среда, 6 ноября 2013 г.

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტიანისათვის ხსნის

სამი პირობა არსებობს: 1. არ შესცოდოს; 2. შეცოდებისას შეინანოს; 3. ვინც ცუდად ინანიებს, მან დაითმინოს კიდეც განსაცდელი; ვინ იტყვის, რომ მთელი გულწრფელობით ინანიებს? საკუთარ ცოდვათა გამო მიღებული სასჯელისაგან განთავისუფლების გზა არის მონანიება. მონანიების სიძლიერე უნდა უთანაბრდებოდეს ჩადენილი ცოდვის ხარისხს. თუკი არა გვაქვს საკმარისი შეგნება ცოდვისა , არა გვაქვს ძალა ღრმა და ქმედითი მონანიებისა, მაშინ კეთილი ვინებოთ და დავითმინოთ ჩვენ თავზე მოვლენილი განსაცდელი, მადლობა შევწიროთ უფალს მისი მომადლებისათვის, რამეთუ ეს არის ნიშანი უფლის ზრუნვისა.



არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი





Комментариев нет:

Отправить комментарий