суббота, 1 февраля 2014 г.

„უსჯულოების საიდუმლოს“ ისტორია და ანტიქრისტეს მოსვლის წინაპირობები 3

ზ. გოგოლაძის სტატიები
ლიბერალიზმის ისტორია, ნამდვილი სახე და მისი მონათესავე მიმდინარეობები
„უსჯულოების საიდუმლოს“ ისტორია და ანტიქრისტეს მოსვლის წინაპირობები.
სწავლება ჭეშმარიტი მესიის შესახებ.


გზა ერთიანი მსოფლიო მთავრობისაკენ.
   როგორც უკვე აღინიშნა, იუდეველთა ფარულ, მაგრამ რეალურ მთავრობას ძველი წელთაღრიცხვის 929 წლის შემდეგ დაგეგმილი ჰქონდა დედამიწაზე ებრაელთა მსოფლიო ზესახემწიფოს აშენება. იტალიელი მასონი მიქელე მორამიარკო ამბობს: „სოლომონის ტაძარი, რომელიც იუდეველთა და მასონთა ღმერთისა და „სამყაროს დიადი არქიტექტორის“ საუკუნეთწინარე გეგმის მიხედვით უნდა აშენდეს, არის „ახალი მსოფლიო წესრიგის“ სიმბოლო“. დეს გრიფინის ცნობით, 1980 წელს ისრაელის მიერ იქნა გამოქვეყნებული ცნობა, რომ ამიერიდან იერუსალიმი წარმოადგენს ისრაელის პოლიტიკურ დედაქალაქს.
   1917 წლის 28–30 ივნისს პარიზში, „თავისუფალ კალატოზთა“ კონგრესზე მიღებული და დასაბუთებული იქნა ხალხთა კავშირის ძირითადი დებულება, სწორედ ეს რიცხვი იქცა დაბადების თარიღად ჟენევის ნაციის (ერთა) ლიგისა, რომელიც 1919 წელს გამოჩნდა. ებრაელები დაუფარავად აღიარებენ, რომ ეროვნებათა ლიგის პრინციპი ებრაულ პრინციპს წარმოადგენს და რომ ე. წ. „ეროვნებათა საძმო“ თანამედროვე იუდაიზმის საფუძველია. თალმუდისტმა სიმანტოვ იაგოელმა ბროშურაში „ისრაელი“  (1921 გვ. 23) განაცხადა: „ეროვნებათა ლიგამ უნდა განახორციელოს დიადი საქმე, მან უნდა შექმნას საერთო ენა, საერთო მონეტა, საერთო საზომი, საერთო კანონი, საერთო რელიგია“.
   1921 წელს მასონური ორდენის „მრგვალი მაგიდის“ საფუძველშზე შეიქმნა ორდენი „საერთაშორისო კავშირების საბჭო“, რომელიც შექმნისთანავე  (მსოფლიო) პოლიტიკის ფორმირების საიდუმლო ცენტრს წარმოადგენდა“.
   „საერთაშორისო კავშირების საბჭოდან“ 1946 წელს წარმოიშვა „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“, რომელიც ყველაზე დიდი მასონური ლოჟაა მთელ მსოფლიოში.
   1954 წელს შეიქმნა ორდენი „ბილდენბერგის კლუბი“ – მსოფლიო საიდუმლო ძალების კიდევ ერთი მაკოორდინელებელი ცენტრი, რომელსაც ზოგი მკვლევარი „მსოფლიო მთავრობას“ უწოდებს.
   1973 წელს შეიქმნა ორდენი „სამმხრივი კომისია“, რომელსაც სათავეში უდგას ამერიკელი მილიარდელი დ. როკფელერი და რომელიც მიზანია – „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარების მიზნით ამერიკის, დასავლეთ ევროპის და იაპონიის ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება.
   გაეროს სამომავლო მიზანია – შექმნას მსოფლიო არმია, ასევე დაგეგმილია დ. ს. თ.–სა და ამერიკის არმიების გაერთიანება გაეროს ჯარებში, როდესაც ეს მოხდება, სხვა ნაციების ჯარებს ნებით ან იძულებით შეუერთებენ მსოფლიო არმიას.
   „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ქადაგება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც მიმდინარეობდა: „1991 წელს მ. გორბაჩოვის უახლოესი მრჩეველი გ. შახნაზაროვი გაზეთ „იზვესტიაში წერდა: „რასაც არ უნდა ამბობდნენ ნაციონალისტურ სახელმწიფოთა მომხრეები და როგორც არ უნდა დასცინოდნენ გლობალისტებს, კოსმოპოლიტებსა და სხვა ინტერნაციონალურ საზოგადოებებს, მხოლოდ შეუპოვარ ჯიუტებს არ სურთ დაინახონ, რომ უკვე დაიწყო ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება, რომელიც ყველა ეროვნებათა მხრიდან ერთობლივ და შეთანხმებულ მსოფლიო განვითარების რეგულირებას ეყრდნობა“.
   „მაგისტერიუმის“ მასონური ორდენის წევრმა ე. შევარდნაძემ 1992 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში განაცხადა: „ჩვენი პოლიტიკური შეხედულებანი გულისხმობს ( . . . ) საქართველოში დემოკრატიული ტიპის ახალი საზოგადოების ფორმულირებას მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევათა გათვალისწინებით ( . . . ), მუშაობის სტილისა და მეთოდების შემუშავებას, მართლწესრიგის დამკვიდრებას ახალი მსოფლიო წესრიგის დონეზე“.
  
   ანტიქრისტეს მსოფლიო სახელმწიფოს ანუ ახალი მსოფლიო წესრიგის, იგივე თანამედროვე „ბაბილონის გადოლის“ დამყარებას დღეს განამზადებენ მრავალი განშტოების მასონური ორდენები და მათზე დაქვემდებარებული ორგანიზაციები.
   მთელი მსოფლიოს რელიგიური ნიშნით გაერთიანებისათვის იღწვიან ორდენები: „რომის კლუბი“ (რომელმაც შეიმუშავა მსოფლიო რელიგია); „მისიონერთა მსოფლიო საბჭო“ (რომელიც 1961 წელს გაერთიანდა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში“).
    მსოფლიოს პოლიტიკური ნიშნით გაერთიანებისათვის მუშაობენ ორდენები: „სამმხრივი კომისია“, „ბილდენბერგელების კლუბი“; „გაერთიანებული ერების ორგანიზმაცია“; „საერთაშორისო კავშირების საბჭო“.


მონდიალიზმი (მსოფლიო მმართველობა) ახლა უკვე ძალაშია.
   სადღეისოდ როტშილდები აკონტროლებენ სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ილუმინატებს, ისინი – დასავლეთ ევროპის და ამერიკის მასონურ ორდენებს და მთავრობებს, პრესას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ორდენი „თავის ქალა და ძვლები“ – განათლებას და აღზრდის სიტემას. ებრაული ორდენის – „ბნაი–ბრიტის“ მიერ შექმნილი „ანტიდეფამაციული ლიგა“ ახორციელებს ტოტალურ ცენზურას თანამედროვე და კლასიკურ ლიტერატურაზე,  თეატრზე, კინოზე, იგივეს აკეთებს ორდენი „სამმხრივი კომისია“. ტელევიზია გამოიყენება „მასობრივი ცნობიერების“ დასანერგად (მაგ. როგორი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანი, როგორ უნდა იცხოვროს, როგორ იაზროვნოს და ა. შ.). „თავისუფალი კალატოზები“ ქმნიან და ეხმარებიან სხვადასხვა ახალგაზრდულ მოძრაობებს, მათი მიზანი ერთია – აზროვნებაზე კონტროლი და ახალგაზრდობის აღზრდა იმ სულისკვეთებით, რომელიც შეესაბამება ილუმინატთა მიზანს.

