вторник, 3 декабря 2013 г.

43. ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(ბ)

ბაბილონი .

1. ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.
2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.
3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.
4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.
5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. 6. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.
7. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.
8. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. 
9. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-11.htm


პირველი და ერთადერთი ენის აღრევის ადგილი_ენებისა და ერების წარმოშობის ადგილი.

***

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.


გაერო

და მისი შტაბბინა ნიუ-იორკში.
 



***


რაც შეეხება ევროკავშირსა და ნატოს, მე ვფიქრობ რომ ეს კავშირი არ არის სრული შემადგენლობა იმ მხეც-იმპერიათა , რომლებზეც აპოკალიფსი მიუთითებს. შეიძლება იყვნენ კრავისრქიანი მხეცები?


თუმცა ზოგი ფიქრობს რომ ასეა

***
არც მე ვარ ზუსტად ჩემს აზრში დარწმუნებული მაგრამ ვიმსჯელოთ.

***

ღმერთს რომ ადამი და ევა არ დაესაჯა, როგორ გააგრძელებდნენ ისინი ცხოვრებას , მათ ალბათ თავში აუვარდებოდათ, აუცილებლად შეჭამდნენ ნაყოფს უკვდავების ხიდან,ბოლოსდაბოლოს შეეცდებოდნენ ღმერთი გამოეძევებინათ მისივე სამფლობელოდან ... არ ვიცი რა იქნებოდა, მაგრამ მოხდებოდა დაახლოვებით (და უარესიც) ის რაც ღმერთმა თქვა ქალქ-გოდოლის ამგებელთა მიმართ ,, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.’’

მოხდა ენის არევა , ადამიანებმა ვერ გაუგეს ერთმანეთს და ერთიანი ძალით ვერ განახორციელეს მიზანი_აეგოთ ქალაქი თავდაცვისათვის. 

მაგრამ, ენებისა და  ერების გაჩენის შემდეგ ბაბილონელები მაინც აშენებენ ქალაქებს სადაც იმას აკეთებენ რასაც განიზრახავენ; საკუთარი კანონები, საკუთარი ცხოვრების წესები აქვთ, საკუთარი კერპები და ღმერთები ჰყავთ. ანუ ყველა ერში აშენდა ახალი ბაბილონი.  ესეიგი ბაბილონის მიმდევრები კი არა გადაშენდნენ,არამედ  უფრო გამრავლდნენ და მყარად დამკვიდრდნენ.ყველა ერში.ისინი ცრუღმერთებს ეთაყვანებიან. ასე რომ არ ყოფილიყო, ღმერთი, როგორც ნოეს დროს, აბრაამის ერთ ოჯახს არ აირჩევდა აღთქმულ მიწაზე დასამკვიდრებლად.  უფალი სიტყვას ასრულებს და მეორე წარღვნა არ მოავლინა.ღმერთი უხმობს აბრაამს მიჰყვეს მას. 

 ბაბილონი გახდა ბაბილონის სახელმწიფოს დედაქალაქი.

გაჩნდნენ წარმართული რელიგიები მათგან შემორჩენილია ინდუიზმი-ბუდიზმი რომელსაც დღესაც ოფიციალური სახე აქვს _ისინი დღესაც სახელმწიფო რელიგიებია. ეგვიპტისა და ბაბილონის ღმერთები დღეს არც ეგვიპტეში და არც ყოფილი ბაბილონის ტერიტორიაზე არ არიან მოქმედნი. (რელიგია ინდუიზმი ღმერთმა შეიძლება უძველესი ბაბილონის სახედ შემოინახა, მათი ქალღმერთი ზუსტი სახეა ქალი ბაბილონის _ის ლამაზია, ნიჭიერი, კეთილშობილი, მეომარი და სიყვარულის ქალღმერთი და ასევე გიჟი მკვლელი, რომელსაც კისერზე ადამიანთა ქალები აქვს ჩამოკიდებული).ასევე  შემორჩენილია უძველესი რელიგიები სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ მათი მიმდევარი ძალიან მცირეა.

