четверг, 23 января 2014 г.

49. სამოთხის ბაღიდან მერვე მხეცამდე.

გავიაროთ გზა სამოთხის ბაღიდან მერვე მხეცამდე, მარტივად, მაგრამ ბიბლიის მიხედვით , ასევე ვარაუდებით, თუნდაც ეს ვარაუდები იყოს მცდარი.

დავყოთ ეს გზა მონაკვეთებად.

სამოთხის ბაღიდან ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტამდე.

ადამი და ევა მოხიბლულები მომხიბვლელი აზრით კარგავენ სამოთხის ბაღში ცხოვრების უფლებას. ღმერთი აძევებს მათ . ცბიერი გველიც დასჯილია.

ადამი და ევა იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. მათ უჩნდებათ შვილები. ერთერთი შვილი კლავს ძმას და ის სამუდამოდ დაწყევლილი ტოვებს მშობლიურ კერას. ადამიანების გამრევლება გრძელდება . ციურ ანგელოზებს მოეწონათ მიწიერი ქალები და მოიყვანეს ისინი ცოლად. ამ კავშირმა ადამიანების ახალი სახეობა შექმნა . ესენი იყვნენ გოლიათები.

თანდათან გაირყვნა ადამიანთა მოდგმა ისე, რომ ღმერთმა გადაწყვიტა მოესპო ეს მოდგმა. მხოლოდ ერთი ოჯახი იყო უფლისთვის მისაღები და ეს ერთი ოჯახი დატოვა ღმერთმა მომავალი გამრავლებისთვის. კვლავ გამრავლდა დედამიწაზე გადარჩენილი ერთადერთი შტო.

ერთი ოჯახის შვილები ერთ ენაზე საუბრობდნენ. ერთ დღეს მათ გადაწყვიტეს, იმიტომ რომ არ დაფანტულიყვნენ  დედამიწაზე ,აეგოთ უმაღლესი ნიშანსვეტი, რომელიც, მათი აზრით, დედამიწის ყველა კუთხიდან იქნებოდა სანახავი, რაც მათი უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა.(ასეთი აზრი ალბათ ფანატიკოსებს თუ გაუჩნდებოდა , რადგან რა სიმაღლის სვეტი უნდა აეგოთ მათ, რომ ის ყველა კუთხიდან სანახავი ყოფილიყო? ან , მათი წარმოდგენით დედამიწა არ იყო ისე დიდი, როგორიც არის სინამდვილეში.)

უსაფრთხოების სვეტის აშენებას  საბოლაოდ მაინც შეეწირებოდნენ ადამიანები, რადგან ეს იქნებოდა დაუსრულებელი მშენებლობა , მშენებლობა და ნგრევა.

თუმცა, ღმერთმა ეს მშენებლობა მალე ჩაშალა, ადამიანებს  კი,  ენა, რომელ ენაზეც ისინი  ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, აურია. გაჩნდნენ ახალი ენები, ერები, ტომები, ხალხები და ახალი  წესჩვეულებები. ენის არევის (აზრის არევის)ადგილს ბაბილონი ეწოდა .

