უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებისაგან. დაიფარე ჩუენი სულიერი მამა, მოძღუარი (სახელი) და ჩუენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცდურთაგან და ნუ მოგუცემ ჩუენ, უფალო, რაითა გუეშინოდეს ეშამკისა ჩუენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმიდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალა წამებად და სიკუდილად სახელისათვის შენისა და წმიდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყუანის-ვსცეთ მას. არამედ მოგუეც ჩუენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩუენთათვის და შეგვიწყალენ ჩუენ დღესა მას საშინელსა სამსჯავროისა შენისსა, ამინ.
Комментариев нет:
Отправить комментарий