატომ დაავალდებულა საკუთარი თავი "ბნაი ბრიტმა" ყველაფერი გაეკეთებინა ავსტრიაში ფროიდის სახელის ასაღორძინებლად, რადგან, ჩვენის აზრით, ფროიდი იყო არა მარტო დიდი მეცნიერი, არამედ ებრაელიც, რომელიც, შორს იდგა რა ყოველგვარი სარწმუნოებრივი ჩარჩოებისგან, და მეტიც, ყოველგვარ რელიგიურობას ოპოზიციაში ედგა, შეგნებული ებრაელი და ბნაი ბრიტის სიამაყე გახლდათ" ("კრებული", გამოცემული "ბნაი ბრიტის" მიერ ბნაი ბრიტის პირველი ლოჟის დაფუძნების 80 წლისთავთან დაკავშირებით (1895-1975) - ციტატის ავტორია ოტო ჰერცი).

დიდი "ძმისა" და მისი იდეების პროპაგანდის უკვდავსაყოფად, ვენაში ჩამოვიდა "ბნაი ბრიტის" ორდენის პრეზიდენტი დ-რი ვილიამ ვექსლერი, რომელსაც თან ახლდა "ბნაი ბრიტის" პრეზიდენტი ევროპაში ჯ. ბლოხი, ასევე დ-რი ე. ილ. ელრიხი და დ-რი ოტო ჰერცი (რომლის სიტყვებიც ზემოთ მოგვყავს). შეიქმნა ზიგმუნდ ფროიდის საზოგადოება, რომელსაც დიდ დახმარებას უწევდნენ როგორც "ბნაი ბრიტი", ასევე ფროიდის საკუთარი ქალიშვილი ფრეიდა ანნა ფროიდი, რომელიც ასევე ცნობილია თავისი შრომებით ფსიქოანალიზის სფეროში. თვით "ბნაი ბრიტის" ვენის შტაბ-ბინაში, სამოცდაათიან წლებში მიმდინაროებდა საერთაშორისო კონფერენციები ფსიქოანალიზის დარგში. პროპაგანდის შედეგი მიღწეულ იქნა. "როდესაც ვენაზე ფიქრობენ, უშუალოდ ფროიდზე ფიქრობენ" (ლოჟა "ცვი პერეც შაიეს" თავმჯდომარის, ფრიდრიხ ვიეზალის სიტყვა. – 1984 წ.).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამავე დროს, ფროიდთან ერთად, ვენაში, ბერგასეს იმავე ქუჩაზე, ოღონდ არა მე-6 ნომერ სახლში, სადაც ცხოვრობდა ფსიქოანალიზის ფუძემდებელი, არამედ 19-ე ნომერში, ცხოვრობდა სიონიზმის მამა თოდორ ჰერცლი. თვით ფროიდისთვის სიონიზმი უცხო არ ყოფილა და სულაც არ უგულებელყოფდა სიონისტების პოლიტიკურ თეზისებს, მეტიც, ის მათ იწონებდა, როგორც აჩვენებს ამას ერთი წერილი, რომელიც 1902 წელს, თავის წიგნთან ერთად ("სიზმრების ინტერპრეტაცია"), მოხსენების სახით გაუგზავნა ჰერცლს, რომელიც ამ დროს "ახალ თავისუფალ პრესაში" ლიტერატურულ რუბრიკას უძღვებოდა.

1925 წ. ფროიდმა თავისი ავტობიოგრაფიის სპეციალური გამოშვება გაუგზავნა ლორდ ბალფურს იერუსალემში უნივერსიტეტის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით. შედეგად ფროიდი რეგულარულად უკავშირდებოდა სხვადასხვა ტიპის სიონისტურ ორგანიზაციებს, მაგალითად ისეთებს, როგორიც იყო "კერენ ხა იეშოდ" ან "კადიმა", რომლის წევრი გახდა მისი ვაჟიშვილი მარტინ ფროიდი. თვითონ ზიგმუნდ ფორიდი მისი საპატიო წევრი მხოლოდ 1936 წელს გახდა. მისი ვაჟიშვილები თავგამოდებული სიონისტები იყვნენ. ფროიდის მეორე ვაჟი ერნესტი არქიტექტორი იყო, 1927 წელს ის პალესტინაში გაემგზავრა, რათა იქ ხაიმა ვეიცმანის სახლი აეშენებინა.

