четверг, 5 декабря 2013 г.

ისტორიული რელიგიები საქართველოში.

საქართველოში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ მართლმადიდებლები და სხვა ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრები (მონოფიზიტები, კათოლიკეები, ლუთერანები), აგრეთვე იუდეველები და მუსლიმები (სუნიტები, შიიტები, სუფიები). მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე არასოდეს ყოფილა შუღლი და მტრობა. ამის საფუძველს მართლმადიდებლობის, როგორც ქვეყნის წარმმართველი რელიგიის, სხვა რელიგიებთან მშვიდობიანი თანაარსებობისა და შემწყნარებლური დამოკიდებულების პოლიტიკა წარმოადგენდა. ამან თავისი ასახვა სამართალშიც პოვა. ვახტანგ VI-ის სამართალი, რომელიც მოსეს სჯულისა და სომხური სამართლის ნორმებსაც შეიცავს, შესაბამისი ეთნორელიგიური ჯგუფების განსახლების რეგიონებში მოქმედებდა.

საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობის შესწავლით მრავალი მეცნიერი დაინტერესდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ივ. ჯავახიშვილის, გ. მელიქიშვილის, ნ. ბერძენიშვილის გამოკვლევებზე, გიულდენშტედტის, კ. კოხისა და სპენსერის, ჟ. შარდენის ცნობებზე საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გ. ბოჭორიძის, გ. მანჯგალაძის, შ. ლომსაძის, გ. მაისურაძის, მ. პაპაშვილის, რ. თოფჩიშვილის ნაშრომები საინტერესო სტატისტიკურ და ანალიტიკურ მასალას შეიცავენ საქართველოში რელიგიური სიტუაციის მიმოხილვის თვალსაზრისით.

ამ გამოკვლევებზე დაყრდნობით, XIX ს.-ის მეორე ნახევარ-ში საქართველოს მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობის სტა-ტისტიკა შემდეგ სურათს იძლევა:

1886 წ.-თვის თბილისის გუბერნიაში მოსახლეობის 61,35% მართლმადიდებელი იყო, დასავლეთ საქართველოში - 86,61%. მონოფიზიტები თბილისის გუბერნიაში 22,25%-ს, ქუთაისის გუბერნიაში სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევრები 0,83%-ს შეადგენდნენ, სომხურ-კათოლიკური სარწმუნოების მოსახლეობა აღმოსავლეთ საქართველოში 2% იყო, დასავლეთ საქართველოში _ 0,97%. უმნიშვნელო იყო რომაულ-კათოლიკური სარწმუნოების შემადგენლობა. თბილისის გუბერნიაში იგი შეადგენდა 0,46%-ს, ქუთაისის გუბერნიაში _ 0,07%-ს. იგივე შეიძლება ითქვას ლუთერანებზე (შესაბამისად 0,63% და 0,12%). სუნიტები თბილისის გუბერნიაში 8,43%-ს, ხოლო შიიტები 2,41%-ს შეადგენდნენ. ქუთაისის გუბერნიაში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 10,5% და 0,13% იყო. იუდეველები ქუთაისის გუბერნიაში 0,76% იყვნენ, თბილისის გუბერნიაში - 0,94%. [1.]

მომდევნო პერიოდში საქართველოში რელიგიურ-კონფესიური სტატისტიკა აღარ არსებობს, რადგან ამ ნიშნით საბჭოთა ხელისუფლება მონაცემებს არ აფიქსირებდა. თუმცა, მეცნიერები საქართველოს მოსახლეობის რელიგიურ-ეთნიკური შემადგენლობის ზოგად სურათს მაინც გვთავაზობენ. XX ს.-ის 40-იან წლებში საქართველოდან გაასახლეს ქართველი მაჰმადიანები. ამავე პერიოდში მონოფიზიტების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლმადიდებლო-ბას დაუბრუნდა. სომხურ-კათოლიკურ ეკლესიაზე იძულებით მიწერილი კათოლიკეები კვლავ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლი გახდა.

მას შემდეგ, რაც რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდის (308-337 წწ.) მიერ ქართლში გამოგზავნილმა იოანე ეპისკოპოსმა ორ მღვდელსა და სამ დიაკვანთან ერთად მცხეთის ეკლესია აკურთხა და მტკვარში ნათლისღების რიტუალი შეასრულა, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეს ფაქტი ქართულ ისტორიოგრაფიაში აღიარებულია ქვეყნის კონსოლიდაციის საფუძვლად. ქართული ენა საღვთისმეტყველო ენა გახდა და მთლიანად გააერთიანა ქართველური ტომები, რომელთაც სალაპარაკო ენა სხვა ჰქონდათ (მეგრული, სვანური, დვალური). ასე რომ, მართლმადიდებლობა თითქმის უკვე 17 საუკუნეა ქართველთა ეროვნულ სარწმუნოებას წარმოადგენს, ტრადიციულად კი ქრის-ტიანობისათვის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადარჩენისათ-ვის ბრძოლას ნიშნავდა.

ძვ. წ. VI საუკუნეში საქართველოში ებრაელები მოვიდნენ, რომელთაც თავიანთი სარწმუნოება _ იუდაიზმი დღემდე შეინარჩუნეს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით იუდეველთა განსახლების გეოგრაფია იყო მცხეთა, ატენი, მძორეთი, ცხინვალი, თამარაშენი, ალი, სურამი, ჩიხორი, საჩხერე, ქუთაისი, ხოტევი, ოზურგეთი, გოკია, კარალეთი, ახალციხე. XIX საუკუნეში მათი ძირითადი კონცენტრაცია თბილისში მოხდა.
ებრაელთა მეორე ტალღა ახ. წ. II საუკუნეში მოვიდა სა-ქართველოში. მართალია, მათ უკვე დაკარგული ჰქონდათ ებრაუ-ლი ენა და არამეულად მეტყველებდნენ, მაგრამ შენარჩუნებული ჰქონდათ მოსეს სჯული. ებრაელთა მე-3 ტალღამ XIX საუკუ-ნეში, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, რუსეთიდან შემოაღწია საქართველოში. ესენი უკვე გერმანულენო-ვანი, ანუ იდიშზე მეტყველი ებრაელები იყვნენ, რომლებიც კონ-ფესიურადაც განსხვავდებოდნენ წინა ტალღების ებრაელთაგან და ე.წ. თალმუდურ (რაბინულ) იუდაიზმს აღიარებდნენ.
მონოფიზიტები, ანუ იმ კონფესიის წარმომადგენლები, რო-მელსაც ჩვენი მეზობელი სომხები მისდევენ, ხან მცირე, ხან საკ-მაო რაოდენობით, ამ აღმსარებლობის გაჩენის დროიდანვე ცხოვ-რობდნენ საქართველოში, განსაკუთრებით სომხეთის სასაზღვრო ზოლში.
XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართველ გრიგორიანელთა კონფესიური ჯგუფები გაჩნდა შიდა ქართლში, კახეთში.
მონოფიზიტობის სხვა კონფესიის _ ნესტორიანელობის მიმ-დევარი არამეელების (ე.წ. აისორების) კონფესიური ჯგუფებიც სხვადასხვა დროს, საუკუნეთა განმავლობაში სახლდებოდნენ ხოლმე საქართველოში.
კათოლიკური სარწმუნოების გავრცელება საქართველოში XIII ს.-დან დაიწყო. ისტორიულად, რელიგიის შეცვლა ეროვნების შეცვლასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, თუ გრიგორიანელ ქართველებს სომხებს უწოდებდნენ, კათოლიკე ქართველებს ფრან-გებად იხსენიებდნენ (ისევე, როგორც მუსლიმურ რელიგიაზე გა-დასულებს თურქებად ან თათრებად მოიხსენიებდნენ).