გლობალიზაცია – გზა ანტიქრისტეს სამეფოსაკენ.
   გლობალიზაცია დღეს განიხილება, როგორც „ერთიანი ეკონომიკური და საინფორმაციო სივრცის“, „ღია საზოგადოების“, „მსოფლიო ბაზრის“ შექმნა, რაც სინამდვილის შენიღბვის მცდელობაა. ამ მცნებების უკან იმალება ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს მშენებლობის იდეა. ამ მსოფლიო სახელმწიფოს ეყოლება ერთიანი მთავრობა, არმია, ექნება საერთო ფინანსები, კანონები და „კულტურა“.
   უკვე დღეს ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს მშენებლობის ფონზე  ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტი თანდათანობთ მცირდება. ძალაუფლება გადადის ტრანსნაციონალური (ზენაციონალური) კორპორაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელში. ბოლო წლებში გლობალისტური სტრუქტურები უკვე აშკარად ერევიან იურიდიულად დამოუკდებელი „ურჩი“ სახელმწიფოების საშინაო საქმეებში – ამის მაგალითია მოვლენები ერაყში, ლიბიაში, სერბეთში. „მორჩილ“ სახელმწიფოებს შორის კი საზღვრები იშლება, სუსტდება ეროვნული ვალუტა, უკვე დოლარიც კი აღარ არის სანდო, თანამედროვე დოლარი რეალური საქონლით მხოლოდ 4% –ით არის გამაგრებული.


მასონების მომავალი გეგმები და იმედები.
    „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შემოქმედთა შეხედულებით მათ შორის მასონური ლოჟის „ოლიმპიელების“ (იგივე „კომიტეტი 300“ იხ. დ. კოლემანის წიგნი „კომიტეტი 300“ გვ. 4) მიერ შემუშავებული იქნა სამომავლო პროგრამა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებულია (მსოფლიოს მოსახლეობაში) ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული ღირსების სრული მოშლა,
   მათი მსოფლიო ზეიმპერიის დამყარების პერიოდში ყველა რელიგია (იუდაიზმის გარდა) მათ შორის ქრისტიანული, განადგურებული იქნება, ქრისტიანობა იქცევა წარსულის გადმონაშთად. მათ ნაცვლად იარსებებს მხოლოდ ერთი – მათ მიერ შექმნილი და აღიარებული მსოფლიო რელიგია.
   ყველა ადამიანზე კონტროლის დაარსება, მისი ზომბირება შეგნებაზე სპეციალური საშუალებების გამოყენებით;
   ნარკოტიკების და პორნოგრაფიის ლეგალიზება;
   მსოფლიო მოსახლეობის შემცირება (ვისაც მასონები „მუქთამჭამელებს“ ეძახიან და თავიანთი მიზნებისათვის  უვარგისებად თვლიან);
   ჰომოსექსუალიზმის და „თავისუფალი სექსის“  წახალისება და დასჯა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან;
   განათლების სისტემის მთლიანი და საბოლოო დანგრევის მიზნით მასზე სრული კონტროლის დაწესება;
   მასიური უმუშევრობის შედეგად ადამიანების დემორალიზება, რისი შედეგიც იქნება მათი „დამეგობრება“ ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან. როკ–მუსიკის და ნარკოტიკების მეშვეობით ახალგაზრდობის ჩაბმა არსებული წესწყობილების წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი შედეგი ჯერ ოჯახის ინსტიტუტის, შემდეგ კი ეროვნული სახელმწიფოს შერყევა და დანგრევა იქნება.
   იმ დროისათვის სატანიზმი, ლუციფერიანელობა და შავი მაგია სასწავლო საგნებად იქცევიან . . .
   ქორწინება და ოჯახი გამოცხადებული იქნება კანონგარეშედ, ბავშვებს ადრეული ასაკიდან წაართმევენ მშობლებს და მათ აღზრდიან ზედამხედველები, როგორც სახელმწიფო საკუთრებას.
   თუ ქალი გააჩენს ორ შვილზე მეტს, მოახდენენ მის სტერლიზაციას (გამრავლების უნარის მოსპობა).
   პორნოგრაფია იქნება დაკანონებული და ყოველმხრივ დაინერგება.
   ნარკოტიკების გამოყენება სავალდებულო გახდება ცნობიერების შეცვლის მიზნით . . .    
   ადამიანთა მასები დაყვანილები იქნებიან გაწვრთნილი ცხოველების დონემდე, მათ არ ექნებათ საკუთარი ნება და იოლად დასამორჩილებელნი და მართვადნი იქნებიან, მათ შთააგონებენ, რომ ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან მსოფლიო მთავრობაზე.
   იუდეველთა და მათი მონა–მორჩილი მასონების აზრით, მათი ცრუ მესიის მეუფების ჟამს ადამიანები იქნებიან „მომთაბარეები“ ანუ მსოფლიოს მოქალაქეები, რომლებიც ბავშვობიდანვე მოიწამლებიან ყალბი ფასეულობებით: ნარკოტიკებით, ალკოჰოლით, „თავისუფალი სექსით“, მშობლებისა და უფროსების მიმართ ურჩობით და სხვა. მათ შემდგომში ხელოვნურად შეუქმნიან გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებს (უმუშევრობა და მისგან გამომდინარე ხელმოკლეობა, ასევე დასაქმებული ადამიანების   სამუშაოდან დათხოვნის მუდმივი საფრთხის წინაშე ყოლა) და ამ ადამიანებს აიძულებენ იცხოვრონ ისე, როგორც თავად ხელმძღვანელებს სურთ. მათი აზრით, იმ დროს ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ ეროვნულობის, სამშობლოს, წინაპართა ფესვების არანაირი განცდა და უნდა იცხოვრონ მხოლოდ მომხმარებლური და სანახაობითი ინტერესებით, ანუ მათი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს „კარგი ცხოვრება“: თავისუფალი – პირუტყვული სექსი, ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ყველანაირი გართობა. გარყვნილი, დეგრადირებული და უნებისყოფო ადამიანები კი იოლი სამართავები იქნებიან, მათთვის სულ ერთი ინება, თუ ვინ იქნება მათი ქვეყნის თუ მსოფლიოს სათავეში, ამიტომ ისინი იოლად დაემორჩილებიან ანტიქრისტეს მსოფლიო დიქტატურას.
   ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ დედა ეკლესიაში ყოფნით და მისი მითითებებით ხელმძღვანელობით არის შესაძლებელი.

