четверг, 2 января 2014 г.

ფსიქოტერორი.


 საიდუმლო ფსიქიური იარაღი, რომელიც ტვინზე მოქმედებს ნამდვილად არსებობს და ამას სპეცსამსახურების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები აშშ-შიც და რუსეთშიც აღიარებენ.

აშშ-ში გაამჟღავნეს დოკუმენტი, რომელიც მოწმობს, რომ სამხედროები ამუშავებდნენ და ცდიდნენ მოწყობილობას ადამიანებზე დისტანციური ზემოქმედების ყველაზე დახვეწილი მეთოდისთვის. კონკრეტულად, ეს არის ზემაღალი სიხშირის ტალღებით განკარგულებების გადაცემა უშუალოდ ადამიანის ტვინზე, რის შემდეგადაც ადამიანებს თავში ხმები და ბრძანებები ესმით.

როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე დღევანდელი რუსეთის ფედერაციაში ახლაც აწარმოებენ მსგავს ექსპერიმენტებს და საკმაოდ წარმატებითაც. ერთი პერიოდი ასობით ადამიანი, განსაკუთრებით მოსკოვში, უჩივოდა იდუმალ ხმებს, რომლებიც თავში ესმოდათ. შესაძლოა, ზოგიერთი მსხვერპლი ნამდვილად შიზოფრენიკი იყო, როგორც მათ არწმუნებდნენ, მაგრამ არა ყველა. ექსპერიმენტატორები ირწმუნებოდნენ და ირწმუნებიან, რომ მათი ცდები არ არის სასიკვდილო. დიახ, შესაძლოა ეს ასეც იყოს, მაგრამ სამაგიეროდ შემაძრწუნებელია და დამანგრეველი.

გამჟღავნებული დოკუმენტის სახელწოდება ასე ჟღერს: "ზოგიერთი არალეტალური იარაღის ბიოეფექტები". ექსპერტთა თვალსაზრისით ამგვარი იარაღის ერთ-ერთი და საკმაოდ პერსპექტიული სახეობაა ზემაღალსიხშირიანი გამოსხივება, რადგან ის შესაძლებლობას იძლევა შორი მანძილიდან ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ტვინზე, რაც სხვა მეთოდებით შეუძლებელია.



"ყველაზე არასრულყოფილი ფორმით ამ ტექნოლოგიას შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს ადამიანები და სიგიჟემდეც კი მიიყვანოს, - ნათქვამია მოხსენებაში. - ხოლო სრულყოფილი სახით მას ყოველგვარი კავშირის გარეშე შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა ხმების მეშვეობით. მსგავსი ტექნოლოგიების შემუშავებისას ხმოვანი ზემოქმედება აღიქმება, როგორც საუბარი, რომელიც თავში ისმის. მსგავსი მოწყობილობები სიგნალებსა და შეტყობინებებს უზარმაზარ დისტანციაზეც გადასცემენ.

იმის შესახებ, თუ ვინ, სად და როდის გამოიგონა ზემაღალსიხშირიანი გამოსხივება, გასაიდუმლოებულია, მაგრამ ამგვარი იარაღის არსებობა საეჭვო არ არის.

სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ ლაბორატორიული კვლევების გარდა, სადაც ასეთ ექსპერიმენტებს მოხალისეებზე ატარებენ, აპარატურას ჩუმათაც იყენებდნენ, ისე, რომ საცდელ პირებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ამის შესახებ. განსაკუთრებით ეს ეხება პატიმრებს. ამის შესახებ განაცხადა ერთმა ფინური წარმოშობის კანადელმა პატიმარმა მარტი კოსკიმ. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, მან მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს საჩივრით, რომ ციხეში ყოფნისას თავში ესმოდა ხმები, რომლებიც სხვადასხვა სახის განკარგულებებს აძლევდნენ. კოსკის შემდეგ სამართალდამცავებს მსგავსი საჩივრებით კიდევ რამოდენიმე პატიმარმა მიმართა.

ისტორია გახმაურდა, ატყდა სკანდალი, გავრცელდა ხმები, რომ ამ ექსპერიმენტებს ცსს-ს სპეცსამსახურები ატარებდნენ. ამის შემდეგ კანადის მთავრობამ "ტვინების ჩარეცხვის" ექსპერიმენტის მსხვერპლთ კომპენსაციები გადაუხადა.


* * * * * * * *

აშშ-ს არმიის გამჟღავნებული დოკუმენტი სახელწოდებით "ზოგიერთი არალეტალური სახის იარაღის ბიოეფექტები" აღწერს ზოგიერთ ტექნოლოგიას, რომელიც შეიმუშავეს სამხედროებმა მოწინააღმდეგის ძალის "არალეტალურად" დაზიანებისთვის. მათ შორისაა რადიოსიხშირული ენერგიის გადაცემა ადამიანის სხეულში.

