вторник, 26 ноября 2013 г.

„მართლმადიდებელი ეკლესიის დასასრული საქართველოში“

ამ სათაურით წერილს ორგანიზაცია „იდენტობის“ თავმჯდომარე ირაკლი ვაჭარაძე აქვეყნებს. ავტორი აკრიტიკებს ეკლესიის პოლიტიკას და მას არაჰუმანურს უწოდებს.


„ეკლესია ყურით გაუგონარ საქმეებს სჩადის: ლგბტ ადამიანებს ქველმოქმედებას უკრძალავს, და ძალადობის ღია ტექსტებით ემუქრება, მუსლიმ მორწმუნეებს ლოცვას უშლის და გარდაცვლილ პატარა გოგიტას “მუსლიმ ოჯახში დაბადებულად” იხსენიებს“. - ნათქვამია წერილში.

ავტორი ასევე იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო ეკლესიას დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს და სრულიად უცნობია, რაში იხარჯება გამოყოფილი მილიონები. „როგორ ეხმარება ქართველ მორწმუნეს ეკლესიის მიერ ღიად ნაქადაგები სიძულვილი?

ან უნაწილებს ეკლესია უზარმაზარი მოგების მცირე ნაწილს მაინც ყველაზე მიუსაფარ და გაჭირვებულ ადამიანებს? საკმარისს აკეთებს მათ დასახმარებლად?

საიდან ვიცით ეს? მაშ რატომ იღუპებიან ადამიანები შიმშილითა და სიცივით?

რატომ არ ყიდის ეკლესია უკანასკნელ ტოიოტა პრადოს ამ ადამიანთა დასახმარებლად? რატომ იხარჯება 25 მილიონი გაუმჭვირვალედ?

ამ მტკივნეულ კითხვებზე ეკლესიას პასუხები არ აქვს“.
- წერს ვაჭარაძე.



ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ეკლესიის ავტორიტეტმა იმატა, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ დღიდან მან უკვე უდიდესი გავლენა მოიპოვა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები ეკლესიის მიმართ, რომლებზეც იგი პასუხის გაცემას, როგორც ჩანს არ აპირებს.
ბოლო დროს, ამ სენსიტიური თემის გადამკიდე, საზოგადოება მეტად პოლარიზირებული გახდა. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ იგი სტერეოტიპების ტყვეობაში მოექცა: ადამიანების ნაწილი ეკლესიის პოლიტიკის ყველა გამკრიტიკებელს ლუციფერად ნათლავს. თავის მხრივ, მეორე პოლუსის წარმომადგენლები ეკლესიას უკვე ლამის აპრიორი ნეგატიურ ჭრილში განიხილავენ. საბოლოო ჯამში ეს გარემოება მეტად საგანგაშოა. ჩვენს მრავალგზის ნატანჯ საზოგადოებას მხოლოდ რელიგიურ ნიადაგზე წარმომქმნილი სამოქალაქო დაპირისპირებაღა აკლდა...

ალექსანდრე გვინდაძე


http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=7229&lang=ge&Title=%E2%80%9E%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98%E2%80%9C

Комментариев нет:

Отправить комментарий