ისლამის გავრცელება საქართველოში არაბობის დროს დაი-წყო. თბილისში თითქმის ყოველთვის იყო მაჰმადიანი მოსახლეო-ბა. XVII ს.-დან ეს რელიგია აღიარა სამხრეთ-დასავლეთ საქართ-ველოს დიდმა ნაწილმა. XIX ს.-ის თბილისში მუსლიმებს ჰქონ-დათ როგორც შიიტური, ისე სუნიტური მეჩეთები. რაც შეეხება საქართველოს ისტორიული პროვინციის _ აღმოსავლეთ კახეთის (საინგილო) მაჰმადიან ქართველებს, XIX საუკუნის მეორე ნახევ-რის მონაცემებით, სულ ოთხ სოფელში იყვნენ მართლმადიდებ-ლები, რომლებმაც ეროვნების გრაფაში ქართველი ჩაიწერეს. და-ნარჩენ სოფლებში კი მაჰმადიანები ცხოვრობდნენ, რომლებსაც ეროვნების გრაფაში `ინგილო" ეწერათ.
ამჟამად, სხვადასხვა კონფესიის მუსლიმების რაოდენობა სა-ქართველოში 300.000-ს აღემატება, ძირითადად ისინი აზერბაიჯა-ნელები არიან, 25 ათასამდე მუსლიმი აფხაზეთში მკვიდრობს.
XIX ს.-დან საქართველოში, ძირითადად რუსეთის გზით, აღწევენ როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ჩასახული სექტების, ასევე პროტესტანტული კონფესიის წარმო-მადგენლები.
XIX ს.-ში ჩნდებიან ლუთერანები (გერმანელები), ძირითა-დად, შვაბები. მათი პირველი ჯგუფი თბილისში 1871 წლის 21 სექტემბერს ჩამოსულა. 1819 წლის ბოლოს საქართველოში ექვსი გერმანული კოლონია იყო. ამას 1884 წელს სოხუმის მახლობ-ლად ორი კოლონიაც დაემატა.
იმავე საუკუნიდან საქართველოში გამოჩნდნენ მოლოკნები და დუხობორები. მოლოკნები ძირითადად ბორჩალოს, თბილისის და სიღნაღის მაზრებში დამკვიდრნენ, დუხობორები კი ჯავახეთში და, გარკვეულწილად, ბორჩალოშიც.
XX ს.-დან რუსეთიდან გადმოსახლებებს უკავშირებენ ბაპ-ტისტებისა და სუბოტნიკების გამოჩენას თბილისში (მათ შესახებ, დამატებით, მომდევნო პარაგრაფში ვისაუბრებთ).
ქრისტიანობის მიღებამდე საქართველოში წარმართული, კერპთაყვანისმცემლური რელიგიები არსებობდა, რომელთათვისაც დამახასიათებელი იყო საოჯახო, საგვარეულო, საუბნო, სასოფლო კულტები. ასეთ პირობებში გარეშე ძალები სხვა რელიგიების თავზე მოხვევით ცდილობდნენ სახელმწიფოზე ზემოქმედებას. ქარ-თულმა საისტორიო წყაროებმა და აგიოგრაფიულმა ლიტერატუ-რულმა ძეგლებმა ამის არაერთი ფაქტი შემოგვინახეს. სარწმუნო-ებრივი განდგომა ზედა ფენებიდან იწყებოდა და ცდილობდნენ უც-ხო რელიგიები დაბალი ფენებისთვის მოეხვიათ თავზე. ქრისტია-ნობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებამ ეს პროცესი შედარებით მართვადი გახადა. რელიგია სახელმწიფო იდეოლოგიად იქცა, ერ-თიანმა კულტმა გააერთიანა სხვადასხვა რეგიონები, განამტკიცა ცენტრალური ხელისუფლება. 1852 წელს არქიმანდრიტი თეოფანე გაბუნია აღნიშნავდა: `ქრისტიანობა არს გინა სჯული შემკვრელი ერისა და შემაერთებელი საზოგადოებისა".[2.] სხვა რელიგიებთან მართლმადიდებლობის დამოკიდებულების ნათელ მაგალითს წარ-მოადგენს ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის შეფასება, რომ სა-ქართველოში უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით, იმსჯელო მასზე დ ა დაიცვა იგი. ამასვე ადასტურებს გიულდენშტედტი, რომლის აზრით, მმართველობა და სამღვდე-ლოება ამჟღავნებს სრულ რჯულშემწყნარებლობას სომხების, კათოლიკეების, მაჰმადიანების და ებრაელი მოსახლეობის მიმართ, რომლებიც სრულებით არ ეკუთვნიან ბერძნულ ეკლესიას და არ სდევნიან მათ.

