დიდი რუსი სწავლული სერგეი სერგეის ძე ავერინცევი დაიბადა 1937 წლის 10 დეკემბერს ქ. მოსკოვში. იყო წამყვანი სპეციალისტი ლიტერატურის ისტორიასა და თეორიაში, ფილოლოგი,კულტურის ისტორიკოსი, ლიტერატურული მთარგმნელი და პოეტი. გარდაიცვალა 2004 წელს ვენაში.
"ჩვენი უფალი იესო ქრისტეს უზენაესმა განაჩენმა ხშირად კანონის დამრღვევი მებაჟის ლოცვა ფარისევლის თვითკმაყოფილ ლოცვაზე უფრო მაღლა დააყენა. დავუფიქრდეთ ამას.
სიტყვა ფარისეველს ჩვენ ვხმარობთ სიტყვა პირფერის სინონიმად. და მართლაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე ფარისევლებს უწოდებდა პირფერებს,შეიძლება არტისტებს თუ კი მხედველობაში მივიღებთ სახარებაში ნახმარ ბერძნულ სიტყვას. მაგრამ უფალს ჰქონდა ამის უფლება და ძალაუფლება. უნდა დავუფიქრდეთ იმას თუ რა გაგებითაა პირფერი ფარისეველი. ყოველდღიურობაში ფარისევლად ვთვლით იმას ვინც სხვა ადამიანებს თავს აჩვენებს პატიოსან და წესიერ ადამიანად და როგორც კი სხვები შეტრიალდებიან იქცევა სულ საწინააღმდეგოდ.
იგავის ფარისეველი //ლუკა.18// ლაპარაკობს ღმერთის და საკუთარი თავის წინაშე და არა ხალხის წინაშე და ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ის არ ასრულებდა იმას რასაც ამბობდა. ის მართლაც მარხულობდა კვირაში ორჯერ,ის ალბათ მართლაც არ სტოვებდა არაფერს და ყოველი შემოსავლის და შენაძენის მეათედს სწირავდა ტაძარს. ეს არაა ცოტა. და ასეთი ადამიანურად პატიოსანი ადამიანები რომელთაც სხვისი არაფერი უნდოდათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრს იტანდნენ მებაჟის ნაირი ხალხისგან.
მებაჟე გადასახადების ხშირად უკანონობის ჩამდენი ამკრეფია. ის იღებდა ხოლმე ბევრად უფრო მეტს ვიდრე ეკუთვნოდა. ამაზე იდგა გადასახადების აკრეფა იმ დროს. ის იდგა საოკუპაციო ხელისუფლების,წარმართთა,უცხოელთა სამსახურში. მიწიერი ხელისუფლება,რომის ნაცვლის ხელისუფლება,უპირატესობას ანიჭებდა მებაჟეს და უნდა ვიფიქროთ რომ ფარისეველი და მისი ,ეგობრები,მისი მსგავსი ადამიანები,ბევრს იტანდნენ მებაჟის მსგავსი ხალხისგან.
და აი ფარისევლისთვის დადგა რევანშის წუთი. ის ტაძარშია. ის ხედავს შეწუხებულ და თავისი დანაშაულის განმცდელ მებაჟეს,ერთ-ერთს იმათგან ვისგანაც ბევრს იტანს ყოველდღიურ ცხოვრებაში. და აქ მაინც,ტაძარში,სიწმინდე,კანონი,ღვთის წყალობა,ყველაფერი ეს ეკუთვნის მას,ფარისეველს. ეს,მძიმეა სათქმელად,არის შეიძლება ითქვას კარტა რომელსაც ის გამოიყენებს მებაჟის წინააღმდეგ.
მებაჟე მასზე ბატონობს ქუჩაში, მაგრამ აქ, ტაძარში,ყველაფერი ეკუთვნის ფარისეველს. მას ეკუთვნის თვითონ კანონი. კანონი და ფარისეველი თითქოს ერთია.
სწორედ ამაშია ფერისევლის პრობლემის საშინელება. ფარისევლები როგორც წესი არ ყოფილან ვულგარული პირფერები ანუ მატყუარები რომლებიც თვალიდან მიმალვისთანავე იქცეოდნენ მათი სიტყვების საწინააღმდეგოდ. ფარისევლები სერიოზული ადამიანები იყვნენ. თითქოს უნდა გვშურდეს საზოგადოებისა რომელიც პატივს მიაგებს ცოდნას და ღვთისმოსაობას,სწრაფვას კანონის ზუსტად გაგებისკენ და ზუსტად შესრულებისკენ და არა სიმდიდრეს,მიწიერ ძალაუფლებას,ფუფუნებას,სიტკბოების სიყვარულს და მოდას.
