среда, 4 декабря 2013 г.

პატრიარქი - რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მართლმადიდებლობას - ქართველი ხალხი არ მიიღებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, გლობალიზაციის პროცესი გარდაუვალია, თუმცა აქედან უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა. 

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაული ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ისეთი მოვლენები ვითარდება, რომელიც არ ყოფილა მთელი ისტორიის განმავლობაში, ომები, მრავალი ხალხის მღელვარება, ისეთი საკითხების განხილვა ხდება, რომელიც არ დამდგარა წარსულში.

"ეს უარყოფითი მოვლენები ადამიანს დააკნინებს, ეს არის ერთსქესიანთა ქორწინებები, იმდენად მძიმე ცოდვაა, რომ ამის ხსენება ეკლესიაში არ შეიძლება. დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი, ხალხი გრძნობს ამ ცოდვას. გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ვითარდება მსოფლიოში, არ შეიძლება ჩვენ შევაჩეროთ, ეს გარდაუვალი პროცესია, მაგრამ აქედან ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა, რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მართლმადიდებლობას - ქართველი ხალხი არ მიიღებს. შემთხვევით არ არის ნათქვამი იოანე ზოსიმეს მიერ: "ამით ენით, ქართულითა ენითა განიკითხება მსოფლიო", ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქართველი ხალხი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.




Комментариев нет:

Отправить комментарий