воскресенье, 29 декабря 2013 г.

43.ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(ე)

მეოთხე მხეცის(რომის იმპერია) მმართველობის დროს იშვა-განკაცდა უფალი.

მეორედ მოსვლა უნდა მოხდეს მერვე მხეცის მმართველობის დასამხობად.

შვიდი იყო(ჩემი აზრით) , მერვე მალე უნდა გამოჩნდეს.

მოკლედ, კიდევ ერთხელ, გადავხედოთ მხეცთა ტერიტორიულ ადგილმდებარეობას და მათი ადგილმდებარეობის ცვლილებასა და ტერიტორიულ გაფართოებას.


პირველი ოთხი ვიცით. (ვინც თემით დაინტერესებულია მას ეცოდინება)მეხუთე და მეექვსე დაახლოვებით ბაბილონისა და მიდია-სპარსეთის ტერიტორიაზე წარმოიშვნენ_ისლამური იმპერიები, მათ ტერიტორიაც გაიფართოვეს. ხოლო მეშვიდე სულ სხვა ადგილმდებარეობით წარმოდგა , ეს იყო სსრკ. ანუ , დავუშვათ ასეთი რამ, მერვე მხეცი_რომელიც სამი მხეცის ჰიბრიდია თითქოს_ შეიძლება წარმოჩინდეს სულ სხვა ტერიტორიული მოცულობითა და მდებარეობით როგორც  სსრკ იყო? უფრო ზუსტად რომ ვთქვა, შეიძლება თუ არა დღეს მერვე მხეცი (თუმცა ჯერ კიდევ უბრჭყალო)იყოს ევროკავშირი, როგორც ამას ბევრი ვარაუდობს. მე არ გამოვრიცხავ რომ მერვე მხეცის შტაბბინა იყოს სულ სხვა ტერიტორიაზე, ვიცით, რომ მერვე მხეცი  კავშირია სხვადასხვა მხეცების, მაგრამ მერვე მხეცი თუ ევროკავშირია (ან იქნება)რომლის შემადგენლობაში მხოლოდ ევროპული სახელმწიფოები შედიან ანუ ისლამური ქვეყნებისა და რაც მთავარია, რუსეთის გარეშე კავშირია, როგორ უნდა ვუწოდოთ მას მხეცი რომელიც იბატონებს მსოფლიოს ყველა ერზე. ევროკავშირი მსოფლიო მებატონედ ვერასოდეს ჩაითვლება სანამ მასში რუსეთი არ იქნება გაერთიანებული, ან თუ რუსეთის ძლიერება სრულად არ დაეცემა.ჩემი აზრით ასეა. ამიტომ მე მგონია რომ  ევროკავშირი მერვე მხეცი არ არის(სრული შემადგენლობა არ არის), რადგან მასში არ არის დათვის წარმომადგენელი _ისალამთა ტერიტორია და რუსეთი _ათეისტური ავაზა.

თუ  შეძლებს დააკანონოს ანიქრისტიანული ქმედებები მსოფლიოში მაშინ, მას _ევროკავშირს შეიძლება ეწოდოს მერვე მსოფლიო მმართველი?

ბაბილონს, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალ-ქალაქს, ევროკავშირი დღეს მართლა ახმოვანებს, ასევე ბაბილონს ახმოვანებს ამერიკა, მაგრამ როგორც მკვლელი ის ალბათ მხეცთან ერთად უნდა გამოჩნდეს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ რომ ბავშვთა ჩათრევა ხდება უზნეობაში, ანუ, საქმე მხოლოდ ორი ზრდასრული ჰომოს გადაწყვეტილებას და მათი უფლებების დაცვას კი არ ეხება არამედ, ბავშვებს . ბავშვების გარყვანა არ არის ეს?იგივე მკვლელობა არ არის ეს? მაგრამ ეს კიდევ არ არის ის, რასაც  ისინი ჩათვლიან საჭიროდ.

ეს ბორბალი დატრიალდა და ის არ გაჩერდება, მის გზაზე ალბათ ბევრს გადათელავს. ეს მხოლოდ ნგრევას არ ნიშნავს,  უფრო მეტი ზნეობრივი მხარეები წამოიწევს წინ, მეტი მებრძოლი გახდება ქრისტიანობა, თუმცა წინააღმდეგობაც მეტი იქნება. მე რატომღაც მგონია, რომ ისინი ვინც დღეს ცოდვას აკანონებენ , რაღაც საშინელებებს ფარდის მიღმა სჩადიან, ანუ მათ მსხვერპლს ჩვენ ვერ ვხედავთ , მაგრამ მათ ისინი აუცილებლად ეყოლებათ სადღაც იატაკქვეშეთში. გამორიცხულია, ხალხს, რომელიც უზნეოებას აკანონებდეს, არ ჰყავდეს საექსპერიმენტო მსხვერპლი.