რა თქმა უნდა შეიძლება ვთქვათ //და ეს სიმართლე იქნება// რომ ფარისევლების დამოკიდებულება კანონთან მეტისმეტად წვრილმანი იყო. მაგრამ განა იოლია საზღვრის დადგენა ღვთაებრივი კანონის სათანადოდ შესრულებასა და ზედმეტ მეწვრილმანეობას შორის? ბოლოს და ბოლოს ჩვენი ყველანაირი ქმედება წვრილმანია ღმერთის სიდიადესთან შედარებით. მაგრამ განა ჩვენი მოვალეობა მცირეშიც არ უნდა შევასრულოთ?
მაშ რაშია ფარისევლის დანაშაული? პირველ რიგში იმაში რომ ის თვითონ, ღმერთის მაგივრად ასამართლებს,განიკითხავს თავის თავს და მებაჟეს. ის თითქოს პრეტენზიას აცხადებს ღვთაებრივი უკანასკნელი სამსჯავროსთვის განკუთვნილ ტახტზე. ის წინ უსწრებს ღვთაებრივ სასამართლოს. მაგრამ,ძმებო და დებო,განა ასე იოლია თავის შეკავება ღვთაებრივი სასამართლოს წინ გასწრებისგან? ღმერთის მაგივრად ღმერთის სახელით ლაპარაკისგან?
შემდეგ ფარისეველი ავლენს კმაყოფილებას საკუთარი თავით. მას ეჩვენება რომ მას რჩება მხოლოდ მადლობის თქმა იმისთვის რომ ღმერთმა ის შექმნა კანონის მართალ შემსრულებლად და არა ცოდვილად.
მაგრამ საქმის არსი არც იმაშია რომ ფარისეველი ბედავს ასე ლაპარაკს. კარგით, ვისწავლით ჭკუას სახარების ამ არაკიდან და არ ვილაპარაკებთ ასე. ჩვენ ფარისეველზე უფრო ეშმაკები ვიქნებით.
მაგრამ სულიერი მასწავლებელები ამ სიტყვიერ და არა გრძნობათა თავმდაბლობას უპირისპირებდნენ ჭეშმარიტ თავმდაბლობას.
თუ კი ამ იგავიდან ვისწავლით მხოლოდ რაღაც სიტყვების შინაარსს მაშინ ფარისეველი იქნება ჩვენზე უფრო გულწრფელი და გულუბრყვილო და მეტი არაფერი. ის ამბობს იმას რასაც ფიქრობს და განიცდის. მისი გრძნობები კი დაკავშირებულია იმასთან რომ მას წარმოუდგენია რომ ის მიწვდა ნორმას,რომ ის შეესაბამება ამ ნორმას,რომ მან აღასრულა კანონი.
ეს კი ნიშნავს იმას რომ კანონი არაა ცოცხალი. რატომ? იმიტომ რომ მისი კანონი,მისი ნორმა რომლის შესაბამისადაც ის ცხოვრობს ცოცხალია, ის გაიზრდება მასთან ერთად. ღმერთი კრძალავს აღვირახსნილობას და ფარისეველიც როგორც ჩანს არაა ფიზიკურად აღვირახსნილი იმიტომ რომ ის ბედავს და მადლობას ეუბნება მას იმიტომ რომ არ ჰგავს აღვირახსნილებს.
მაგრამ ღმერთი ითხოვს გულის სრულ სისუფთავეს,სისუფთავეს გულის იმ სიღრმეებისა რომელსაც ადამიანის თვალი ვერ ხედავს ყოველთვის.
ჩვენს გულში არის ისეთი სიღრმეები//ამაზე ბევრად ადრე თანამედროვე ფსიქოლოგიაზე ლაპარაკობდა ნეტარი ავგუსტინე// რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი თვალისთვის საერთოდ მიუწვდომელ უფსკრულს.
ჩვენ ვიცით რომ ამ ფარისევლის მოძმეები თვითონ ცოცხალი ღმერთის სიცოცხლეს თითქოს კანონზე ნაკლებად აფასებდნენ იმიტომ რომ თვითონ ღმერთს მიაწერდნენ მის ნეტარ მარადიულობაში კანონის შესრულებას. ასე ფიქრობდნენ იმ და შემდეგი დროის ფარისეველი მასწავლებლები.