რელიგიური სიტუაცია საქართველოში 1990 წლის შემდეგ

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველო ნა-ირგვარი რელიგიური ორგანიზაციების (სექტების) დაინტერესების სფეროში მოექცა. ასეთი პროცესი კომუნისტური ბატონობის პე-რიოდში ეთნიკურ-კონფესიური მრავალფეროვნების შეგნებული იგ-ნორირებისა და სახელმწიფოს პოლიტიკაში ათეიზმის დამკვიდრე-ბის ლოგიკური შედეგია.
დღესდღეობით უცნობია საქართველოში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციათა ზუსტი რაოდენობა, მოქმედების არეალი, გავლე-ნის სფეროები, საქმიანობის ფორმები; გაურკვეველია მათი უფლე-ბამოვალეობანი და კავშირი სახელმწიფოსთან.
საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე (აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით) გავრცელებულია რელიგიური ორგანიზაცია ,,იეღოვას მოწმეები". ეს ორგანიზაცია ცალკეულ რეგიონებში 1987-88 წლებში გამოჩნდა და, უკვე დღე-ისათვის, საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.
მათი იდეოლოგია ძირითადად მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების უარყოფისაკენ: არ მონაწილეობენ ხელისუფლების ორგანოთა არჩევნებში, თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად `იეღოვას მოწ-მეები" უარყოფენ აგრეთვე ეკლესიას და მის ინსტიტუტებსაც. გაერთიანება მკაცრი სუბორდინაციით გამოირჩევა და ხელმძღვა-ნელ პირთა შესახებ ინფორმაციები კონფიდენციალურია. მიმდე-ვართა ასაკის მხრივ ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობის რელიგიური გაერთიანებაა საქართველოში.
უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს საქართველოში პროტესტან-ტული გაერთიანება _ ,,ბაპტისტები". დღესდღეობით მათ გურჯა-ანში, ბოლნისში, წყალტუბოში გააჩნიათ საკუთარი სამლოცველო სახლები.
აქტიურად მოღვაწე რელიგიურ გაერთიანებათა შორის არი-ან `ორმოცდაათიანელები". ასევე შეიმჩნევა `ჭეშმარიტ ქრისტიან-თა საზოგადოების", `სუბოტნიკების", `ევანგელისტების" გავრცე-ლება.
ოფიციალურ მართლმადიდებლობასთან აქტიურად დაპირის-პირებულ მიმდინარეობას (და არა სექტას) წარმოადგენენ ე.წ. `სტაროობრიადცები" ანუ `სტაროვერები". ამ უკანასკნელთა საქ-მიანობა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია შესამჩნევი. ამჟამად `სტაროვერთა" გაერთიანების ცენტრია ფოთში, მალთაყ-ვისა და გრიგოლეთის ზონაში, სადაც ტრადიციულად მათი მიმ-დევრების დასახლება იყო.
საქართველოში ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ფუნქციონირებენ `კრიშნაიტების", `მუნისტების", `ბაჰაისტებისა~ და სხვა, ე.წ. ახალი რელიგიების ორგანიზებული ჯგუფები და მისიონერები.

სექტების გავრცელების არეალს თუ რეგიონების მიხედვით გადავხედავთ, შემდეგ სურათს მივიღებთ[3.]:

