суббота, 24 августа 2013 г.

მკვლელობა.

შური მკვლელობის ფესვია.


ადამიანი, რომელიც სხვას კლავს, ამავე დროს თვითმკვლელიც არის.


ჩვილების მოკვლა - ეგოიზმის, სისასტიკის, მხდალობისა და თვალთმაქცობის შენადედია.


პრინციპული განსხვავება ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა სახის მკვლელობას შორის არ არსებობს.


ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის.


ცივი გაანგარიშებით ჩადენილი მკვლელობა, გამორჩენის მიზნით კაცისკვლა - მკვლელობის ყველაზე ამაზრზენი სახეობაა, ადამიანის უკიდურესი დაცემაა.


დედა, თავისი ჩვილის მოკვლით დემონთან ერთსულოვანი ხდება, სატანასთან, რომელზედაც მაცხოვარმა თქვა: „იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან“ (იოანე 8, 44).



შეგახსენებთ, რომ მრუში, ქურდი და მკვლელი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. მაგრამ იცოდეთ, შეცდომის გამოსწორება, ან თუნდაც ცხოვრების წესის მთლიანად შეცვლა არასოდეს არ არის გვიან. ცხონების გზაზე სვლა ლოცვით, მარხვითა და სიკეთის ქმნით უნდა დაიწყოთ. სიტყვით თუ საქმით, ყველგან და ყოველთვის, შესაძლებლობისამებრ აკეთეთ სიკეთე და იგი თქვენვე დაგიბრუნდებათ.


ბრძოლის დროს ჩადენილი მკვლელობები ჩვენს მამებს არ მიაჩნდათ მკვლელობად, რადგანაც, როგორც მე მგონია, მათ შეუნდობენ, როგორც მოღვაწეებს სიწმინდისა და კეთილი მსახურებისათვის. მაგრამ იქნებ უკეთესია, ვურჩიოთ მათ, როგორც ხელით არაწმინდებმა, სამი წლით თავი შეიკავონ საიდმლოთა ზიარებისაგან.


ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იღებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება" და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21).


ვინმე, სხვა სარწმუნოების მიმდევარი, დანაშაულის გამო მართალთა ქვეყანაში აიყვანეს. ბევრნი ამბობენ, რომ ის მოსაკლავი ან დასაწვავია: კარგია ეს თუ არა?
მისი არც მოკვლა და არც დაწვა არ შეიძლება, რამეთუ ეს ქრისტიანული საქმე არაა. მაგრამ ფიზიკურად თუ დასჯით, ეს ადამიანური საქმეა. კარგი იქნება ვინმე ღვთისმოშიშს თუ მიაბარებთ, რომ მან ღვთის გზა ასწავლოს და ჭეშმარიტი ღვთის ცოდნით გაანათლოს.



ქანანელ ტომთა განადგურებას დავით მეფსალმუნე ღვთის რისხვად მიიჩნევს. ისინი ადამიანთა მსხვერპლშეწირვის გამო დაისაჯნენ. შუასაუკუნეების ჯადოქრულ და მაგიურ რიტუალებში კულმინაციური პუნქტი ჩვილის მკვლელობა იყო, ამიტომ მისტიკური თვალსაზრისით აბორტები შესაძლებელია განხილულ იქნას როგორც ხალხისგან გაუცნობიერებელი კერპთაყვანისმცემლობა, როგორც საყოველთაო ჰეკატომბა(მასობრივი მკვლელობები მიძღვნილი ჯადოქრობისა და სიკვდილის ქალღმერთის - ჰეკატისადმი, რომელსაც გველებშემოხვეულს გამოსახავენ). ეს განუწყვეტელი მოხმობაა დემონისა და ისიც ასეთ ადამიანებს განუყრელად თან ახლავს.