ჩვენ არ გაგვიჭირდება გაცინება იმ წარმოდგენაზე რომლის თანახმადაც ღმერთი თავის ნეტარ მარადიულობაში მარადიული,ციური,უკვდავი,ყოვლისშემძლე და სრულიად უმწიკვლო ფარისევლის მსგავსად დაკავებულია თავისი საკუთარი კანონის გააზრებით.
ჩვენ არ გაგვიჭირდება გაცინება იმ იდეაზე რომლის თანახმადაც კანონი არის ცოცხალი ღმერთის სწორი ან მასზე უფრო მნიშვნელოვანი რამე,მაგრამ ეს საშინელი აზრია.
ფარისეველი არ კმაყოფილდება მადლობის თქმით ღმერთისთვის იმიტომ რომ ის კანონის ერთგულად გააჩინა. ფარისეველს თავისი სიმართლის გამოსაკვეთად, მისთვის ხაზის გასამელად ფონად სჭირდება ცოდვილი. უნდა ითქვას რომ სიტყვა ფარისეველი მომდინარეობს ძველი ებრაული ზმნიდან რაც ნიშნავს გამოყოფას.
ფარისეველი ისაა ვინც მისი აზრით საკუთარი თავი გამოყო ყოველგვარი უწმინდურობისგან და ყველა უწმინდურისგან,იმათგან ვინც არ გვანან მას.
ფარისეველი არის კანონის შემსრულებელი,ის როგორც ასეთი აღიარებულია საზოგადოების მიერ და მისი მოვალეობაა მოწმობა კანონზე და კანონის სწავლება ცოდვილებისთვის.
მაგრამ ფარისეველი თავს გამოყოფს როგორც ცოდვისგან ისე ცოდვილისგან და მას აღარ შეუძლია სხვებისთვის მისი რწმენით მის ხელთ არსებული სიკეთის გადაცემა....
ფარისეველი თავს გამოყოფს როგორც ცოდვისგან ისე ცოდვილისგან და ამიტომ ვეღარაა ამ ცოდვილის მასწავლებელი,ვეღარაფერ კარგს ვერ ასწავლის მას.
ჩვენ ვიცით რომ უღვთო, რწმენის წინააღმდეგ მიმართული აზრი ბევრს საყვედურობდა ღვთისმოსავ, რელიგიური კანონის სემსრულებელ ადამიანს. ასეთ ბრალდებებში რა თქმა უნდა არის დიდი ტყუილი და ცილისწამება.
მაგრამ მართალია დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნის სიტყვები იმაზე რომ ყოველი ადამიანი ტყუილია. ჩვენ ვართ ამ სამყაროში ჭეშმარიტი რწმენის უღირსი მოწმეები და არა ვართ გამორიცხული ამ მსჯელობიდან. უღმერთოების მიერ მორწმუნეების წინააღმდეგ გაუთავებლად წარმოთქმულ ბრალდებებში და პროკურორულ სიტყვებში არის ჭეშმარიტების გარკვეული მარცვალი.
მხოლოდ ქრისტიანობას შეუძლია ამ არაკით შემოგვთავაზოს ის რაც რაღაც ძალას აძლევს უღმერთობის მიერ რწმენის უძლურ ლანძღვას.
მხოლოდ ქრისტიანობამ შეიძლება დაგვანახოს თუ როგორ გვხედავს, ვთქვათ, მებაჟე.
-------------------------------------------------------
ჩანართი
ფსალმუნი 13//14//
ლოტბარს,დავითის ფსალმუნი.
თქვა არამზადამ თავის გულში "არ არსებობს ღმერთი".
გაირყვნენ,სისაძაგლე ჩაიდინეს,
აღარავინ არის კეთილის მოქმედი.
უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილთ,
რომ დაენახა თუ არის ვინმე გულისხმიერი,
რომელიც ეძებს ღმერთს.
ყველამ უარყო, ერთიანად საძულველნი გახდნენ.
არ არის კეთილის მოქმედი არც ერთი.
ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ,
ჩემი ხალხის მჭამელთ,
პური რომ ჭამეს და უფალს არ მოუხმეს?
იქ შეკრთნენ შიშით,
რამეთუ ღმერთი მართალთა თაობაშია.