ძველი იმპერიის მმართველებს თავი ღმერთად მიაჩნდათ , მაგ; მაკედონელს, რომის იმპერატორებს , რადგან ისინი თვითგაღმერთების სურვილით იყვნენ შეპყრობილნი. 
ადამიანს ღმერთივით ყოფნა სამოთხის ბაღში მოუნდა, მაგრამ ღმერთივით ყოფნა ყველამ ვერ მოახერხა. ბაბილონი_ ღმერთების კარიბჭე, სადაც ადამიანებს ალბათ ეგონათ რომ უკვე ღმერთები ხდებოდნენ; ცისა და მიწის მპყრობელები, ყოვლისშემძლეები ეგონათ თავი. ისინი, ბუნებრივია, მუშაობდნენ მასებზე ძალით თუ მზაკვრობით, რათა შეენარჩუნებინათ,,პოსტები’’ . მრევლს მათ ღმერთობაში ეჭვიც არ ეპარებოდა , ისინი ზოგჯერ ცოცხლად იმარხებოდნენ გარდაცვლილ ღმერთ-იმპერატორთან ერთად. მაგრამ ყველაზე დაუოკებელი წყურვილი ალბათ უკვდავების წყურვილი იყო , და სწორედ ეს ამოძრავებდათ უძველეს კერპადამიანებს აეგოთ მსოფლიოში ისეთი გასაოცარი ნაგებობები, როგორც არის პირამიდები და სხვა უკვე არ არსებული ქვათა ნაგებობები, ასევე კლდეეებში გამოკვეთი ფარაონის უდიდესი ქანდაკებები, უძველესი საკულტო ტაძრები სხვადასხვა ქვეყნებში და ასე შემდეგ. თვითგანდიდების იდეა გველმა მიაწოდა ადამიანს და მიუხედავად ღვთის სასჯელისა,  ადამიანები ყველა დროში ცდილობდნენ დაეკმაყოფილებინათ ეს სურვილი . კმაყოფილების რა ვთქვა, მაგრამ ბევრმა შესძლო ყოფილიყო დიდი, ღმერთივით. ჯერ აგერ ლენინის მუმიას ვერ ელევა ხალხი, თორემ რა იქნებოდა უძველეს დროში მისახვედრია.

როცა ადამიანები ცხოვრების წესით ბაბილონის ცხოვრების წესს გაუტოლდებიან, ბაბილონი უკვე მოსაძებნი(ანუ სად არის თანამედროვე ბაბილონი) კი არ იქნება , არამედ იქნება ჩვენს თვალწინ და არა სადღაც იატაკქვეშეთში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა ერში თუ არადა წამყვან სახელმწიფოებში როცა დაკანონდება -მისაღები გახდება ის, რასაც უარყოფთა ღმერთი იუდაიზმში , უარყოფდა ქრისტიანულ სწავლებებში , ეს ნიშნავს რომ ქალბატონი ბაბილონი დაბრუნდა უძველესი წარსულიდან მთელი თავის ბრწყინვალებით და ანტიღვთიური მსოფლიო იმპერიის(ეს კავშირია) ზურგზე მჯდომი წარმოგვიდგა. 

ბაბილონი ყველა ენაში და ერში იყო , მან თითქოს შეკრიბა გაბნეული ერები და ენები, მათი გაერთიანება მოახერხა. მას სურს ყველა მას დაემსგავსოს , ყველამ იცხოვროს წესების გარეშე, ზნეობრივი თუ მორალური ვალდებულებების გარეშე.მას სურს, ყველა უსირცხვილო შიშველი იყოს.ის ბოროტია. როგორც ვიცით, სატანა მასშიც არის, სატანამ კი იცის, რომ მცირე აქვს დრო, ამიტომ გაბოროტებულია მორწმუნეთა მიმართ, მას სურს დაღუპოს მსოფლიო.

სატანა როცა შეიბორკება, ანუ ძალიან საშიში დამნაშავე საპყრობილეში მოხვდება , 1000 წლის მერე ის თავს ინთავისუფლებს და კვლავ იწყებს ერების ცთუნებას, ის საბოლაოდ დაისჯება. ჰგავს ეს კოშმარულ კინოს, სადაც როგორც იქნა საშინელი დამნაშავე დაიჭირეს, მაგრამ ის თავს დაიხსნის და კვლავ საფრთხეს უქმნის ადამიანებს.
უფალი პირველი მოსვლის დროს ამბობს, რომ ახლოა ჟამი მეორე მოსვლის, მაგრამ 2000 წელია გასული და ეს ჯერ არ მომხდარა, ხოლო აპოკალიფსი ამბობს სატანა შეიბორკება 1000 წლით! და ეს კი, შეიძლება იყო ერთი წელი!?.რას გულისხმობს უფალი ჩვენ ვერ ჩავწვდებით.

