მშვიდობა თქვენდა, ძვირფასო მკითხველო. ყოველთვის, როდესაც მორიგ თამაშს მივუჯდებით, არ ვფიქრობთ, რისთვის გვჭირდება ეს ყოველივე. ჩვენ უბრალოდ გვსურს სიამოვნება მივიღოთ პროცესისგან. მაგრამ, მაინც რითი იზიდავენ ადამიანს კომპიუტერული თამაშები? თამაშის პროცესი, ამ სიტყვის ჩვეულებრივი მნიშვნელობით, ბავშვებში აუცილებელ ჩვევებსა და უნარებს ავითარებს, კერძოდ: რეაქციას, ფერების, ციფრებისა და ასოების გარჩევის უნარს და ა. შ. ნებისმიერი მასალა, შეთავაზებული მსუბუქი სათამაშო ფორმით (მაგ.: გზებზე მოძრაობის წესების შესწავლა) თვით მოზრდილი ადამიანებისთვისაც კი, უფრო ადვილად აღსაქმელი და ასათვისებელია. მაგრამ ვიდეო თამაშების მიმზიდველობა სწორედ იმაშია, რომ ისინი ადამიანს შესაძლებლობას აძლევენ აღასრულონ ის ქმედებანი, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში ამა თუ იმ მიზეზით ვერ გაბედავდნენ. ყოველ ადამიანს როდი ძალუძს წავიდეს სამოგზაუროდ სხვა ქვეყანაში, გამოიკვლიოს საიდუმლო სამარხები, ან ითამაშოს ფეხბურთი "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში. თამაშები ვირტუალურად მაინც იძლევიან ასეთ შესაძლებლობას და ყოველთვის ანიჭებენ ადამიანს ამა თუ იმ დადებით ემოციას. თამაშებში შეგიძლია იყო ყოჩაღი მეომარი, პოლიციელი, აგენტი, სამურაი და ა. შ.
მაგრამ არსებობს თამაშების სხვა მხარეც, რაც არანაკლებ იტაცებს ადამიანს. ეს არის სრული თავისუფლება, შესაძლებლობა ჩაიდინო საქციელი, რომელიც ადამიანის რეალურ ცხოვრებაში გაფიქრებითაც კი აშკარად ეწინააღმდეგება მის მორალურ და ეთიკურ ნორმებს. ახლა, როდესაც ამ სტატიას კითხულობთ, თქვენ ზიხართ კომპიუტერთან, თოფმომარჯვებული არ დაძრწიხართ ქუჩაში და ულმობელად არ ხოცავთ გამვლელ გამომვლელებს. მაგრამ თამაშებში ამას დაუსჯელად და თქვენი ადამიანური სინდისის საწინააღმდეგოდ აკეთებთ.
მოკლედ, თამაშები შესაძლებლობას გვაძლევენ ვცოდოთ. ყოველი ცოდვა ადამიანის გონებაში იბადება და უკეთეს შემთხვევაში იქვე რჩება, უარეს შემთხვევაში კი - ხელ-ფეხს უხნის ადამიანს საშინელი ცოდვის აღსასრულებლად. ცოდვა უეჭველად და უცილობლივ აყენებს ზიანს როგორც სხვა ადამიანებს, ასევე თვით ცოდვის აღმასრულებელს. მაგრამ, ამ სტატიაში ჩვენ თამაშების ფსიქიკურ ზემოქმედებაზე არ ვილაპარაკებთ, რადგან ეს თემა უკვე დიდი ხანია კარგად არის დამუშავებული. ჩვენ ვირტუალური სამყაროს გმირებზე გვსურს გესაუბროთ. იმ ვირტუალურ გმირებზე, რომლებიც ყველაზე მეტად სცოდავენ და მოთამაშეებსაც აცოდვილებენ.
ცოდვად იწოდება ადამიანის მიერ ღმრთის, მოყვასის და საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება (მაგ.: თვითმკვლელობა). ცოდვა აღესრულება როგორც ქმედებებში, ასევე სიტყვებსა და აზრებშიც. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა - ეს არის უმთავრესი ადამიანური ცოდვები, რომლებიდანაც უკვე სერიოზული და კონკრეტული ქმედებები იწყება.
