суббота, 14 декабря 2013 г.

როდესაც რაღაცას უსამართლოდ ვაკეთებ და შემდეგ გამოსწორებას ვიწყებ, აზრებში ვქედმაღლობ და ასე მგონია, თითქოს რაღაც სიკეთეს ვაკეთებ. რა უნდა ვუპასუხო აზრებს ასეთ შემთხვევაში?

უთხარი: ვინც უსამართლობას სჩადის, სასჯელი მოელის, ხოლო ვინც გამოსწორებას იწყებს, სასჯელს თავს აღწევს და ქებას იმსახურებს. სხვა არის სიკეთის კეთება და სხვა - უსამართლო საქციელი. ერთი საუკუნო განსვენებას გვიმზადებს, რამეთუ ღმერთს სათნოეყოფა, ხოლო მეორე - საუკუნო ტანჯვას, რამეთუ ღმერთს არისხებს. სწორედ ესაა ის, რაზეც დავითი ამბობს: „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი“ (ფსალ. 33, 15), მაგრამ ღვთის გარეშე ვერანაირ სიკეთეს ვერ გავაკეთებთ, რამეთუ მან თქვა: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15, 5); და მოციქულიც ამბობს: „რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რასა იქადი ვათარცა არამიღებულსა?“ (1 კორ. 4, 7). და ამიტომ, თუკი ჩვენ სიკეთის კეთების დროსაც გვეკრძალება ქედმაღლობა, მით უმეტეს ბოროტებისაგან განშორების დროს. დიდი უგუნურებაა, თუ საკუთარ თავს იმიტომ ვაქებთ, რომ არ ვცოდავთ. დაუკვირდი საკუთარ თავს ძმაო, ბოროტმა დემონებმა არ მოგხიბლონ; დაე, უფალმა გიხსნას მათგან თავისი წმიდანების ლოცვით, ამინ.



წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე






Комментариев нет:

Отправить комментарий