воскресенье, 26 января 2014 г.

არის ისეთიც, ვინც მოწყალებას იმისთვის ეწევა, რომ სამარადისო

ტანჯვა აირიდოს. აი, ეს აკეთებს სულისთვის და ღვთისთვის, მაგრამ არა ღვთის ნებისამებრ, რადგან ჯერ კიდევ მონის საზომშია. მონა ბატონის სურვილს თავისი ნებით კი არ ასრულებს, არამედ ცემის შიშით. სხვა მადლის მიღებისთვის აკეთებს. ეს უკანასკნელი პირველზე მაღლა დგას, მაგრამ ღვთის ნებისამებრ არც ეს იქცევა, რადგან ძის საზომს კი არ არის მიწეული, არამედ მუშაკისას. მუშაკი თავისი ბატონის ნებას საფასურის მიღების მიზნით ასრულებს. ესეც იმისთვის აკეთებს, რომ მადლი ჰქონდეს. როგორც წმინდა ბასილი ამბობს და როგორც სსვა დროსაც მითქვამს თქვენთვის, სიკეთეს სამრიგად ვაკეთებთ: ტანჯვის შიშით, და ამ დროს მონის ხარისხში ვართ; ან მადლისთვის, და მუშის ხარისხში ვიმყოფებით; ან სიკეთისთვის, და ძის ხარისხში ვართ.

ძე მამის ნებას არა მისი შიშის ან საფასურის მიღების გამო ასრულებს, არამედ იმისთვის, რომ აამოს, პატივი სცეს და დაამშვიდოს. ჩვენც გვმართებს კეთილი საქმისთვის ამგვარადვე გავიღოთ მოწყალება, ისევე შეგვტკიოდეს ერთმანეთზე გული, როგორც ჩვენი სხეულის ნაწილზე, ისე გავცეთ, თითქოს ვიღებდეთ.

სხვას ისე უნდა ვუკეთებდეთ სიკეთეს, თითქოს ჩვენ გვიკეთებდნენ. აი, ეს არის გონივრული მოწყალება და ამრიგად მივდივართ მის საზომამდე. არავინ თქვას: ღარიბი ვარ და მოწყალებას ვერ გავიღებ. თუ არ შეგიძლია გასცე მდიდართა მსგავსად, რომელთაც ხაზინას ბევრი შესწირეს, მაშინ ქვრივის დარად ორი დანგი მიეცი და ღმერთი ისევე შეიწირავს, როგორც ბევრს (შდრ. მარკ. 12.42; ლუკ. 21.2). თუ ესეც არ შეგიძლია, მაშინ სნეულებს მოემსახურე. ეს შეგიძლია.

თუ ესეც არ ძალგიძს, შეგიძლია ძმას სიტყვით სცე ნუგეში, სიტყვით შეიწყალე და გაისხენე წმინდა წერილში ნათქვამი: სიტყვა კეთილი უფროს არს მიცემისა (ის. ზირაქ. 18.17). და თუ სიტყვითაც არ ძალგიძს, ნუთუ ის მაინც არ შეგიძლია, შენი ძმა, როცა აღშფოთდება, განრისხების ჟამს შეიწყალო და იტვირთო?

არ იცი, რომ მასაც ჩვენი საერთო მტერი გამოსცდის? გაჩუმდი გალანძღვის ნაცვლად, იხსენი მტრისგან, და შენს სულსაც ასე შეიწყალებენ. ასევე, შეგიძლია აპატიო ძმას, როცა გცოდავს, რათა ღმერთმა შენც მოგიტევოს.




წმიდა აბბა დოროთე 










Комментариев нет:

Отправить комментарий