ბაბილონის სვეტის მშენებლობა შეწყდა , მაგრამ გადის დრო და ადგილზე, რომელსაც ბაბილონი ეწოდა, აშენდა იმ დროის ულამაზესი და უძლიერესი ქალაქი. ქალაქი ბაბილონი ბაბილონის სახელმწიფოდ გადაიქცა. ღმერთმა ჩაუშალა ნოეს მოდგმას უმაღლესი სვეტის აგების გეგმა, მაგრამ ქალაქი ბაბილონი თითქოს ღმერთს ჯიბრში უდგას _ ის ხდება მრავალღმერთიანობის მიმდევარი  ქალაქი, რომლის მთავარი კერპი ურჩხულია. ქალაქმა ბაბილონმა  თითქოს ის გველი შეიფარა, რომელიც ღმერთმა დაწყევლა. ქალაქი ბაბილონი ისეთივე მაცდური გახდა ადამიანებისათვის როგორიც სამოთხის გველი იყო. ქალაქი ბაბილონი იწყებს მსოფლიო ბადის ქსოვას ანუ ცრურელიგიების, ცრუსწავლებების, ( ასევე ათეიზმი, ქურდული სისტემა)  გავრცელებას, რომლის მახეში ებმება იმ დროის(ამ დროისაც) მსოფლიო. მსოფლიოს ყველა ერი კერპთაყვანისმცემელია.ეს იყო ბაბილონის დემოკრატია_ჰყოლოდათ ღმერთად ის, ვინც ადამიანებს სურდათ,მაგრამ სადავეები ბაბილონს ეჭირა(უჭირავს).ბადის საქსოვი თოკები მის ხელში იყო(არის). ის ინფორმაციული ინტრიგანია. მაგრამ, ღმერთი მეორე წარღვნას არ მიმართავს. ის ამ სახელმწოფოს ერთერთი ქალაქიდან _ური-დან ირჩევს ერთ ოჯახს , (როგორც ნოეს ოჯახი აირჩია) და , ეუბნება მიჰყვეს მითითებებს , დატოვოს მშობლიური კერა და გაემგზავროს სხვა მიწაზე დასასახლებლად, რადგან , ამ მიწაზე სურს უზენაესს დაამკვიდროს მისი რჩეული ადამიანი, რომელიც ერთადერთი ნამდვილი ღმერთის მიმდევარი იქნება და სამუდამოდ გაწყვეტს კავშირს ცრუ,მოგონილი ღმერთების მიმდევრებთან. ასეც ხდება.


მრავალი წლის შემდეგაც ბაბილონის უძლიერესი სახელმწიფო ოქროსავით ბრწყინავს.

აბრაამის მოდგმა კი კვლავ ერთადერთი ღმერთის მიმდევარია.

ეს მოდგმაც საბოლაოდ ბაბილონელთა ტყვეობაში მოექცევა იმის გამო, რომ მათშორისაც ბაბილონელთა ცრუღმერთიანობამ გაიდგა ფესვები. ეს იყო სასჯელი.

თუმცა ჩვენ სხვა მონაკვეთზე გადავიდეთ.

ბაბილონელთა ცრუღმერთიანობა  დანიელ წინასწარმეტყველის ხილული ოთხი მხეცი-სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი ბორბალია. (ბაბილონელების გამოგონილი ბორბალი).

მეოთხე მხეცის დროს მოხდა აღთქმული_მხსნელი მოევლინა ცრუღმერთიანობაში ჩაფლულ კაცობრიობას,ღმერთი განკაცდა.

ოთხივე მხეცი განადგურდა. ქრისტიანობა გავრცელდა , მაგრამ მალე, როგორც განკაცებულმა ღმერთმა უწინასწარმეტყველა ადამიანებს, მსოფლიოს მმართველობა სატანას გადაეცემოდა და ამიტომ ქრისტეს მიმდევრები ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იქნებოდნენ მუდმივ დევნაში, მსოფლიოში თავი იჩინა ქრისტიანთა ახალმა მდევნელმა ძალამ,  რელიგიამ _ისლამმა.

ქრისტიანობის მრავალი მიმდევარი განდეგილ ცხოვრებას ირჩევეს.

ბიზანტიის ერთდროს უძლიერესი ქრისტიანული სახელმწიფო დაეცა. მსოფლიო არენაზე საშიში ისლამური იმპერიები დაარსდნენ. რადგან აპოკალიფსი მიუთითებს ქრისტიანთა მკვლელების დასჯაზე, მაშინ ისლამური სამყაროს გამორიცხვა დასაჯელთა რიცხვიდან არასწორი იქნება.

ისლამური იმპერიების დაცემის შემდეგ მსოფლიო არენაზე ჩნდება კიდევ უფრო საშიში  მხეცი იმპერია _ათეისტური, ქრისტიანთა მკვლელი, სსრკ.

