ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი. (ა)
ქალი_ევა და ქალი_ბაბილონი.
კაცი_ადამი და კაცი-სატანა_ანტიქრისტე.
შეუძლებელია ქალი-ბაბილონის(კერპთაყვანისმცემელი ბაბილონელები)ცოდვები
ფესვებს არ იღებდეს ევას ცოდვაში-შეცდომაში.
ასევე ყველა დროის კაცი ანტიქრისტეები -უღვთოები თავიანი
ცოდვის ფესვებს ადამის ცოდვაში-შეცდომაში იღებენ.
ქალი ევა მოიხიბლა აზრით, რომ აკრძალული ხილის ჭამის
შემდეგ ისინი გახდებოდნენ ღმერთივით.
ბაბილონელებიც მოიხიბლნენ იგივე აზრით_ ყოფილიყვნენ
ღმერთივით. ეს არის ადგილი სადაც პირველად წარღვნის შემდეგ დაწესდა მიწიერი იერარქია-სახელმწიფო,მეფე-
დედოფალი, სახელმწიფო მოხელეები,ვეზირები, ვაჭრები, მონები ..ანუ პირველი მიწიერი სახელმწიფო
შედგა, რომელსაც მეთაურობდნენ კაცღმერთები და ქალღმერთები. ვიცით, რომ ქრისტიანობაში
ქალღმერთი არ არსებობს. იუდაიზმში და ქრისტიანობაში არავის უწოდებენ ქალღმერთს.ქრისტიანობა
მარიამს უწოდებს ღვთისმშობელს , მაგრამ ქალღმერთს_ არა.ქალღმერთია სწორედ ბაბილონი-ქალი,
ანუ ის ვინც თავი ღმერთად გამოაცხადა. ამ ქალღმერთებზე მოგვითხრობენ შუმერული, ეგვიპტური,
ინდური, ბერძნული, რომაული და სხვა მითოლოგიები. დედა-ქალღმერთი რომელსაც ყველა რელიგიაში
თავისი საკულტო ტაძარი ჰქონდა , ჰყავდა ტაძრის ქურუმები,ამ ტაძარში მსახურობდნენ მეძავები,ტარდებოდა
რიტუალური მსხვერპლშეწირვა , ამ ტაძრებში ხდებოდა ასევე მეფედ კურთხევის რიტუალები.
დედა-ქალღმერთი მეძავთა და ჰომოსექსუალთა მფარველად მოიხსენება. წარმართულ ქვეყანაში
ჰომოსექსუალიზმი არ ითვლებოდა ცოდვად. იუდაიზმი იყო პირველი ვინც სასტიკად დაგმო ეს
ცოდვა. შემდეგში კი ქრისტიანულმა მოძღვრებამ ჰომოსექსუალიზმს უპატიებელი ცოდვა უწოდა.
კაენი ძმის მკვლელობის შემდეგ მიდის მშობლიური ადგილიდან
და სახლდება ალბათ(რადგან წერია, რომ ბაბილონში იპოვება ყველა მოკლულის სისხლი) მომავალი
ბაბილონის ტერიტორიაზე.კაენი დაწყევლილია , მას მიწა მოსავალს არ მისცემს. ამიტომაც,
ბუნებრივია, კაენი თვითშემოქმედებითი ცხოვრებით აგრძელებს ცხოვრებას. ხელოსნობა,მშენებლობა,
ვაჭრობა და სხვა,და იქნებ მწერლობის მუზებიც
აქ დაიბადნენ)).ასევე გულნაღვლიანი კაენიტები (კაენი ღვარძლიანი იქნებოდა, რადგან მან
შურის ნიადაგზე მოკლა ძმა)პირველი იუმორისტები იქნებოდნენ, ბოროტი ხუმრობები, მასხარა,
(დღევანდელი ჯოკერი)მათი მოგონილი იქნება. თუ, ეს ყველაფერი კაენიტების ქალაქში არა იყო, პირველად მაინც ბაბილონში იქნებოდა. ბაბილონელები
შემოქმედებითი ნიჭით არიან სავსე. ანუ, მათ იცხოვრეს ჭეშმარიტი ღმერთის გარეთ-გარეშე.ისინი
არ არიან მხოლოდ ვინც ჭადრაკს კარგად თამაშობს,
ისინი ჭადრაკის გამომგონებლები არიან.მათ ხომ პირველებმა შექმნეს სახელმწიფო, დააწესეს ამ სახელმწიფოში იერარქია,რელიგია, არმია,
ბრძოლის ხერხები და ფანდები როგორც თავდაცვისათვის ასევე თავდასხმისათვის. თითქოს ესენი
არიან ღვარძლიანი ადამიანები, რომლებმაც ცოდვა ჩაიდინეს, ღმერთისაგან დაისაჯნენ, და
რადგან აღმოჩნდნენ გარიყულნი , გადაწყვიტეს საკუთარი კანონები დაეწესებინათ და ააშენეს
პირველი ქალაქი, რომელსაც უფალმა მეძავი ქალაქი უწოდა, რადგან, ამ ქალაქში პირველად
და სამარადჟამოდ უარყვეს ჭეშმარიტი შემომქმედი და მიწიერ შემომქმედებს აღმერთებდნენ.
