среда, 29 января 2014 г.

ცრუმადლიერებაა, როდესაც ღებულობენ რა ღვთისაგან უხვ,

დაუმსახურებელ სულიერ თუ ნივთიერ ძღვენს, ენით მადლობენ ამათ გამო ღმერთს და მხოლოდ თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ, არ უნაწილებენ რა მათ მოყვასთ; მიიღებენ და მალავენ მათ თავიანთ საგანძურებში, სკივრებში, წიგნსაცავებში და აკლებენ მოყვასს სულიერ განათლებას, დამოძღვრას, ნუგეშს ან საჭმელს, სასმელს, სამოსელს, საცხოვრებელს, მკურნალობას სნეულებისას ან ადგილიდან ადგილზე გადაადგილების საშუალებას სურსათისათვის საჭირო სახსრების მოსაპოვებლად.

ამგვარი მადლიერება არის ცრუ და ღვთისთვის საძულველი. ეს ნიშნავს: ენით ვმადლობდეთ, ხოლო საქმით გამოვაჩინოთ უკიდურესი უმადურობა და უზნეობა. და რა მრავლად არიან ამგვარი მადლიერნი, ანუ უფრო სწორად, უმადურნი”.



წმ. იოანე კრონშტადტელი




Комментариев нет:

Отправить комментарий