1. ამპარტავნება
შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას არა აქვს გარკვეული ნუმერაცია ან თანმიმდევრობა. თუმცა მათ მაინც პირველად სწორედ ამპარტავნებიდან იწყებენ. მას მედიდურობასა და სიამაყესთანაც აიგივებენ. ეს არის ერთ ერთი ყველაზე საშიში ცოდვა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს იმ აზრამდე, რომ ის აღმატებულია სხვა ადამიანებზე და მათ წინაშე დიდ უპირატესობას ფლობს. ამპარტავნებამ ღმრთის ერთ ერთი ანგელოზი სატანად აქცია. ამპარტავნება ბუდობდა ისეთი ადამიანების გულში, როგორიც იყო ნაპოლეონ ბონაპარტე და ადოლფ ჰიტლერი.ვიდეოთამაშები სავსეა პერსონაჟებით, რომლებიც დამთვრალნი არიან საკუთარი სიამაყით. ძირითადად ეს პერსონაჯები ცდილობენ დაიმორჩილონ ის, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუწვდომელია: სივრცე და დრო. ეს არიან ადამიანები, ვიც ვინც ცდილობენ გამოეყონ არსებულს და შექმნან თავიანთი სამყარო.
ერთ ერთი ყველაზე მკაფიო და გამოკვეთილი ამპარტავანი პერსონაჟია ენდრიუ რაიანი თამაშიდან BioShock, რომელმაც ააშენა თავისი ოცნების წყალქვეშა ქალაქი. ამ ქალაქის მცხოვრებლები თავისუფალნი არიან ხელისუფლებისგან, რელიგიისგან, მორალური და ზნეობრივი ნორმებისგან. მისი უტოპია დაინგრა, რადგან მან არ იცოდა, რომ წესრიგის არარსებობა შობს ქაოსს.
მის "იდეალურ" სამყაროში უსაზღვრო თავისუფლების მქონე ადამიანები გარდაიქცნენ ავადმყოფებად, შეპყრობილ და გარყვნილი აზროვნების მქონე მანიაკებად. ხოლო მეცნიერ ბრიჯიტ ტენენბაუმის მიერ აღმოჩენილი ნივთიერება "ადამი", რომელიც შეიძლებოდა თავიდან სნეულებათა განსაკურნავი სასიკეთო წამალი გამომდგარიყო, წყევლად ექცევათ. ნივთიერებას გამოიყენებან ადამიანის ორგანიზმის სტრუქტურის შესაცვლელად, მისთვის ახალი, ფიზიკური თვისებების მისანიჭებლად, რომლის შედეგადაც ეს პრეპარატი იქცევა ნარკოტიკად, რომლის გამოყენებას არ დაახანებენ თაღლითები და გაიძვერები. BioShock-ის უდავოდ აღმაფრთოვანებელი და დაძაბული ისტორია - მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება სიამაყემ დაანგრიოს ადამიანთა ცხოვრება, წარწყმიდოს მასში ყოველივე ადამიანური. უარეს შემთხვევაში კი დაღუპოს თვით ადამიანიც.
2. სიხარბე
სიხარბე ადამიანს შინაგანად ანგრევს. ეს ამპარტავნების კიდევ ერთი გამოვლინებაა, რომელიც მატერიალური ღირებულებების რაოდენობრივი მრავლებისა და ფლობის დაუოკებელ სურვილში გამოიხატება, რომელიც აშკარად აჭარბებს საჭიროებას. ამ ცოდვის კიდევ ერთი და უძველესი სახელწოდებაა - "ვერცხლისმოყვარეობა". თითქოსდა სათამაშო ინდუსტრიაში ამით ყველაზე მეტად დასნებოვნებულნი არიან საგანძურთა ხარბი მაძიებელნი ინდიანა ჯონსი, ლარა კროფტი და ნათან დრეიკი, მაგრამ არა. სინამდვილეში მას ექვემდებარებიან უსაზღვრო ძალაუფლების, მაგალითად, სახელმწიფო ძალაუფლების მქონე პერსონაჟებიც. ეკონომიკური სტრატეგიის სახის თამაშებში მოთამაშეს თავისი გამდიდრების მიზნით შეუძლია აწიოს გადასახადები, მოსახლეობას წაართვას აუცილებელი პროდუქტები. მაგრამ, ამჯერად უკეთესი იქნება სანიმუშოდ მოვიყვანოთ თამაში, რომელშიც მსგავსი გადაწყვეტილებები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
ეს არის მსოფლიოში ადამიანური ვნებებისა და სურვილების საუკეთესო სიმულატორი, გროტესკული თამაში Fable 3. მასში მოთამაშე გარკვეულ ეტაპზე ღებულობს სამეფოს მმართველობის შესაძლებლობას, შემდეგ კი ომი ელოდება. იმისთვის, რათა წარმატებით მოიგერიოს უწმიდურთა შემოსევა, მოთამაშე იძულებულია სახელმწიფო ხაზინა თამაშის კრიტერიუმებით ფანტასტიკური თანხით შეავსოს. ამგვარი თანხის პატიოსანი შრომით დაგროვებაზე რეალური დროის კიდევ ერთი წელი წავიდოდა. მაგრამ, პრობლემის მოგვარება შეიძლება, თუ მოსახლეობას გადასახადებს უკიდურესად გაუზრდი.