ასეთ ენერგიას ადამიანის ტვინი თავში არსებულ ხმებად აღიქვამს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ის შეიძლება მოდულირებულ იქნას ისე, რომ ხმამ შეიძლება მიიღოს მკაფიოდ გარჩევადი მეტყველების ფორმა. შემდგომში დახვეწილი ეს გამოგონება საკმაოდ საშიში იარაღი და ძლიერი ინსტრუმენტია, როგორც კარგი მიზნებისთვის (მაგალითად, ინფორმაციის უხმაურო გადაცემისთვის დიდ დისტანციაზე), ასევე ბოროტი ზრახვებისთვის - შეიძლება ადამიანი ჭკუიდან შეიშალოს იმ ხმებისგან, რომელიც საკუთარ თავში ესმის. სწორედ აქ იბადება შეკითხვა - იყენებდა თუ არა აშშ-ს მთავრობა როდესმე ამ ტექნოლოგიას?

2006 წელს აშშ-ს არმიის გამჟღავნებული დოკუმენტის თანახმად: მიკროტალღური აუდიალური ტექნოლოგიის გამოყენება უზრუნველყოფს დაფარული შეტყობინების გადაცემას დიდ მანძილზე. მას ასევე შეუძლია მოახდინოს გამანადგურებელი ზეგავლენა ადამიანზე, თანაც არა მარტო მისი სმენითი უნარების დასარღვევად, არამედ მისი ფსიქიკის გასანადგურებლად, რამეთუ "თავში მოლაპარაკე ხმები" სწორედ ადამიანის ფსიქიკას ანადგურებს.

ეს ე. წ. მიკროტალღური აუდიალური ეფექტი პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს, რადარული ტექნიკის მომსახურე პერსონალმა აღმოაჩინა. ადამიანები იტყობინებოდნენ, რომ საკუთარ თავში ესმოდათ ჟღარუნი, წიკწიკი, შიშინი და კაკუნი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა. ამერიკელმა მკვლევარმა ალან ფრეიმ პირველად ამ ეფექტის შესახებ სტატია 1961 წელს გამოაქვეყნა და დოკუმენტალურად დააფიქსირა ადამიანის უნარი მოისმინოს რადიოტალღური იმპულსები რადიოგადამცემიდან 100 მეტრის დაშორებით.

1973 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა დონ იუსტენსენმა გამოკვლია ორი სუბიექტი, რომლებსაც ადვილად ესმოდათ და ასხვავებდნენ მარტივ სიტყვებს (მაგ.: დათვლას ერთიდან ათამდე) მსგავს ენერგეტიკულ შეტყობინებებში. როგორც დოქტორმა იუსტენსენმა აღწერა, "მოსმენილი ხმები მსგავსია იმისა, რასაც ადამიანი გამოსცემს ხელოვნური მეტყველების აპარატის დახმარებით". სამხედრო დოკუმენტი, რომელიც დაწერილია 1998 წელს, ადასტურებს ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებს წარმატებით გადასცეს ხმოვანი შეტყობინებები.

მომდევნო 15 წლის განმავლობაში იარაღის ტექნოლოგიური სრულყოფის შესახებ საზოგადოებამ არაფერი უწყის.

ზუსტად ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეუძლიათ შეტყობინებების ზუსტი გადაცემა რამოდენიმე ასეულ მეტრზე, მაგრამ უფრო პრაქტიკულია უმოკლესი დისტანციები. რადიოსიგნალების მსგავსად, რადიოსიხშირული ტალღებისთვის კედლები, შენობები ან სხვა გაუმტარი მასალები არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენენ. სამხედრო მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ამგვარი გადაცემის საწინააღმდეგო ბარიერები მაინც არსებობენ. რადგან ტექნოლოგია იყენებს რადიოსიხშირულ ენერგიას, მისი ნეიტრალიზება შეიძლება გამტარუნარიანი ბარიერების დახმარებით, როგორიცაა მაგალითად მეტალი და მეტალის ეკრანები.

ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით არსებობს ერთი მეტად საინტერესო შემთხვევა: 2013 წლის 7 აგვისტოს, ვინმე აარონ ალექსისმა მოაწყო სისხლიანი სასაკლაო როდ-აილენდზე. ამ მოვლენამდე რამოდენიმე ხნით ადრე მან მიმართა პოლიციას განცხადებით, რომ თავში სამი ადამიანის ხმა ესმოდა, რომლებიც მას ელაპარაკებოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ. მისი თქმით, ვიღაც ამისთვის იყენებდა ულტრადაბალსიხშირიან მიკროტალღურ ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანის ტვინში შეღწევის შესაძლებლობას იძლევა.

სავარაუდოდ, აარონ ალექსისი საშიშ შიზოფრენიკად მიიჩნეს, რომელმაც შემდეგ სრულიად უიარაღო და უდანაშაულო ხალხი დახოცა. და თუ რატომ დახოცა ამის მიზეზიც ალბთ თვითონ უწყის, მაგრამ მთავრობის მილიარდობით დანახარჯები არალეტალური იარაღის კვლევისა და სრულყოფისთვის, მაინც საკმარისი საფუძველია რათა საკუთარ თავს ვკითხოთ, რამდენად საფუძვლიანი იყო ალექსისის განცხადება მისი გონების მანიპულირებაზე. ზემოთაღწერილი და სხვა ცნობილი ფაქტების ფონზე, სიტყვა "შესაძლოა" გახლავთ ამ შეკითხვის საკმაოდ დამაჯერებელი პასუხი.


წყარო: http://policestateusa.com/2013/has-the-u-s-government-used-its-microwave/


apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий