суббота, 14 декабря 2013 г.

გლობალური «გულაგის» აღმოსავლეთევროპული «კუნძულები»

ის, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სპეცბანაკები არსებობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, პოლონეთში, რუმინეთში, ლიტვაში, უკრაინაში, ბულგარეთში, კოსოვო-ალბანეთის რეჟიმის კონტროლს დამორჩილებულ მაკედონიაში, ერთ-ერთმა პირველმა შვეიცარიის მასმედიამ განაცხადა.


2005 წლის დეკემბერში პოლონურმა Gazeta Wyborcza-მ დაადასტურა, პოლონეთში ფუნქციონირებს «ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მთავარი ევროპული საიდუმლო საპყრობილე». მაშინ მიჩუმათებული სკანდალი ამ დღეებში გაგრძელდა. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში დაიწყო სარჩელის განხილვა, რომელიც შეიტანა გუანტანამოს ამერიკული ციხის ორმა პალესტინელმა პატიმარმა ალ-ნასირმა და აბუ ზუბეიდმა. ეს ორი კაცი ჩივის, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებს ისინი სწორედ პოლონეთის სამხედრო ციხეში ჰყავდათ დატყვევებული.

იურისტები რამდენიმე თვის განმავლობაში მოითხოვდნენ პრესისთვის დახურულად გამოეცხადებინათ სასამართლო სხდომები. მაგრამ გამოძიების შედეგები, გატაცებისა და წამების დეტალები მაინც გასაჯაროვდა. გაირკვა, რომ პოლონელები აქტიურად უწყობდნენ ხელს იმას, რასაც ცსს ენაზე ეწოდება «დაკითხვის ჩატარების გაფართოებული ტექნიკა» და გულისხმობს დახვეწილ წამებასა და ადამიანური ღირსების გათელვას, რაც გამოიხატება ადამიანის ორგანიზმის გაუწყლოებაში, გადამეტცივებაში, «შეთბობაში» სიკვდილის მუქარით, როცა ადამიანს კეფაზე პისტოლეტის ლულას მიადებენ, ან ბურღს ჩართავენ. სწორედ ასე დაჰკითხავდნენ პატიმრებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ციხეში, რომელიც მდებარეობდა სოფელ სტარი კეიკუტში, ვარშავიდან 170 კილომეტრის დაცილებით.

ევროსაბჭომ რუმინეთს ბრალი დასდო საიდუმლო ციხეების შექმნაში ჯერ კიდევ 2007 წელს (თუმცა ისინი აქ, სულ ცოტა, ოთხი წლით ადრე გაჩნდა). ლიტვაში სპეცციხეები, რომლებიც ვილნიუსიდან 20-40 კილომეტრითაა დაშორებული, 2002 წლიდან ამოქმედდა, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და სახელმწიფო უშიშროების ადგილობრივი დეპარტამენტის ერთობლივმა ოპერაციამ, რომელიც წამების სესიის სახით ავღანეთიდან ჩამოყვანილ «ცოცხალ მასალაზე» ჩატარდა, მიიღო «ქარვის მოგერიების» სახელწოდება.

რად სჭირდებათ ამერიკელებს პატიმართა ღირსების ფეხქვეშ გათელვა მთელ მსოფლიოს მოდებულ სპეცციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში?

დღეს კარგადაა ცნობილი ამერიკელთა ასეთი «ხელგაშლილობა». განსაცვიფრებელია გლობალური გულაგის გეოგრაფია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომისიის წარმომადგენლის დიკ მარტის განცხადებით, ის, რასაც ამერიკელები ჩადიან ტუსაღი მუსლიმების წინააღმდეგ, სამარცხვინოა. ევროპული «კუნძულების» გარდა, ამერიკელების მიერ შექმნილი გლობალური გულაგის ციხეებში, რომლებიც განლაგებულია ავღანეთში (არანაკლებ ცხრისა), პაკისტანში, კუნძულ დიეგო გარსიაზე ინდოეთის ოკეანეში, იორდანიაში, ერაყში (არანაკლებ ცამეტისა), სირიაში, კუბაში, აზერბაიჯანში, ყატარში, საუდის არაბეთში, ტაილანდში და სხვა ქვეყნებში, იანკებს არავისი ერიდებათ, არავისი რცხვენიათ, რადგან, მათი აზრით, ისინი მოფარებულია ცივილიზებული მსოფლიოს თვალს, და ამიტომ ჩადიან რაც სურთ და როგორც სურთ, ყველაფერს. ამ ჩამონათვალის გარდა, საკონცენტრაციო ბანაკები ფუნქციონირებს აშშ სამხედრო ბაზებზე და სამხედრო ხომალდებზე (!) კი.

