ვერ დააფასებ ჯეროვნად კეთილი სულის მიერ მონიჭებულ სიკეთეებს. თუ არ გეცოდინება შენი სულის მკვლელი, ვერც სულის მაცოცხლებელს იცნობ და რომ არა სრულიად საწინააღმდეგო, პირდაპირ ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები - სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიკვდილი, არცერთზე არ გექნება სრული წარმოდგენა. არ გამოივლი გაჭირვებას, ხორცის, სულის სიკვდილის შიშს? არ გეცოდინება გულით მაცხოვარი, ცხოვრებისმომნიჭებელი შენი, რომელსაც ამ ყოფიდან გამოყავხარ და სულიერი სიკვდილისაგან გიფარავს. მაცხოვარია ნუგეშინისმცემელი, სიხარული, სიცოცხლე, სიმშვიდე, მხიარულება ჩვენი გულებისა. დიდება უფალს, ყოვლადბრძენს, ყოვლადკეთილს, რომელიც ბოროტის, სიკვდილის ხელს მიგვცემს ხოლმე გამოსაცდელად და სატანჯველად! სხვანაირად, რანაირად დავაფასებდით ცხოველსმყოფელ მადლს ნუგეშინისმცემელისას, ნუგეშს, ნუგეშინისმცემელი სულისას.
წმ. იოანე კრონშტადტელი
წმ. იოანე კრონშტადტელი
Комментариев нет:
Отправить комментарий