წმინდა გრიგოლის სიტყვა მართალთა გარდაცვალების შესახებ
ამქვეყნად უკურნებლად სნეულია მრავალი, ვისთვისაც თითქმის უსარგებლოა ექიმთა დახმარება, რაც თავადაც გაცობიერებული აქვთ და დღიდან დღემდე სიკვდილს მოელიან მხოლოდ. რით ვანუგეშოთ საბრალონი? რა შეგონება შევთავაზოთ? უპირველესად აი, რა ვუთხრათ:
წმინდა გრიგოლი მართალთა გარდაცვალების შესახებ ამბობს: „ცხოვრობდა მავანი მონა, ქონებით უპოვარი, მაგრამ მდიდარი კეთილი საქმეებით. დიდხანს ავადმყოფობდა იგი და მისი სნეულება იმგვარი იყო, რომ არათუ წამოჯდომა არ შეეძლო სარეცელზე, არამედ გვერდსაც კი ვერ იცვლიდა და ხელიც კი ვერ მიჰქონდა ბაგესთან. დედა და ძმები უვლიდნენ მას, ხოლო კეთილი ადამიანები ქრისტეს სახელით მოწყალებას უგზავნიდნენ, რასაც იგი, თავის მხრივ, დედისა და ძმების ხელით უპოვართ ურიგებდა. უწიგნური იყო, მაგრამ საღვთო ტექსტების მოსმენა უყვარდა. ამიტომ შეიძინა წიგნები და დიდი ყურადღებით უსმენდა, რასაც უკითხავდნენ - ამით ნუგეშს ჰპოვებდა თავის ავადობაში, და მოუკლებლად ადიდებდა ღმერთს. როდესაც სიკვდილის ჟამი მოუახლოვდა, გალობა და ღვთის დიდება წამოიწყო და მის სანახავად მოსულებიც გალობაც მიიწვია. და აი, როდესაც საერთო გალობა გაისმა, მან უცებ დააჩუმა ყველანი და წამოიძახა:
- ჩუმად, ჩუმად! ნუთუ არ გესმით, რა გასაოცარი გალობა ისმის ზეციდან!
ამ სიტყვებით აღესრულა. მისი ღარიბული სამყოფელი ცხედრიდან მომავალმა სურნელებამ აავსო, და ყველამ ადიდა ღმერთი.
აი, სნეულნო, შეგონება, ნუგეში, გამხნევება თქვენთვის! როგორც ხედავთ, წმინდა გრიგოლი შეგაგონებთ, რომ თქვენც, მიუხედავად სნეულებისა, შეგიძლიათ მოყვასს ესა თუ ის სიკეთე გაუკეთოთ და, გარდა ამისა, ასე თუ ისე შეგიძლიათ ღვთის სიტყვაც შეისწავლოთ. ნუგეშს ჰპოვებთ მით, რომ სიკეთის ქმნის და უფლის სიტყვის შესწავლის საზღაურად ქრისტიანულ, უმტკივნეულო, შეურცხვენელ, მშვიდ აღსასრულს და ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე კეთილ განაჩენს ეღირსებით. ხოლო გაგამხნევებთ წმინდა გრიგოლის სიტყვები მით, რომ გამცნობთ: სიკვდილის გზით თქვენ გადახვალთ იმ წმინდა ქალაქში, ახალ იესრუსალიმში, რომელიც ციდან ეშვება, შემკული, ვით სძალი თავისი ქმრისათვის; ქალაქში, რომელსაც არ სჭირდებაარც მზე, არცთუ მთვარე, რადგანაც ღვთის დიდება გაანათებს მას და კრავია მისი ლამპარი (აპოკ. 21, 1. 2.23). რომ სიკვდილის შემდეგ გადახვალთ ქალაქში, სადაც ჩამოგეხსნებათ ყოველივე მიწიერი ტვირთი, და ღმერთმა აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს(აპოკ. 21, 4). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
xareba.net

Комментариев нет:
Отправить комментарий