ამ ქალაქშიც რა თქმა უნდა შიდა დაპირისპირებებია, ,,ღმერთები’’’ პირველობისთვის ებრძვიან
ერთმანეთს.(მითოლოგიებში)
რით განსხვავდება ქალი-ევა ქალი-ბაბილონისაგან. ევა
შეცდა და ნანობს, ბაბილონი ცდება და სხვასაც აცდუნებს.
კაცი-ადამი შეცდა და ნანობს, კაცი-ანტიქრისტე (მასხარა-ჯოკერი)სიცილით
დაღუპავს ადამიანებს. ის ბოროტი მასხარა იქნება.
ქრისტიანობა კაცს უწოდებს ოჯახის თავს. ქრისტე-კაცი
ეკლესიის მღვდელმთავარია.
ბაბილონი კი მიწიერი იერარქიების ხელმძღვანელია. ის
მსოფლიოს მეფეთა მეუფეა, თუმცა ფარული.
კაცი-ადამი შეიძლება ჰგავდეს ქმარს, რომელსაც ცოლმა
რქები დაადგა, ანტიქრისტე კი თითქოს ბუნებრივად რქიანია.ანუ, ის ცოლის ღალატს შეიძლება
ღალატად არ მიიჩნევდეს, რადგან მას არამარტო ქალი, არამედ კაცებიც ხიბლავს. ტაკიმასხარაა
თითქოს, მაგრამ საკმაოდ გაქნილი,ბოროტი და გაიძვერა, მას აუცილებლად აქვს პოლიტიკური მიზნები.
ზნეობის კანონები მისთვის სასაცილოა. წაიკითხეთ რომის იმპერატორები და გაიგებთ, რომ
რამოდენიმეს გარდას ყველას საყვარლად ჰყავდა ბიჭი. ვინ დაუკარგა კაცებს ღირსება ? ქალმა-ბაბილონმა.
ის არის სიბილწეთა დედა. მეფობა ამ მეძავთან მეძავობით მიიღწევა, მეძავობა კი არის
ცხოვრება ჭეშმარიტი ღვთის გარეთ-გარეშე.ამიტომ არის ბაბილონი_ ქალი-ქალაქი ადგილი,
სადაც ადამიანთა ხორციც და სულიც იყიდება.ეს არის კერპტაყვანისმცემელთა ქალაქი. აქ
პირველ ადგილზეა მატერიალიზმი.ბაბილონის მთავარი სიწმინდე სიმდიდრე და ფუფუნებაა, ის
ნებიერია და ამავე დროს ინტრიგანი, მის მახეს ვინ დაუსხლტება , ის მხოლოდ მოგებაზე
ფიქრობს ყველგან და ყველაფერში, ის ყველაფერს ითვლის(მიითვლის), ანგარებიანია, თითქოს
ხელფეხს უბორკავს ყველას ვინც მის გეგმებს არ მიჰყვება. ისიც ტაკიმასხარაა, გარეგნობით ხიბლავს და მახეში
აბამს ,ისიც ბოროტი ოხუნჯია.ეჭვიც არ მეპარება რომ ეშმაკის ბორბალი მან(ქალაქმა-ბაბილონმა)
დაატრიალა. რა გვაკავშირებს ჩვენს ბაბილონთან? ეს არის ადგილი(დედაადგილი) სადაც გაჩნდნენ
ენები, (მომავალში ერები, ტომები, )ამიტომ ადგილი, სადაც ენის აღრევა მოხდა მსოფლიოს
ყველა ერს აკავშირებს.(გაერო)))
(თუ მსოფლიო ქართულმა ენამ უნდა ამხილოს, ხომ არ ნიშნავს
ეს იმას, რომ შვილმა დედა ამხილოს, რადგან დედა მეძავია, ხოლო შვილი ან პატიოსანია
ან მან იმდენი ტანჯვა(ქრისტესთვის ტანჯული საქართველო)გამოიარა უფლის გზაზე, რომ დაიმსახურა
ამხილოს მსოფლიოს ყველა ერი ვინც მეძავთან სულიერ კავშირში იყო და არის. არ ვიცი)
ამაზე ვფიქრობდი და დავწერე. უბრალოდ ჩემი აზრია.