Fable 3 ყოველმხრივ აცდუნებს მოთამაშეს, სთავაზობს მას ფინანსური საკითხების მრავალგვარ გადაწყვეტას, ოღონდ ბინძური მაქინაციებით. შეიძლება უზარმაზარი თანხის დაგროვება, ძველ საბავშვო თავშესაფარს ბორდელად თუ გადააკეთებ და უბედურ პატარებს ქუჩაში გაყრი. შეიძლება გამდიდრება თუ ქარხნებში ბავშვთა შრომას დააკანონებ ან თამაშის ბუნებრივ სიმდიდრეს - ულამაზეს ტბას გაანადგურებ. თანაც, საკუთარი ქმედებების შედეგს თქვენ ხედავთ არა ჩიტის გადმოსახედიდან, როგორც არის ეს RTS-ში, არამედ ქალაქში სეირნობისას, მესამე პირის ხედით.
შეიძლება გადასახადებისა და ფასების გაზრდა თქვენს მიერ შეძენილ მაღაზიებში, რათა რაც შეიძლება მალე დააგროვოთ ფული ლამაზი სახლის ან კიდევ ყველაზე ძლიერი იარაღის შესაძენად. ადამიანები შეგიძულებენ, დაგიფსტვენენ და დაგცინებენ ქუჩებში. ერთხელ, ერთმა მოთამაშემ იხილა, როგორ ამოჰკრა ფანჩური მისი პოლიტიკით გაგულისებულმა და გაბოროტებულმა ერთმა ქალბატონმა (პერსონაჟმა) მოთამაშის ძაღლს, როდესაც მას ქუჩაში მყუდროდ ეძინა. და მაინც, Fable 3 ყველაზე სასიამოვნოა ფული დაურიგო ღატაკებს, რადგან ასეთი შესაძლებლობაც არსებობს. თუმცა, ეს მაინც წარმოადგენს თამაშს ყველაზე ძუნწი და ხარბი ადამიანებისთვის.
3. შური
იდეურად შური ახლოსაა სიხარბის ცოდვასთან, მაგრამ გამოიხატება იმ ადამიანისადმი სიძულვილში, რომელსაც მრავალი სიკეთისთვის და წარმატებისთვის მიუღწევია და რაც თქვენ არ გაგაჩნიათ. შედეგად, გიჩნდებათ სურვილი მიისაკუთროთ ეს სიკეთენი, ცხადია, არაპატიოსანი გზით. ეს ცოდვა ამოძრავებს ქურდებს, მძარცველებსა და ყალთაბანდებს. შური, ერთ ერთი უპირველესი ცოდვაა ადამიანთა საზოგადოებაში - ბიბლიურ თქმულებებში კაენმა თავის ძმა აბელი, შურის გამო მოჰკლა, რადგან ღმერთმა შეიწყნარა მხოლოდ აბელის მსხვერპლი.
