воскресенье, 6 октября 2013 г.

მიცვალებულთა პატივისათვის.

საყვარელნო! უკეთუ გნებავს მიცვალებულისა მის პატივის-ცემაი, აღასრულენ მისთვის ვედრებანი და ლოცვანი, მიეც გლახაკთა და ჭირვეულთა, დაასხი წყალი მოწყალებისა ცეცხლსა გეენიისასა, შემოჰკრიბენ გლახაკნი, არქვი სახელი მის მიცვალებულისა, აღადგინენ მრავალნი მეხვაიშნენი, და ისმენს უფალი მათსა ვედრებასა, - და ესეცა მისისა სახიერებისა და კაცთ-მოყვარებისა საქმე არს, რომელ ლოცვითა და ვედრებითა გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთათა ულხენს შესვენებულთა მათ, რათა უმეტესი პატივი ჰპოვონ ცხოვრებასა მას. ნუ იტყვი, თუ გლახაკ ვარ და არა მაქვს საფასე. მრავალ გზის მითქვამს, ვითარმედ მოწყალებასა არა საზომისა მისებრ მიცვალებულისა შეჰრაცხავს ღმერთი, არამედ ძალისაებრ და გონებისა მიმცემელისა. ძალისაებრ შენისა ჰქმენ, ძმანო, მოწყალებაი, მოუწოდე მღვდელთა, რათა აღასრულონ მისთვის უსისხლო იგი მსხვერპლი. არა თუ ცუდად აღესრულების წმიდათა ჟამის წირვაი შესვენებულთათვის, ანუ ვედრებანი და მოწყალებანი მათთვის ქმნილნი, არამედ ესე ყოველი სულმან წმიდამან განაწესა, რათა ურთიერთარს სარგებელ ვეყოფოდეთ. მიცვალებულსა შენ მიერ სარგებელ ეყოფის, და შენ მის მიერ, რომელ წესსა და მცნებასა სიყვარულისასა აღასრულებ. ამისთვის ღაღადებს დიაკონი და იტყვის, ქრისტეს მიერ შესვენებულთათვის და რომელნი ხსენებასა მათსა აღასულებენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ. არა დიაკონი ღაღადებს ამას, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისა წინა მდებარე არს მსხვერპლი იგი დიდებული. მუნ მდგომარე არიან ანგელოსნი და მთავარანგელოსნი, წინაშე ძისა ღვთისა ძრწოლით ჰმსახურებენ. და მაშინ ღაღადებს დიაკონი ამას ვედრებასა, და ყოველივე ჭეშმარიტ არს და სარწმუნო, რამეთუ დიდი პატივი არს ესე მსხვერპლი ქრისტეს მიერ შესვენებულთათვის და ჰპოვებენ ლხინებასა.
  აწ უკვე, საყვარელნო,სარწმუნოებით აღვასრულებდეთ ხსენებასა შესვენებულთათვის, და ამით სახითა ნუგეშინის ვჰსცემდეთ მიცვალებულთა მათ ჩვენთა, უწესოთა გლოვათა და უსარგებლოთა ცრემლთა, და სამარეთა შემკობისა წილ, აღვასრულებდეთ მათთვის საღმრთოსა წირვასა, ლოცვასა და მოწყალებასა, გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთა მიმართ, რათა იგინიცა და ჩვენ ყოველნი ღირს ვიქმნეთ საუკუნოსა ცხოვრებასა მიმთხვევად, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


წმ. იოანე ოქროპირი




Комментариев нет:

Отправить комментарий