ანტიქრისტე.
   „ანტიქრისტე“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „ქრისტეს მოწინააღმდეგეს“, წინსართი „ანტი“ შეიძლება გამოყენებული იყოს ორნაირი მნიშვნელობით “წინააღმდეგ“ ან „მაგიერ“. პირველი მნიშვნელობით „ანტიქრისტე“ შეიძლება ეწოდოს იმ წარმართ მეფეებსა და იმპერატორებს, რომლებიც დევნიდნენ და კლავდნენ ქრისტიანებს, ხელს უშლიდნენ მათ სახარების ქადაგებაში, ასევე იმ ერესთა შემოქმედებს და მიმდევრებს, რომლებიც ცდილობდნენ, ქრისტეს მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტი მოძღვრების შერყვნას მათ მიერ შეთხზული მოძღვრებების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ეს მოძრაობა დღემდე მიმდინარეობს
   წმ. ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულის სიტყვით, ანტიქრისტეს მოსვლა ღვთის დაშვებით მოხდება არა იმიტომ, რომ ღმერთი უსურვებს ბოროტებას ადამიანებს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები თავად მიიყვანენ საკუთარ თავს აქამდე. წმ. ნილოს მირომდინარეს სიტყვებით ანტიქრისტე ჯერ არ მოსულა ხილულად, მაგრამ უხილავად უკვე არის სამყაროში. სიცრუე (ანუ ყოველივე ის, რაც ეწინააღმდეგება ღვთის სარწმუნოებას და რაც ამზადებს კაცობრიობას ანტიქრისტეს მისაღებად). ეს არის: ამქვეყნიური საზრუნავები, ძვირფასი ლითონების დაუნჯება, ამქვეყნიურ წვრილმან და უმნიშვნელო ამაოებაზე ზრუნვა, თავისი ასეთი მისწრაფებით ხორციელი ბიწისაკენ, ადამიანები საზიზღარნი იქნებიან ღმერთისათვის, ითაკილებს მათ ღმერთი, როგორც ითაკილა წარღვნამდელი ადამიანები. წმ. იოანე ოქროპირი წერდა: „ისე, როგორც მსოფლიო წარღვნის წინ კაცობრიობა ჩაიძირა თავის ცოდვებში, ასევე ისტორიის დასასრულს ადამიანები ჯერ განიმსჭვალებიან ანტიქრისტეს სულით, ხოლო შემდეგ კი მიიღებენ მის ბეჭედს იგი იშვება მაშინ, როცა განიძარცვება დედამიწა სულიწმიდის მადლისაგან და სათნოებათაგან . . . დაიკარგება სიყვარული, კეთილგონიერება, ერთსულოვნება.
    სიონის ბრძენთა“ მიერ ინსპირირებული და მასონთა ხელით საყოველთაოდ გავრცელებული „მასობრივი ცნობიერების“ და (მათ მიერვე ხელოვნურად შექმნილი) მატერიალური სიდუხჭირის ზეგავლენით მსოფლიო ხალხები მიატოვებენ ღვთის სიტყვას, სულის გადარჩენაზე ზრუნვას. წმ. ნილოს მირონმდინარის სიტყვებით „ვერცხლისმოყვარეობა ანტიქრისტეს წინამორბედია. ყოველივე, რაც კაცთა მოდგმას გამოხსნის განგებულებითა და განჩინებით ამზადებდა და ამზადებს ადამიანებს რწმენისათვის და აქედან, უფლისათვის (უფლის მისაღებად) არის ჭეშმარიტება; პირიქით, ყველაფერი, რაც ამზადებს ადამიანს მაცხოვრის სჯულის კანონის უარყოფისათვის – სიცრუეა. ეს სიცრუე ამზადებს ანტიქრისტეს მოსვლას და კაცთა მოდგმის მიერ მის მიღებას . . . როგორც წინასწარმეტყველი სიტყვა იყო უწყება იმისა, რომ დადგებოდა ჟამი ხსნის განკაცებისა, ასევე გაშმაგებული სოფლიური ზრუნვა წინასწარ მაცნეა ადამიანთა დაღუპვის ხორცშესხმისა. როგორც (იოანე) წინამორბედი ქადაგებდა ნათლობას ჭეშმარიტებით და ამით ადამიანებს ხსნის გზაზე მოაქცევდა, ასევე მიწიერ კეთილდღეობაზე გამალებული ზრუნვა დააბნელებს ადამიანის გრძნობებს, რათა თავისი მხსნელის მიმართ უგრძნობი და საკუთარი სულის ცხონებისადმი გულგრილი გახადოს. ადამიანებს აღარც სურვილი ექნებათ საუკუნო ცხოვრებისა და აღარც შიში საუკუნო სატანჯველისა. როდესაც ადამიანებში მომხვეჭელობა გაბატობდება, ისინი ღვთის შიშს დაკარგავენ.
   წმ. მამების შეხედულებით, ანტიქრისტე იქნება ებრაელი, დანის ტომიდან, როდესაც სათნეობებისაგან: სიყვარულისაგან, ერთსულოვნებისაგან, უმანკოებისაგან გაღატაკდება სოფელი, ხოლო ეკლესია თითქმის მთლიანად გაღატაკდება სულიერ ხელისუფალთა მთავრობისაგან, „გახმება სიყვარული მრავალთა“ (მათე 24: 12), ხოლო ადამიანებს შორის გამრავლდება განკითხვა, შური, გულღრძოობა, რწმენის დავიწყება, მრუშობა, სიძვით სიამაყე, მაშინ დაიბადება ანტიქრისტე, როგორც უფალი იესო ქრისტე იშვა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან, ამის საპირისპიროდ ანტიქრისტე იშვება საიდუმლო სიძვით (ხელოვნური ჩასახვის გზით), სატანური სიბილწით წაბილწული და ყოველგვარი მანკიერებით სავსე ებრაელი დედაკაცისაგან.
   ანტიქრისტეს ცხოვრების პირველი პერიოდი მისი დაბადებიდან სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის მომენტამდე გაივლის საიდუმლოდ, შემდეგ იგი ხმაურით გამოვა სამოქმედო ასპარეზზე, თავისი მორჩილი საიდუმლო საზოგადოებების მეშვეობით ხელოვნურად შექმნის მსოფლიო ხალხებში მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას (შესაძლოა, გააჩაღებს მსოფლიო ომს) და (როდესაც მსოფლიო უკიდურესობამდე გადაიღლება სისხლისღვრით და მისგან გამოწვეული მატერიალური სიდუხჭირისაგან) წამოაყენებს კაცობრიობის აღორძინების ყველაზე პერსპექტიულ გეგმას, მისი მომხრეები ანტიქრისტეს მთელ მსოფლიოში გაუწევენ რეკლამას და მსოფლიო ხალხების უმრავლესობაში დანერგავენ ამაღლებულ შეხედულებას მისი, როგორც გენიალური პიროვნების შესახებ. ისიც, ამ პერიოდში არანაირ ძალადობას არ მიმართავს და შეეცდება, ადამიანთა ნდობა და კეთილგანწყობა მოტყუებით მოიპოვოს. მოვა მდაბალი, მშვიდი, სიცრუის მოძულე, კეთილი, გლახაკთმოყვარე, კეთილსახიერი, ყოველ საქმეში მტკიცე და თანმიმდევრული, ყველასადმი მოწყალე, ალერსიანი, იგი არავისგან არ მიიღებს ძღვენს, ილაპარაკებს მშვიდად, რისხვის გარეშე, არავის არ აჩვენებს პირქუშ სახეს და გარეგნულად კეთილმსახური შეუდგება მთელი ქვეყნის ცდუნებას იქამდე, სანამ მთლიანად არ გაბატონდება მასზე. კაცობრიობა წარმოიდგენს, რომ ანტიქრისტე მშვიდი და მორჩილია გულით, სინამდვილეში კი გულით მელაა, ხოლო სულით – მგელი. მისი საკვები ხალხების შეშფოთება და კაცობრიობის ცოდვები იქნება. როგორც იესო ქრისტეს საკვები ზეციერი მამის ნების აღსრულება იყო, ასევე ანტიქრისტეს საზრდო მისი მამის – ეშმაკის ნების აღსრულება იქნება.
    ღირსი მამის ლავრენტი ჩერნიგოველის სიტყვით, მსოფლიო ომით დაღლილი კაცობრიობა გადაწყვეტს, აირჩიოს ერთი, რომ მან მართოს მთელი მსოფლიო. გამოცხადდება საყოველთაო არჩევნები, რომელზეც აირჩევენ ანტიქრისტეს. ამ დროს ხმის მიცემა არ შეიძლება.
   „ანტიქრისტე კაცობრიობას დაატყვევებს იმავე ხერხით, რა ხერხიც გამოიყენა სატანამ, როცა თვით უფალს გამოსცდიდა (მათე 4: 3). ადამიანთა მატერიალური სულით აღზრდა ანტიქრისტეს განუსაზღვრელ ძალაუფლებას მიანიჭებს, ვინაიდან არსებობის ყველა საშუალება მის ხელში იქნება. თავის სიმდიდრეს ის გულუხვად გასცემს, ოღონდაც თვის მხოლოდ თავის მიმდევრებზე, და ის ადამიანი, ვისაც არ აღმოაჩნდება სულიერი სიმტკიცე და პრინციპულობა, იძულებული გახდება, დაემორჩილოს მას“ (დეკანოზი ამბროსი).  
   წმ. ეფრემ ასური ამბობს: „ანტიქრისტე უბრძანებს მთას, ზღვის ერთი მხრიდან მეორეზე გადავიდეს და მაყურებელ მოეჩვენება, რომ მთა მოდის, სინამდვილეში კი ძირი ოდნავაც არ შეერყევა“; წმ. კირილე იერუსალიმელი: „სიცრუის მამა, ტყუილითა და სიცრუით ისე მოაჩვენებს ადამიანებს, თითქოს აღმდგარ მიცვალებულებს ხედავდნენ, როცა ისინი არ იქნებიან აღმდგარნი; თითქოს ხედავდნენ კოჭლთ მოსიარულეებად, ბრმებს–თვალახელილებად, მაშინ როცა განკურნება არ იქნება“.
   მისი ეს სასწაულები იქნება თავისებური ფსიქოლოგიური ძალადობა, რაღაც მასობრივი ჰიპნოზის მსგავსი.
    წმ. პავლე მოციქული ამბობს, რომ ანტიქრისტე იქადაგებს ქრისტეს მხსნელი რწმენის საწინააღმდეგო ცრუ მოძღვრებას, რითაც გაიტაცებს ბევრ სუსტსა და უღირსს (2 თესალ. 2: 9–12). იგი ისე შეეწყობა ამ სოფლის სულს, რომ მრავალი ქრისტიანი ვერც კი მიხვდება საკუთარი ქრისტიანობის წარწყმედას, ისე სცემს მას თაყვანს. თავისი მოძღვრების დასამტკიცებლად ეშმაკის შეწევნით მოახდენს ტყუილ ნიშნებს და სასწაულებს, რათა მსოფლიო თავისი მამის – ეშმაკის მფლობელობაში მოაქციოს.
   ტელევიზორის მეშვეობით ანტიქრისტე თავს წარუდგენს მთელ კაცობრიობას.
   ანტიქრისტეს ყველა ცდას – მოძღვრებასა და გენიალური მოაზროვნის დიდებას, ყალბ სასწაულებს და ფარისევლურ მოჩვენებით ცხოვრებას – ერთი მიზანი ექნება: ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება მსოფლიოს ხალხებზე.
   მისი ფარისეველობა იქამდე მივა, რომ არათუ მტრობას გამოიჩენს ქრისტიანების მიმართ, არამედ მათ მფარველობასაც კი იკისრებს (გარკვეული დროის განმავლობაში), შეეცდება, გარეგნული წესით ქრისტეს მიბაძოს. იგი აცდუნებს ადამიანებს ყალბი ცდუნებებით, სანამ გამეფდება (წმ. ეფრემ ასური).  როდესაც ადამიანები იხილავენ მის ასეთ სათნოებას და ძალას, მოინდომებენ მის გამეფებას.
   თავისი გამეფების შემდეგ ანტიქრისტე იმ დროისათვის აღდგენილ ტაძარში დაჯდება და საკუთარ თავს ღმერთად გამოაცხადებს, იგი ღმერთკაცის ცნებას მოხერხებულად შეცვლის კაცღმერთის კულტით და ღვთაებრივ თაყვანისცემას მოითხოვს . . . გამეფდების შემდეგ,, როდესაც იგი თავის ბატონობას განიმტკიცებს, განრისხებული გაანადგურებს სამ მეფეს (სახელმწიფოს) გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს: ყველას შეავიწროვებს და დაიწყებს სულების შემწიკვლებას . . . იგი იმოქმედებს როგორც სასტიკი ადამიანი, მცაკრი, მრისხანე, დაუნდობელი, დამღუპველი, უსირცხვილო
   ანტიქრისტეს მეფედ კურთხევისას ებრაელების ნაწილი მას არ მიიღებენ, ქრისტეს აღიარებენ და დაიხოცებიან ანტიქრისტეს მიერ.
   (წმ. ნილოს მირომდინარეს სიტყვებით) ანტიქრისტეს გამეფების შემდეგ დედამიწა გაუდაბურდება, ადამიანები უკეთესი საცხოვრებლის სანახავად დაიწყებენ მასიურ გადასახლებას დედამიწის ერთი ადგილიდან მეორეში. დაიწყება ბუნებრივი კატაკლიზმები დიდი სიცხის გამო (შესაძლოა ოზონის შრის გაქრობის შედეგად) დაშრება ზღვები, მიწაზე გახმება მცენარეები, ხეები, ზღვის მშრალი ორთქლი ყველაფერს გამოაშრობს, ცხოველები, ფრინველები და მწერები დაიღუპებიან.    ამ დროს მკვდრეთით აღდგება ძველი აღთქმის ორი წმინდანი – ელია და ენუქი, რომლებიც ანტიქრისტეს სიცრუეში ამხელენ და ადამიანებს უქადაგებენ არ მიიღონ ანტიქრისტეს ბეჭედი და ყოველთვის გამოისახონ პირჯვარი. იტყვიან, რომ ვინც გამოიჩენს მოთმინებას და არ აღიბეჭდება ანტიქრისტეს ბეჭდით, გადარჩება, ღმერთი აუცილებლად მიიღებს მას სამოთხეში, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ მან არ მიიღო ბეჭედი. დაე, გამოისახოს ყველამ პატიოსანი ჯვარი, ყოველ ჟამს გადაიწეროს პირჯვარი, რამეთუ ჯვრის ბეჭედი ათავისუფლებს ადამიანს ჯოჯოხეთური სატანჯველისაგან, ანტიქრისტეს ბეჭედი კი ჯოჯოხეთის სატანჯველში აგდებს. ანტიქრისტე მათ ორივეს საკუთარი ხელით დახოცავს, ამის შემდეგ იგი ჩამოიხსნის ზნეობრიობის ნიღაბს.
    ნეტერი პელაგია რიაზანელის წინასწარმეტყველების თანახმად, ამავე დროს რუსეთში ორი სასწაული მოხდება:წმიდა სამების მონასტრის სერგის ლავრაში მკვდრეთით აღდგება ღირსი სერგი, ხოლო საროვოში ღირსი სერაფიმე საროველი.
  ანტიქრისტეს მეფობისას მხოლოდ  ანტიქრისტეს ნიშნის მატარებელს შეეძლება საზრდოს თუ სხვა რამ საჭიროს შეძენა. იგი ზედამხედველებს დააყენებს მისი განკარგულებების შესასრულებლად. (ღირსი ეფრემ ასური).
   ნეტარი პელაგია რიაზანელის სიტყვებით „ბეჭდით დაბეჭდილთათვის ანტიქრისტეს საკვები მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ეყოფა, შემდგომ კი მათთვისაც დაიწყება დიდი ვაება, სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი არ მიეცემა მათ!“.
   შიშშილი იმდენად გაუსაძლისი იქნება, რომ ბეჭდის მიმღებნი დაიწყებენ გვამების ჭამას, რადგან მათი მოთხოვნილება საჭმლის მიმართ 7–ჯერ მომატებული იქნება, ხოლო ბეჭდის არმიმღებ ქრისტიანებს კი –  პირიქით, შემცირებული.
   ამ დროს გარეგნულად იარსებებენ ქრისტიანული ტაძრები, მაგრამ არ შეიძლება იქ სიარული, რადგან იქ აღარ აღესრულება იქსო ქრისტეს უსისხლო მსხვრპლშეწირვა . . . და შიგ მადლი აღარ იქნება, ამ უსჯულოებისათვის მიწა შეწყვეტს შობას, გვალვისაგან ყველაფერი დასკდება და იმგვარი ნახეთქები გაჩნდება, რომ ადამიანი შეიძლება ჩავარდეს კიდეც . . . წყალიც განხმება, მდინარეები და ტბები დაშრება. ეს უბედურება გაგრძელდება სამ–წელიწად ნახევარი, მაგრამ თავის რჩეულთა გამო უფალი შეამოკლებს ამ დღეებს.

