воскресенье, 6 октября 2013 г.

ერთი პატარა ამბავი ნაკურთხ წყალზე.

ერთი წლის წინანდელი ნაკურთხი წყალი მქონდა .წყლიკურთხევის ღამის(19იანვარი) შემოსვლამდე ვდებ წყლიან ჭურჭელს გარეთ.ღამით ხდება  მსოფლიოს ყველა წყალის(მდინარეების, ზღვების, ჭების და ასე შემდეგ) კურთხევა უფლის მიერ. ამ წელს ეს დამავიწყდა .

 რატომღაც გადავწყვიტე რომ დამედგა ჭურჭლით წყალი და მენახა ჩვეულებრივ რამდენ ხანს გაძლებდა. ანუ, უბრალო დღეს დავდგი წყალი და ვაკვირდები როდის აიმღვრევა.ორივე ჭურჭელი(ნაკურთხწყლიანიც და ისე წყალიც) ერთ ოთახში მქონდა .გავიდა ორი კვირა და წყალი კამკამაა როგორც ნაკურთხი ერთიწლის წყალი.შემდეგ ეს ამბავი დავწერე . მიკვირდა რომ ჩვეულებრივ წყალმა ორი კვირა გაძლო. ვიფიქრე ზამთარია და იქნებ სიცივეების გამო არ აიმღვრა მეთქი.  რამოდენიმე დღის  მერე შარშანდელი ნაკურთხი წყალი აიმღვრა, გამწვანდა ფსკერზე.მოულოდნელი იყო ჩემთვის რადგან უფრო ადრეც შემინახავს წყალი წყლისკურთხევის ღამეს და სამი წლის მერეც კამკამა იყო.ეს რომ ვნახე რაც პირველი გავიფიქრე ის იყო რომ რატომ ვთქვი საერთოდ ეს ამბავი მეთქი.(ეხლაც რომ ვწერ ეგ მახსენდება)მოკლედ , ნაკურთხი წყალი აიმღვრა და უბრალო დღეს შენახული წყალი იყო ისევ კამკამა. რადგან წყალი არ გაფუჭდა დავტოვე და ვიფიქრე როცა აიმღვრევა მაშინ გადავასხამ მეთქი, ამღვრეული ნაკურთხი წყალიც არ გადამისხამს. გავიდა დრო ნაკურთხი წყალი საერთოდ გაიწმინდა და გახდა კამკამა. ხოლო უბრალო წყალიც დღესაც კამკამაა.(ეს წყალი სინჯად დავდე იანვრის შემდეგ თუ არ ვცდები.) შენახული მაქვს ორივე .  რას მივაწერო ეს?
ამბავი კი სიმართლეა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий