пятница, 11 октября 2013 г.

40. რვა მსოფლიო იმპერია.


უძველესი ბაბილონის რუკა.
****



I. ახალიბაბილონის რუკა.(ძვ.წ.VII-VI)(ლომი.წარმართული)






II. მიდია-სპარსეთის რუკა.(დათვი.წარმართული)


 



III. საბერძნეთის იმპერიის რუკა.(ავაზა.წარმართული)





IV.  რომის იმპერია.(საშინელი მხეცი.წარმართული.ასევე-ანტიქრისტიანული. შემდგომში თანდათან გაქრისტიანდა, მაგრამ იმპერია დაიშალა)





V.ისლამური ხალიფატი.სიცოცხლეგახანგრძლივებული ლომი .ანტიქრისტიანული.






VI. ოსმალეთის იმპერია.სიცოცხლე გახანგრძლივებული დათვი.ანტიქრისტიანული)


ანუ, პირველი ლომი და დათვი მომავალში მოვიდნენ ანტიქრისტიანული რელიგიის მქონე იმპერიებით.(განმეორდნენ.  უფრო სწორად  სისცოცხლე გახანგრძლივებულები ლომი და დათვი.)



VII. სსრკ.ათეისტური ღვთისმგმობელი-ანტიქრისტიანული იმპერია.სიცოცხლე გახანგრძლივებული ავაზა. იგივე სხვა. გამოცხადებაში ანგელოზი უხსნის იოანეს რომ ,,ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა(მეშვიდე) როცა მოვა დიდხანს ვერ გაძლებს’’.  მას სხვა იმიტომ ეწოდება, რომ ის მოვიდა ბაბილონის-მიდიასპარსეთის-საბერძნეთის იმპერიის ტერიტორიების გარეშე ანუ ტერიტორიულად სხვაგან , არა იქ სადაც პირველი ლომი, დათვი და ავაზა იყო. მე მას ვუწოდებ აგრეთვე განმეორებულ ავაზას, მაგრამ  ის არის სხვა რადგან მეშვიდე მხეცი აბსოლუტურად სხვა ტერიტორიაზე მოვიდა. მე ასე ვხსნი.)



 

*
ალბათ ბაბილონს მისი ბუნებიდან გამომდინარე ძალიან გაუჭირდებოდა ათეიზმით დიდხნას ცხოვრება, რადგან მას უყვარს პოლიტიკურ-რელიგიური თაყვანისცემა მეძაობა და ვაჭრობით შერწყმული= ყველაფერი ფულისთვის. პირველი ქალაქბაბილონი როგორც სჩანს პირველი პოლიტიკურ-რელიგიური-სავაჭრო-სამეძავო ცენტრი იყო, რომლის მოწყობის გეგმა შემდგომში სხვებმაც გამოიყენეს. ათეიზმის ხანაში კი როგორც ვიცით რელიგია სრულიად აღიკვეთა,ასევე თავისუფალი ვაჭრობა და მეძაობაც აიკრძალა -შეიზღუდა. (რატომღაც მგონია რომ ბაბილონი ყველაზე კარგად ინდურ რელიგიაში იყო- ფუფუნებით , მას სადავეები ეჭირა  პოლიტიკაშიც  რელიგიაშიც მეძაობა -ვაჭრობაშიც ანუ  იქ ,სადაც ის თავის სახეს არ მალავს.) წარმართულ რელიგიურ ტაძრებში  როგორც ვიცით მსახურობდნენ მეძავნი-ჰომოსექსუალები-საჭურისნი. ეს იყო ადგილი რელიგიური კულტების თაყვანისცემის და ასევე გარყვნილების გავრცელების.

 *
  ჩვენ რუკებზე ვხედავთ რომ მხეცებმა ტერიტორიები გაიფართოვეს.ანუ, დედამიწის მოსახლეობა გაიზარდა , ანტიღვთიური ქმედებების ტერიტორიული მოცულობაც გაიზარდა. (ცოდვის სხეული უფრო მოედო დედამიწას.)



 VIII?


უნდა მოვიდეს მერვე.მერვე შვიდთა რიცხვიდან. ესეიგი ...

წესით უნდა მოვიდეს რომის იმპერია, ანუ განმეორდეს საშინელი მხეცი(ანტიქრისტიანული იმპერია) , და თუ წინა იმპერიების ტერიტორიული მოცულობების მატებას გადავხედავთ, რა მოცულობის იქნება მერვე იმპერია დაახლოვებით მივხვდებით. თუმცა, მერვე იმპერია არ არის რომის იმპერია, რადგან მერვე მხეცის დახასიათება ასეთია; მას აქვს ფეხები დათვის, ტანი ავაზის, ხახა ლომის.



                                                       
მერვე მხეცს აქვს ფეხები დათვის, ტანი ავაზის, ხახა ლომის............ ეს ჰიბრიდი მხეცი ჰგავს მაკედონელის იმპერიას (რადგან ამ იპერიაში შედის ლომისა და დათვის ტერიტორიები რომელიც მაკედონელმა დაიპყრო.), მაგრამ თუ მას მცირე მოცულობით წარმოვიდგენთ,



ხოლო ,თუ ის მოვა ახალი, ანუ ქრისტესშემდგომი ტერიტორიული მოცულობით, მაშინ ის იქნება  მუსულმანური ქვეყნებისა და რუსეთის(ახალი იმპერიის?) , სსრკს ტერიტორიების კავშირით შექმნილი იმპერია.




(და ალბათ უფრო დიდი მასშტაბით.  გაერთიანდებიან თუ არა ჩინეთი და ინდოეთი ამ იმპერიაში?)