თქვენ დასცინეთ საწყლის აზრს,
რომ უფალია მისი დამცველი.
ვინ მისცემს სიონიდან ისრაელს ხსნას,
ოდეს დააბრუნებს ტყვეს თავისი ერისას,
ილხენს იაკობი,გაიხარებს იზრაელი,
----------------------------------------------------------
დაე ვიცხოვროთ ყოველთვის ცოცხალი საზომით რომელიც არის თვითონ ქრისტე.
წმინდანები,დიდი წმინდანები და დიდი მოღვაწენი თავის თავს საყვედურობდნენ და უწოდებდნენ დიდ ცოდვილებს ეს იყო იმიტომ რომ ისინი თავის ცოცხალ გულში და თავის, მათ ღვაწლთან ერთად მზარდ და გაძლიერებულ ცოცხალ სვინდისში საკუთარ თავს მართლაც ხედავდნენ დიდ ცოდვილებად.
ეს ხდებოდა იმიტომ რომ მათ წინაშე იყო არა მკვდარი საზომი,რომელსაც შეიძლება მიწვდე, არამედ ღვთაებრივი ცა მათ თავზე. და ცა ყოველთვის რჩებოდა უსასრულოდ მაღლა.
სხვა რელიგიების მიმდევრებს შეუძლიათ ყველაფრის შესრულება და თქმა იმისა რომ ყველაფერი შეასრულეს.
ნუ დავცინებთ ამ რელიგიების მიმდევრებს. ყველა რელიგიაში ყველაფრის შესრულება ძალიან ძნელია, ეს სერიოზული საქმეა.
მაგრამ ქრისტიანი ვერასოდეს იგრძნობს და იტყვის რომ ყველაფერი შეასრულა. და ეს იმიტომ რომ მისი საზომი ცოცხალია,ის თვითონ ჩვენი უფალია.
გამოქვეყნდა ჟურნალში "კონტინენტი", 2004, №119
ფილოლოგი, პოეტი, მართლმადიდებელი.
სერგეი სერგეია ძე ავერინცევი //1937 წლის 10 დეკემბერი,მოსკოვი-2004 წლის 21 თებერვალიმვენა// - რუსი ფილოლოგი, გვიანანტიკური და ადრექრისტიანული ხანების,ვერცხლის საუკუნის პოეზიის სპეციალისტი.მთარგმნელი,ლექტორი,საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი //1985//, რუსული პენ-ცენტრის წევრი //1995//, მანდელშტამის საზოგადოების წევრი //1991 წლიდან//, კულტუროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე.
დაიბადა 1937 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში,მამამისი იყო ბიოლოგი სერგეი ვასილის ძე ავერინცევი //1875-1957//. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრა//1961//. 1967 წ.დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფილოლოგიაში //"პლუტარქე და ანტიკური ბიოგრაფია"//, 1979 წ. კი სადოქტორო დისერტაცია
//"ადრებიზანტიური ხანის პოეტიკა"//.
ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამეცნიერო რედაქტორად გამომცემლობაში "მისლ" //1964-1966//,შემდეგ კი უმცროს მეცნიერ თანამშრომლად ხელოვნებათმცოდნეობის სახელმწიფო ინსტიტუტში //1966-1971//.
1971-1991 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,1981-1991 წლებში ხელმძღვანელობდა ანტიკური ლიტერატურის ისტორიის სექტორს.
1989-1994 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორი.
1992-2004 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო კულტურის ინსტიტუტის ქრისტიანული კულტურის განყოფილების გამგე.
1992-1994 წლებში იყო რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის უმაღლეს ჰუმანიტარულ გამოკვლევათა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
1994-2004 წლებში იყო ვენას უნივერსიტეტის სლავისტიკის ინსტიტუტის პროფესორი.
სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი //1987//, რუსეთის მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი //1987//. ლენინური პრემიის //ქ968//, სსრკ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიების //1990,1996//. 1989-1991 წლებში სსრკს უზენაესი საბჭოს დეპუტატი,ამუშავებდა კანონს სვინდისის თავისუფლებაზე.
გარდაიცვალა 2004 წლის 21 თებერვალს ვენაში. ანდერძის თანახმად დაკრძალეს მოსკოვში დანილას სასაფლაოზე.