The Washington Post-ის მონაცემებით, პატიმარი მუსლიმების წამება სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული განსაკუთრებული მეთოდიკის ნაწილი იმთავითვე იყო. დაპატიმრებულთა ნებისყოფა რომ გაეტეხათ, მათ აშიშვლებდნენ, რაც ისლამის მიმდევართათვის უდიდესი შეურაცხყოფაა და მათ ფსიქიკაზე საშინელ ზეგავლენას ახდენს. ადვოკატები, რომლებიც წამების მონაწილე აშშ სამხედრო ძალების მოსამსახურეებს იცავდნენ, აცხადებდნენ, რომ ისინი ამას სადიზმის გამო კი არ ჩადიოდნენ, არამედ ზემდგომთა ბრძანებას ასრულებდნენ.

აშშ სამხედრო დაზვერვის სპეციალისტები ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში შეუდგნენ ფუნდამენტალიზმის მიმდევართა რეაქციის შესწავლას კრიტიკულ სტიმულებზე. მიზანი _ ადამიანების რეფლექსური მართვის აპრობირებული ტექნოლოგიების შექმნა. მსგავსი კვლევებით თავის დროზე დაკავებულები იყვნენ ჰენრის გიმლერის სპეციალისტები ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში, რომლებიც ნიუნბერგის ტრიბუნალმა სამხედრო დამნაშავეებად აღიარა. ეს, ასე ვთქვათ, მეცნიერული მიღწევა გამოიყენეს «არაბული გაზაფხულის», ლიბიის, სირიის წინააღმდეგ აგრესიის დროს და სხვა შემთხვევებშიც.

გლობალური გულაგის საკონცენტრიო ბანაკების, ციხეებისა და სპეციზოლატორების უმრავლესობაში მოთავსებულ პატიმრებს არავინ აღრიცხავდა, ამიტომ ციხეების თანამშრომლები მათ ისე ექცეოდნენ, როგორც მოესურვებოდათ. ის, თუ რა მდიდარი ფანტაზიის პატრონები არიან ჰოლივუდის კინოპროდუქციაზე აღზრდილი ეს ინდივიდები, ცივილიზებულმა სამყარომ გაიგო მაშინ, როცა ნახა «აბუ გრეიბის» ციხეში გადაღებული კადრები _ ალიკვალი თბილისის საპატიმროების კადრებისა: ვისწავლეთ მათგან და გავუსწარით კიდეც მასწავლებლებს.

გლობალური გულაგის შექმნა არც შარშან, არც ათი წლის წინათ არ დაწყებულა. ბანაკები, რომლებიც ამ სისტემის შემადგენელი ნაწილია, არც ჰიტლერს გამოუგონებია, არც ლენინსა და ტროცკის. საბჭოთა გულაგი დასავლეთის გამოცდილების მხოლოდ გადმოღება იყო. პირველი ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი შექმნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ ჩრდილოეთისა და სამხრეთის სამოქალაქო ომის დროს (1861-1865 წლებში). ასეთი ბანაკი სამხრეთელებმა გამართეს ანდრესნოვილის პატარა დასახლებაში. აქ 10 ათასი ტყვე ჩრდილოეთელი დაიღუპა. 300-ზე მეტი პატიმარი დახვრიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ გადააბიჯეს საზღვრის გავლებულ ხაზს. უკვე იქ, ანდრესნოვილის ბანაკში, პატიმრებს აწამებდნენ არა იმიტომ, რომ სამხედრო ცნობები მიეღოთ, არამედ სადისტური მოთხოვნილებების და «სამეცნიერო ინტერესების» დასაკმაყოფილებლად. ომის დამთავრების შემდეგ ჩრდილოელებმა ბანაკის კომენდანტი სიკვდილით დასაჯეს როგორც სამხედრო დამნაშავე. საკონცენტრაციო ბანაკები ჩრდილოელებსაც ჰქონდათ ორგანიზებული, იქაც მხეცურად ეპყრობოდნენ ტყვეებს, მაგრამ რადგან ჩრდილოელებმა გაიმარჯვეს, მათი დანაშაული კვალი თითქმის მთლიანადაა წაშლილი.