თემურ-ლენგი შვიდჯერ შემოესია საქართველოს. ქვეყანა უკაცრიელი გახდა. აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე ადგილების მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაიღუპა. მაგრამ თემურ ლენგის ყველაზე სასტიკი და ამაზრზენი ბოროტმოქმედება უდანაშაულო ჩვილთა მკვლელობა იყო. იმ ადგილას კალაუბნის ეკლესია ააშენეს. ახლა იგი საძირკვლამდე დანგრეულია და კინოთეატრ რუსთაველის შენობის ქვეშ არის დამარხული.
თემურ-ლენგის საქმე გრძელდება, ჩვილთა სისხლით კვლავ ირწყვება ქართული მიწა, გვამების გორა განუწყვეტლივ იზრდება.
უპირველესად ქრისტიანული რწმენის გამო სძულდა თემურ-ლენგს საქართველო. ჩვილების მკვლელი დედები რატომღა მტრობენ ასე სამშობლოს? შვილის მოკვლა ხომ ქვეყნის მომავლის დაღუპვაა.



როდესაც ნამდვილი მკვლელის დანაშაულის დამოწმებაა საჭირო, გამართლებულია თუ არა ტყუილი სიკვდილისაგან მის დასახსნელად?
თუ შენ არაფერში იტყუები, მაშინ არც ამ შემთხვევაშიც მოიტყუო, რამეთუ წერილში ნათქვამია: "შეღავათს ნუ გაუწევ გაჭირვებულს მის სადავო საქმეში" (გამს. 23, 3). თუ ღმერთი ინებებს, მკვლელი არ მოკვდება. ხოლო ვინც სხვა შემთხვევებშიც ტყუის და სურს, რომ ამ შემთხვევაშიც მოიტყუოს, ის თავის ჩვევიდან გამომდინარე მოიტყუება. "რომელმან ქმნეს ცოდვაი, - ამბობს წერილი, - მან უსჯულოებაიცა ქმნეს" (1 იოანე 3, 4), და მე ამას ჩემს თავზე არ ავიღებ. თუ შენ არ გჭირდება მასზე დამოწმება, მაშინ არც არაფერი თქვა. აქ კარგი იქნება ანდაზა გავიხსენოთ: "თუ იტყვი: არ ვიცი, ამისთვის ჯერ კიდევ არ ჩაგსვამენ ციხეში"



კართაგენში იდგა კერპი, სახელად - მოლოქი. იგი სულ სპილენძითა და ვერცხლით იყო ნაკეთები. მის შიგნით ცეცხლს ანთებდნენ. გავარვარებული კერპის გამოწვდილ ხელებზე ჩვილებს დებდნენ, რომლებიც ნებაყოფლობით მოჰყავდათ საკუთარ მშობლებს. ჩვილის მკვლელობა დემონისთვის შესაწირ უდიდეს მსხვერპლად ითვლებოდა. ბავშვთა შემზარავი კვნესისა და კივილის ჩასახშობად ქურუმები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, მღეროდნენ და როკავდნენ. მოლოქი სიმდიდრის ღმერთად ითვლებოდა. ფუფუნებისა და სიამტკბილობის, ჰედონიზმის ამ დემონს ახლაც წირავენ ბავშვებს მსხვერპლად. ზოგიერთი თავს იმართლებს: „აბორტებს გაჭირვების გამო ვიკეთებდიო“, მაგრამ პარადოქსი ის არის, მაგრამ ღარიბი ოჯახები გაცილებით მრავალშვილიანები არიან, ვიდრე მდიდრები.



ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის დროს საფრანგეთის ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი ჰერცოგი დე რე იყო. ამ ადამიანის ცხოვრება საშინელ ზღაპარს ჰგავს, მაგრამ კაცობრიობის საუბედუროდ და სამარცხვინოდ ეს არ არის ზღაპარი, არც კოშმარული ლეგენდაა, არამედ სასამართლო პროტოკოლებსა და ისტორიულ ქრონიკებში დაფიქსირებული ნამდვილი ამბავია.
მამა მას ბავშვობის ასაკში გარდაეცვალა. დედამ ბაბუას მიაბარა. მან ბრწყინვალე საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყოველგვარი ზნეობრივი საფუძვლების გარეშე. უკვე 25 წლის ასაკში ის საფრანგეთის მარშალი იყო და ბრწყინავდა არა მხოლოდ სამხედრო გმირობებით, არამედ თავისი დახვეწილი აღზრდით, მომაჯადოებელი მანერებით, ხელოვნებისა და ფილოსოფიის ცოდნით. მას მემკვიდრეობით უზარმაზარი მამულები დარჩა. მისი კარმიდამო ფუფუნებით მეფის კარს არ ჩამოუვარდებოდა. საფრანგეთის ყველა კუთხიდან სტუმართა მწკრივები მიემართებოდნენ მისი სასახლისკენ. მის კოშკებში თავშესაფარსა და უხვ წყალობას პოულობდნენ: მუსიკოსები, პოეტები, მხატვრები და ტრუბადურები, მაგრამ ამგვარი ცხოვრება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. მისმა სკივრებმა და საუნჯეებმა დაცარიელება დაიწყეს.
ამ დროს ჰერცოგმა გაიცნო ერთი ჯადოქარი-ალქიმიკოსი, რომელიც დაპირდა მას, რომ იმაზე მდიდარს გახდიდა, ვიდრე უწინ იყო, გაანდობდა რა ადამიანის სისხლისგან ოქროს დამზადების საიდუმლოს. ალქიმიკოს-ოკულტისტმა დე რეს პირობა წაუყენა - სული ეშმაკისთვის უნდა მიეყიდა, რის გარეშეც წარმატებას ვერ აღუთქვამდა. დე რემ შეასრულა ალქიმიკოსის პირობა. მოპარული იქნა 10 წლის ბიჭი, რომელსაც მარჯვენა ხელი მოაჭრეს, შემდეგ დათხარეს თვალები და შემდეგ მკერდიდან ცოცხლად ამოაგლიჯეს ჯერ კიდევ მფეთქავი გული. ამ გულიდან გამონაწური სისხლით დაწერა მან ხელწერილი, რომლითაც ადასტურებდა, რომ სული დემონს მიჰყიდა. ამის შემდეგ ჰერცოგმა და ჯადოქარმა სატანას სადიდებელი ჰიმნი უმღერეს. დე რემ ცოლი და ქალიშვილი სასახლიდან გააძევა, მოიძულა ისინი და შორეულ კოშკში გადაასახლა. შემდეგ ჯადოქართან ერთად მაგიურ ცდებს შეუდგა. ახლობელ სოფლებში პატარა ბავშვების გაქრობის ამბავი გახმაურდა. ბავშვები უკვალოდ იკარგებოდნენ.
დედების უტყუარი ინსტინქტი ჰერცოგის კოშკზე მიუთითებდა, რომელიც რომელიც ბნელი აკლდამასავით ამაღლებულიყო ვაკე ადგილზე. ჰერცოგი თავს დაუსჯელად თვლიდა, თუ იმ ზოგიერთ შემთხვევას არ ჩავთვლით, როცა მას დროდადრო სინდისის ქენჯნა ტანჯავდა. ასეთ დროს მას უნდოდა დარჩენილი ფულით ტაძარი აეგო, ან ბერად შემდგარიყო, ან ღატაკი მწირივით წმინდა ადგილების მოსალოცად ევლო. მაგრამ სულის ეს აღტყინება ძალიან სწრაფად უკვალოდ ქრებოდა და იგი კვლავ აგრძელებდა ბავშვების ხოცვას, რომელსაც არნახული სისასტიკით და სადიზმით სჩადიოდა.
ბოლოსდაბოლოს ხმა ადგილობრივ ეპისკოპოსამდე მივიდა. მან ჰერცოგი სასამართლოზე იხმო. ის არ გამოცხადდა. მაშინ ეპისკოპოსმა მეფეს მიმართა თხოვნით და სამეფო ჯარმა სასახლე შტურმით აიღო. საიდუმლო ოთახებსა და მიწისქვეშეთებში უამრავი ჩონჩხი და ბავშვის დასახიჩრებული გვამი იპოვეს, აგრეთვე მათი სისხლით გავსებული სინჯარები და კოლბები.
სასამართლოზე ჰერცოგმა ყველაფერი აღიარა. 700-800 ბავშვი იყო მხეცურად მოკლული მის მიერ. სასამართლომ მას ცეცხლზე დაწვა მიუსაჯა. სიკვდილის წინ მსჯავრდებული ბავშვების მშობლებისგან პატიებას ითხოვდა და ღმერთს შენდობასა და შეწყალებას ევედრებოდა. მასთან ერთად დაწვეს ჯადოქარიც, რომელიც დასცინოდა ჰერცოგის ცრემლებს, როგორც სისუსტეს და ღვთის გმობაში აღმოხდა სული. როცა ამ ავაზაკის ცხოვრებას კითხულობ, გინდა იფიქრო, რომ ეს მხოლოდ საშინელი ლეგენდაა, კოშმარული სიზმარია, მაგრამ ეს ცხადია, ნამდვილი ამბავია. თუმცაღა საშინელი უფრო ის არის, რომ დე რეს ბოროტმოქმედება დღემდე გრძელდება. და ამას აგრძელებენ ისინი, ვინც მომავალში დედები უნდა გახდნენ. სატანისტი ყაჩაღები კი არ იპარავენ მათ ბავშვებს, არამედ ისინი საკუთარ შვილებს თვითონ წარსტაცებენ ღმერთს. კლავენ ისეთივე სისასტიკით, როგორითაც ამას სატანისთვის სულმიყიდული ჰერცოგი აკეთებდა. კლავენ მიწიერი, მატერიალური გაანგარიშებით, ამიტომ ხატოვნად რომ ვთქვათ, საკუთარი შვილების სისხლის ოქროდ გადაქცევა სურთ. თუ სიკვდილის წინ ზოგიერთი დე რეს მსგავსად ინანიებს ჩადენილ ცოდვას, უმეტესობა, როგორც ჰერცოგის მასწავლებელი, სინანულის გარეშე, გაქვავებული გულით ცხოვრობს და კვდება.
ისინი ღვთისგან განდგომილები კვდებიან, რადგან სინანულის ცრემლით განუბანელი ბავშვების სისხლი ცეცხლოვან მდინარედ გადაიქცევა, რომელიც მარადისობაში განაცალკევებს მკვლელებს - ღვთისგან.