მრავალი ვიდეოთამაშის გმირია შეპყრობილი შურის ვნებით. ძირითადად ესენი არიან დამნაშავეები, რომელთაც გამდიდრება და სხვა ამქვეყნიური სიკეთეები სურთ. ამგვარ პერსონაჟთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, მაგრამ აქ, დავასახელებდით ვიტო სკალეტეს თამაშიდან Mafia 2 და ნიკო ბელიჩის თამაშიდან Grand Theft Auto 4. ორივეს საზოგადოების ქვედა ფენებიდან ამოძრომა და მაღალი საზოგადოების მწვერვალებზე ასვლა სურს. მათ ასევე დიდძალი თანხების მოპოვების დაუოკებელი ჟინი ამოძრავებთ. მაგრამ, ვიტოს ბედი მაინც უფრო ძლიერად არის გამოხატული, რადგან მას ბევრი შესაძლებლობა აქვს შეწყვიტოს თავისი ბანდიტური ცხოვრება. მიუხედავად ამისა, დაიწყებს რა ახალგაზრდობაში მცირე ქურდობით, თავის მეგობარ ჯოსთან ერთად, მთავარი გმირი უკვე ვეღარ ჩერდება. მისთვის არ არსებობს მორალური პრინციპები, არც მისი მორწმუნე ოჯახი, ვერავინ და ვერაფერი შესძლებს გადაიყვანოს ის დამნაშავეობის საშიში გზიდან. მას აქვს მცირეოდენი თანხის მოპოვების შესაძლებლობა პატიოსანი შრომით. მაგრამ ყოველი ახალი დანაშაულის შემდეგ წარმატება მატულობს და გმირსაც სულ უფრო და უფრო მეტის მიღწევა სურს, რასაც საბოლოოდ დრამატულ აღსასრულამდე მიჰყავს იგი. ვიტო ხდება სუსტი, უნებისყოფო ადამიანი, რომელსაც გაჩერება და ბოროტებისთვის მტკიცე უარის თქმა არ ძალუძს. შედეგად ის კარგავს ყველაფერს, რაც კი ძვირფასი იყო მისთვის, ხოლო საკუთარ სიცოცხლეს შეინარჩუნებს მსხვილი მაფიოზის მხარდაჭერის წყალობით. ყველაზე ცუდი ამ თამაშში არის ის, რომ მოთამაშეს არანაირად ძალუძს უხელმძღვანელოს ვიტოს მოქმედებებს და იძულებულია თამაშის სიუჟეტურ ხაზს მიჰყვეს.
სხვისი სიმდიდრისა და კეთილდღობისადმი შურს, კარგი არაფერი მოჰყვება, რადგან სხვისას კი არ უნდა უყურო, არამედ გაუფრთხილდე საკუთარს, თუნდაც მცირეს რათა იყო მშვიდი და ბედნიერი. დედისა და დის ნაცვლად ვიტოს ღირებულება გახდება ფული, რისთვისაც მწარედ იხდის.
4. მუცელღმერთობა
მუცელღმერთობას შეიძლება ერთი ჩვეულებრივი სიტყვით ვუწოდოთ - "ღორმუცელობა". ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი საკვების მიღების პროცესი შეიძლება გადაიქცეს ცოდვად, როდესაც დგება ნაყროვანება და სურვილი "აამო საკუთარ მუცელს" - აქედან მოდის სახელწოდებაც. ეკლესია საკვების რაციონალურ მიღებას ასწავლის და თავის სულიერ შვილებს შეაგონებს მილიონობით დამშეულ ადამიანზე, რომელთათვისაც პურის ერთი ნატეხიც კი ყველაზე ღირებულია ამქვეყნად. ერთი წმიდა მამა ასე აღწერდა ქრისტეანის დაპურების ნორმალურ პროცესს: "გაჩერდი მაშინ, როცა მუცელი გეტყვის - კიდევ მინდა".
მუცელღმერთობა ადამიანს ნაწილობრივად უკარგავს ზნეობრივ ღირებულებებს, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარი სტომაქის ამოყორვითაა დასაქმებული. რაც შეეხება ვიდეოთამაშებს, აქ რაიმე მსგავსის პოვნა საკმაოდ ძნელია. ვიდეო თამაშის გმირები ჩვეულებისამებრ ჭამენ ენერგიის აღსადგენად. თუ პერსონაჟის ჯანმრთელობა მაქსიმუმზეა, მაშინ შეჭმული ნაჭერი უბრალოდ ქრება ინვენტარიდან და არვითარ ხილულ ცვლილებას არ იწვევს პერსონაჟში. ან კიდევ თამაში კრძალავს უბრალოდ მის გამოყენებას.
