воскресенье, 15 декабря 2013 г.

აზროვნების აკრძალვის შესახებ.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან იტყობინებიან, ამერიკის ქალაქ ოგასტის (ვირჯინიის შტატი) ხელმძღვანელობამ აიძულა 24 წლის სტუდენტი გოგონა ჯენიფერ კიტონი უარი ეთქვა თავის რელიგიურ შეხედულებებზე. სტუდენტს არაერთხელ გამოუხატავს თავისი ქრისტიანული შეხედულებები, კერძოდ, ჰომოსექსუალიზმსა და აბორტებზე. ჯენიფერი არ ეთანხმებოდა იმას, რომ ჰომოსექსუალიზმი ეს თანდაყოლილი და უცვლელი მდგომარეობაა, და აგრეთვე ღიად აცხადებდა, რომ აბორტები მორალურად მიუღებელია. შედეგად, ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ გააფრთხილა სტუდენტი, რომ თუკი ის არ გამოიჩენდა ძალისხმევას და არ იმუშავებდა არატრადიციული ორიენტაციის პირებთან ურთიერთობის გაფართოებაზე, აგრეთვე არ დაესწრებოდა გეი-პარადებს და არ შეასრულებდა სტუდენტებისათვის განკუთვნილ სხვა მითითებებს, სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.

რუსულ ინტერნეტში ამ საკითხის განხილვამ აჩვენა, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი ეთანხმება კოლეჯის ხელმძღვანელობას საქმე იმაშია, რომ სტუდენტი ფსიქოლოგად აპირებდა მუშაობას, ასეთი სამუშაო კი ითხოვს ადამიანისაგან, რომ იხელმძღვანელოს “გონებითა და მეცნიერებით” და არა “რელიგიური დოგმებით”. ჩვენთან ფესვგადგმულია იდეოლოგია, რომელიც აპირისპირებს “გონებასა და მეცნიერებას” “ქრისტიანულ დოგმებთან” ჩვენთან ხომ სწორედ ის ბატონობდა სამოცდაათი წლის განმავლობაში და საზღვარგარეთიდან იმპორტირებული ამავე იდეოლოგიის ოდნავ სახეშეცვლილი შტამი ჩვენთან ალბათ იოლად დაიდებს ბინას. ეს საგანგაშოა, რადგანაც იგივე იდეოლოგიური ვირუსები, დასავლეთში სურდოს იწვევს, ჩვენს ქვეყანაში კი ფილტვების ანთებას. ამიტომაც დაფიქრება გვმართებს იმაზე, თუ როგორი პასუხი გავცეთ მას. ჩვენი ოპონენტები გონებასა და მეცნიერებას იფიცებენ კარგი, მოვიხმოთ გონება და მეცნიერება. განვიხილოთ ორივე პრობლემა აბორტები და “თანდაყოლილი ორიენტაცია” ისე, რომ არ მოვიშველიოთ ბიბლია, უბრალოდ გონების პოზიციიდან. დავიწყოთ აბორტებით.

ცნება “ადამიანის განუყოფელი უფლებების” შესახებ გულისხმობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უნებლიეთ განვმარტოთ “ადამიანის” გაგება. რადგანაც მაშინ ეს უფლებები სწორედაც რომ განყოფადია ჩვენ უბრალოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს “არა ადამიანებად” ვაცხადებთ, და ძალიან მარტივად უფლებებსაც ვართმევთ. ამიტომაც “ადამიანის” გაგება გამონათქვამში “ადამიანის განუყოფელი უფლებები” შესაძლებელია იყოს მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური, ბუნებრივი, რაღაც მოვალეობითი, რასაც ჩვენ ვაღიარებთ, მაგრამ არ ვაწესებთ. იურიდიული ლექსიკონი “ადამიანის განუყოფელ უფლებებს” განმარტავს , როგორც “წარმოდგენას იმაზე. რომ ადამიანებს გააჩნიათ უფლებები სწორედ იმიტომ, რომ ისინი ადამიანები და არა განსაზღვრული სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. უფლებები განუყოფელია, რადგანაც თითოეული ადამიანი თავისი ბუნებით უკვე ფლობს მათ. ეს განმსაზღვრელი კონცეფცია და აგრეთვე კონცეფცია ‘ადამიანური ღირსების თანდაყოლილი გრძნობის “შესახებ წარმოადგენს ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დაცვისა და უზრუნველყოფის ‘იდეის საფუძველს”.

