понедельник, 10 февраля 2014 г.

51. ეს კავშირგაბმულობა კლავს!

სულ მგონია რომ თემაზე საუბარს მალე დავამთავრებ, გადის დრო  და რაღაც მაკლია, რაღაც კიდევ უნდა ვთქვა , რაღაც თითქოს არ დამისრულებია _ ასეთი აზრი მაქვს . ჩემი ნააზრევის მიხედვით , მცდარია ის თუ არამცდარი, მეტი რა უნდა დავწერო, დეტალებში და წვრილმანებში რომ ზის ეშმაკი , ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ აპოკალიფსი ისეთი ყოვლისმომცველი ამბავია, სადაც მსოფლიოს ყველა დანაშაული და ცოდვა არის მოხესენებული, მთავარი დამნაშავეც მითითებულია,  ყველა დროშიც რომ   ეცხოვრა ადამიანს ყოველივე ამ დანაშაულების ჩამდენს მაინც ვერ გამოიჭერდა რადგან , არავინ იცის როდის არის დრო მისი ცოდვების გამოვლენის-დაჭერის-დაცემის -განადგურების. 

რა დააშავა ბაბილონმა ?

ქრისტეშობამდე ის ყველა წარმართული რელიგიის(კერპთაყვანისმცემლობის) სულისჩამდგმელია, ასე რომ არ იყოს არ ეწოდებოდა მას ჭეშმარიტ ღვთისმრწმუნეთა მკვლელი.

ქრისტეს მოსვლის შემდეგ ის მკვლელია ქრისტესი და მისი მიმდევრების, ესეიგი ის არის ისლამური იმპერიების , ათეისტური იმპერიის სულისჩამდგმელი(ისტორიული ფაქტია, რომ ეს იმპერიები ქრისტიანობას სდევნიდნენ), სხვანაირად მას ქრისტესმორწმუნეთა მკვლელი არ ეწოდებოდა.  

ბაბილონი არის მიწიერ სიბილწეთა დედა. (არა ერების დედა , არამედ სიბილწეთა დედა), რომელიც ზის ერების სათავეებთან, ესეიგი ყველა ერში სიბილწე(კერპთაყვანისმცემლობა, ადამიანის-ჩვილების მსხვერპლად შეწირვა,სამეძავო ტაძრები, ვაჭრობა ადამიანთა ხორცისა და სულისა)  მისგან გავრცელდა. და ეს ყველაფერი ერთად არის ბაბილონის __ქალ-ქალაქის ცოდვა-დანაშაული, (ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა. ) ასე რომ არ იყოს მას არ ეწოდებოდა მსოფლიოს მაცდური.

ბაბილონი არის ქალი,ქალაქი. პირველი ცოდვა -ქურდობა-ევას ცდუნებით დაიწყო, ადამზეც გადავიდა. ესეიგი, პირველი ცოდვა ქალმა გაატარა-მიიღო. შემდეგში როცა მიწიერი ქალები ზეციურებს მოეწონათ , ქალებმა შვეს მათგან ადამიანიგოლიათები,რომლებმაც წაბილწეს ქვეყანა. პირველი კანიბალიზმიც ამ დროიდან დაიწყო ალბათ. ესეიგი, უკვე ქალმა საკუთარ წიაღში მიიღო ღმერთს გამდგარი ზეციური შვილები. კვლავ ქალია საუკეთესო მიღები-გამტარი, და რაც მთავარია ის შობს, ანუ ამრავლებს ცოდვას. ქალი გამტარი(ეშმაკგამტარი) კლავს! რადგან ეს არის კავშირი რომელიც ანტიღვთიური იყო და არის. (ქალი გამტარი=სპოლენძის მავთულს, რომელიც საუკეთესო ელექტრო(ეშმაკ)გამტარია, და რომელიც ასევე კლავს. არ ვიცი, ჩემი აზრით ესენი ერთმანეთთან რაღაც კავშირში არიან. ელექტრონით მოწყობილი-მიღებული სანახაობაც რაღაცით კავშირშია ანტიღვთიურობასთან. ეს გამოგონება თუ აღმოჩენა არის  მიღწეული ეშმაკობით , თუ, ეს მიღწევა იქნება ეშმაკურად გამოყენებული არ ვიცი. ?). 