სიკვდილის ფაბრიკების შექმნაში თავისი წვლილი დიდი ბრიტანეთის იმპერიამაც შეიტანა. თავისუფალ ბრიტანელებს შორეული წარსულიდან მოყოლებული ავსტრალიაში ასახლებდნენ. მთელი კონტინენტის სატუსაღოდ გადაქცევა არცერთ ნაცისტს არ მოუვიდოდა აზრად. ინგლისისა და ბურების ომის დლოს (1899-1902 წლები) ინგლისელებმა გამოიყენეს არა მხოლდო იმ პერიოდისთვის «პროგრესის» უახლესი მიღწევები, მაგალითად, ფეთქებადი ტყვიების სახით, შრაპნელები, გადამწვარი მიწის ტაქტიკა, მძევალთა მასობრივი აყვანა, არამედ მავთულხლართების შეღობილი, პერიმეტრზე განლაგებული ტყვიამფრქვევებით გამაგრებული საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც უამრავი ბური დაიღუპა. ცხელი აფრიკული ჰავის პირობებში ავადმყოფთა და გარდაცვლილთა გვამების სიმრავლის გამო ეპიდემის გავრცელება თავიდან რომ აეცილებინათ, ინგლისელებმა საკონცენტრაციო ბანაკებში კრემატორიუმები აამუშავეს. ჰიტლერსა და მის ხელქვეითებს არაფერი ახლის გამოგონება არ დასჭირებიათ, მათ ანგლოსაქსებიდან გადმოიღეს სიკვდილის ბანაკებში მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების განადგურების აპრობირებული პრაქტიკა.

დავუბრუნდეთ დღევანდელობას, როცა არა მარტო საკონცენტრაციო ბანაკები, არამედ კომპიუტერებიც კი ჩააყენეს კაცობრიობის ამოწყვეტის სამსახურში. ტექნიკური პროგრესის წყალობით კომპიუტერში შეაქვთ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რიცხობრივი კოდები. ჯერ კიდევ 1997 წელს, დიდი ხნით ადრე გლობალური მიყურადების სკანდალის აგორებამდე, სნოუდენის მიერ მხილებამდე, «მანინგოს საქმის» გასაჯაროებამდე და ა.შ. აშშ მთავრობამ 500 მილიონი დოლარი გამოყო საყოველთაო ქსელური კომპიუტერიზაციისთვის, რაც მიზნად ისახავდა ყველა ფულად ოპერაციაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ა.შ. კონტროლის დაწესებას. ეს სისტემა ბიომეტრული ბარათების საშუალებით იკვრება ცნობილ სუპერკომპიუტერში სიმბოლური სახელწოდებით «მხეცი» (BEAST). ბიომეტრული ბარათების დანერგვით, რომლებზეც დატანილია ადამიანის ორგანიზმის ყველა მონაცემი, წარმოუდგენელი ტექტროტრონულ მონობაში კაცობრიობის ჩაგდებაა. ადამიანები დანომრილები იქნებიან ისევე, როგორც ჰიტლერული საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრები იყვნენ, საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა კი ამერიკელების მიერ უკვე მოსინჯულია.


ნიკოლაი მალიშევსკი


www.fondsk.ru



http://www.geworld.ge/View.php?ArtId=5471&Title=globaluri+%C2%ABgulagis%C2%BB++aRmosavleTevropuli+%C2%ABkunZulebi%C2%BB&lang=ge

Комментариев нет:

Отправить комментарий