ყველა ადამიანი თეთრკანიანიც და შავკანიანიც, ჭკვიანიც და სულელიც, ლოთებიც და არამსმელებიც, უზნეონიც და ოჯახების ღირსეული დედ-მამანიც, უმწეო ინვალიდებიც და ოლიმპიელი ჩემპიონებიც, მჭერმეტყველი ორატორებიც და მუნჯები, გონიერნიც და ჩლუნგებიც, შესაშური ჯანმრთელობის მქონენიც და სიკვდილის ზღურბლზე მდგარნიც, ბავშვები, ყმაწვილები, მოწიფული მამაკაცები და ქალები, მოხუცები, მძინარენი და მღვიძარენი, სწორი თუ არასწორი პოლიტიკური თუ რელიგიური აზროვნების ადამიანები და ა.შ. და ა.შ. ფლობენ განსაზღვრულ განუყოფელ უფლებებს. ამრიგად, ადამიანის განსაზღვრამ უნდა აღწეროს რეალობა, და არა თვითნებურად იქნას შემოტანილი, “როგორც ეს გვაწყობს”. ერთადერთი ასეთი განსაზღვრება არის ის, რომ ადამიანი ცოცხალი არსებაა და ის განეკუთვნება ადამიანთა რიგს. თუკი არ არსებობს არსებითად განმასხვავებელი ადამიანური ბუნება (როგორც ზოგიერთი თვლის), მაშინ საუბარი ადამიანის უფლებებზე თავის საგანს კარგავს; თუკი არსება, ამ ბუნებას რომ განეკუთვნება, რაღაც ნიშან-თვისებით შეიძლება გამორიცხო ადამიანების რიგებიდან, უფლებები კარგავს თავის “განუყოფელობას”.

მაგალითად, პოპულარული ავსტრალიელი ფილოსოფოსი პიტერ სინგერი უარყოფს თოთო ბავშვების უფლებებს სიცოცხლეზე , რადგანაც “ისინი მოკლებული არიან პიროვნების ისეთ განმსაზღვრელ თვისებებს, როგორიცაა რაციონალურობა, ავტონომიურობა და თვითშეგნება”. მაგრამ ამ ფილოსოფიის ნებისმიერ მიმდევარს შეუძლია უბრალოდ ყბაში გაარტყას პიტერ სინგერს…თუმცა ყბაში გარტყმა არაეთიკური იქნებოდა, უბრალოდ დალოდებოდა, სანამ ის დაიძინებდა , და ამ მომენტში უბადლოდ ეთიკურად მოეკლა. მეტიც, გაურკვეველი დარჩება, რატომაა რომ სიცოცხლის უფლების კრიტერიუმის განსაზღვრისას ვხელმძღვანელობთ სინგერისეული “აღმოჩენებით”, და არა რაიმე განსხვავებულით; გაუგებარია, რატომ ვერ გამოვაცხადებთ ადამიანის განმსაზღვრელ ნიშან-თვისებად კანის ფერს, ან დოვლათის დონეს, ან მეგობრულ დამოკიდებულებას “ძლიერთა ამა სოფლისანი”-ს მიმართ, ანდა ნებისმიერ სხვა რამეს. თუკი ჩვენ თვითონ ვადგენთ, ვინაა ადამიანი და ვინ არა, და არ ვცნობთ მის კუთვნილებას ადამიანური ბუნებისადმი როგორც ჩვენგან დამოუკიდებელ რეალობას ,”განუყოფელი უფლებების “ცნება კარგავს ყოველგვარ აზრს.