ბაბილონს ეშმაკობაში, შეიძლება ითქვას, ეშმაკიც ვერ დაასწრებს, ის ისეთივე სწრაფია აზროვნებაში როგორც ეშმაკი,ეშმაკი თავისთავად არავინ არის, თუ რაღაც ანტიღვთიური განზრახვა და ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა არ მოხდება.)რადგან მასში ეშმაკმა ჩაიბუდა. ეშმაკობა რა არის? ადამიანს მოუნდა გამხდარიყო ღმერთივით. ვერ მიაღწია. გამოიდევნა სამოთხიდან. სატანამ კვლავ აცდუნა მიწიერი ქალი, ქალმა უარყო ღმერთი და გამეძავდა,   ის ალაპარაკდა ეშმაკის ენაზე_მას მოუნდა ღმერთობა და სხვასაც აცდუნებდა იგივე  სურვილით. ადამიანმა ღმერთად თავი მაშინ იგრძნო, როცა იმის კეთება დაიწყო, რაც მას უნდოდა; სრული თავისუფლება,სრული  თავაშვებულობა. სიბილწეთა დედამ გაამრავლა თავისუფლების მოყვარულები, ის ალბათ პირველი აგიტატორი იყო .?  (კარავისრქიანი მხეცი ლაპარაკობს(ილაპარაკებს) ურჩხულის ენაზე, როგორც წერია. ესეიგი მას თავის სხეული ეშმაკის ბუდედ გადაუქცევია. ადამიანი რა საქმესაც ემსახურება იმ ენაზე-აზრზე მეტყველებს. მაგ. მეძავი მეძავის ლექსიკით, ქურდი ქურდული ლექსიკით , და ასე შემდეგ.) სიბილწეთა დედა ქალია, რადგან ის ბუდეა ეშმაკობის. გველმა მომხიბვლელად გაანდო საიდუმლო ადამს და ევას. ქალი ბაბილონი მომხიბვლელ აზრს ახვევს მსოფლიოს, ამიტომაც არის ის მაცდური. თითქოს კარგი უნდა ადამიანებსთვის , სინამდვილეში კი ღმერთს განაშორებს ადამიანებს.

ნებისმიერ სწავლებას ცრუს თუ მართალს აქვს წყარო. ქრისტიანულ სწავლების წყარო ქრისტე, მოსეს მცნებები ღმერთმა უკარნახა. აბრაამი ღმერთმა გამოიყვანა ბილწი ქვეყნიდან. ასევე სიბილწეთა წყაროც არსებობს, და ეს წყარო არის სიბილწეთა მამა, სიცრუის მამა, რომელსაც ეწოდება სატანა, გველი, ეშმაკი. რომელიც არ არსებობდა მანამდე სანამ ცოდვა არ იყო ჩადენილი. ღმერთს არ გაუჩენია ბოროტება. ადამიანში არ დევს ბოროტება, მას ვიღაც ბოროტი წყაროდან წამლავს. ბოროტი წყარო კი აუცილებლად არის ანტიღვთიური ქმედება, განზრახვა_ მიითვისო ის რაც არ გეკუთვნის. ბაბილონი ქალის წყარო არის სატანა, ბაბილონიც ერთდოს ცდუნდა , მაგრამ ცოდვას არ განუდგა, პირიქით, გაამრავლა ის, მან წაბილწა მსოფლიო. ბაბილონი არასოდეს მოინანებს, მას არასოდეს ეპატიება.

ზეციდან გამოდევნილ ანგელოზებს ხომ სჭირდებოდათ ბუდე, სადაც ისინი სიცოცხლეს გააგრძელებდნენ, სადაც მათზე ილოცებდნენ,სადაც მათ ადამიანები ეთაყვანებოდნენ. ბაბილონმა ჩაიბუდა ისინი და ადამიანებს თავს მოახვია ახალი რწმენა, ახალი რელიგიები , ახალი ღმერთები. 

