2013 წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ითვლება. როდესაც ეს ამბავი მოხდა, მაშინ ნათლად დავინახეთ, კოაბიტაცია რასაც ნიშნავდა, რადგან ძველი და ახლი მთავრობის წევრები დიდი სიხარულით, სიყვარულითა და სინაზით ერთმანეთს მადლობას უხდიდნენ გაწეული სამუშაოსთვის.
იმ წუთში ყველას დაავიწყდა, ხალხი ევროპასთან პარაფირებას ელოდა თუ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, ფინანსურ კეთილდღეობას და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას თუ ლგბტ ადამიანების პატივისცემის დაძალებას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიწების დაკანონებას თუ ამ მიწებზე თურქი მესხების დასახლებას. მოკლედ, როგორც მაშინ, «ნაცების» დროს, დღესაც, ხალხს რა უნდა, არავინ კითხულობს. როგორი იყო ახალი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები? საით მივდივართ? რა დავალება მოგვცეს ქართველ ხალხს სასწრაფოდ შესასრულებლად? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ «საქართველო მსოფლიო» პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს შეხვდა.
_ ბატონო სოსო, როგორი იყო ახალი მთავრობის ერთი წელიწადი?
_ წელიწადი მდორე იყო! ჩატარდა უინტერესო არჩევნები, რომელმაც კითხვის ნიშნები დასვა, კითხვის ნიშნებს ვამბობ, რადგან ვერავინ დამაჯერებს, რომ «ნაცმოძრაობა» ბურჯანაძეზე ორჯერ პოპულარულია. არავისი მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ ვხედავ იმას, რა განწყობაცაა ხალხში, მეც მათთან ერთად იმადგაცრუებული ვარ. ჩვენი საზოგადოება უფრო ამაყი მეგონა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთი კაცის კარნახით გაკეთდებოდა ბევრი რამ. საქართველოში ბევრად უარესიც გვინახავს, მაგრამ სხვა მოლოდინი გვქონდა... ჩვენ ხომ მაინც აღმოსავლელები ვართ...
_ თუმცა გვაჯერებენ, რომ ევროპელები ვართ.
_ სულ ტყუილად. ევროპელი ჩინოვნიკი 20 ათასს პრემიას არ იღებს, განა იმიტომ, რომ ეშინია, არა, მას სხვა მორალური ვალდებულება აქვს. ამიტომ დავანებოთ თავი იმას, რომ ევროპელები ვართ. ქართველი ევროპელი ვერ გახდება, ქართველი არასოდეს შეეგუება იმას, რომ ერთადერთი ვაჟი, რომელმაც მისი გვარი უნდა გააგრძელოს, პედერასტი იყოს.
_ რატომ მოიტანეთ ეს მაგალითი, ეს არის ევროპა?
_ ევროპამ რაც მოთხოვნები წამოგვიყენა, მათი ნახევარი ქართული მენტალობისგან განდგომას მოითხოვს. ქართველთა დიდი ნაწილი შეუგნებლად ევროპის მომხრეა, ხოლო ნაწილი, ასევე შეუგნებლად, _ რუსეთის მომხრე. ქვეყანაში არ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს მომხრეები არიან. ჩემთვის კლასიკური მაგალითია იაპონია, სადაც ყველა იაპონელი სამურაია. დღევანდელმა ევროპამ ვერაფერი შეინარჩუნა. ევროპის ერთ-ერთმა ინსტიტუტმა 2007 წელს კვლევა ჩაატარა, რის შემდგომაც დაიწერა წიგნი «ევროპის დასასრული», მათ იდენტურობა დაკარგეს. ვერ წარმომიდგენია ნატო გეების არმიით.
_ დავუბრუნდეთ ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
_ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება იყო სწორად გადადგმული პირველი ნაბიჯი მათთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მაგრამ რას ნიშნავს პარაფირება? ათასგვერდიანი ხელშეკრულება თითქმის არავის წაუკითხავს, დეტალურად არც მე ვიცი, თუმცა ვიცი, რომ მასში წერია ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს.
პარაფირება არის ორი ტექსტის შეთანხმება და შეჯერება. მე გაოცებული დავრჩი, როდესაც რამდენიმე პარლამენტარმა განცხადება გააკეთა, რომ ამ ტექსტში შესაძლებელია ცვლილებების შეტანაო. პარაფირების ტექსტში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.
თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, მაშინ ეს სასიხარულო ფაქტი იყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავიცვათ სექსუალური უმცირესობების უფლებები. ევროკავშირში არასოდეს მიგვიღებენ ამის გარეშე.
_ თუ ტექსტი არ წაგიკითხავთ, რა იცით, რომ ამაზეა საუბარი?
_ ვიცი, ეს სტანდარტულია. ამას გარდა, იქ საუბარია თურქი მესხების ჩამოსახლებასა და რეგიონული ენების სტატუსზე.
_ თუ ჩვენ ეს პირობები არ შევასრულეთ და ქართველი ხალხი ამაზე თანახმა არ იქნება, ასოცირებას ხელს მოვაწერთ?
_ კი, ასოცირებას ხელს, ალბათ, ივლისში მოვაწერთ, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, რადგან ასოცირებიდან წევრობამდე ასკილომეტრიანი გზა გვაქვს გასავლელი.
დიდი ხანია, რაც ისლანდიამ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა, მაგრამ ვიდრე უკრაინა მიიღებდა გადაწყვეტილებას, რეიკიავიკმა უკან გამოითხოვა თავისი განცხადება და მოლაპარაკება შეაჩერა, რადგან ევროკავშირმა 2 500 მოთხოვნა ხელახლა წაუყენა.
_ ბევრი ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრია, დღეს უმუშევრობას უჩივის, ბევრმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ საერთოდ უარი თქვას ევროკავშირზე, ახლა ამ ქვეყნების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თქვენ უკეთ იცით. დადგება თუ არა დღე ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის გზას დავადგებით?
_ კვიმატი შეკითხვაა და მტკივნეულიც. ევროკავშირში როდესაც წევრიანდება ესა თუ ის ქვეყანა, პირველ პერიოდში ეკონომიკა ეცემა. ევროკავშირს აქვს ასეთი წესი: ის დიდ დახმარებას უწევს ახლადგაერთიანებულ ქვეყნებს, მაგალითად, კვიპროსს ორი მილიარდი უცებ მისცეს, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც ევროკავშირი ფულში იხრჩობოდა. დღეს კი, გერმანია რომ არ დახმარებოდა, საბერძნეთი გაკოტრებული იყო.
ახლახან შტეფან ფულე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენ არ გვაქვს ფული, რომ უკრაინას დავეხმაროთ. უკრაინას რუსეთი მიხედავს და შეინახავს კიდეც. ჩვენ რა უნდა ვქნათ?
2013 წელი იმედებისა და მოლოდინის წელი იყო. იმედი რეალობას ყოველთვის წინ უსწრებს. რასაც ველოდით, ის ნამდვილად არ მოხდა.
_ რას ელოდით?
_ ველოდი, რომ რუსეთის მიმართულებით სერიოზული გარღვევა მოხდებოდა. ევროკავშირი კარგია და პირადად მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც ეს სურს, თუმცა სხვაზე უკეთ ვიცი, რომ ევროკავშირში არ მიგვიღებენ.
ეს წელიწადი კი იყო წარმატებულიც და წარუმატებელიც. ის, რომ ღიად ვსაუბრობ და დაჭერის არ მეშინია, უკვე კარგია.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
http://www.geworld.ge/View.php?ArtId=5506&lang=ge&Title=%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1+%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1,+%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B+%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98+%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A1

Комментариев нет:
Отправить комментарий