***
***
43. ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(დასასრული)
http://elasevenia.blogspot.com/2013/11/43.html
***
(რაც მთავარია იმის დაწერა დამავიწყდა.)
ღმერთმა უთხრა გველს_
ქალი, რომელიც
აღიარებს უფლის მცნებებს, ცოდვა ცოდვად მიაჩნია იგივეს ასწავლის შვილებსაც.ის ზრდის შვილებს,
რომლებიც თავს უჭეჭყავენ გველს-სატანას-ეშმაკს ანუ გველი ვერ აცდუნებს მათ,თუ
აცდუნებს ისინი მოინანიებენ.
მაგრამ ქალი ბაბილონი რას შვება? ის გველს კიარა, გველის-მისი
საყვარელის, ეშმაკის მოწინააღმდეგეებს
უჭეჭყავს თავს. ის ზრდის შვილებს რომლებიც უჭეჭყავენ თავს ვინც გველს-ეშმაკს, მის ეშმაკურ
გეგმას დაუპირისპირდება, რადგან, ბაბილონი გველის (მისი სიბრძნის) თაყვანისმცემელია.ამიტომ
მოსწონს მას ძალაუფლება, რადგან ეს სჭირდება თავდასაცავად.ეს არის ქალაქი, რომელმაც
პირველმა იფიქრა თავდაცვაზე. რადგან მას უკვე ქალაქის მოწყობის საკუთარი გეგმები ჰქონდა.
(ეს არის ტიპი ქალისა, რომელიც საყვარლისთვის შვილებს დახოცავს, ქმარს მოკლავს.)ეს
ზეციური ქალაქიც არის, რადგან სატანა ზეციურია,ისინი მიილტვიან ზეცისკენ,ასევე ეს არის
ქვეწარმავალი(ფარული ორგანიზაციები?შხამიანი ქალაქი) ქალაქიც, რადგან გველი ქვეწარმავალია , ესეიგი ის ფრთოსანი
გველია და ეს ქალაქიც როგორც ზეცას, ასევე ქვესკნელს(აქ იტყუებს ის თავის მსხვერპლს,
ალბათ წმინდა მამები სწორედ ამ ადგილს უწოდებენ ადგილს, სადაც ეშმაკმა ჯოჯოხეთის ჯაჭვები
გააბა და იქ ჰყავს უამრავი მსხვერპლი. თავს ვალდებულად ვთვლი დავწერო ბაბილონის მსხვერპლებზე,
მაგრამ, რომ ვაკვირდები, ისინი ბედნიერნი არიან
, ანუ ცოდვის შეგრძნება არ აქვთ, და შეიძლება აქეთ შემიცოდონ რომ სისულელეებს ვწერ.)))
ეთაყვანება. ისინი არიან ყველგან.
ესეიგი, ბაბილონელები თავს ღვთისმოშიშებსა და ქრისტიანებს
უჭეჭყავენ. ქალი ბაბილონი იგივე ადამიანი გველია , რომელიც ქუსლს უგესლავს ყველას.
ის შინაური მოღალატეა, ადამიანი რომელიც ციხეს შიგნიდან ტეხავს. როგორც გველმა გასცა
ღმერთის საიდუმლო. რატომ მოიხსენება გველი ბრძენად? იმიტომ, რომ მან ის იცოდა, რაც მისთვის
ღმერთს არ გაუმხელია?შეიძლება.
ღმერთმა როცა მან ადამი და ევა შექმნა უთხრა: ინაყოფიერეთ
და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას....