მორწმუნეების დევნა. რა უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა.
   ბერი გაბრიელის (ურგებაძე) სიტყვებით, ბეჭდის მიღება თავდაპირველად იქნება ნებით, მაგრამ როცა (ანტიქრისტე) გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი, აიძულებს, რომ ეს ბეჭედი მიიღონ. ვინც არ მიიღებს, ასეთ ადამიანებს გამოაცხადებენ სამშობლოს მოღალატეებად და ხალხი უნდა გაიქცეს ტყეში. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის მიხედვით, ანტიქრისტეს მოწინაარმდეგენი შფოთისთავებად, საზოგადოებრივი წესრიგის და კეთილდღეობის მტრებად იქნებიან შერაცხულნი, მათ დაუწყებენ დევნას ფარულად და აშკარადაც , აწამებენ და სიკვდილით დასჯიან
   ბერი პაისის სიტყვებით, სამნახევარი წელი იქნება უმძიმესი. მათ, ვინც ამ (ანტიქრისტეს) სისტემას არ დაემორჩილება, ძალიან გაუჭიდრებათ, მათ დაუწყებენ დევნას, შეეცდებიან მათ დაპატიმრებას, განუწყვეტლივ იპოვიან საამისოდ საბაბს. გაივლის წელი, და მათ გადაიყვანენ სხვა ქალაქში დასაკითხად, იმისათვის, რომ საქმე სხვა სასამართლოში გაირჩეს, იქიდან გადაიყვანენ მესამე ქალაქში. ბოლოს ეტყვიან: ბოდიში, შენ უდანაშაულო ხარ. შენ რომ აღბეჭდილი ყოფილიყავი, ჩვენ ამას ერთ წუთში შევამოწმებდით. ახლა კი ჩვენ საშუალება არ გვაქვს ვაწარმოოთ კონტროლიო“.