განდიდების სურვილი , რომელითაც  ადამიანები  სამოთხის ბაღში მოიხიბლნენ,  შხამად იქცა. ამ შხამის მფლობელები გახდნენ ბაბილონელები. ისინი განდიდების სურვილით შეპყრობილები მოითხოვდნენ მათთვის პატივი ეცათ როგორც ღმერთებისთვის. განდიდების მანია მათი სუსტი ადგილია, ამიტომ პირველი იმიჯმეიკერებიც ისინი არიან. ,

ეს ქალაქი მაცდურია ქალივით, უფრო სწორად, ეს არის ქალი რომელიც თავის წიაღში იფარავს მაცდურს_გველს , და ამიტომ ეს ქალი -ქალაქი არის გველივით მომხიბვლელი(მომხიბვლელ აზრს სთავაზობს ადამიანებს, გველივით)და  მაცდური.

ეს ქალი-ქალაქი იყო მშობელი მომავალი ცრურელიგიებისა და ფანატიკოსი მმართველების. ანტიღვთიური იმპერიების სულისჩამდგმელი. ის არის ასევე სანახაობების დედოფალი. (ეს ქალი მაგონებს ყინულის დედოფალს,ასევე კუდიან დედინაცვალს, ჯადოქარს ,რომელსაც შეუძლია იყო ახალგაზრდა და ასევე მაცდური მოხუცი.)))

ქალაქი ფარულად მოქმედებს (უფრო ქრისტიანობის შემდეგ). მისი უკანასკნელი ნაშიერები არიან მერვე მხეცი და კრავისრქიანი მხეცი. უკანასკნელი ურჩხულელები დედა ურჩხულს გაანადგურებენ, თუმცა თვითონ მერვე მხეცის  მმართველების ზნეობრივ-მორალური დონე ისე იქნება განადგურებული, რომ ძნელი გასარჩევი იქნება ვინ გაიმრჯვა, მხეცებმა რომლებმაც გაანადგურეს დამღუპველი დედა , თუ დედაბაბილონი რომელმაც უკანასკნელ ზღვრამდე (ზნეობრივად) გაანადგურა საკუთარი შვილები(რის შედეგადაც არიან ისინი მხეცები). ვინ უფრო ბილწია, ქალიმეძავი თუ კაციმეძავი...

განდიდების მანია, რომლის ხიბლით (განდიდების მანიამ  ჩამოაშორა ადამი და ევა ღმერთს , გაამეძავა მათი თაობა რადგან სხვას აღიარებდნენ ღმერთად და არა ნამდვილ ღმერთს)  ბაბილონმა მეძავებად აქცია კაცები(მათ სურთ იყვნენ ღმერთები, ამიტომ ისინი ბაბილონური დემოკრატიის პროგრამას_ვისაც ვინც უნდა ის ჰყავდეს ღმერთად, ჩაუშვებენ მსოფლიოში) ამ კაცებს გადააწყვეტინებს მოიშორონ ქალი_ცრუღმერთების მშობელი.

ბაბილონი  მიიყვანს  მათ მსოფლიო  სამეფო ტახტამდე -მსოფლიოს ერთღმერთიანობამდე.

ერთადერთი ღმერთი ისევე ცრუ ღმერთია როგორიც ბაბილონის მრავალი ღმერთები, რადგან მსოფლიო ღმერთკაცი ეშმაკის მოყვანილი ღმერთი იქნება.

ბაბილონი მიიყვანს მსოფლიოს იმ ზღვრამდე, რომლის იქეთ არ არსებობს უფრო მეტი სულიერი თუ ფიზიკური დაცემა. კაცი მეძავები კი სრულყოფილად დაეუფლებიან ბაბილონის მაცდურობას,ამაში მათ თანამედროვე ელექტროტექნიკური მიღწევები დაეხმარებათ.