ა) კახეთი
განსაკურთებული აქტიურობითა და მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა `იეღოვას მოწმეები". გავრცელება მოახერხეს თითქმის მთელ რეგიონში. განსაკუთრებით მოიკიდეს ფეხი გურჯაანში. ერთ-ერთი მძლავრი დასაყრდენი გახდა ქ. თელავი. აქ მათი რაო-დენობა 1000-მდე მიმდევარს ითვლის. ასეთივე მდგომარეობაა ლა-გოდეხში. ახმეტის რაიონი მიმდევართა სიმრავლით არ გამოირ-ჩევა, მაგრამ ისინი აქ 1996 წელს გამოჩნდნენ და დღეს მძლავრ სააგიტაციო-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან. დაინტერესე-ბულ მოქალაქეებს ბიბლიას ასწავლიან და უკითხავენ იეღოველთა ოფიციალური ორგანოს _ ჟურნალ `საგუშაგო კოშკს". 1996 წ. 7-10 სექტემბერს დაბა წნორში ჩატარდა `იეღოვას მოწმეთა" საოლქო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 800-მდე მორწმუნე, მათ შორის 200 ადგილობრივი მკვიდრი. მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე დელეგაციებმა სანკტ-პე-ტერბურგიდან და კიევიდან. სამკაციანი ჯგუფი ჩამოვიდა აზერბაი-ჯანის ბელაქნის რაიონიდან.
კახეთის დანარჩენ რაიონებში `იეღოვას მოწმეთა" გაერთია-ნების საქმიანობა მეტ-ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა.
პროტესტანტული გაერთიანება `ბაპტისტები" პირველად სიღნაღში გამოჩნდნენ (1945 წ.). ყველაზე აქტიურად ისინი გურ-ჯაანის რაიონში მოქმედებენ, სადაც 90-იანი წლების დასაწყისში ააგეს საკუთარი სამლოცველო სახლი. აქედან გადავიდნენ ყვა-რელში. ყველაზე მრავალრიცხოვანი მიმდევრები მათ ლაგოდეხში ჰყავთ. ,,ბაპტისტები" კახეთის ექვს რაიონში მოქმედებენ.
რელიგიურ გაერთიანებათა შორის აქტიურობით გამოირჩევა ,,ორმოცდაათიანელები", დღესდღეობით ისინი კახეთის 5 რაიონში მოქმედებენ. 1988 წლიდან მათ ფეხი მოიკიდეს ლაგოდეხის რაი-ონში, ოსებით დასახლებულ სოფლებში. 90-იანი წლებიდან ისინი კახეთის სხვა რაიონებშიც მოქმედებენ. 1991 წლიდან გაერთია-ნებამ ფუნქციონირება დაიწყო ახმეტის რაიონში. ამჟამად მათ კა-ხეთში 7 მოქმედი ჯგუფი ჰყავთ.
რაც შეეხება სხვა გაერთიანებებს, კახეთში ისინი დიდი აქ-ტიურობით არ გამოირჩევიან.
ლაგოდეხში ,,ჭეშმარიტ ქრისტიანთა საზოგადოებას" დაახ-ლოებით 70-მდე მიმდევარი ჰყავს.
ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონებში 1865 წლიდან მოქმე-დებენ ,,მოლოკნები", მათი მრევლი მცირერიცხოვანია და, ძირითა-დად, აერთიანებენ რუსეთიდან გადმოსახლებულ ,,მოლოკანთა" შთამომავლებს.
ბოლო დროს ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირსა და სა-ნავარდოში მცხოვრებ კათოლიკე მესხების შთამომავლებთან საა-გიტაციოდ ჩადიან კათოლიკე პადრები.

ბ) გურია
გურიის რეგიონში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირ-ჩევიან ,,იეღოვას მოწმეები" და ,,ორმოცდაათიანელები". ,,იეღოვას მოწმეთა" გაერთიანება პირველად ჩოხატაურის რაიონში გამოჩნდა 1990-92 წლებში, შემდეგ კი ლანჩხუთში _ 1993 წელს.
გურიის რეგიონში უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებო-ბენ ,,ბაპტისტები" და ,,სტაროვერები". ,,სტაროვერების" რიგების შევსება, ძირითადად, რეგიონში მცხოვრები რუსი ეროვნების ადა-მიანთა ხარჯზე ხდებოდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ,,სტაროვერთა" უმრავლესობა გასულია გურიის რეგიონიდან. თან-დათან იზრდება ,,იეღოვას მოწმეებისა" და ,,ორმოცდაათიანელთა" მიმდევრების რიცხვი.

გ) ქვემო ქართლი
დღესდღეობით წალკის რაიონში არ მოქმედებს არც ერთი რელიგიური ორგანიზაცია. რაც შეეხება ქვემო ქართლის დანარჩენ ადმინისტრაციულ რაიონებს, ყველაზე მეტად გავრცელებულია ,,იეღოვას მოწმეები", რომლებიც თითქმის ერთდროულად გა-მოჩნდნენ 1989-90 წლებში ბოლნისის, დმანისისა და გარდაბნის რაიონებში, ხოლო 1992 წელს _ თეთრიწყაროს რაიონშიც. ისი-ნი სისტემატურ ქადაგებას ეწევიან მარნეულის რაიონშიც, სადაც, გაითვალისწინეს რა ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური მრა-ვალფეროვნება, ჩამოყალიბებული აქვთ ქართული, რუსული და აზერბაიჯანულენოვანი ჯგუფები. ამ ჯგუფებში გაერთიანებულია 150-მდე კაცი. ქვემო ქართლში ცალკე შეიძლება გამოიყოს სოფ-ლები, სადაც `იეღოვას მოწმეების" გავლენა საგრძნობია. კერძოდ, ბოლნისის რაიონის სოფლები: რატევანი, რაჭისუბანი, ტანძია, ბა-ლიჭი; დაბები - კაზრეთი და თამარისი; თეთრიწყაროს რაიონში - სოფლები: ფარცხისი, მარაბდა და ივანოვკა.
ქვემო ქართლის რეგიონში `ბაპტისტების'' დასაყრდენ პუნქ-ტად ითვლება დმანისის რაიონის სოფელი განთიადი. ქ. ბოლნისში მათ საკუთარი სამლოცველო სახლი გააჩნიათ.
1995 წლიდან თეთრიწყაროს რაიონში გამოჩნდნენ კრიშნაი-ტები. მათი ცენტრია სოფელი ასურეთი.
ცალკე უნდა აღინიშნოს ამ რეგიონში მუსლიმური რელიგი-ის გავრცელების საკითხი. ქვემო ქართლში კომპაქტურად სახ-ლობს აზერბაიჯანელი და აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეო-ბა. მაჰმადიანობის მიმდევართა საქმიანობა მკვეთრად გააქტიურდა. მარნეულის სოფლებში _ კიზილაჯალო, ალგეთი, დამია, გეურარ-ხი, სადახლო, ბაიდარი, ქვემო სარალი _ მოქმედებს მეჩეთები.
მუსლიმური ტრადიციული რელიგიის ქადაგების გააქტიურე-ბას თავისი დადებითი მხარეები გააჩნია. კერძოდ, ასეთ სიტუაცია-ში ნაკლებად საშიშია ისეთი მუსლიმური სექტის გავრცელება, როგორიცაა `ვაჰაბიტები".

