вторник, 28 января 2014 г.

დიაკონი პეტრე: მინდა ვიცოდე, როგორ შევუსაბამოთ მართლმსაჯულებას

ის, რომ დანაშაულის გამო, რომელსაც დასასრული აქვს, ცოდვილები დაუსრულებელ სასჯელს მიიღებენ?

წმ. გრიგოლ დიდი: ეგ დაეჭვება მაშინ იქნებოდა სამართლიანი, განრისხებული მსაჯული ადამიანის გულს კი არა, მხოლოდ მის საქმეებს რომ განიხილავდეს. ცოდვილებმა იმიტომ შეწყვიტეს ცოდვების ჩადენა, რომ მათი სიცოცხლე დასრულდა. ისინი ისურვებდნენ, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დაუსრულებლად ეცხოვრათ, რათა საშუალება ჰქონოდათ დაუსრულებლად ეცოდათ. ისინი, ვინც თავიანთ ცხოვრებაში არასოდეს წყვეტენ ცოდვის ჩადენას, გვიჩვენებენ, რომ მუდმივად ცოდვაში ცხოვრება სწყურიათ. აქედან გამომდინარე, მსაჯულის მხრიდან უდიდესი სამართლიანობაა, რომ ისინი, ვისაც ამ ცხოვრებაში არასოდეს ჰქონია ცოდვისაგან განშორების სურვილი, სამუდამოდ დაისჯებიან.




წმ. გრიგოლ დიდი (დიალოღოსი)




Комментариев нет:

Отправить комментарий