ვის შეიძლება ჰქონდეს წინასწარმეტყველური ნიჭი და როგორ ამოვიცნოთ ისინი, არიან თუ არა წინასწარმეტყველნი? გვესაუბრება დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე (თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგის თანაშემწე):
„წინასწარმეტყველების ნიჭი ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მიერ.
წინასწარმეტყველების ნიჭს სულიწმიდა ანიჭებს იმას, ვისაც ნებავს და მაშინ, როცა ეს მას ნებავს. ზოგადად, სულიწმიდას ძალუძს წინასწარმეყველების უნარი (ანუ საღმრთო გამოცხადების მიღებისა და გადაცემის ნიჭი, უნარი) ნებისმიერ ადამიანს მიანიჭოს იმ საზომით, რა საზომითაც ის ამას ჩათვლის ადამიანთა ეკლესიაში მოსაქცევად და ეკლესიის ცხოვრების სასიკეთოდ. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება ყოველთვის ემსახურება ღვთისმოშიშების, სინანულის, იმედის, რწმენისა და მორჩილების აღვძრას.
როგორ გავარკვიოთ მართლა დააჯილდოვა თუ არა ამ უდიდესი ნიჭით ღმერთმა რომელიმე ადამიანი თუ იგი არის დიდებისმოყვარე, მოხიბლული ან ანგარებიანი შარლატანი? ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ვცხოვრობდეთ ეკლესიურად. ეკლესიაში მოქმედებს სულიწმიდა, ეკლესიას აქვს მინიჭებული მადლი სულთა გარჩევისა ანუ ღვთის სულით მოქმედებს და საუბრობს ადამიანი. ეკლესიაში უმაღლესი ავტორიტეტია ეკლესია, შემდეგ საეკლესიო კრება – წმიდა სინოდი, შემდგომ ცალკეული ეპისკოპოსი და ეპისკოპოსის შემდომ უკვე მღვდელი, რომელიც არის ეპისკოპოსის წარმომადგენელი.
სარწმუნოებრივ საკითხებში მორწმუნე ენდობა მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიას და მის წმიდა სინოდს და არა კერძო ადამიანს ან ადამიანების ცალკეულ ჯგუფს. ვინც ეკლესიის მიერ არის შეწყნარებული, ის მორწმუნის მიერაც უნდა იყოს შეწნარებული.
ეპისკოპოსები, მოძღვრები და ეკლესიურ სწავლებაში, ცხოვრებაში გამოცდილი მრევლი ხიბლში მყოფ თვითმარქვიას და ჭეშმარიტად მადლმოსილ ადამიანს ორი ძირითადი ნიშნით განარჩევენ: 1) თუ როგორ გადმოცემს ის იმ გამოცხადებას, რომელიც მას, როგორც მიაჩნია ღვთისაგან მიიღო, და 2) რას გადმოცემს იგი.
შეუძლებელია ადამიანი საღვთო სულით იყოს შთაგონებული და ამავდროულად, საღმრთო სულის განწესებებს – საეკლესიო განჩინებებს არღვევდეს და შეურაცხყოფდეს, არად მიიჩნევდეს, ურჩობდეს და თვითნებობდეს. საღმრთო სული არ შეიძლება საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდეს.“
ჩვენს თანამედროვეებში არიან ადამიანები, რომლებიც თავს წინასწარმეტყველებს უწოდებენ… როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ? ვენდოთ თუ არა მათ წინასწარმეტყველებას?
შეუძლებელია საღმრთო გამოცხადება იყოს ის, რაც ეკლესიაში დაცულ საღმრთო გამოცხადებას, ვგულისხმობ მართლმადიდებლურ მარადიულად უცვლელ მოძღვრებას, უპირისპირდება და თანხმობაში არაა მასთან. ჯერ არის ჭეშმარიტება და მერე სიცრუე. მისი დამახინჯება შეუძლებელია. სამოციქულო ეკლესიის სწავლება იყოს დამახინჯებული, სიცრუე, ის პირველადია, ის ადრეულია, და თუ, ბოლო ჟამს გამოჩენილი ადამიანი თავის სწავლებებს განმტკიცებულთ მის მიმდევართა ილუზიებით, გიპნოზითა თუ მასობრივ ფსიქოზით უპირისპირებს პირველსაუკუნოვან საეკლესიო სწავლებას, უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ბაგეებით ლაპარაკობს ეშმაკი.
მაცხოვარს და მოციქულებს გლობალურად ყოველივე მომავალი აქვთ ნაწინასწარმეტყველები: ანტიქრისტეს დრო, სამსჯვრო და მარადიული ცხოვრება. ამიტომ არის, რომ ახალი აღთქმის პერიოდში ისეთი განსაკუთრებული წინასწარმეყველები, როგორიც იყვნენ ძველ აღთქმის ეკლესიაში, ქრისტეს ეკლესიაში აღარ არიან.
ნიჭი წინასწარმეტყველებისა ეძლევათ ღვთის სათნო მამებს, წმიდანებს, მაგრამ მათი წინასწარმეტყველებები მცირეა უფლისა და მოციქულთა წინასწარმეტყველებებთან შედარებით. იგი ეხება ეკლესიის ცხოვრების კერძო მოვლენებს ან რაიმე საღმრთო მსჯავრს. ძირითადად, მათი წინასწარმეტყველური ნიჭი ჰპოვებს უშუალოდ ადამიანთა სულთა გადარჩენაში. სულიწმიდის წინასწამეყველური მადლით ისინი ხედავენ ადამიანის სულიერ მდგომარეობას, მის დაფარულ წლულებს, იმ ხიფათებს, რაც მას ელის მოუნანიებლობის შემთხვევაში, იმ საღმრთო შემწეობას, რაც მათ მიეცემათ ღვთის ნებისადმი მორჩილების შემთხვევაში.
თამთა ჯიქია
http://www.ambioni.ge/winaswarmetyvelebis-niwi-adamians-suliwmindis-mier-eniweba
რას ნიშნავს “წინასწარმეტყველება” და ვინ იყვნენ წინასწარმეტყველნი?
http://www.ambioni.ge/winaswarmetyveleba

Комментариев нет:
Отправить комментарий