ბაბილონელები ,როგორც პირველი, ასევე, იქნებიან უკანასკნელი იმიჯმეიკერები, რომლებიც უკანასკნელ მხეცებს და მსოფლიო ლიდერს შექმნიან.

ჩვენ ვუახლოვდებით ბაბილონის ეშმაკობის ყველაზე დაფარულ მონაცემებს. მის მეხსიერებაში უამრავი დამალული ცოდვის ადგილია. ვისაც სუსტი ნერვები არ აქვს გახსნას  ბაბილონის მეხსიერების  ეს პაპკები და ჩაიხედოს, თუმცა ესეც დროზეა დამოკიდებული.(აჩქარება არ ვარგა).

მოემზადეთ, ისინი თავად გახსნიან ამას, რადგან მოვიდა დრო. ალბათ, ასეთ ფილმზე უნდა მიიწეროს; მოარიდეთ ბავშვები და სუსტი ნერვების მქონეები ეკრანს.

ადრე მე დავწერე, რომ ჩვენ მივდივართ უკან, ესეიგი განმეორდება ის რაც ჩაიდინა ათეიზმმა, ისლამმა, წარმართულმა იმპერიებმა, და ასევე განმეორდება ქრისტეს სახელით ჩადენილი ცოდვები, არც ზოოფილია და კანიბალიზმი იქნება უცხო. ამიტომ ვამბობ მძიმე სანახაობების და ასევე დაფარული საშინელი საიდუმლოებების გახსნის დრო დადგება. შეიძლება ეს მძიმე სანახაობები კვლავ ბაბილონელების საოცარი სანახაობებით გადაიფაროს, ანუ ყურადღება უფრო გართობას მიექცევა.

მაგრამ დავფიქრდეთ , თუ მსოფლიომ დააკანონა სოდომური ცოდვები და თანაც ხელისუფლების სათავეში სწორედ სოდომელები მოვლენ, წარმოიდგინეთ რა სანახაობას შემოგვთავაზებენ ისინი ტელევიზიით; სოდომური გართობა, სოდომური ფილმები და შეიძლება მულტფილმებიც, ასევე სასწავლებლებში დაინერგება სოდომური სწავლება......... წარღვნამდელი მდგომარეობა განვითარდება _გაირყვნება უმრავლესობა,ყველა სფერო წაიბილწება. ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. ამ დროს გამოჩნდება რაღაც ისეთი სანახაობა, რომ ადამიანებს ეგონებათ არაფერი საშიშროება არ არის  სოდომში ცხოვრება, თითქოს ეს სანახაობა აგიპნოზებს , ხიბლავს მათ.

და ბოლოსდაბოლოს სად უნდა წავიდნენ ისინი, ვინც ამის წინააღმდეგი იქნებიან.?

ან უნდა შეეგუონ, ან შეაკვდნენ....

ვინ მოერევა სოდომელ მმართველებს? _მხოლოდ უფლი და მის,,პოლიცია’’_წმინდანები.

ვინც ამ თემაზე ფიქრობს  თუ მუშაობს, აუცილებლად, მთავარ დამნაშავედ უნდა მიიჩნიოს ის, ვინც აპოკალიფსში წერია_ბაბილონი, მეძავი-ცრუღმერთის მიმდევარი ქალი. ძალაუფლების და ფულის მოყვარული ქალის ფსიქოლოგია შეისწავლოს. ეს ქალი ქალაქი ყველაფერზე წამსვლელია, ამიტომ მისი გუნდი კრიმინალთა ბანდაა, ყველაზე ზნედაცემული ბანდა.

ვისაც არ გჯერათ დაუკვირდით მოვლენებს , ისინი არაფერს არ (და)-მალავენ, ოღონდ ჯერ კიდევ სრული სახით არ ჩანან.


გავაგრძელებ...

****

48.კეკლუცი ბაბილონი , რომელიც ცოტა ხნის წინ,
http://elasevenia.blogspot.com/2014/01/blog-post_146.html


Комментариев нет:

Отправить комментарий