პრესაში ცინიკური განცხადება - რეკომენდაციები აციმციმდა, თუ როგორ მოვუღოთ ბოლო საკუთარ შვილს, მაგალითად, გვამცნობენ, რომ საფრანგეთის ფარმაცევტიკულმა კონცერნმა მეტად ეფექტური საშუალება გამოიგონა, რომელიც დედისთვის შეუფერხებლად და დედისთვის უხიფათოდ სპობს ნაყოფს. ამ სტატიის სისასტიკესთან პაექრობა მხოლოდ მის თვალთმაქცობას შეუძლია. მკვლელობას ოპერაცია უწოდეს, თითქოსდა ლაპარაკი დაჩირქებული ბრმანაწლავის ან ავთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთაზე იყოს, და არა საკუთარი შვილის მკვლელობაზე; ხოლო სხვა შემთხვევაში ეს ყოველივე ფარისევლური ფრაზითაა ეშმაკურად შენიღბული: „დედობაზე დროებით უარის თქმა“. იქვე რეკლამის ნახატია მოთავსებული: ქალის გაღებულ პირში კბილებს შორის გაჩრილი ტაბლეტი, რომელიც ბავშვისთვის გარდაუვალი სიკვდილის მომტანია.
თანამედროვე კაციჭამია დედის დაკრეჭილ კბილებში მისი საკუთარი შვილის სიკვდილია. იქვე კი უკიდურესად ფარისევლური სიტყვებია: „მხსნელი ტაბლეტი“. მხსნელი! ნუთუ აპოკალიფსისის სიტყვები: „მწამლველნი და კაცისმკვლელნი“ (გამოცხად. 22, 15). თქვენზე აღსრულდა!


Комментариев нет:

Отправить комментарий