თამაშებში: Fable: the Lost Chapters и Grand Theft Auto: San Andreas მუცელღმერთობა იწვევს ზედმეტი წონის დაგროვებას, რომელიც ვიზუალურად აისახება ფიგურის ცვლილებაში. ასევე, ორივე თამაშში გმირის მუცელს არ შეუძლია აიტანოს საჭმლის დიდი რაოდენობა და გულს ირევს, რითაც ისტერიულ სიცილს იწვევს მოთამაშეში.
სერიაში Fable სათამაშო სამყაროს ერთ ერთი ელემენტი იყო მაგიური, მოლაპარაკე კარები, რომელთა უკან ინახება საგანძური და მოთამაშეს მხოლოდ მაშინ ეხსნება, როდესაც ის შეასრულებს განსაზღვრულ კვესტს, ნაწილობრივ - აბსოლუტურად ამორალურს. უკვე ნახსენები თამაშის პირველ ნაწიში ერთ ერთი ასეთი კარი მოთამაშეს სთავაზობს გალურჯებამდე და გულისრევამდე აივსოს პირი სხვადასხვა სახის საჭმლით პირდაპირ მის თვალწინ.
ყოველივე ამისგან განსაკუთრებულად გამოირჩევა სახუმარო და მრავალპლანიანი PS3 თამაში სახელწოდებით Fat Princess, რომელიც წარმოადგენს უველურეს ვერსიას რეჟიმისა capture the flag, სადაც მოთამაშემ მტერს უნდა მოპაროს მსუქანი პრინცესა. თანაც არ მისცეს მოწინააღმდეგეს მოაპარინოს საკუთარი, რომელსაც ტორტის ნაჭრებით ანებივრებს, რათა მტერმა ვერ შესძლოს მისი აწევა. სათამაშო კრიტიკა ამ თამაშს შეხვდა თბილად, თუმცა ფემინისტურმა მოძრაობა თამაშის სპეციფიკურ კონცეფციას პროტესტს უცხადებს.
5. მრისხანება
მრისხანება ერთ ერთი გამანადგურებელი ცოდვაა. ამ ვნებაში შთავარდნილი ადამიანი კარგავს საღ აზრს და საშინელებებს ჩადის. მრისხანების, როგორც ნებისმიერი სტრესული მდგომარეობის დროს, ადამიანი გრძნობს ადრენალინის მოზღვავებას, რაც მცირე დროით ამაღლებს მის ფიზიკურ შესაძლებლობებს. ვიდეოთამაშებში ეს თემა თითქმის გადაღეჭილია. სლეშერების (თამაშის ერთ ერთი ჟანრი - რედ.) პერსონაჟები მკვლელობათა კვალად იმაღლებენ "მრისხანების" შკალას, რითაც საბოლოოდ აღწევენ რომელიმე გამანადგურებელი დარტყმის უნარმოსილებას ან კიდევ აგრძელებენ მტრების ხოცვა-ჟლეტას გასამმაგებული ძალით. თამაშში Street Fighter 4 საინტერესო ბალანსის მისაღწევად მრისხანების შკალა იწევს იმისდა მიხედვით თუ როგორ იცილებს პერსონაჟი მოწინააღმდეგის დარტყმებს, სამაგიეროდ მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას უპასუხოს გამანადგურებელი დარტყმით.
თუმცა, ამ მხრივ ყველაზე მრისხანე პერსონაჟია კრატოსი, სლეშ-სერიალის - God of War-ის უმთავრესი პერსონაჟი. მასში აგრესიულია ყველაფერი - გარეგნობიდან დაწყებული, მტრობით გაჟღენტილი ტემპერამენტით დამთავრებული. უზარმაზარი საჭრელებით აღჭურვილი ნახევრად შიშველი მამაკაცი, თამაშის დონეებს გადის სისხლის ღვარში, ცხოველურ ბღავილსა და ღმუილში. თამაშის პირველი ნაწილის შემუშავებისას მისმა შემქმნელებმა კურსი აიღეს მაქსიმალურად ბრუტალურ გმირზე, რომლის გარეგნობა მასში მობუყბუყე ღვარძლისა და მტრობის გარეგანი გამოხატულება უნდა ყოფილიყო, რომელზეც აისახებოდა მტრობისა და შურისძიების წყურვილი. მრავალი ვარიანტი უარყვეს თამაშის შემქმნელებმა და ბოლოს კრატოსის დიზაინი გახდა ისეთი, რომელისაც ახლა ვხედავტ. ეს არის პერსონაჟი, რომლის ცხოვრება ომისა და მკვლელობების გარეშე წარმოუდგენელია. ანტიგმირი, რომელიც შეუყვარდა მრავალ მოთამაშეს.