რა არის გამოსავალი?
   ბეჭდის არმომღებ ადამიანებს ბერი პაისი ურჩევს იქონიონ მიწის პატარა ნაკვეთი, მოიყვანონ ცოტაოდენი ხორბალი, კარტოფილი, დარგონ რამოდენიმე ხე იყოლიონ ცოტაოდენი საქონელი, თხა, რამოდენიმე ფრთა ქათამი. ქრისტიანი ადამიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას.
   ბერი პაისის სიტყვებით,  ვინც მცირედს მოითმენს მას, გასაჭირში მყოფ ქრისტიანს  ღმერთი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი აუცილებლად შეეწევა, ხოლო წმ. ნილოს მირონმდინარის სიტყვებით, ვინც არ გამოიჩენს მოთმინებას და მიიღებს ბეჭედს, შემდეგ სანანებელი გაუხდება. სამნახევარი წლის განმავლობაში რჩეულთა გამო დღეები შემცირდება ისინი ვერც კი შეამჩნევენ,  როგორც გაივლის ეს წლები. დღეები საათებივით გაირბენენ, თვეები გავლენ, როგორც კვირები, წელი – თვესავით    წმ. ნილოს მირონმდინარის სიტყვების თანახმად, ელიას და ენუქის სიკვდილის შემდეგ ანტიქრისტე უბრძანებს თავის მორჩილ ბოროტ სულებს, ადამიანები უმძიმესად დაავადონ სიძვის, მრუშობის, მამათმავლობის, მკვლელობის, ტაცების, ქურდობის, ტყუილის და ა. შ. ცოდვებით და 10–ჯერ მეტი ცოდვა ჩაადენინონ, ვიდრე იქამდე აკეთებდნენ. ბოროტი სულები დაიწყებენ ამ ბრძანების შესრულებას და დაიწყებენ ადამიანის ბუნების განადგურებას მრავალნაირი უსჯულოებით . . . მათი ზეგავლენით ადამიანებში ჩაკვდება ადამიანური ბუნებამგრძნობელობა, აზროვნება . . . თავისი მზაკვრობითა და ვერაგული საქციელით ისინი დემონებსაც კი გარდაემატებიან და იქნებიან თანაზიარნი დემონებისა სულით.
   ამის შემდეგ თავად მოზეიმე ანტიქრისტეს თავს დაატყდება ღვთის რისხვა და იგი მოკვდება.    ანტიქრისტეს სიკვდილის შემდეგ მოხდება სამყაროს სრული შეცვლა „როგორც შექმნილისა, რათა დარჩეს ის, რაც შეუძრავია“ (ებრაელთა 12: 27), ანუ ყოველივე განახლდება და სიცოცხლე გადავა სულიერ სფეროში.
ფრთხილად, საქართველოში ანტიქრიტეს ბეჭდის წინასახე ინერგება!


                                                             მიკროჩიპის მიზანი.
   წმ. წერილის მიხედვით, ანტიქრისტეს – ამ აპოკალიფურ „მხეცს“ თავისი „თეოკრატიული“ სახელმწიფოს შენარჩუნების, ასევე მისი ურჩი ადამიანების და წმინდანთა წინააღმდეგ მოქმედებისათვის (გამოცხ. 13: 7. 15–17) გლობალური კონტროლის წარმოება, ასევე დასჭირდება ინფორმაცია ყოველ ადამიანის შესახებ  რათა შემდგომში მათზე შეუზღუდავი კონტროლის დამყარება შეძლოს. უპირველესი და მთავარი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად – არის თითოეული ადამიანისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭება.
   ნიკოლას როკფელერმა განაცხადა, რომ მათი „საბოლოო მიზანი არის ის, რომ ყველას ჩანერგილი ჰქონდეს რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის ჩიპი. მთელი ფული დაკავშირებული იქნება მასთან, ხოლო ვინც პროტესტს გამოთქვავს და შეგვეწინააღმდეგება, მას ჩიპს გამოვურთავთ.“
    ამის წარმოდგენა ძნელი იყო ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეში, მაგრამ სადღეისოდ, ტექნიკური თვალსაზრისით  გლობალური ყოვლისმომცველი კონტროლის განხორციელებისათვის ყველაფერი მზად არის. ამისათვის ანტიქრისტეს დასჭირდება მსოფლიოში მცხოვრები ყველა ადამიანის აღრიცხვა და სრული ინფორმაცია მათ შესახებ, რათა მათი სრული გაკონტროლება შეძლოს.
   იუდეველთა იდეური ბელადების ინიციატივით და მათი ხელქვეითი მასონების ხელებით მსოფლიოს მოსახლეობის მომზადება ანტიქრისტეს მსოფლიო სახელმწიფოში გასაწევრიანებლად უკვე დიდი ხანია არსებობს და მიმდინარეობს არა სწრაფად  და აშკარად, არამედ ფარულად, ნელა და ეტაპობრივად.

ანტიქრისტეს სისტემაში ადამიანის ჩათრევა შედგება სამი ეტაპისაგან:
1.      საიდენტიფიკაციო ნომრის – რიცხვითი სახელის მიღება;
2.      ელექტრონული დოკუმენტების მიღება (იგივე რიცხვითი სახელით);
3.      მიკროჩიპის ჩანერგვა სხეულში (მარჯვენა ხელი ან შუბლი) (იგივე რიცხვითი სახელით).
   უპირველესი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად არის ადამიანთა სულების დანომრვა და თითოეული ადამიანისათვის სამუდამო ინდივიდუალური ნომრის მინიჭება. ინდივიდუალური ნომერი შემოდის, თითქოსდა საგადახადო ანგარიშსწორების გასაუმჯობესებლად, სინამდვილეში კი თითოეულ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე მიენიჭება ინდივიდუალური ნომერი და მასზე შეიქმნება ელექტრონული დოსიე. ამისათვის უკვე არსებობს ზემძლავრი კომპიუტერი, მეტსახელად „მხეცი“. რომელსაც სამი სართული უკავია 13 სართულიან შენობაში. მას ძალუძს ყველა ადამიანზე ელექტრონული დოსიეს წარმოება. მისი შექმნის დანიშნულება – მთელი კაცობრიობის გაკონტროლება იყო. „მხეცს“ შეუძლია სამი ექვსნიშნა რიცხვით (ანუ რიცხვების კომბინაციით) დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანს მიანიჭოს პირადი ნომერი. ამ კომპიუტერთან დაკავშირებული იქნება მთელი კომპიუტერული სისტემა. ამ სისტემის ოფიციალური ვერსია არის თითქოს მათ სურთ ევროპის კონტინენტზე ერების მშვიდობიანი თანაარსებობა.
   პირველი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად იყო (მრავალნაირი) სადაზღვევო და საბანკო საკრედიტო ბარათების შექმნა–გავრცელება, რომლებსაც აქვთ ადამიანის პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს ნომერი აღრიცხვის სისტემაში წარმოადგენს სისტემის მიერ ადამიანისათვის მიცემულ ელექტრონულ სახელს. იგი წარმოაედგენს რიცხვს, აქვს შტრიხული ფორმა, რომელიც დათვლისას გამოიყენებს საკვანძო თანმიმდევრობას 666. ამ ნომრის მიღებისას ადამიანი ხელს აწერს ანკეტას და ამის შემდეგ მისი მონაცემები იგზავნება ცენტრალურ კომპიუტერში („მხეცი“). მასში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია მფლობელის შესახებ და შეისწავლება ადამიანის ცხოვრების ყველა მხარე: ქონებრივი, ფინანსური და სოციალური.
   1974 წელს დოქტორმა ედელმანმა დაუფარავად განაცხადა: „სათანრიგო სამი 6–ის დახმარებით ყველა ადამიანი მიიღებს პირად ნომერს“.
   სამუდამო ინდივიდუალური ნომერი არის ჩვენი პიროვნების, ჩვენი არსის, ჩვენი სულის ნომერი რომელიც ღმერთმა თავისუფალი და დამოუკიდებლად შექმნა და მან ასე უნდა იარსებოს უკუნისამდე. . . ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი გვართმევს სახელს, რომელიც მოგვენიჭა წმიდა ნათლისღებისას და განგვაშორებს მადლსა და მფარველობას ჩვენი მფარველი ანგელოზისა. ნომერი ზღუდავს ადამიანს და ამცირებს – როგორც პატარა უჯრედს ავბედითი კომპიუტერის „მხეცის“ მონაცემთა ბაზაში.
   „ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი გვაზიარებს „მხეცის“ კომპიუტერულ სისტემასთან და საშუალებას გვაძლევს – ვიყიდოთ და გავყიდოთ. ადვილი მისახვედრია, რომ ეს ნომერი უკვე ასრულებს ბეჭდის ფუნქციას, რამეთუ მისი მეშვეობით შესაძლებელია სავაჭრო ურთიერთობაში მონაწილეობის მიღება.