ღმერთს არ უთქვამს გიყვარდეთ ერთმანეთიო, რადგან არ
არსებობდა მაშინ სიძულვილი, ღმერთს არ უთქვამს სიკეთე უყავით ერთმანეთსო, რადგან არ
არსებობდა მაშინ ბოროტება . მათ სიშიშვლის სირცხვილი ცოდვის მერე შეიგრძნეს, და ამ
სირცხვილის გრძნობის გამოხატვით ღმერთი მიხვდა, რომ მათ აკრძალული ხილი ჭამეს. პირველი
ცოდვა გემოვნებით(პირით) იქნა გასინჯული ასევე ყველა ცოდვა იგივე კავშირშია გემოვნებით
შეგრძნებასთან(წესით ასე უნდა იყოს). ცოდვა
ჩვენში შემოდის და ვგრძნობთ მას მთელი სხეულით, ცოდვა რომელიც აშიშვლებს ადამიანს,
მის სულს, რადგან ადამიანი ამ დროს ღია კარს ემსგავსება, რომელშიც ყველა შედის და გამოდის,
მასზე წვდომა ნებადართულია. მაგრამ, თუ ადამიანი ცდილობს არ შესცოდოს,ანუ იცხოვროს
ქრისტიანულად ხშირად ვარდება სხვის პირში. ეს არის ბრალმდებელი პირი, ცილისმწამებელი პირი,
რასაც პირდაპირი კავშირი აქვს გველთან, რადგან აპოკალიფსში წერია რომ გველი-სატანა
არის ბრალმდებელი, ის ვინც დღედაღამ არ ისვენებს, რომ უდანაშაულოებს ბრალი დასდოს.
ის თავს არ იდანაშაულებს იმაში რომ მან შეიყვანა შეცდომაში ადამიანები, არამედ ის ყველაფერში
ადამიანებს(ამ შემთხვევაში უდანაშაულოებს) ადანაშაულებს. ქალი ბაბილონიც ინფორმაციული
მეძავია, ცრუინფორმატორი, ცილისმწამებელი,
უდანაშაულოთა ბრალმდებელი, სიცრუის გამავრცელებელი და ის ამის გამო სირცხვილს არ გრძნობს. დღეს მსოფლიოში
როცა ქრისტიანები გამოდიან უზნეოების დაკანონების წინააღმდეგ , მათ ადანაშაულებენ იმაში
რომ ისინი არატოლერანტულები, არაჰუმანურები, კაცთმოძულეები, სასტიკნი და (ხშირად) შეურაცხადნიც
არიან, რომ ქრისტიანები სხვის უფლებებს პატივს არ სცემენ. მსოფლიო ბაბილონის პირშია,
ამიტომ ის ინფორმაციას ისე დაამუშავებს როგორც მას უნდა . ჰოდა ვზივარ(თ) ამ მრავალპირა
პირში და ვეძებ მთავარ პირს . მე პირადად, მგონია, რომ ბაბილონი აზის , მალავს რაღაც
ინფორმაციას, ენას -ანბანს , მე მგონია რომ სადღაც არის გასაღები ამ ენის (მართალი
ინფორმაციის)პოვნის , მგონია, რომ მისი პოვნის გზა ინდოეთიდან გადის უძველეს ბაბილონში.
ვინმეს თუ ეს ბოდვად მოეჩვენება, მე შეიძლება კიდევ უარესები მოვბოდო)))) რადგან ბაბილონიდან
სატანის თავამდე ერთი ნაბიჯიც არ არის და ეს გაუგებარი-ჩაუწვდომელი სამყარო(სატანის
ტვინი, მისი სამყარო) მე რომ ტვინს ამირევს გასაკვირი არ უნდა იყოს.თუმცა მალე ის მსოფლიოს
აურევს ტვინს.ის ხომ ბოროტი ელექტრიკია. რაღაც უნდა გავიგო. იქნებ ის ადგილი უნდა ვიპოვო,
სადაც მაცდუნებელი-მკვლელი კავშირგაბმულობის
გათიშვა შეიძლება. მაგრამ ჯერ ვერ ჩავწვდი. იქ გაუგებრად შევარდნა კი საშიშია,
რადგან შეიძლება თავად გამომეზარდოს ეშმაკის ბრჭყალები ხელსა და ფეხებზე . ფრთხილად
ვარ.)))))
ვიფიქრებ ამაზე,რადგან ვალდებული ვარ სატანის მსხვერპლთა წინაშე.
***
43. ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(დასასრული)
http://elasevenia.blogspot.com/2013/11/43.html
Комментариев нет:
Отправить комментарий