ბაბილონელებო, შემოიწყვეთ თავზე ხელები, და გამოდით სამალავებიდან, თქვენ დაპატიმრებულნი ხართ!

აი, ასეთი რამ უნდა მოხდეს წესით.)))

ბაბილონელებმა რომლებმაც მსოფლიო სიმდიდრე-რესურსები-ფული ხელში ჩაიგდეს გაძარცვანენ მერვე მხეცის მმართველები. 

მსოფლიო ერთა კავშირი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია(რომელშიც რუსეთიც გაწევრიანდა) , მსოფლიო ახალი  ხატი-,,რელიგია’’ (მერვე მხეცის ხატი)=მერვე მხეცს. მაგრამ მერვე მხეცის ლიდერი ავაზაა _ისლამური ქვეყნებისა და სსრკს ქვეყნების ტერიტორია+ევროპული მხარე ანუ საბერძნეთის მხარე, რომელიც ასევე არის რომის ნაწილი. კრავისრქიანი მხეცი ევროპა-ამერიკის რაღაც მაცდური სისტემა. ფაქტიურად, ეს მსოფლიო კავშირია.

მსოფლიოს ერებზე , მსოფლიო სავაჭრო სისტემაზე მმართველობას მიიღებს მერვე მხეცი, და რაც მთავარია, მისი ხატი გახდება ერთადერთი ხატი მსოფლიოში.

რაც შეიძლება შევანელოთ კადრები და ჩვენ ნათლად შევამჩნევთ დამნაშავეების ადგილსამყოფელს მათი საეჭვო(კიარადა უკვე ფაქტებია) ქმედებების მიხედვით.

****

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (ინგლ. World Trade Organization, აკრონიმი WTO) — საერთაშორისო ორგანიზაცია, შექმნილი 1995 წელს, რომელიც გლობალური სავაჭრო სისტემის კანონებს აწესებს და აგვარებს უთანხმოებებს მის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა უმრავლესობა დაახლოებით 30 ერთობლივი შეთანხმების ხელმომწერნი არიან.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში (შვეიცარია) მდებარეობს. 2005 წლის 1 სექტემბრიდან, მიმდინარე გენერალური დირექტორია პასკალ ლამი. 2005 წლის 15 დეკემბრისთვის მასში გაერთიანებული იყო 149 ქვეყანა. დაარსების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ გაერთიანებათა ძირითად ფოკუსშია მრავალ ქვეყანაში.

2012 წლის 22 აგვისტოს, 19 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მსოფლიო სავაშრო ორგანიზაციას შეუერთდა რუსეთის ფედერაცია.

***

ესეიგი, არსებობს  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. არსებობს  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

რა დარჩა? _მსოფლიო ხატი.


მსოფლიოს ერთა მმართველებზე მეუფებდა ერების სათავეებთან მჯდომი ბაბილონი. მიწიერი მთავრები იყვნენ მისი ვაჭრები,(ის მეძავი ვაჭარია,მსოფლიო  ვაჭარია), მსოფლიოს ერებში მის ხატებს ეთაყვანებოდნენ, ყველა დროში იბრძოდა ჭეშმარიტი ღვთის მორწმუნეთა წინააღმდეგ. მის წიაღშია ასევე მსოფლიოში ყველა მოკლულის სისხლი.

მერვე მხეცი  ბაბილონს გაძარცვავს და გაანადგურებს. ეს ჰგავს სხვადასხვა (ყველა)  სახელმწიფოსთვის მმართველობის, ვაჭრობისა და სარწმუნოების უფლებების  წართმევას და მის გაერთიანებას,გადაბარებას ერთ ხელში. მეძავი კვდება. მხეცი გახდება მსოფლიო ხალხთა მმართველი, მის ხელში იქნება მსოფლიო სავაჭრო სისტემა ნიშნით-666, კრავისრქიანი მხეცის წაქეზებით ადამიანები მერვე მხეცის ხატს შექმნიან _ გააკერპებენ,  თაყვანსსცემენ მას. მსოფლიოში ერთი ხატი-მხეცის ხატი იქნება.ისიც იბრძოლებს უფლის მორწმუნეების წინააღმდეგ.






ჩავამატებ შემდეგში.........

****

აპოკალიფსი.(ვერსია)


43. ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი. (ა)


43. ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(დასასრული)




Комментариев нет:

Отправить комментарий