6. აპათია
სხვა ვერსიით "უსასოობა". ეს ერთ ერთი ძალზედ საშიში ცოდვაა. ეს არი ცხვრის ქურქში გახვეული მგელი, რომელიც წარუმატებლობით განცდილი დეპრესიით იწყება და ადამიანს თანდათანობით აგდებს სასოწარკვეთილების მთხრებლსა და მორალურ იზოლაციაში. აპათია კლავს ადამიანის თვით ცხოვრების წყურვილს, მისწრაფებას უკეთესობისკენ და იწვევს სიკვდილს (თვითმკვლელობის გზით).
ვიდეოთამაშებში აპათიის ჩვენება არც თუ ისე ადვილი ამოცანაა. მას უმკლავდებიან მხოლოდ გამჭრიახ დრამებში, სადაც მსახიობების თამაში ფალსს არის მოკლებული. გვაგონდება იტან მარსი და მაქს პეინი. პირველი არის ინტერაქტიური დრამის Heavy Rain-ის პერსონაჟი, ნიჭიერი არქიტექტორი, რომელმაც უბედური შემთხვევის შედგად დაჰკარგა შვილი და ნახევარი წლით ჩავარდა კომაში, რომლის შემდეგაც უკვე დაეწყო დეპრესია, რომელმაც არა მარტო გაყრამდე მიიყვანა იგი, არამედ გაურთულა ურთიერთობა მეორე შვილთან. აპათია იტანში იწვევს ფსიქიკურ გადახრებსაც. ეს თამაში ბუკვალურად უსასოობისა და გამოუვალობის ატმოსფეროთია გაჟღენთილი.
მეორე პერსონაჟი - მაქს პეინი. ამავე სახელწოდების "ექშენის" (თამაშის ჟანრი - რედ.) გმირი, რომელმაც მთელი ოჯახი დაჰკარგა და რაკიღა გადაწყვეტს, რომ უკვე აღარაფერი აქვს დასაკარგი, პრაქტიკულად სასიკვდილო გამოძიებას იწყებს.
თამაშის პირველ ნაწილსი მაქსი გადარეული მეამბოხეა ირონიული ღიმილით სახეზე. ველური, დაუცხრომელი შინაგანი ტკივილიტ და ფსიქიკური გადახრებით. ხოლო Max Payne 2: The Fall of Max Payne, უკვე ნაღვლიან ტონებშია გადაწყვეტილი. მასში მაქსის მეამბოხეობას ცვლის აპათიური განწყობა, რომელისაც მძიმე ინსტრუმენტალური მუსიკის საუნდტრეკი აძლიერებს. უსასოობის მდგომარეობაში მყოფი, მას საკუთარ ცხოვრებაზე პრაქტიკულად ხელი აქვს ჩაქნეული.
7. სიძვა-მრუშობა
ეს არის ერთ ერთი ყველაზე ამაზრზენი ცოდვა ადამიანში. ცოდვა, რომელმაც დაღუპა რომის იმპერია. ბიბლიური გადმოცემით ამ უმძიმესმა ცოდვამ დაღუპა სოდომი და გომორა, რომლის მცხოვრებლები ეწეოდნენ აღვირახსნილ და გარყვნილ ცხოვრებას და იყვნენ მამათმავლები. მრუშობა ნაწილობრივ წააგავს მუცელღმერთობას. თვით სექსი ცოდვა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი გადადის ღმრთისგან დაწესებულ საზღვრებს.