ფსიქოანალიზმა პალესტინის მიწას მალე მიაღწია. 1933 წლ. ჩნდება ფსიქოანალიტიკოსთა პირველი საზოგადოება პალესტინაში, რომელსაც ფროიდის ახლო მეგობარი მაქს ეიტინგონი მეთაურობდა. სწორედ ის გახდება 1926 წლიდან ფსიქოანალიტიკოსთა პრესტიჟული საერთაშორისო ასოციაციის პირველი ხელმძღვანელი. ინტერესმოკლებული არ იქნება აღვნიშნოთ, რომ მაქს ეიტინგონი იყო ორმაგი ცხოვრების ადამიანი და ამ გაორებული ცხოვრების ერთი ნახევარი გულმოდგინედ იყო დაფარული: კერძოდ, ის გახლდათ აგენტი, რომელიც ГПУ-ს, ანუ ბოლშევიკური პოლიტიკური პოლიციის სასარგებლოდ მუშაობდა. ის დაიბადა რუსეთში 1891 წელს და იყო ძმა ლეონიდე ეიტინგონისა, ГПУ-ს თვალსაჩინო თანამშრომლისა, რომელიც უფრო გენერალ კოტოვის სახელითაა ცნობილი. ეს ის კოტოვია, რომელიც სტალინის დავალებით კარიდელ მერკადერის ინტიმური მეგობარი გახდა და გადაიბირა მისი შვილი რამონ მერკადერი, რომელმაც მისთვის მიცემულ საიდუმლო დავალება შეასრულა - ტროცკი მოჰკლა.

რჩება ერთი ბუნდოვანი საკითხი, რატომ ეხმარებოდა ასე აქტიურად "ბნაი ბრიტი" ზ. ფროიდს მისი იდეების განსახორციელებლად. "ბნაი ბრიტის" აზრით, "ფროიდმა აღასრულა ბიბლიური ხარება აღსრულებისა აქ და ამჯერად, მთელი მისი სისრულით". ეს ნიშნავს, რომ ფსიქოანალიზის სწავლება ღრმად არის ფესვგადგმული ებრაულ მისტიკაში და მთლიანად იუდაიზმში. ჩვეულებისამებრ მალავენ იმ ფაქტს, რომ ფროიდს უდიდესი მიდრეკილება გააჩნდა პრაქტიკული მაგიისა და ოკულტიზმისადმი. ამ გზაზე, თავისი თეორიის განვითარებისდა პარალელურად, ფროიდი, მისი ბიოგრაფის, ემილ ლუდვიგის თქმით, მასონობაში საკუთარი მიმართულების ჩამოყალიბებამდეც კი მივიდა და "ბნაი ბრიტის" სისტემაში საკუთარი ლოჟა დააფუძნა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ფროიდს აქტიური კავშირები ჰქონდა ცნობილ ებრაელ მქადაგებელ, კაბალისა და მისტიკის სფეროში მრავალი ნაშრომების ავტორ ადოლფ ჟილინეკთან. ხოლო ოთხმოციანი წლების მიწურულიდან 1901 წლამდე, მასზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა სხვა კაბალისტმა - ვილჰელმ ფლიესმა.

ფსიქოანალიზის სწავლების შინაარსი თავის ფუნდამენტალურ პრინციპებში იუდაიზმს ეფუძნება. ამერიკელი მკვლევარი დევიდ ბაკანი, თავის ესსეში წერს, რომ "ფროიდიზმი ებრაული მისტიკის გარდასახვაა", ეს არის იუდაიზმის "საერო სამოსი". ამ მკვლევარის აზრით, ეს სწავლება აცოცხლებს "დამაჯერებელ ჰიპოთეზას", რომელიღაც "პაქტს ეშმაკთან" და ფსიქოანალიზში ბევრ საკითხს განმარტავს მით, რომ მისი დამფუძნებელი "მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობდა გეტოში, სამყაროში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ებრაელებისგან შედგება".

რობერტ მარტი თავის ნარკვევში ფსიქოანალიზს "თალმუდის კომენტარის ბოლოდროინდელ სახესხვაობას" უწოდებს. კიდევ სხვა მკვლევარი, პერსივალ ბაილეი, ფროიდში "საერო რაბინს" ხედავს.