    შემდეგ ეტაპზე მოხდება ყველა ადრეშემოღებული ბარათის გაუქმება და ერთი საყოველთაო ბარათის შექმნა–გავრცელება, იმ დროს მოხდება მატერიალური ფულის ჩანაცვლება ელექტრონული ვირტუალური ფულით და ამ ბარათის საკრედიტო ბარათის ფუნქციაც ექნება,  ამ ბარათს მთელი მსოფლიო მიიღებს. იგივე ბარათი შეითავსებს ერთიანი მსოფლიო ელექტრონული პასპორტის ფუნქციასაც. მასში შტრიხების სახით შეყვანილი იქნება ადამიანის ინდივიდუალური ნომერი, რომელიც თავის თავში შეიცავს რიცხვს 666. მასში შეტანილი იქნება საპასპორტო მონაცემები და დაწვრილებითი, უაღრესად პიროვნული ინფორმაცია ადამიანის შესახებ: მისი რასობრივი ან ეროვნული წარმომავლობა, პოლიტიკური შეხედულებანი, რელიგიური ან ფილოსოფიური მრწამსი, მონაცემები ჯანმრთელობის, ინტიმური ცხოვრების შესახებ და ა. შ. იგი სავალდებულო იქნება ყველასათვის. მათი მეშვეობით ადვილად დადგინდება ნებისმიერი ადამიანის მატერიალური მდგომარეობა, ადგილსამყოფელი, გადაადგილება და მისი კონტროლი. მხოლოდ მისი საშუალებით იქნება შესაძლებელი ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელება მთელ დედამიწაზე. მაგრამ ამასთან, შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფულის დაბლოკვაც. ამ ბარათებს ერთიანი ცენტრალური დაწესებულება გასცემს, რომლის შტაბ–ბინა ამჟამად ბრიუსელში მდებარეობს.
   ელექტრონული პასპორტი შეიცავს სატანურ სიმბოლოს 666.   მთაწმინდის წმიდა სინოდი – კინოტი ადგენს, რომ საგადახადო კოდი და ელექტრონული ბარათი – პასპორტი – არის ანტიქრისტეს ბეჭედი – 666. საიდენტიფიკაციო კოდის მიღებისას ადამიანი ავსებს ანკეტას და აწერს ხელს,  ამით ის სულიერად უარყოფს უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს. მონაცემები იგზავნება ბრიუსელის ცენტრალურ კომპიუტერში, რომლის სახელია „მხეცი“.   „თანამედროვეობის დიდი ათონელი მოღვაწე ბერი პაისი ამბობდა: „ვინც მიიღებს შტრიხკოდიან პასპორტს და ფარულ ექვსიანებს და საიდენტიფიკაციო კოდის შემცველ ჟეტონს, ის დაკარგავს ღვთის მადლს და დემონური ენერგია ჩასახლდება მასში“ ამით სატანა ბაძავს ნათლისღების საიდუმლოს: ეკლესია ადამიანს ნათლავს სახელითა მამისათა, ამინ და ძისათა, ამინ და სულითა წმიდისათა, ამინ და ანიჭებს მას წმინდანის სახელს, ამის საპირისპიროდ სატანა „ნათლავს“ და აძლევს ადამიანს სამ ექვსიანს და არქმევს ციფრულ,  საიდენტიფიკაციო, მკვდარ სახელს. ეს ყველაფერი მეტად სერიოზულია! იყავით ფხიზლად! არ მიიღოთ ამგვარი დოკუმენტები! ამაში მახეა! ეს მიუღებელია ქრისტიანული სინდისისათვის, ამინ!“ 
   უკრაინის, რუმინეთის, კუნძულ კრეტის, ათონის წმ. მთილ კინოტისა და 20 მონასტრის იღუმენთა, საბერძნეთის, ასევე ოპტინის უდაბნოს ბერთა და აწ განსვენებული პატრიარქის ალექსი მეორის განცხადებებს, კაცთა სულების ცხონებისათვის უმნიშვნელოვანეს ამ საკითხებზე, რომლებიც კონტექსტისა და ფორმულირებების სხვადასხვა გვარობის მიუხედავად ძირითადად თანხვედრილია ერთში: არ არსებობს პრინციპული განსხვავებაიმაში, ეშმაკის ნიშნის 666 – ის შემცველი ჩიპი ადამიანს ექნება სხეულში თუ იმ საბუთში, რომელსაც ჯიბით ატარებს. მართლაც და, ჩიპის ფიზიკური ლოკაციის ადგილს კი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ გადამწყვეტი ქრისტიანული მსოფლხედვის ერთ – ერთი ძირითადი – ისევ და ისევ ადამიანის თავისუფალი ნების საკითხია, ანუ ის, არის თუ არა თანახმა მავანი, საკუთარი ნებით მიიღოს 666–ის შემცველი პირადობის მოწმობა.
   ადამინს კი არ ბილწავს თვითონ სამი ექვსიანი, არამედ ამ რიცხვის უკან დგას ახალი მსოფლიო წესრიგის სისტემა და ადამიანი შეიბილწება ამ სისტემაში შესვლით, ან მასში გაერთიანებით; ამ რიცხვის (666) მიღებით, ანტიქრისტიანულ ძალებს მიეცემათ საშუალება, მის მიმღებ ადამიანებს იძულებით მოახვიონ თავს ერთიანი, მსოფლიო პოლიტიკურ–ეკონომიური, ხოლო შემდგომ კი სულიერი დიქტატურა, როგორც ეს არის აღწერილი აპოკალიფსის 13–ე თავში . . . მთავარი ელექტრონულ პირადობის მოწმობებსა და სხვა საბუთებზე თანხმობაში, სადაც ასევე რიცხვი 666 წერია, არის ის, რომ ამ შემთხვევაში, თვითონ ადამიანი გამოთქვავს სურვილს მიიღოს ეს რიცხვი, რითიც იგი თავისი თავისუფალი ნებით ხდება მომავალი ანტიქრისტეს სისტემის შემადგენელი ნაწილი.
   აღსანიშნავია, რომ წმ. წერილში მრავალჯერ არის ნახსენები სიმბოლური „სიცოცხლის წიგნი“, რომელშიც ჩაწერილია იმ ადამიანების სახელები, რომლებიც გადარჩებიან (გამოცხადება 3: 5; 22: 12. 15; ფილიპ. 4: 3; დანიელ. 12: 1), ეს წიგნი იგივე ღმერთის წიგნია (გამოსვლა 32: 32) და რომელშიც ცოდვილები ვერ ჩაიწერებიან (ფსალმ. 68: 29). ნათლისღებისას ღვთის მიერ ნაბოძები პირადი სახელის შეცვლა ანტიქრისტეს სამეფოს მიერ მიცემული ელექტრონული დოკუმენტით (ან მით უარესი – სხეულში შეყვანით), მის სისტემაში გაწევრიანებით, რაც ადამიანის ნებაყოფილებითი ხელმოწერით არის დამტკიცებული – ეს უკვე ნიშნავს ადამიანის სახელის ამოშლას ღვთის „სიცოცხლის წიგნიდან“. ეს ნომერი ადამიანს წაართმევს ნათლისღებისას ღვთისაგან ბოძებულ სახელს, განაშორებს მას ღვთის მადლს და მცველი ანგელოზის მფარველობას, სამაგიეროდ, აზიარებს მას „მხეცის“ სისტემასთან და მოგვიანებით საშუალებას მისცემს მას რაიმე „იყიდოს ან გაყიდოს“ (გამოცხ. 13: 17).
   „ახალი მსოფლიო წესრიგის“ (ანუ ანტიქრისტეს მსოფლიო ბატონობის დროის) ნაწილი იქნება „უნაღდო ანგარიშსწორება“. 1976 წელს დაფუძნდა „ახალი  საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი“, რომლის მიზანი არის მთელი საქონელბრუნვის კომპიუტერიზაცია. იმ დროს (ანტიქრისტეს გამეფებისას ზ. გ.) ნაღდი ფული აღარ იარსებებს. ყველა მაღაზია და სავაჭრო დაწესებულება დაკავშირებული იქნება ცენტრალურ კომპიუტერთან და ყიდვა–გაყიდვა მხოლოდ უნივერსალური საკრედიტო ბარათით იქნება შესაძლებელი  (იხ. გამოცხ. 13: 17).
   ამ საკრედიტო ბარათს ექნება ერთი ნაკლი: შესაძლებელი იქნება დაკარგვა, წართმევა და ა. შ.
   ამიტომ შემდეგი ეტაპი იქნება ადამიანის კანქვეშ შესაყვანი მიკროჩიპის მასიური გავრცელება და ადამიანთა სხეულში მათი ჩანერგვა. ეს ჩიპი იქნება როგორც ადამიანის პირადი საიდენტიფიკაციო ნომრის, ასევე საპასპორტო მონაცემების, საკრედიტო ბარათის და ადამიანის შესახებ სრული ინფორმაციის შემცველი. დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ჩიპმიღებული ადამიანის აღმოჩენა დედამიწის ნებისმიერ ადგილზე, მისი ყოველწუთიერი გაკონტროლება და მართვაც კი.
   (წმ. ნილოს მირომდინარეს სიტყვებით) ბეჭედზე დაწერილი იქნება: „მე შენ გეკუთვნი“ – „დიახ, შენ მე მეკუთვნი“, „ნებით მოვდივარ და არა იძულებით“  „მეც შენი ნებისაებრ გიღებ კარს და რა იძულებით“. ეს  ოთხი წარწერა იქნება გამოსახული იმ ბეჭდის შუაგულში.
   პროექტზე ნამუშევარ დოქტორ კოლ ანდრესის მიერ დადგენილია, რომ თუკი ეს მიკროჩიპი მწყობრიდან გამოვა, მისი მატარებელი ადამიანის სხეული მაშინვე დაიფარება ჩირქოვანი წყლულებით, რაც სრულიად შეესაბამება წმ. წერილის წინასწარმეტყველებას იმაზე, რომ ყველა ადამიანის სხეული, რომელიც მხეცის (ანტიქრისტეს) ნიშანს მიიღებს, დაიფარება საზარელი წყლულებით (იხ. გამოცხ. 16: 2).


