четверг, 23 января 2014 г.

რაც უფრო მაღლა ახვალ ზნეობრივი სრულყოფილების კიბეზე, მით მეტად

იფხიზლე საკუთარ თავთან, გამუდმებით დააკვირდი მას, რათა დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგა და საკუთარი უდარდელობის მსხვერპლი არ გახდე, ამ დროს დაცემის საფრთხეც მეტია. "რაც მეტად უახლოვდები ღმერთს, - ბრძანებს სქიმონაონი პართენი, - მით მეტად დაგიპყრობს მტერი". თვით დაცემის შედეგები ამ დროს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება. "ვინც იატაკზე ეცემა, - ამბობს ნილოს სინელი, - სწრაფად დგება; ვინც მაღალი ადგილიდან ეცემა, შესაძლოა, სასიკვდილოდ დაშავდეს", ლოცვას და ღვთის შიშს ერთი წუთითაც ნუ განეშორები.



სხვა მოძღვარი






Комментариев нет:

Отправить комментарий