არის თუ არა დედის წიაღში მყოფი ბავშვი ცოცხალი არსება, რომელიც განეკუთვნება ადამიანთა რიგს? დიახ. ამ დებულებით აქვს თუ არა მას სიცოცხლის უფლება? დიახ. საინტერესოა, რომ სინგერიც კი, მისი თანამოაზრე ბრიტანელი სამედიცინო მოღვაწე ჯონ ჰარისიც და მათი მიმბაძველი ალექსანდრე ნიკონოვიც ვერ ხედავენ სტატუსის ვერავითარ რადიკალურ ცვლილებას მშობიარობის პროცესში. თუკი ჩვენ ვეთანხმებით პერინატალურ აბორტს, რატომ არ ვეთანხმებით პოსტნატალურ აბორტს? უხეშად რომ ვთქვათ, რით განსხვავდება ჩანასახი დაბადებამდე 5 წუთით ადრე ჩანასახისგან , რომელიც დაიბადა 5 წუთით გვიან? პრაქტიკულად არაფრით.

ამრიგად, თუკი ვუარყოფთ დედის წიაღში მყოფი ბავშვის უფლებას სიცოცხლეზე, შეუძლებელია უცილობელი უფლებების კონცეფცია ამტკიცო და. ამავე დროს, თანმიმდევრული დარჩე. სიცოცხლის უფლება პირველია რადგანაც მოკლულები ვერ ისარგებლებენ ამ უფლებით და მისი უარყოფით სრულიად მიუღებელი ხდება საუბარი უცილობელ, განუყოფელ უფლებებზე. ადამიანი, რომელიც უარყოფს დედის მუცელში მყოფი ჩვილის უფლებას სიცოცხლეზე, და თანაც რაღაც უფლებებს თავისთვის ითხოვს, აბსურდამდე მიდის.

აბორტების მომხრეთა საუბარი ადამიანის უცილობელ უფლებებზე პირფერული სულაც არაა რადგანაც პირფერს შეიძლება გააჩნდეს თანმიმდევრული, საღი მსჯელობები, უბრალოდ მათ ცხოვრებაში არ ატარებს. მათი საუბარი უაზრობაა და წინააღმდეგობრივია განსაზღვრებებში.

და აი საქმე გვაქვს მსოფლმხედველობასთან, რომელიც ცოცხალი არსებების მთელი კატეგორიის სიცოცხლის ხელყოფას განიხილავს. ეს არსებები ადამიანთა გვარს განეკუთვნებიან, ისინი კი ამას განიხილავენ, როგორ რაღაც მართებულს, საქებარსაც კი მაგალითად, ცნობილი აბორტის მკეთებლის, ჯორჯ ტილერის ნეკროლოგში ნათქვამი იყო, რომ “ის ადამიანის თავისუფლებისათვის მებრძოლთა პანთეონში მარტინ ლუთერ კინგის გვერდით დგას”. და ეს ნათქვამია ადამიანზე, ვინც აბორტებს აკეთებდა უკვე დაგვიანებულ ვადებზე, და ვინც ფულს შოულობდა უკვე დასაბადებლად გამზადებული ბავშვების მოკვდინებით. მეორეს მხრივ, იგივე მსოფლმხედველობა საზოგადოებრივ საპირფარეშოებში სექსის აკრძალვის მცდელობას განიხილავს, როგორც ღრმა უსამართლობის აქტსა და უფლებების ფეხქვეშ გათელვას.

საქმე იმაშიც კი არაა, ეს მსოფლმხედველობა თანხმობაში მოდის თუ არა ჩვენს რწმენასთან; საქმე იმაშია, რომ იგი შემაძრწუნებელია საღი აზროვნებიდან გამომდინარეც კი. ის მიუღებელია არა იმდენად ჩვენი რელიგიისათვის, რამდენადაც ჩვენი ჩვევისათვის ვიაზროვნოთ. და როდესაც ეს მსოფლმხედველობა თავს მოხვეულია, ეს საფრთხეა არა მხოლოდ რწმენისათვის ეს საფრთხეა გონებისთვისაც.