რატომ მაინდამაინც 666
   ძველ აღთქმაში ეს რიცხვი იყო განსაკუთრებული სიმბოლო, გადასახადის სახით სწორედ 666 ოქროს ტალანტი შედიოდა მეფე სოლომონის ხაზინაში (3 მეფეთა 10; 14; 2 ნეშტთა 9: 13). ებრაელები ელიან თავიანთ მესიას, რომლის ძალითაც მათ მთელი  მსოფლიოს მთელი მსოფლიოს დამორჩილება სურთ. მათთვის რიცხვი 666 შემთხვევითი კი არა, წმინდა რიცხვია, რომელიც მათ წარსულ დიდებასთან არის დაკავშირებული, როდესაც ებრაელი ერი ღვთის რჩეული იყო. სწორედ ამიტომ, ჯიუტად არ სურთ ამ რიცხვის უარყოფა და ყველაგან ცდილობენ მის დანარგვას; როდესაც ძველ საგადახადო რიცხვს იყენებენ სხვა ხალხების დასამონებლად, ამით ისინი საკუთარ ნაციონალურ ინტერესებს მისდევენ.
   666 ნიშნავს – უარვყოფ (წმ. მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი.). 1993  წლის აღდგომას სატანისტმა ოპტინის მონასტრის სამი ბერი მოკლა  განსაკუთრებული რიტუალური დანით, რომელზეც ერთი მხრიდან ეწერა (ამოტვიფრული იყო) „666“, ხოლო მეორე მხარეს – „სატანა“.
  ყოველვე ზემოთთქმულიდან აშკარაა, რომ ეს რიცხვი უბრალოდ არ არის შერჩეული და მას გააჩნია იუდეველთათვის სიმბოლური და სატანისტებისათვის–მისტიკური მნიშვნელობა.


რა მოუვათ ჩიპის მიმღებ ადამიანებს.
   ანტიქრისტეს სიკვდილის შემდეგ მოხდება კაცობრიობის  საყოველთაო განკითხვა, რის შემდეგაც ღვთის ერთგული ადამიანები, რომლებიც ანტიქრისტეს მოსვლამდე ღვთის სათნოდ ცხოვრობდნენ და ღვთის სარწმუნოებაში გარდაიცვალნენ (მათ არ შეეხებათ მეორე სამსჯავრო იხ. გამოცხადება 20: 6), და ასევე ისინი, რომლებიც ანტიქრისტეს დროს ცხოვრობდნენ, მაგრამ მისი ნიშანი არ მიიღეს,  ღვთის სასუფეველში მარადიულ ნეტარებას მიეცემიან, ხოლო ანტიქრისტეს მოსვლამდე ცოდვებში აღსრულებულნი (ეკლესიის ლოცვით გამოხსნილ ცოდვილთა გარდა) და ანტიქრისტეს ბეჭდის მიმღები ადამიანები მარადიულ ჯოჯოხეთში წავლენ – გეენის ტბაში, საიდანაც გამოსავალი აღარ იქნება და მარადიულად დაიტანჯებიან (გამოცხადება19: 19–20; 20: 10,  13–15; 21: 8).


სატანისტები ელიან ანტიქრისტეს – მათი მესიის მოსვლას.
   სატანისტების სწავლების (კერძოდ, „ადონარიმის ლეგენდის“) თანახმად, სატანამ აღუთქვა მასონთა პირველ „დიდოსტატ“ ადონარიმს: „დადგება დრო, მოვლენ უძლიერესთა შორის საუკეთესონი და აღადგენენ ცეცხლის მეუფის (ლუციფერის) სარწმუნოებას, შენი სვილები, როგორც შენი სახელით გაერთიანებულნი, როგორც მწირ ჭურჭელს შემუსრავენ მიწიერ მეფეებს, რადგან ისინი ადონაის ტირანიის წარმომადგენლები არიან დედამიწაზე“.  ისინი დღემდე ელიან მათი „ღმერთის“ – ლუციფერის მიერ გამოგზავნილ „წმინდა“ მეფეს, რომლის მოსვლის წინ, მათი შეხედულებით, უნდა მოხდეს „ადონაიზმის“ (მართლმადიდებლობის) ძირფესვიანი აღმოფხვრა და მთელ დედამიწაზე „სიკეთის და სინათლის ღმერთის“ – ლუციფერის მსოფლიო „წმინდა მოძღვრების“ გავრცელება, მსოფლიოს ხალხების გაერთიანება ერთ მსოფლიო სახელმწიფოში ლუციფერის მსოფლიო, საყოველთაო რელიგიის იდეოლოგიით. ამ დროს მთელი დედამიწა უნდა გადაიქცეს ლუციფერის სამეფოდ, სადაც დასახლდებიან ამ „კეთილი ღმერთის“ მიმდევრები.