მერვე მხეცად ევროკავშირს და ამერიკას (ვერც ცალცალკე და ვერც ერთად)ვერ მივიჩნევთ. რუსეთის გარეშე მსოფლიოზე ბატონობა მათ არასოდეს ექნებათ.ვერ ვუწოდებთ მათ მსოფლიო მებატონეს. ბაბილონი დღეს გარყვნილებით ლამობს შეძვრეს და დამკვიდრდეს ყველა ქვეყანაში. მას პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება , როცა ეს ექნება ის ბრჭყალებსაც უცებ გამოაჩენს. ჩემი აზრით, ბაბილონი უკვე შეიარაღებულია როგორც თავდაცვისთვის, ასევე თავდასხმისთვის. მოაწყობენ თუ არა ისინი რაიმე არეულობას , რომ მხეცი უცებ შეიკრას.? დავაკვირდეთ. ისე, თუ ისინი შეტევაზე გადმოვლენ, თუ ყველანაირად შეეცდებიან ყველა ქვეყანაში დააკანონონ ის რაც უფლის წინაშე ცოდვად ითვლება, ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ  დარჩება მაყურებლის როლში, რადგან ისინი მკვლელები არიან და ვინც მათ ქრისტეს სწავლებით დაუპირისპირდება გახდება ან ყველანაირად იგნორირებული ან მას მოკლავენ. მერვე მხეცი გაანადგურებს ღვთის მორწმუნეების, იესოს მორწმუნეების მკვლელ ბაბილონს, მაგრამ მერვე მხეციც ბაბილონურად იბრძოლებს ქრისტიანთა წინააღმდეგ.

ეს პროცესი საინტერესო იმით იქნება რომ გამოჩნდება ყველა დროის მკვლელი, ყველა დროის ეშმაკობა , ყველა დროის სიმართლე, ყველაფერი თვალწინ გაირბენს მხეცის მმართველობის ხანაში რაც კი ოდესმე მომხდარა უფლის წინააღმდეგ თუ მისი სახელისთვის.


გავაგრძელებ შემდეგში........

ამ წელს უფრო ბაბილონზე ვწერდი მომავალ წელს, მე მგონია, რომ უფრო ეშმაკებზე დავწერ, რადგან ჩვენ ალბათ  გადავალთან ეშმაკის ფაზაში.

მეძავი ბაბილონის შემდეგ მკვლელ ბაბილონზე უნდა დავწერო წესით , მაგრამ ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ბაბილონი ჯერ მხოლოდ მეძაობას ავლენს? ის ყოველთვის იყო მკვლელი და დღესაც არ შეიძლება ის არ კლავდეს ვინმეს, უბრალოდ ჩვენ ყველაფერი არ ვიცით მათ შესახებ. ანუ, მალე ბევრი საიდუმლოც შეიძლება გადმობრუნდეს.მკვლელი ბაბილონის წარსული  და აწმყო ერთდროულად გამოჩნდება. მათ ღვთის მორწმუნეთა,ქრისტიანთა მკვლელობა უნდა დაუმტკიცდეთ , მაგრამ, ვინ გამოავლენს მკვლელი ბაბილონის ფაქტებს?ქრისტიანებმა(და სხვებმაც) უნდა იმუშაონ მგონი ამ თემაზე სერიოზულად, ანუ დაიწყონ გამოძიება. ისინი არ შეიძლება ფარული მკვლელები არ იყვნენ. მათ სადღაც მსხვერლი ჰყავთ, მძევლები .....ფაქტების მოპოვებაა საჭირო. ეს უფლის ნებით ალბათ მალე მოხდება.

ბაბილონელებს რომ მკვლელობა დაუმტკიცდეთ გამორიცხული არ არის ამისთვის მათ სწორედ აწმყოში ჩაიდინონ მკვლელობები. ამიტომ წარსულის სიმართლის მტკიცება მგონი საკმაოდ მძიმე ფორმებით მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია.

არადა, რამდენია ვისაც მისი არც არსებობის სჯერა და არც იმის რომ ეს დღეს მოხდება.


ესეიგი , მეოთხე მხეცის დროს იშვა უფალი.ხოლო მეორედ მოსვლა მოხდება მერვე მხეცის დროს.

(მე ასე ვფიქრობ).


დავაკვირდეთ პროცესებს..........


********




43.ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(დ)
http://elasevenia.blogspot.com/2013/12/43_17.html

Комментариев нет:

Отправить комментарий