უფალო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე, შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ.
Комментариев нет:
Отправить комментарий