იუდეველი თალმუდისტები ელიან ანტიქრისტეს – მათი მესიის მოსვლას.
   თალმუდში წერია: „ოდესღაც დედამიწაზე სამოთხე იყო, მაშინ ამ ქვეყნად არსებული ყველა ფასეულობა და მთელი სიმდიდრე ჰურიებს ეკუთვნოდათ, შემდგომში იეღოვამ რჩეული ერი დასაჯა ურჩობისათვის – წაართვა მას მთელი ქონება და ძალაუფლებაც იმ დრომდე, სანამ ის საკუთარი ძალისხმევით არ დაიბრუნებს დაკარგულს, და როცა იეღოვა დაინახავს, რომ საკმარისად აღუსრულებიათ ეს ამოცანა, მაშინ შერიგების ნისნად მესიას წარგზავნის ისრაელში. ეს მესია საბოლოოდ დაამკვიდრებს ებრაელთა მსოფლიო სახელმწიფოს და სამოთხესაც აღადგენს ისრაელისათვის, ამჯერად უკვე სამარადისოდ“.
   ისრაელის სულიერი აბსორბციის საზოგადოების ჟურნალში „დაბრუნება“ (ანუ „გეულა“) (1991 წ. 1 გვ. 31–34) იერუსალიმის ტაძრის გოდების კედლის რაბინი მიერ იეჰუდა გეცი „წინასწარმეტყველებს“:“კიდევ სულ ცოტა დრო დარჩა, ჩვენ ვიცდიდით თითქმის ორი ათასი წელი. მოითმინეთ კიდევ ცოტა და მზად იყავით . . . მესია კარზე აკაკუნებს . . . ჩვენმა ბრძენკაცებმა დაწვრილებით ჩამოთვალეს ყველა ცვლილებები, რომლებიც მოხდება მსოფლიოში მესიის მოსვლის წინ, დღეს მათი ყველა წინასწარმეტყველება უკვე შესრულებულია“
   ადამიანები (ებრაელები) ყოველთვის მოელოდნენ მეშიახის მოსვლას . . . ამჟამად ყველა პირობა აღსრულებულია და მეშიახი ნებისმიერ წუთს შეიძლება განცხადდეს . . . ჯერ მეშიახი მოვა, აღადგენს ტაძარს, შემდეგ კი მოხდება ერების გაერთიანება ერთი ღმერთის სარწმუნოებით (გაზეთიდან „გეულა“ 197 23. 01. 2002 წ.).
      ანტიქრისტეს მოსვლის ერთ–ერთი ნიშანი იქნება რომაელთა მიერ დანგრეული იერუსალიმის ტაძარის აღდგენა. მის ადგილზე ამჟამად ომარის მეჩეთი დგას, როდესაც მეჩეთს დაანგრევენ ან გადაიტანენ, ახლო იქნება მისი აღდგენაც. დანიურ გაზეთში „შუაღამის ძახილში“ ნათქვამია: ისრაელმა აშშ–ში შეუკვეთა 60 000 ტონა ყველაზე ძვირფასი ქვა – ონიქსი რომელიც მოპოვებული იქნა ქ. ბენტფორში და გაიგზავნა ისრაელში – სოლომონის ტაძრის აღდგენისათვის“. „ამერიკის ხმამ“ ერთ–ერთ თავის გადაცემაში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში შეგროვდა მილიონობით დოლარი სოლომონის ტაძრის აღსადგენად გა გადაიგზავნა ისრაელში. ტაძრის პროექტები უკვე მომზადებულია და გადაეცემა მესიას, რომელიც მალე მოვა“  საზღვარგარეთის ბეჭდვითი ორგანოები იუწყებიან „იერუსალიმის ახალ ტაძარში ლევიტელთა მსახურების მომავალ აღდგენასთან დაკავშირებით ჩაფიქრებულია სინედრიონის მოწვევა.

   რა ხდება დღეს.
   გამოცხადებაში წერია: „გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარეზე–ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლეთიდან რომ მოდიან“ (გამოცხადება 16: 12). აღნიშნული წინასწარმეტყველების განმარტებისას ბერი პაისი ათონელი ამბობს: „როცა გაიგებთ რომ თურქებმა სათავეებთან კაშხლით გადაკეტეს მდინარე ევფრატის წყლები სარწყავად გამოყენების მიზნით, მაშინ იცოდეთ, რომ უკვე შესული ვართ უდიდესი მსოფლიო ომის სამზადისში და ამგვარად გაიხსნება გზა ჩინეთის 200 მილიონიანი არმიისათვის. ეს მშენებლობა დიდი ხანია მიმდინარეობს. წინასწარი გამოთვლებით იგი 2010 წლისათვის უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ დღემდე გრძელდება და მის დასრულება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
    საქართველოში დიდი ხანია მოქმედებენ პლასტიკური ბარათები, რომლის შემოქმედებიც  ადამიანებს აჩვევენ უნაღდო ანგარიშსწორებას, „საზღვარგარეთ გასასვლელი პასპორტის“ შირმის ქვეშ უკვე შემოსულია და ინერგება ე. წ. ბიომეტრიული პასპორტები. ეს ჯერ არ არის უშუალოდ ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ წარმოადგენს მის წინასახეს, ხოლო 2011 წლის ზაფხულისათვის იგეგმება უკვე ელექტრონული პასპორტის (პირადობის მოწმობა) მასიური გავრცელება, შემდეგი ეტაპი კი შეიძლება იყოს თავად „მხეცის ბეჭედი“ – მიკროჩიპი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ადამიანს შუბლში ან მარჯვენა ხელში შეუყვანენ (იხ. გამოცხ. 13: 16).

   აღნიშნული სტატია დაწერილია არა საერთოდ ებრაელების, არამედ ამ ხალხის ყველაზე უღირსი და ღვთისაგან განმდგარი ნაწილის შესახებ, რომელთა იდეურმა წინაპრებმა უღალატეს ჭეშმარიტ ღმერთს, მიიღეს წარმართული რელიგიის და ფილოსოფიების სწავლებები, დაამახინჯეს და შეცვალეს ჭეშმარიტი ღმერთის რელიგია, მათ მიერ გამოგონილი ღვთისუარმყოფელი მცნებებით. ვისი ზეგავლენის გამოც ებრაელთა ერთმა ნაწილმა უარყო და ხორციელად მოკლა მათთვის განხორციელებული და მოსული ჭეშმარიტი მესია და თავს დაატეხა მისი მკვლელობის ცოდვა. ახლა კი თავად ამზადებენ გზას მსოფლიოს უკანასკნელი დიქტატორის და ეშმაკის წარმომადგენლის გზას, რისთვისაც ცდილობენ მთელი მსოფლიოს ხალხების ზნეობრივ გარყვნას, სახელმწიფოთა განგრევა–განადგურებას.
   თავიანთი არსით ეს ადამიანები თავად არიან ანტისემიტები, რადგან თავიანთი მიზნების მისაღწევად მათ საკუთარი ხალხი ასეთი ხვედრისათვის გაწირეს. გარდა ამისა, სხვა ხალხების გარდა ისინი საკუთარ ხალხსაც არ ინდობდნენ და მათ სიცოცხლესაც მსხვერპლად სწირავდნენ თავიანთ არაადამიანურ, სატანურ იდეებს და  მიზანს.


გამოყენებული ლიტერატურა:
ინტერნეტიდან მოპოვებული მასალები.

ნიკოლოზ დობროლუბოვი „მეოცე საუკუნის ფარული ორგანიზაციები“ თბილისი 2001 წ.
ა. ბათოშვილი „ებრაელი ხალხის ისტორიიდან“ ქ. თბილისი 1991 წ.
ს. ნილუსი „ახლოა, კარებთან“ მოსკოვი სანკტ პეტერბურგი 1999 წ. რუს. ენაზე.
თეოლოგიური ბიულეტენი „ლაზარეს აღდგინება“ ნაწილი 5, 6,7, 8, 9. 13–14,17.
ფ. ბრანიე „ებრაელობა და თალმუდი“ რუს. ენაზე.
ბროკჰაუზისა და ეფრონის „ებრაული ენციკლოპედია ტომი 7.  რუს. ენაზე.
მ. ს. ბელენკი „რა არის თალმუდი?“ მოსკოვი 1963 წ.   რუს. ენაზე.
მ. ს. ბელენკი „იუდაიზმი“ მოსკოვი 1966 წ.
ო. პლატონოვი. რუსეთის ეკლიანი გვირგვინი“ რუს. ენაზე.
ბერდიაკონი აბელი „გლობალიზაციის ანტიქრისტიანული არსი“ თბილისი 2008 წ.
იაკობ ალგეთელი „ეკლიანი გვირგვინი მსოფლიოზე“ ქ. თბილისი 2006 წ.
„უკანასკნელ ჟამზე“ თბილისის სასულიერო აკადემია. თბილისი 2004 წ.
 „საქართველო მეორედ მოსვლის წინ“ 2005 წ.
 „სიონისტების შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ“! 
 „ანტიქრისტეს დროების ნიშნები“
გაზეთი „ივერიის გაბრწყინება 1.
გაზეთი „ქართველი ერი 20 1991 წ.  
გაზეთი „ქართველი ერი 21 1991 წ.
 ჟურნალი „ქვაკუთხედი“ 7. 2003 წ.
ჟურნალი „ქვაკუთხედი“ 8.  2008 წ.
ჟურნალი „ქვაკუთხედი“ 7. 2009 წ.
ჟურნალი „ქვაკუთხედი“ 10. 2009 წ.
ჟურნალი „ქვაკუთხედი“ 10. 2010 წ.
ჟურნალი „ქვაკუთხედი“ 3. 2011 წ.



                                                                                                                 ზ. გოგოლაძე
                                                                                                                             2011 წ.





Комментариев нет:

Отправить комментарий