понедельник, 25 ноября 2013 г.

43. ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(დასასრული)

აპოკალიფსის თემაზე ეს ჩემი მოსაზრებების ბოლო თავია.

თუმცა ერთბაშად ვერ დავწერ ბოლო თავს, თანდათან ჩავამატებ.

ჩემი აზრი უცვლელია იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მხეცი მისი შვიდი თავით.



როგორ დავიწყე მე .

მთავარ გასაღებად მე მივიჩნიე ის, რომ მერვე მხეცის შემადგენლობაში არიან ერთიდაიგივე მხეცები ანუ, მხეცები, რომლებიც წრეზე წავიდნენ,განმეორდნენ.

ამიტომ , მე ასე გადავწყვიტე.პირველი ოთხი მხეცი ჩემი ვარაუდი არ არის, მასზე უამრავი ინფორმაციაა ინტერენეტში. რაც შეეხება შემდეგ სამ მხეცს(მეხუთე, მეექვსე , მეშვიდე-თავები) ესენი იყვნენ იგივე მხეცები ისევ თანმიმდევრობით წარმომდგარნი (თუმცა ტერიტორიული და ასევე რელიგიური ცვლილებით). მეხუთე და მეექვსე მე გადავწყვიტე რომ არის ისლამური მხეცები . არ აქვს მნიშვნელობა ისინი სასანიდები იყვნენ თუ ხალიფატები. მთავარია რომ ისინი იყვნენ ისლამური იმპერიები ,ხოლო ბოლო ისლამური იმპერია იყო ოსმალეთის იმპერია რითაც მეხუთე და მეექვსე მხეცების მმართველობა დასრულდა. ამის შემდეგ მე ვფიქრობდი რომ უნდა მოვიდეს იმპერია მსგავსი საბერძნეთის იმპერიისა, რადგან მომდევნო ის არის მეორე წრეში.ძალიან გაოცებული ვიყავი რა ძალით უნდა მოსულიყო საბერძნეთის იმპერია როცა ისლამი ასეთი უდრეკია, მაგრამ ისტორიული ფაქტია,რომ პატარა საბერძნეთმა მაკედონელის მეთაურობით სულ მოკლე ხანებში დაიპყრო იმ დროის უძლიერესი მიდია-სპარსეთის იმპერია.

აპოკალიფსი მიუთითებს შვიდ მხეცზე, თუმცა კაცობრიობის ისტორიაში გარდა შვიდისა მრავალი  იმპერია არსებობდა და თანაც ანტიქრისტიანული.(მაგ. ჩინგის ხანის იმპერია).

რათქმა უნდა სსრკს ცოდვები არ დამვიწყებია , მაგრამ, რადგან მივიჩნიე რომ მხეცები მეორდებოდნენ, ყურადღება მქონდა საბერძნეთის იმპერიის დაბრუნებაზე.

შემდეგ კი, მე კიდევ ერთი გასაღები მოვძებნე და მივხვდი, რომ საბერძნეთის  მართლმადიდებელი რელიგია მიანიშნებდა იმაზე, რომ მეშვიდე მხეცი მოვიდოდა მართლმადიდებელ ქვეყანაში. ფაქტია, რომ სსრკ იყო ანტიქრისტიანული იმპერია.ხოლო რამდენად სწორია ჩემი მიგნება ამას მე ვერ დავიჩემებ. მე მგონია რომ ასეა, ყოველშემთხვევაში ეს ჩემი მოსაზრებაა და მე სხვა არ გამაჩნია, არც ძიებას ვაპირებ.

ამ თავში მე ამოვწურავ სათქმელს, ხოლო თუ ჩვენ მართლა დავდგებით ფაქტების წინაშე, ანუ მერვე მხეცი თუ კარს მოგვდგომია და  ლაპარაკის უფლებას არ წაგვართმევენ, იმაზე დავწერ რაც აუცილებელი იქნება ....ღვთის ნებით.

ხოლო, მერვე მხეცი, მე ვიფიქრე რომ კვლავ რომის იმპერიაა, საბერძნეთის იმპერიის შემდეგ მოსული. მაგრამ, დანიელის ხილვაში აღწერილმა ოთხი მხეცის დასჯამ, სადაც წერია, რომ სამ მხეცს ძალაუფლება წაერთვათ მაგრამ სიცოცხლე დრომდე გაუხანგრძლივდათ, ხოლო მეოთხე დაიწვა და განადგურდა, მე  მაფიქრებინა, რომ რომის იმპერია არასოდეს განმეორდება და ამაზე მიუთითებს კიდეც იოანეს ხილული მხეცი რომლის გარეგნული ნიშნებია-ფეხები დათვის, ტანი ავაზის, ხოლო ხახა ლომის ანუ, მეოთხე მხეცის ნიშანი აქ არ არის. ბოლო მხეცი_შვიდი მხეცის  კავშირია, მაგრამ არა რომის იმპერია. მე ვფიქრობ, რომ ამით რომის როლი არ არის შესუსტებული, რადგან მიმაჩნია მეორე -კრავისრქიანი მხეცი მათი წარმომადგენელია_ ან ევროპის, ან ამერიკის, ან ორივე ერთად.მისი მაცდუნებელი გავლენა კი აპოკალიფსში აღწერილია და ძალიან დიდი იქნება როგორც სჩანს.

