четверг, 12 декабря 2013 г.

43.ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(გ)

16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.
17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.
18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm


აპოკალიფსში წერია რომ მხეცი რომელსაც ბაბილონი აზის ზურგზე არის მერვე მხეცი. მაგრამ მერვე მხეცი ერთპიროვნული მმართველი ხდება მხოლოდ მას მერე, რაც შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი ბაბილონს მოიშორებს.ანუ, მერვე მხეცის ზუსტი სახე ჩნდება ბაბილონის განადგურების შემდეგ, მანამდე კი ბაბილონის პოზიორობა უფრო შესამჩნევი იქნება ალბათ, ვიდრე მერვე მხეცი. ანუ ბაბილონის იქცევს უფრო ყურადღებას და მის უკან მდგარ მხეცს ჯერ ვერ ვამჩნევთ. თუმცა დაუნახავობაც არ შეიძლება , რადგან ფაქტია, პოლიტიკური ძალები დღეს აკანონებენ იმას, რასაც უფალი სიბილწეს, ცოდვას უწოდებს, ხოლო სიბილწეთა დედა აპოკალიფსის მიხედვით არის ბაბილონი. როგორც სჩანს, ბაბილონის სიბილწეები კიდევ უფრო გავრცელდება , გაგრძელდება მანამ, სანამ ბაბილონი კვლავ არ აღიდგენს თავის ტახტს პირველ კერაში, ანუ ბაბილონის სიბილწეები (კვლავ) დაკანონდება უძველესი ბაბილონის ტერიტორიაზეც.(მუსულმანურ ქვეყნებში). ასევე, როცა რუსეთი ამას დაუშვებს ეს ნიშნავს რომ ფაქტიურად მსოფლიოში ათეიზმი დაბრუნდა , რადგან სიბილწეების დაკანონება ხდება იმიტომ რომ რწმენის დონე დაბალია (დაბალია ღვთისადმი შიშის დონე)ან საერთოდ არ არსებობს ის. (ათეიზმი კი ,ჩემი აზრით, ბაბილონს მაინცდამაინც არ უყვარს , ის  იქ ვერ ქალბატონობს,ათეისტური ქვეყანა არ არის ადგილი სადაც მეძავი ქალღმერთობს  , მაგრამ სჭირდება მორწმუნეთა წინააღმდეგ, მათ გასანადგურებლად.)
მერვე მხეცი ჰგავს სსრკს -ყველა რელიგიის მდევნელს. ფაქტიურად მსოფლიო ათეიზმია მოსალოდნელი.

თუ ავაზა იყო წარმართული საბერძნეთის იმპერია და ათეისტური სსრკ, ხოლო დათვი იყო მიდიასპარსეთის წარმართული იმპერია და ისლამური ოსმალეთის იმპერია, მერვე მხეცში იქნებიან ეს ტერიტორიები და მხეცების ტერიტორიული ცვალებადობისა და მოცულობის ზრდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტიურად ეს მსოფლიოს მომცველია მხეცია. წარმართულ-ათეისტური-წარმართულ-ისლამური(რადგან მუსულმანები არა მგონია სრულ დათმობაზე წავიდნენ) იმპერია იქნება.

დღეს  ბაბილონი პოზიორობს , თუმცა მის ნამდვილ სახეს ბევრი ვერ ამჩნევს. დღეს საუბრობენ უმცირესობათა უფლებების დაცვაზე , ეს უმცირესობები კი ბაბილონის ერთერთი არმიაა ღვთის მორწმუნეთა-ქრიტიანობის წინააღმდეგ, (ვინც ამას ვერ ამჩნევს, მალე შეამჩნევს), ხოლო თავად ბაბილონელები , ვინც ეს არმია მომართა ღვთის მორწმუნეთა-ქრისტიანობის წინააღმდეგ, თვითონვე არიან მათი შემქმნელები, ანუ ისინი არიან ვინც რყვნიან თაობებს და შემდეგ მათვე აქეზებენ დაიცვან საკუთარი უფლებები. უნდა გამოვლინდეს მთავარი რამ, რომ სექს.უმცირესობები, რომლებიც თავიან უფლებებს იცავენ-თითქოსდა მათ სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლიათ რადგან ასეთები დაიბადნენ, ასე გადაწყვიტეს, სინამდვილეში არიან (ერთდროს იყვნენ, გახდნენ) მსხვერპლნი , რომ მათ უკან დგანან ,,ადამიანები’’რომლებიც  მიზანმიმართულად მუშაობენ თაობების გზიდან ასაცდენად. მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს გამოვლენა ამ ჯგუფის თუ ორგანიზაციის ვინც სჩადის ამ დანაშაულს, ვისაც დაღუპვისაკენ მიჰყავს სხვისი თუ მისი შვილები.

ბაბილონმა პოლიტიკური ძალა-მხარდაჭერა მოიპოვა და თანდათან მსოფლიოს მოედება. ბაბილონის უკან უფრო სასტიკი არმია დგას , მაგრამ ის , ასე ვთქვათ, კულისებიდან ჯერ არ გამოვარდნილა.ფაქტიურად მის უკან კრიმინალები დგანან, ყველაფერზე წამსვლელი კრიმინალები. მეძავისა და კანონიერი ქურდების(ისინი გაქურდავენ ბაბილონს) ძმაკაცობა ჩიხში ამ უკანასკნელების ამბიციების გამო შევა და დასრულდება მეძავის სიკვდილით.

2. რადგანაც ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვა, ვინაიდან განიკითხა დიდი მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი.

ბაბილონი მოიწევს პირველი კერისკენ, ეს უნდა მოხდეს, იმიტომ რომ გამოვლინდეს რომ სწორედ ის არის მსოფლიოს სიბილწეების დედაადგილი.თუმცა მას უკვე გაერო უჭერს მხარს, ბაბილონს მერვე მხეცზე მჯდომი ერქმევა  მაშინ, როცა მისი ცხოვრების წესი მერვე მხეცის ტერიტორიებზე გავრცელდება.მერვე მხეცის ტერიტორია თითქმის მსოფლიო იქნება , მაგრამ ჯერ ბაბილონის სიბილწეები უნდა მოედოს მსოფლიოს .ეს იქნება ბაბილონის სრული სახის გამოვლენა, ანუ, ჩვენ გავიგებთ იმას რაც კი ოდესმე ბაბილონს ჩაუდენია.მამაცმა ადამიანებმა ალბათ უნდა იფიქრონ და იმუშაონ ამ დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად, თუმცა ეს ძალიან საშიშიც შეიძლება იყოს.

გავაგრძლებ შემდეგში.......

მგონი ბევრი არაფერი დამრჩა დასაწერი, დღეს ფაქტია რომ კანონდება ის რასაც უფალი უარყოფს,ცოდვას უწოდებს, და თუ ვიფიქრებთ, რომ არავითარი ცოდვა არ არის ის, რაც ხდება ,ეს პირდაპირ ნიშნავს რომ ღმერთი, ქრისტე, სახარება, აპოკალიფისი არ გვწამს, არ გვჯერა , ან სიცრუედ მიგვაჩნია ყოველივე ეს.

მომავალი აჩვენებს..............


 გავაგრძელებ შემდეგში.......


***


43. ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(ბ)
http://elasevenia.blogspot.com/2013/12/43.html





Комментариев нет:

Отправить комментарий