სხვები კი მარტივად და დამაჯერებლად უსვამდნენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ფსიქოანალიზი "უფრო რელიგიაა, ვიდრე მეცნიერება. მას აქვს თავისი დოგმები, რიტუალები, ხოლო ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციები თითქმის მისტიკურია, ყოველ შემთხვევაში, ძალზენ ნაკლებად კონტროლირებადია" (პროფ. ბარიუკი. "ჩვენნაირი ადამიანები").

უკიდურეს შემთხვევაში, ექიმების უმეტესობა ეთანხმება იმას, რომ ფსიქოანალიზის სამკურნალო ეფექტი, მიუხედავად ამ სწავლების ინტენსიური პროპაგანდისა, საკმაოდ მოკრძალებულია და ძალზედ ძნელია მილიონობით ადამიანში იპოვო ისეთი, რომელმაც ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარა მკურნალობა და აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზიდან განკურნა.

ორდენის ჟურნალის "ბნაი ბრიტ მეგეზინ"-ის 1926 წლის იანვრის წიგნში გამოვიდა ფსიქოანალიზის საქმეთა უფლებამოსილი "ძმის", ა. ა. რობაკის სტატია სათაურით: "ფროიდი: ხასიდი თუ ჰუმანისტი?". თვით ა. რობაკი ფსიქოანალიზს განიხილავდა როგორც ხასიდიზმის, ანუ ებრაული მისტიკის ერთ-ერთ მიმართულებად, რომელშიც განსაკუთრებით ძლიერია მიდრეკილება სიმბოლოთშემოქმედებისკენ და მისწრაფებისკენ მთელს ცხოვრებაში დაინახო სიმბოლოები, რომლებიც ფსიქოანალიზის დაშიფრვას ექვემდებარება. ყოველივე ამას, რობაკის აზრით, ფსიქოანალიზში თავისი ექვივალენტი გააჩნია. ხოლო აქ, ებრაული მისტიკის ამ მიმართულებაში არსებობს მთელი მსოფლიოს სექსუალურობის პრიზმაში დანახვის ძლიერი მისწრაფება. რობაკმა ამ ნამუშევარში გააკეთა ფსიქოანალიტიკური დოქტრინების დიდი ანალიზი და ისინი კაბალისტურ მისტიკას შეადარა. არ იქნება ზედმეტი შევნიშნოთ, რომ ჟურნალი - "ბნაი ბრიტ მეგეზინ" - მხოლოდ ორდენის წევრთათვის იყო განკუთვნილი და მისი ნომრები მსოფლიოს არც ერთ დიდ ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება.

ადამიანიურ ფსიქოლოგიაში ქვეცნობიერის სიმბოლოთა გაშიფრვის სისტემა ეფუძნება იმავე პრინციპებს, რომელზეც დგას ნებისმიერი მასონის მსოფლმხედველობა: მსოფლიო, როგორც ებრაული ალფავიტის (მხოლოდ ებრაულის!) ასოს სიმბოლო, რიცხვითი ნიშნულს, სექსუალურ და გეომეტრიულ სიმბოლოს წარმოადგენს. სხვა ტექსტში იგივე ა. რობაკი აღნიშნავდა, რომ სიმბოლოთა ინტერპრეტაციის უნარი წარმოადგენს "განსაზღვრულ მახასიათებელს, ებრაული სულის კონსტანტას". და კიდევ: "ზოგიერთი მწერალი, - წერს ა. რობაკი "ბნაი ბრიტის" წევრებისთვის, - უყოყმანოდ ამბობს, რომ ფსიქოანალიზს გააჩნია მხოლოდ ებრაული შთაგონება და მიზეზობრივად განპირობებულია თავისი დამფუძნებლის რასობრივი წარსულით. მე ვფიქრობ, რომ ამ მტკიცებულებას გააჩნია ჭეშმარიტების უდიდესი საფუძველი".

ინტერპრეტაციის უნარი - ანუ ინტერპრეტატორობა ფსქიქოანალიზის საფუძელში დევს, - მას ბავშვობიდან, ავითარებენ იუდაიზმში. ამგვარ ინტერპრეტაციულ კომენტარებს ეფუძნება მთელი თალმუდი. მაგრამ კომენტატორობასვე ეფუძნება მთელი ჩვენი რელიგია და "კულტურა".