დ) შიდა ქართლი
შიდა ქართლის რეგიონში რელიგიური გაერთიანებების საქ-მიანობის დასაყრდენს ქ. გორი წარმოადგენს, სადაც ყველა რელი-გიური გაერთიანების ცენტრი არსებობს. ყველაზე მეტად გავრცე-ლებულია `იეღოვას მოწმეები", რომლებიც შიდა ქართლის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში მოქმედებენ. `ორმოცდაათიანელებსა" და `ბაპტისტებს" ვხვდებით სამ რაიონში _ გორი, კასპი, ქარე-ლი. `სტაროვერები" მოქმედებენ გორში.

ე) სამეგრელო და ზემო სვანეთი
სამეგრელოს მოსახლეობაში საკმაო მხარდაჭერა პოვა `იე-ღოვას მოწმეებმა". სამეგრელო, კახეთის შემდეგ, მეორე რეგიონია `იეღოვას მოწმეთა" მიმდევრების რაოდენობითა და გავრცელების მასშტაბურობით. ამ ორგანიზაციამ სამეგრელოსა და ზემო სვანეთ-ში 1988-89 წლებში დაიწყო საქმიანობა. სწორედ ამ პერიოდიდან გამოჩნდნენ იეღოველები სენაკში, ზუგდიდსა და მესტიაში, ხოლო ჩხოროწყუს რაიონში 80-იანი წლების დასაწყისიდან შეიმჩნეოდ-ნენ. 1995 წლიდან `იეღოვას მოწმეებმა~ სამეგრელოს რეგიონის ყველა რაიონში მოიკიდეს ფეხი.
`ბაპტისტები" მოქმედებენ ზუგდიდსა და ფოთში, ხოლო `ორმოცდაათიანელებისა" და `სტაროვერების~ გავრცელების არეა-ლი ამ რეგიონში ფოთით შემოიფარგლება. საქართველოს საზღვაო ჭიშკარი _ ფოთი ცალკეული რელიგიური გაერთიანებების საქმია-ნობისათვის ხელსაყრელ ადგილად იქცა, რადგან სწორედ აქედან შემოდის მათთვის განკუთვნილი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი და შემდეგ მთელ დასავლეთ საქართველოში ვრცელდება. ფოთში მოქმედებს და იქვე აქვს ცენტრი სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე ყველა რელიგიურ გაერთიანებას.

ვ) რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში რელიგიუ-რი გაერთიანებების ნაკლები აქტიურობა შეინიშნება. ამ მხარეში, ძირითადად, `იეღოვას მოწმეები" და `ბაპტისტები" შეინიშნებიან. `იეღოვას მოწმეები" პირველად 1991 წელს ონში გამოჩდნენ, 1992 წლიდან _ ამბროლაურში. ამავე პერიოდიდან (1992-93 წწ.) მათი აქტიური საქმიანობა შეინიშნება ცაგერსა და ლენტეხში. ამ რეგიონებისათვის დამახასიათებელია ის, რომ არატრადიციული რელიგიების მიმდევრები ძირითადად საშუალო ასაკის (30-50 წე-ლი) ქალბატონები არიან.
რაც შეეხებათ `ბაპტისტებს", ისინი მხოლოდ ცაგერის რაიონში მოქმედებენ.

