вторник, 5 ноября 2013 г.

ნუ განსჯი შენი აზრისა და წარმოდგენის მიხედვით, ვიღაცის გადმოცემის,

მითქმა-მოთქმისა თუ ჭორების საფუძველზე რომ შეგექმნა, არამედ მიბაძე ღმერთს, რომელმაც თქვა: "ღაღადებაი სოდომისაი და გომორისაი განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან". თუ შენგან კანონი მოითხოვს ვინმეს განსჯას, ზუსტად გამოიძიე საქმე და მხოლოდ მაშინ გამოიტანე მსჯავრი: იგივე კანონი ხომ მოყვასის განკითხვასაც გვიკრძალავს, თუკი ეს განკითხვა თვითნებურად, უსამართლოდ ხდება! ხშირად ყოფილა, რომ შურს, სიძულვილსა და ცილისწამებას უდიდესი მართალნი და თვით იესო ქრისტეც კი კაცთა საზოგადოებისათვის უდიდეს ბოროტმოქმედებად წარუდგენია.




წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი





Комментариев нет:

Отправить комментарий