შემდეგ ჩვენ გამუდმებით გვესმის, “მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ სექსუალური ორიენტაცია თანდაყოლილი და უცვლელი მდგომარეობაა”, ხოლო ჯენიფერ კიტონი უარყოფს მეცნიერებას თავისი ჩლუნგი ბიბლიური ფუნდამენტალიზმის გამოისობით, ამიტომაც ზარალდება. ამ შეხედულებაში ქრისტიანული სარწმუნოებისათვის კატასტროფული არაფერია ადამიანებს უამრავი თანდაყოლილი დარღვევა აქვთ. მაგრამ ამ მტკიცებას სერიოზული პრობლემები აქვს სწორედ მეცნიერების თვალსაზრისით. საქმე იმაშია, რომ ადამიანები იცვლიან თავიანთ სექსუალურ უპირატესობებს ორივე მხარეს., და ეს ნათელი ფაქტია. აი, მაგალითად, ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ქალი, ჯეკი კლუნი, 12 წლის განმავლობაში იყო ლესბოსელი, ახლა კი ქმარი და ოთხი შვილი ჰყავს ასეთი შემთხვევები ცოტა როდია. ამაზე იტყვიან ხოლმე, რომ “ორიენტაცია” და “ქცევა” სხვადასხვა რამეა. აშშ-ს უმაღლესი სასამართლო ასე არ თვლის და ქცევის შეზღუდვას განიხილავს როგორც დისკრიმინაციას ორიენტაციის ნიშნით. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სულ სხვა რამ ამ შემთხვევაში თეზისი თანდაყოლილი და უცვლელი ორიენტაციის შესახებ არ შეესაბამება ფალსიფიცირების კრიტერიუმს, ანუ პრინციპულად არამეცნიერულია.

ფალსიფიცირების კრიტერიუმი, რომელიც 1935 წელს წამოაყენა მეცნიერების ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა, გვეხმარება გავარჩიოთ მეცნიერული მსჯელობანი არამეცნიერულისაგან ვთქვათ, მრწამსისეული ან იდეოლოგიური. მეცნიერული რომ იყოს, თეორია პრინციპში არ უნდა იყოს უარყოფილი, მან უნდა დაუშვას ექსპერიმენტის ჩატარება (ანდა მონაცემების მოპოვება), რომელიც მას გააბათილებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მაგალითად, ადამიანები, რომელთაც ღრმად სწამთ, რომ დედამიწას უცხოპლანეტელები ეწვევიან ხოლმე, ბევრგან პოულობენ თავისი შეხედულებების მტკიცებულებებს ყველგან, მაიას მიტოვებული ქალაქებიდან დაწყებული მართლმადიდებლური ხატებით დამთავრებული, შორეული წარსულიდან ჩვენს დრომდე ისინი ხედავენ უცხოპლანეტელების სტუმრობების უამრავ მტკიცებულებას ხოლო ხელისუფლება, როგორც წესი, ამას მალავს. ამ შემთხვევაში უნდა დავსვათ შეკითხვა შეუძლია თუ არა რაიმე მონაცემს გააბათილოს თქვენი შეხედულებანი? თუ ეს პრინციპში შეუძლებელია, საქმე რწმენასთან გვაქვს, და არა მეცნიერებასთან. იგივე კრიტერიუმი მივუსადაგოთ თეზისს, რომ “არსებობს თანდაყოლილი სექსუალური ორიენტაცია, რომლის შეცვლა შეუძლებელია”.

თუკი ადამიანთა აბსოლუტურად ნებისმიერი აზრობრივი და თეორიულად დასაშვები ქცევა კონტაქტი თავისივე სქესის, საპირისპირო სქესის პირებთან, სექსუალური უპირატესობის ცვლა და ა.შ. ჩაიწერება “სექსუალური ორიენტაციის “დოქტრინაში ,მაშინ ეს დოქტრინა არ შეესაბამება ფალსიფიცირების კრიტერიუმს , და, ამრიგად, არამეცნიერულია. მართლაც, თუ არის თეორიულად შესაძლებელი, ამ თეზისის მეცნიერული გაბათილება? აქტიური, ცნობილი ლესბოსელის ჰეტეროსექსუალური ცხოვრების წიაღში დაბრუნება? სწორედ ამას ვაკვირდებით. კიდევ არის რამე?