მერვე მხეცს აქვს შვიდი თავი, ესეიგი რომის იმპერიის (ყოფილი)მხარეც-ტერიტორია  უნდა იყოს წარმოჩენილი, ეს არის შვიდი  მხეცის ტერიტორიიდან  ათი მეთაურის გადაწყვეტილება რომ ეს მხეცი -მერვე ანუ შვიდთა კავშირი(შვიდთავიანი) გახდეს მსოფლიოს მებატონე.(მათზე კი ბაბილონი ზის  დროებით.)


რაც შეეხება, მხეცი, რომელსაც აქვს კრავის რქები და ლაპარაკობს როგორც ურჩხული ანუ, ის არის მაცდური, ის შეიყვანს შეცდომაში-ცოდვაში ადამიანებს, იქნება რომის მხარე ესეიგი_ ევროპა-ამერიკის  რაღაც მაცდური სისტემა.



ორივე მხეცი ჩემი აზრით არის ბაბილონის ორი სახე სატანის სამსახურში. მოძალადე და მაცთური ბაბილონი. ცთუნებებს მართლაც ვხედავთ ქრისტიანული ქვეყნებიდან, ანუ ქრისტიანულ ქვეყნებს კვლავ ქრისტიანები შეჰყავთ ცთუნებაში. ისინი ჰგვანან მხეცს რომელსაც კრავის რქა(კრავი მსხველპლშესაწირი ცხოველი, კრავი-ქრისტე.ანუ, მსხვერპლად და ქრისტიანად თავის წარმოჩენა, სინამდვილეში კი სატანიზმი)აქვს და ლაპარაკობს როგორც ურჩხული(სატანა.)თუმცა ეს სატანიზმის სრული სახე არ არის. ესეიგი ბაბილონის სრული სახე ჯერ კიდევ არ სჩანს. ეტყობა ჯერ კიდევ სისრულეში არ არის მოყვანილი მერვე მხეცის სხეული, რომელიც წარმოაჩენს  ბაბილონს . ეს გამარჯვებული ბაბილონია, ანუ ბაბილონი რომელმაც  მსოფლიო სატანას შესწირა-ჩაბარა, ეს მოახერხა (მოახერხებს)მან ძალადობითა და ცთუნებით. ხოლო როცა მას მოიშორებს მხეცი, მსოფლიო რჩება ორი მხეცის წინაშე, რომლებიც არის იგივე ბაბილონის ორი სახე, პოლიტიკა და რელიგია.და ორივე ადამიანთა ცთუნების სამსახურში.

მაგრამ, ბაბილონი ქალთან არის შედარებული,  ეს ქალაქი-ქალი მეძავია. ხოლო მეძავის სიკვდილის მერე ვინ იქნება მეძავი, ანუ, როცა ქალური მეძაობა კვდება მეძაობას იწყებენ კაცები.? ასეც მოხდება. ეს არ ნიშნავს რომ მეძავი ქალი არ იარსებებს, ბაბილონი უბრალოდ ცთუნებული მეძავი არ არის, ის კავშირშია სატანასთან-გველთან-ურჩხულთან-ეშმაკთან. ესეიგი ის ადამიანებს აკრძალული ხილის ჭამაში უბიძგებს. აცთუნებს მათ.აკრძალული ხილის ჭამა ვიცით რომ ღვთის საწინააღმდეგო ქმედებაა, მაგრამ ბაბილონს ეს ცოდვად არ მიაჩნია. ხოლო, ვისაც ცოდვა(ანუ მცნებების არ შესრულება) ცოდვად არ მიაჩნია იწოდება ურჯულოდ. ეს არის ბაბილონის ფარული ქმედებები, ის ფარულად ურჯულოა, ხოლო, მისი სახე მას სხვაგვარად ჰყავს წარმოჩენილი. ეს ნიშნავს რომ ბაბილონს ჩვენ ვერ ვამჩნევთ რადგან ის ფარულად სცოდავს , სახეზე კი მას სხვა ნიღაბი აქვს . ეს არის ურჯულოების საიდუმლო.

მაგრამ, ცოდვას სხეული აქვს, ანუ ცოდვის ჩამდენი შეიძლება არ სჩანდეს, მაგრამ ნამოქმედარი  სჩანს. მაგრამ ვინ სჩადის დანაშაულს და ვის ბრალდება ის? მსოფლიო ქაოსშია, ნამდვილი დამნაშავე არ არის გამოვლენილი , დანაშაული კი ალბათ სხვას ბრალდება, რაც კიდევ უარესი ცოდვების ჩადენის საფუძველია.


რაღაც შორეული ხლართი უნდა გაიხსნას ჩემი აზრით. ეს იქნება ცოდვის ბუდის , დაავადების კერის ადგილის პოვნა რომელსაც მსოფლიო იხილავს,გაიგებს.

ჩვენ ეხლა სატანის სხეულში ვართ (შევდივართ) ანუ ცოდვის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ(მაცთურები მოდიან) და ძნელია აქ დაავადებისაგან (ცოდვისაგან )თავი გადაირჩინო. ეს მხოლოდ უფლის ნებითაა შესაძლებელი,რადგან წინ უდიდესი მომხიბვლელობები და ცთუნებები(კარავისრქიანი მხეცისაგან) გველოდება.და რაც მთავარია ძალადობა რომელსაც მერვე მხეცი(ავაზა-ლომ-დათვი) ჩაიდენს.


და მაინც ზუსტად ვინ არის ბაბილონი, რომლმაც დღეს ქრისტიანულ ქვეყნებს ისე აურია ტვინი, რომ ქრისტიანობა სიბილწის შემგუებლად- შემთვისებლად წარმოაჩინეს.?



****


39.აპოკალიფსის მხეცები,ბაბილონი და სატანა-გველი.
http://elasevenia.blogspot.com/2013/09/blog-post_29.html

Комментариев нет:

Отправить комментарий