გამორჩეული ერუდიტი ავერინცევი იკვლევდა ევროპული,მათ შორის ქრისტიანული კულტურის საკითხებს ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე. გააკეთა რამოდენიმე ორიგინალური ისტორიულ-ლიტერატურული და თეორიული აღმოჩენა. თარგმნიდა ძველი,მათ შორის ბიზანტიელი,ლათინი,სირიელი და თანამედროვე ავტორების თხზულებებს. ბევრს წერდა ბერძნულ,ლათინურ და მახლობელი აღმოსავლეთის სიტყვიერებაზე და ესთეტიკაზე.
სლავიანოფილთა და მედასავლეთეების ცხარე პოლემიკაში უარყოფდა ორივე პოზიციის უკიდურესობებს.
მისი აზრით მომავალი ქრისტიანობა იქნება უმცირესობის ზნეობრივი წინააღმდეგობა.
წერდა შესანიშნავ რელიგიურ ლექსებსაც. ავერინცევის პოეზიის საფუძველია ღვთის სიტყვის ურყევობა და გონებისთვის მიუწვდომელ საიდუმლოთა ხელუხლებლობა //ვ.კაზაკ//.
დაახლოებით 800 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.
სულიერი დისიდენტი სერგეი ავერინცევი.
რუსეთის ინტელიგენცია იხსენებს ხოლმე ავერინცევს. ის არ ყოფილა მარტო ფილოოგი და მთარგმნელი,800 დაბეჭდილი ნაშრომის ავტორი.ის იყო პოეტიც. მის ლექციებს ხალხი აწყდებოდა. როდესაც ის მოვიდა ქრისტიანობაში მასთან ურთიერთობა ჰქონდა მრავალი კონფესიის წარმომადგენელს.პონტიფიკსაც კი.
ვლადიმირ ლავრენევის თქმით სერგეი ავერინცევი არ ყოფილა მარტო დიდი სწავლული, მისი გვარიც კი იქცა კლასიკურად განათლებული და კარგი ქრისტიანის საზომად. მისნაირები ცოტა იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ ის ცალკე დგას. მისი უნიკალურობაა ღრმა,ცოცხალი და გააზრებული რწმენა.. ავერინცევის ნაშრომები უმაღლესი მეცნიერული დონისაა და ამავე დროს ისინი გაჟღენთილია ეკლესიის სულიერი მემკვიდრეობით....
საბჭოთა კავშირში ავერინცევი ასწავლიდა ღვთისმეტყველების და ქრისტიქნობის ისტორიას. მის ლექციებს ჰყავდა ბევრი მსმენელი. მალე მისი ლექციები აკრძალეს როგორც რელიგიური პროპაგანდა,მაგრამ უკვე გვიან იყო,საჯარო ლექტორმა ავერინცევმა უზომოდ გაითქვა სახელი. მის სპეციეფიურ თემაზე ჩატარებულ ლექციებსაც აწყდებოდა ხალხი.
საბჭოთა დახუთულ ატმოსფეროში ეს ჰგავდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას.
ავერინცევი იყო სისტემის გარეთ მდგომი პიროვნება. ამავე დროს ის ეწეოდა კაბინეტური მეცნიერის დახურულ ცხოვრებას და ვერ იტანდა ტელევიზორს...
მას სიცოცხლეში უწოდებდნენ დიდ მართლმადიდებელ მოაზროვნეს,უდიდეს ფილოლოგს და უკანასკნელ რუს ენციკლოპედისტს.
დისიდენტები აშინებდნენ ავერინცევს. მას თავის ღირსების საქმედ მიაჩნდა მათი კატეხიზაცია. ავერინცევი თანაუგრძნობდა დისიდენტებს თუმცა ერიდებოდა შეურიგებელ ხალხს და ამბობდა რომ მათ არ უნდა დაავიწყდეთ რომ ქრისტიანობას ახასიათებს გულმოწყალება.
თავის სამზარეულოებში მოთუხთუხე დისიდენტების უმრავლესობა ახერხებდა საბჭოთა სოციუმში ცხოვრებას. მაგრამ ავერინცევი,ვისაც კონფორმიზმს აბრალებდნენ სრულიად ვერ იტანდა საბჭოთა ჰაერს და ეს იყო მისი პარადოქსი.
მხოლოდ განგების უშუალო ჩარევით შეიძლება აიხსნას მისი ნაშრომების გამოსვლა....
http://givargi.blogspot.com/2012/08/blog-post_31.html

Комментариев нет:
Отправить комментарий