ადამიანები ვარაუდობენ, რომ ასეთ შემთხვევებში ადამიანები ან ა) ფარული ნატურალები არიან, რომლებიც რაღაც მიზეზით ჩათრეული იქნენ გეი-კულტურაში, მაგრამ მერე მობეზრდათ..ბ) გეები, რაღაც მიზეზებით საკუთარ თავში რომ იხშობენ იდენტურობას გ) ბისექსუალები, ანუ რაღაც მესამე კატეგორიის წარმომადგენლები, იხრებიან რა როგორც თავისივე , ისე საპირისპირო სქესისაკენ. მაგრამ ამ ვარაუდის პრობლემა იმაშია, რომ მათი არც დამტკიცება შეგვიძლია, არც უარყოფა, ისინი სავსებით არამეცნიერულია, ანუ მეცნიერების მიღმა დგას. იგივე ჯეკი კლუნი, ლესბოსელად ყოფნისას, საკუთარ თავს ლესბოსელად თვლიდა, სიამოვნებით ამყარებდა სექსუალურ ურთიერთობებს ქალებთან როგორღა შევძლებდით ამოგვეცნო მასში გადაცმული ნატურალი, რომელიც ლესბოსელთა რიგებში შეიპარა? ანდა, ვივარაუდოთ ბ)ახლა მან ოთხი შვილი შობა როგორ განვსაზღვროთ, რომ სინამდვილეში ის ფარული ლესბოსელია, და ქმართან ურთიერთობა მხოლოდ ბნელი რელიგიური ფანატიზმის გამო აქვს? თუმცა, არა, ჯეკი რელიგიურს სულაც არ ჰგავს, ამაზე არაფერს ამბობს. არანაირი ობიექტური კრიტერიუმი, არანაირი ანალიზი, რომელიც განსაზღვრავდა “სექსუალურ ორიენტაციას”, არ არსებობს. შეიძლება შემოვიტანოთ დამატებითი არსი ბისექსუალები, და გადასვლა-გადმოსვლის ფაქტი მათ მივაწეროთ. მაგრამ რა ვუყოთ ფალსიფიცირების პრობლემას? თვითონ ჯეკი, მოგვითხრომს რა თავის გამოცდილებაზე, წერს:”ღვთის გულისათვის, ნუ გვიწოდებთ ბისექსუალებს”. მაშინ თეზისი “არსებობს აგრეთვე, თანდაყოლილი და უცვლელი ბისექსუალური ორიენტაცია” იგივე პრობლემის წინაშე დგება არც მისი დამტკიცება ხერხდება და არც უარყოფა. ჩვენ უბრალოდ შემოგვაქვს ახალი, პრინციპულად აღმოუჩენელი არსი, რათა გადავარჩინოთ თეზისი თანდაყოლილი ორიენტაციის შესახებ და ვიქმნით პრობლემებს არა მარტო ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით, არამედ მეთოდოლოგიური რედუქციონიზმის პრინციპთანაც, უბრალო ენაზე ოკამის სამართებელს რომ უწოდებენ.

აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ნებისმიერი პრინციპულად არაფალსიფიცირებული მტკიცებულება წინასწარვე მცდარია ან უაზრო. სულაც არა. არსებობს რწმენები, ესთეთიკური, ზნეობრივი მსჯელობანი, რომლებიც ჭეშმარიტია, მაგრამ არამეცნიერულიც. მაგრამ ისინი არამეცნიერულია, და მათი მეცნიერულად წარმოჩენა უხეში შეცდომაა. სწორედ ასევე თეზისი “არსებობს თანდაყოლილი და უცვლელი სექსუალური ორიენტაცია” არამეცნიერულია და მისი მეცნიერულად წარმოჩენის ჯიუტი სურვილი, მარტივად რომ ვთქვათ, არასწორია.

იდეოლოგია, რომელთანაც საქმე გვაქვს ამ შემთხვევაში, არ ებრძვის “ფუნდამენტალიზმს” ან “რელიგიას” ზოგადად. ის ეწინააღმდეგება საღ აზროვნებას, ის ასაღებს მეცნიერებად იმას, რაც მეცნიერება არაა. ის აიძულებს ადამიანებს დაიჯერონ სიცრუე და დაემორჩილონ აბსურდს მათი სავსებით მიწიერი კეთილდღეობის ნათლელი, დამანგრეველი შედეგებით. სულაც არაა აუცილებელი იყო მკაცრი ბიბლიური ფუნდამენტალისტი, რომ მიუღებლად ჩათვალო ის.

ავტორი: სერგეი ხუდიევი


http://faith.ge/index.php?newsid=1259


Комментариев нет:

Отправить комментарий