ზ) მცხეთა-მთიანეთი
ამ რეგიონში რელიგიური გაერთიანებების აქტიურობით გამოირჩევა დუშეთისა და თიანეთის რაიონები. აქ, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით გავრცელებულია `იეღოვას მო-წმეები". დუშეთის რაიონში მათმა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. ისინი, ასევე, შეინიშნებიან თიანეთში, ყაზბეგსა და მცხეთაში. `ბაპტისტები" მხოლოდ თიანეთსა და მცხეთაში არიან, `ორმოც-დაათიანელები" _ დუშეთში. თიანეთსა და მცხეთაში მოქმედებენ ისეთი მცირედგავრცელებული რელიგიური ორგანიზაციებიც, რო-გორიცაა ,,კრიშნაიტები" და ,,ბაჰაის მიმდევრები".

 თ) იმერეთი
იმერეთში არსებული ვითარება მეტ-ნაკლებად წააგავს სა-ქართველოს სხვადასხვა რეგიონში შექმნილ ვითარებას. რეგიონში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობენ ,,ბაპტისტები" და ,,ორმოცდაათია-ნელები", თუმცა, ისინი დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან. რაც შეეხება ,,იეღოვას მოწმეებს", პირველად 1987-88 წლებში სამ-ტრედიაში გამოჩდნენ, 1988 წლიდან _ ტყიბულსა და ჭიათურაში. დღესდღეობით ისინი იმერეთის თორმეტივე რაიონში მოქმედებენ. ცენტრი გააჩნიათ ქ. ქუთაისში, სადაც ხდება მთელი რეგიონის საქმიანობის კოორდინირება.
საკმაოდ აქტიურობენ ,,ორმოცდაათიანელები", ზესტაფონ-ში მათ საკუთარი სამლოცველო გააჩნიათ. აქ მათი მიმდევრების რაოდენობა 600 კაცამდე აღწევს და უმრავლესობა ახალგაზრდე-ბი არიან. მათი გავრცელების არეალია წყალტუბო, ასევე, სამტ-რედია, ჭიათურა. იმავე რაიონებში ვხვდებით ,,ბაპტისტებსაც".
იმერეთის რეგიონის ორ რაიონში _ ტყიბულსა და ზესტა-ფონში მოქმედებს ,,ჭეშმარიტ ქრისტიანთა" საზოგადოება, საჩხე-რეში გავრცელდა ,,კრიშნაიტები" და ,,ღვთაებრივი ახალი სიტყ-ვა".

ი) აჭარა
ტრადიციული რელიგიების გვერდით აჭარაში რამდენიმე სხვა რელიგია და სექტა გამოჩნდა, კერძოდ: ,,იეღოვას მოწმეები", ,,ბაჰაისტები", ,,კრიშნაიტები", ,,ბაპტისტები", ,,ევანგელისტები", ,,ორმოცდაათიანელები". აქვე ფუნქციონირებს საქართველოსათვის არატრადიციული მართლმადიდებელი მიმდინარეობა _ `სტაროვე-რობა". ,,ბაჰაისტებსა" და ,,კრიშნაიტებს" აქტიური მომხრეები არ გამოუჩნდათ, მაგრამ მათი დამკვიდრების მცდელობა დღესაც დი-დია.
საინტერესოა, რომ ,,იეღოვას მოწმეთა" და `ორმოცდაათი-ანელთა" რიგები ძირითადად ივსებოდა იმ ქართველი და სომეხი ეროვნების მოქალაქეების ხარჯზე, რომლებსაც საზღვარგარეთ (აშშ, კანადა, ავსტრალია და ისრაელი) ემიგრირების სურვილი ჰქონდათ. სექტაში გაერთიანება მათ წევრებს საშუალებას აძლევ-და შესაბამის ქვეყანაში, თავიანთი თანამოაზრეების დახმარებით, მიეღოთ ქვეყნის მოქალაქეობა და მოეგვარებინათ სოციალურ-ეკო-ნომიკური პირობები. საინტერესოა ისიც, რომ ბათუმის ტერიტო-რიაზე არც ერთ დასახელებულ რელიგიურ ორგანიზაციას ოფი-ციალური, მუდმივი წარმომადგენლობა არ გააჩნია.

ავტორი
მარიამ ცაცანაშვილი.


http://www.patriarchate.ge/?action=organizaciebi

Комментариев нет:

Отправить комментарий