მოჰყვებიან გაზეთები ომის ამბებს, აგვიწერენ რაც მოხდა, რაც წახდა. ძალიან კარგი და პატიოსანი. ამას როდი სჯერდებიან, თანაც უნდათ ისიც გაიგონ მომავალში რა მოხდება, როგორ წავა ომის სვებედი და ამის გამო გააჭიანურებენ, რომელმა გენერალმა რომელ კორესპონდენტს რა უთხრა, რომელმა უნტერაფიცერმა როდის რა წამოაჭყანტურა… რა გაუხდებათ ამ მამაცხონებულებს ერთხელ ჩემი და ჩემი მეგობრის ფიქრიანიძის ფიქრებიც გამოემჟღავნთ-და? ალბათ ჩვენ კაცად არა გვთვლიან, ჩვენს ფიქრს – ფიქრად, აზრს – აზრად?! დიაღაც, რომ არა გვთვლიან, თვით საქმე ჰმოწმობს ამას, მაგრამ, ახლა, ერთი ისიც იკითხონ, ჩვენ რაღას ვფიქრობთ ჩვენ თავზე? გვწამს თუ არა ჩვენი თავი, ჩვენი აზრები? – ოღონდაც რომ გვწამს და კიდეც იმიტომ განვიზრახეთ, სხვანი რომ ყურსა და თვალებს გვარიდებენ, იმდენი ვეცადოთ ჩვენს თავზე, ჩვენს ფიქრებზე ძალათი მივაქცეინოთ ყურადღება. მაშ, დავიწყოთ ვიდრე ჩვეულებრივს მსჯელობას დავიწყებთ, ჯერ ერთმანერთს მოვიკითხავთ, „გამარჯვება“ – „გაგიმარჯოს“ წაუმძღვარებთ წინ.
– აბა, მეგობარო, რას ფიქრობ, რა დასკვნამდე მიხვედი? – მეკითხება ფიქრიანიძე და თან დამაშტერებს სათვალებიან თვალებს. ახლა როგორ სათვალებიანს? თითო თვალი დაირის ტოლაა და შავად გამოიყურება, რის გამოც მის ფიქრიანს სახეს უფრო მრისხანება ეძლევა. – რა დასკვნამდე? – ვუპასუხებ მეც: – იმ დასკვნამდე, ჩემო კარგო, რომ თუ რუსეთი ეხლავე, ამ თავით რასმე მოგვცემს და რეფორმებს შემოიღებს ჩვენში, ხომ კარგი, თუ არა და შემდეგ ჩვენ ვეღარას ვეღირსებით და არც არაფერს გვაღირსებენ. ამიერიდან რუსეთი გონებაზე მოვა თანდათან და ნამდვილის ჭეშმარიტის ძლიერებით შეიძლება შეიმოსოს. მაშინ უფრო გაგვიჭირდება ჩვენ იმასთან ბრძოლა და ამიტომ, ვიდრე სნეული ლოგინში წევსო, ხომ გაგიგონია?
– გამიგონია და ეგრეც არის სწორედ.
ვაჟა-ფშაველა

Комментариев нет:
Отправить комментарий