სექსუალური თემა დღესაც იწვევს მოჭარბებულ ინტერესს და ცნობისმოყვარეობას, ამიტოამც, ვიდეოთამაშებში მისი რაღაც სახით ჩართვა უკვე ნიშნავს მიანიჭო გმირს გარკვეული წარმატება და ამგვარი ჩანართები ბილწი ვნებების მქონე მოთამაშეებზეა გათვლილი. ზოგიერთ თამაშში ხორციელი სიყვარული გვხვდება კატ-სცენებში, ზოგიერთში კი ეს არის თამაშის პროცესის ნაწილი. Grand Theft Auto-ში არის სექსუალური მოდიფიკაცია Hot Coffee San Andreas-ისთვის. გარდა ამისა, თამაშში 7 Sins სექსის დროს აუცილებელია მაუსით გაკეთდეს შესაბამისი მოძრაობები, ხოლო რუსულ კვესტში "Ядерный титбит" პროცესი იმართება კლავიატურით. მაგრამ, მაინც ყველას გადააჭარბა სექსის სიმულატორმა 3D Sex Villa-მ, რომელშიც მოთამაშე პარტნიორებისთვის პოზიციებსაც კი ირჩევს, შემდეგ კი მაუსით სწრაფად უნდა იმოძრაოს აქეთ-იქით.
უფრო სერიოზულ პროექტებს თუ ავიღებთ, მრუშობის პლანში საკმაოდ სრულად გამოხატეს ეს ცოდვა როლურმა სერიალებმა. Fable-ში პერსონაჟს შეუძლია უღალატოს თავის ცოლს ორივე სქესის ადამიანებთან და ეწვიოს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს. თამაშში Dragon Age, მთავარი პერსონაჟი (ან ქალი-პერსონაჟი) განსაზღვრულ დონემდე ავითარებს თავის დამოკიდებულებებს მეგობრებთნ, შეუძლია ახლო კონტაქტში შევიდეს მათთან. განსაკუთრებით გამორჩეულია ამ მხრივ მეორე ნაწილი, სადაც მოთამაშეს გზადაგზა ხვდება არატრადიციული ორიენტაციის მრავალი მამაკაცი, რომლებიც მათთან ნებისმიერ კეთილგანწყობით დამოკიდებულებას მათდამი სიმპათიად აღიქვამენ.
ერთ ერთ ყველაზე ცნობილ სათამაშო მრუშად იყო და დარჩა ცნობილი პერსონაჟი ჰრალტი რივიიდან, როლური სერიალის "Ведьмак"-ის პერსონაჟი. მთელი მისი თავგადასავლების დრო მის ხელში (და საწოლში) ხვდება უამრავი დედაკაცი.
ყველა უკანონო ქმედება, რომელსაც კომპიუტერულ თამაშებში ჩადიან (მაგ.: მკვლელობა ან ძარცვვა) სწორედ ამ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან იწყება. საბედნიეროდ, მრავალი თამაში იძლევა შესაძლებლობას დონეები გაიარო სხვადასხვა მეთოდებით. RPG-ში შეიძლება ღარიბთა დაპურება და მოწყალების გაცემა, უარი თქვა საფასურზე შესრულებული კვესტისთვის, დაიცვა უძლურები, დაეხმარო გაჭირვებულთ. სტელს-ექშენ თამაშებში შეიძლება არ მოჰკლა მოწინააღმდეგე და გამოიყენო უფრო გონივრული სტრატეგია მომდევნო დონეზე გადასასვლელად, ან კიდევ გამოიყენო არამომაკვდინებელი იარაღი. ეკონომიკურ სტრატეგიებში მოთამაშეს შეუძლია ააყვავოს თავისი ქალაქი ან ქვეყანა და გააუმჯობესოს მის მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობები.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებები მიმდინარეობს ვირტუალურ სამყაროში, ისინი გარკვეულ და სრულიად რეალურ ემოციებსა და აზრებს, ანუ გრძნობებსა და სურვილებს იწვევენ მოთამაშე ადამიანში.
დასასრულ, შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდეოთამაშები ადამიანს სთავაზობენ უამრავ საცდურს. თუმცა, ცოდვის ჩადენა ვირტუალურ სამყაროში სჯობს, ვიდრე რეალურში. ფსიქოლოგების აზრით ეს ეხმარება ადამიანს მოიხსნას სტრესი, გაღიზიანება ან დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა. თუმცა, ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტეანები, არც ამას ვურჩევთ ჩვენს მკითხველს, რადგან უკეთური მოდგმა, რომელიც ათასგვარ ვნებებს შთაგვაგონებს, განიდევნება "ოდენ ლოცვითა და მარხვით".
მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.
http://www.apocalypse.ge/apost_xelovneba_video_tamashebis_7_momakvdinebeli_codva.html

Комментариев нет:
Отправить комментарий