რაც შეეხება ბაბილონს. ბაბილონი მოჰყავს მერვე მხეცს ანუ ფარული ბაბილონი რომლის მთავარი როლი მსოფლიო დანაშაულებში დადასტურებული არ არის , გამოჩნდება მერვე მხეცით. (მერვე მხეცი გააშიშვლებს-გამოავლენს ბაბილონის ცოდვებს).მერვე მხეცს, როგორც წერია, ძალას აძლევს სატანა რაც ნიშნავს რომ მერვე მხეცი, სატანა  და ბაბილონი ერთად უნდა გამოჩნდნენ. რადგან წერია, რომ მერვე მხეცი ანადგურებს ბაბილონს ესეიგი სატანა ანადგურებს ქალ-ბაბილონს, ანუ მერვე იმპერია ანადგურებს მსოფლიოს ფარულ მმართველს-ბაბილონს , რომელსაც მსოფლიოს მეფეებზე-პოლიტიკოსებზე აქვს გავლენა , მათი მეუფეა, რადგან თვითონ უნდა გახდეს მსოფლიოს მმართველი. (მსოფლიოს ხილული მმართველი), ესეიგი სატანა ეუფლება დედამიწას. მაგრამ მე არ ვიცი მერვე მხეცი რა დრომდე დაიჯენს ბაბილონს ზურგზე, ანუ რა დროის მერე გადაწყვეტს მოიშოროს ბაბილონი, ეს მოხდება მათი ერთობლივი გამოჩენის დროიდან მალე, თუ უფრო მოგვიანებით, (თითქოს გაბრაზებული მხეცი მოიშორებს ზედმეტ ტვირთს, თითქოს მერვე მხეცს თავში აუვარდება და მოიშორებს იმას, ვინც ის მსოფლიოს მმართველად აქცია.)როცა მხეცს ბატონობის 42 თვიანი ვადა ეწურება . ის რომ მხეცს უნდა გახდეს მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი , ანუ იბატონოს ბაბილონის გარეშე , ეს აზრი მას ღმერთმა ჩაუდო გულში და აასრულებს როგორც წერია. არ ვიცი რა იქნება , ის კი გარკვევით წერია, რომ სატანური მხეცი და ბაბილონი ერთად გამოჩნდებიან.


გავაგრძელებ შემდეგში ...


მე მგონია, რომ ბაბილონელები, რომლებსაც უდიდესი შემოქმედებითი ნიჭი აქვთ ,მათი შემოქმედება-ექსპერიმენტები უსაზღვროა ნებისმიერ სფეროში-მედიცინა, მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება და სხვა, თვითონვე წაბილწავენ ყოველივეს -ნებისმიერ სფეროში ისინი გველის ნიშანს გამოავლენენ, ეს კი ალბათ ნიშნავს იმას, რომ სამყარო სრულიად დაბინძურებული იქნება და აუცილებელი იქნება მისი გასუფთავება..........


და რაც მთავარია, თუ ყოველივე ისე განვითარდა როგორც მგონია , ანუ, თუ რუსეთის ჩათრევა სოდომურ ცოდვებში მოხდება მალე, რაც ნიშნავს ჩემი აზრით მხეცის -ანტიღვთიური-ანტიქრისტიანული მსოფლიო იმპერიის მოსვლის წინა დროს , მე დავწერ კიდევ ერთ რაღაცას , მაგრამ თუ მე სრულიად ვცდები, მაშინ  არ დავწერ, აზრი არ აქვს. ვიყოთ ფხიზლად, როგორც უფალი გვეუბნება. თანაც, დღეს რომ მსოფლიოში ანტიქრისტიანულ ქმედებებს ვერ შეამჩნევს ის ადამიანი ან ბრმა და ყრუ უნდა იყოს, ან უბრალოდ არაქრისტიანი რომლისთვისაც განვითარებულ მოვლენებს არანაიარი მნიშვნელობა არ აქვს.


არსებობს გაერო _გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს არის ნებაყოფილობითი კავშირი, მაგრამ მერვე მხეცი უფრო დახვეწილად უნდა გამოჩნდეს, ანუ ,ის სავარაუდოდ მხეცი კიარა, ნამდვილი მხეცი იქნება ყოველგვარი ნიღბის გარეშე. ღია ანტიქრისტიანი იქნება.ეს პროცესი კი უკვე დაწყებულია.


ჩავამატებ თანდათან...........


თიხის ბაბილონიდან ელექტრონულ ბაბილონამდე მცირე დროა ჩემი აზრით. მხეცი თითქოს ჰგავს საშინელებათა ფილმებში  სასიკვდილოდ დაჭრილ მონსტრს, რომელმაც სხეულის ნაგლეჯები კვლავ თავის ადგილას აღიდგინა და  წამოიმართა საბრძოლველად. ბაბილონი უკვდავი იყო(არის) , მხეცები კი ნადგურდებოდნენ და  მერე ისევ მოდიოდნენ. ელექტრონული მხეცი სხეულის ყველა ნაწილს თავის ადგილას მოირგებს და წარმოსდგება კაცობრიობის წინაშე რომ გაანადგუროს ყველა მოწინააღმდეგე.


8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა. 
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm





**


42. ეშმაკის სამზარეულო და კანონიერი ქურდები.
http://elasevenia.blogspot.com/2013/11/42.html

Комментариев нет:

Отправить комментарий