დასასრულ შეიძლება ვახსენოთ კიდევ ორიოდ საინტერესო ფაქტი. ფსიქოანალიზის ყველა წამყვანი მეცნიერი, გუსტავ იუნგის გამოკლებით, სხვადასხვა ქვეყნიდან გამოსული ებრაელები იყვნენ თვით რუსეთის ჩათვლით (ლურიე და ვულფი). სწორედ გუსტავ იუნგის წინ წაწევამ და ფსიქოანალიტიკური მოძრაობის პრეზიდენტად არჩევამ გამოიწვია ფსიქოანალიზის მიმდევრებში უდიდესი აღშფოთება ფსიქოანალიტიკოსთა ნიურნბერგის მეორე კონგრესზე (1910 წ.). არაებრაელი უცებ ხდება ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ლიდერი !?... თავისი ბრწყინვალე მიმდევრის დაცვა ფროიდს თვითონ მოუწია, რაც, სხვათა შორის, გამოწვეული იყო წმიდად ტაქტიკური მოსაზრებებით და სხვა ეროვნებებში ფსიქოანალიზის გავრცელების აუცილებლობით.

მეორე ფაქტი, რომელიც ასევე აღსანიშნავია, ეხება ანნა ფროიდს, უფრო სწორედ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვას მისი მამის ხსოვნისადმი მიძღვნილ საზეიმო შეკრებაზე. მან მოითხოვა ფსიქოანალიზისთვის ეწოდებინათ "ებრაული მეცნიერება", რაც, რა თქმა უნდა, არ შედიოდა და არ შედის "ბნაი ბრიტის" მამების გეგმებში (ამგვარი აღიარება, ცხადია, გამოააშკარავებდა ფსიქოანალიზის ჭეშმარიტ აზრს, რაც ბუნებრივად არ შედის "ბნაი ბრიტის" მსგავსი ორგანიზაციების გლობალურ გეგმებში - რედ.).

თუ გავიხსენებთ, რომ იუდაიზმის "ღმერთი" არის ორსქესოვანი არსება, ეს ბისექსუალობა გამსჭვალავს ამ "ღმერთის" ყველა ემანაციას; თუ წარმოვიდგენთ, რომ თვით ბოროტების პრინციპი იუდაიზმში დაკავშირებულია ნგრევასთან და არა ცოდვასთან, მკაფიოდ დავინახავთ ფსიქოანალიზის თეორიების ფესვებს სიღარიბეზე, სისხლის აღრევაზე (ინცესტზე) და ფსიქოანალიზის ყველა დანარჩენ მითებზე, ნათლად გამოჩნდება, რომ ფსიქოანალიზი, რომელსაც მეცნიერების ნიღბით ახვევენ თავს მთელს მსოფლიოს, სინამდვილეში არის აზროვნების იუდეველური ტიპი და იუდეველური რელიგია მისთვის დამახასიათებელი მითოლიგიითურთ. ეს არის პანთეიზმის და წარმართობის რელიგია, თანაც ყველაზე პრიმიტიული და შუასაუკუნეების დონის წარმართობის.

ფროიდი "მკურნალობის" და პაციენტის კვლევის მისეულ მეთოდში გვთვაზობდა ერთად ერთ მეთოდს - ეს იყო ანალოგიის მეთოდი, რომელიც თავის დროზე წარმოადგინა სიმბოლისტურმა კაბალისტიკამ სამყაროს გასაშიფრად, რომელიც თურმე სიმბოლოებშია კოდირებული. ამ მეთოდისგან პრინციპულად არაფრით განსხვავებული მეთოდი ფროიდს არ შემოუთავაზებია. ფროიდის თხზულებათა უმეტესობა - ეს არის ლიტერატურა, და არა მეცნიერება. თანაც მდაბიო ხარისხის ლიტერატურა.

ამგვარად, ფსიქოანალიზი წარმოადგენს კაბალისტების წარმართულ რელიგიას, მის ერთ-ერთ ნაირსახეობას - "ჰუმანიზმს", რომელშიც თვით ადამიანის პიროვნება ხდება რაღაც უსახური სიმბოლო, კაუჭი, წერტილი, ციფრი და ხაზი, რომელთა შორის ფუთფუთებენ დანაშაულებრივი ვნებები.

ავტორი: ვიქტორ ოსტრეცოვი. ნაწყვეტი წიგნიდან: "მასონობა, კულტურა და რუსეთის ისტორია".



Комментариев нет:

Отправить комментарий