დღესაც ადამიანები რომლებშიც ეშმაკობა  ბუდობს , მუდამ ცდილობენ დაიბუდონ სხვაში, რადგან სხვებიც აცდუნონ, სხვებიც აალაპარაკონ ანტიღვთიურად. სხვისი ადგილის დაკავება ხომ მათი მთავრია მიზანია. ადამიანს მოუნდა ღმერთობა, ღმერთის ადგილი, მიწიერ ეშმაკ ადამიანებსაც უნდათ სხვისი ადგილი, სხვისი სხეული, სხვისი გონების დაპყრობა. რომ გააგრძელონ სიცოცხლე, და ალბათ, შესაბამისად მოიპოვონ უკვდავებაც  საკუთარი ცრუსწავლებების გზით. 

სიბილწეთა მამა(სატანა) და სიბილწეთა დედა(ბაბილონი) , რომლებმაც შვეს მიწიერი მხეცი-იმპერიები მერვე მხეცის შობას ასრულებენ. ისინი გააერთიანებენ იმ შვიდი იმპერიის ცოდვებს, რომლებიც წარსულში სათითაოდ მოვიდნენ, უკანასკნელად კი ერთიანი სახით(ერთიანი ცოდვით ) მოევლინებიან მსოფლიოს, რაც ასევე იქნება ბაბილონის მსოფლიო არენაზე გამოჩენის დრო. რაც დაფარულია , ყველაფერი გახდება ნათელი. ეს რათქმაუნდა უფლის ნებით ხდება, რომ გამოვლინდეს მსოფლიო მაცდური. ოღონდ ეს არ იქნება წარსულის ფურცლების გადაფურცვლა და წაკითხვა მხოლოდ, ისინი აწმყოში იმოქმედებენ, რაც იქნება ცუდი სანახავი.

ისინი უკვე მოქმედებენ, ფაქტიურად გამოდიან სამზეოზე. ფარული ორგანიზაცია უნდა გამოჩდეს. ჩვენს წინაშეა ბაბილონი არასრული ცოდვებით, მაგრამ რასაც აკეთებენ იმის მიხედვით ნათელია რაზე არიან ისინი წამსვლელები და რა აქვთ მათ წარსულში ჩადენილი, თუმცა ეს არ არის ყველაფერი რაც მათ ჩაუდენიათ, დანარჩენს გამოავლენენ და დაამტკიცებენ მხეცთან ერთად.

სანამ სიბილწის წყარო ცოცხალია , მუდამ იქნება ცდუნება. მათ სხვანაირად არც შეუძლიათ. სატანა  აცდუნა ქალი, ქალმა რქები დააგა კაცს, ფაქტიურად პატიოსანი კაციც აცდუნა, კაციც ჩაითრია ცოდვაში, პატიოსანი კაცი კი უკვე არ არის პატიოსანი კაცი რადგან მანაც შეითვისა ცოლის ეშმაკობა, ლამის ქალმა კაცს კაბა ჩააცვა. ამ ქალს პატიოსანი და ლამის კაბაჩაცმული კაცი გულზე არ ეხატება, მას მებრძოლი , მოძველბიჭო-ქურდი კაცი მოსწონს, რადგანაც თვითონაც ქურდია, ის ხომ  მეძავია. მოძველბიჭო და ქურდი კაცი თავისთავში ეშმაკურ აზროვნებას ატარებს. მიმთვისებელია. ესეიგი, ასეთი ქალი და ასეთი კაცის კავშირი კლავს. ქალი ქმარს აბრიყვებს, კაცი სხვის ცოლს ითვისებს- ორივე ეშმაკობს(ცოდვას სჩადის). ესეიგი ეს არის სამთა კავშირი ერთის(მართალის) მოსატყუებლად. ეს კავშირგაბმულობა კლავს! იგივე, მსგავსი გაერთიანება მოხდა ბაბილონში,რომელიც დედაბოძი გახდა მსოფლიოში ანტიღვთიური იმპერიების ჩამოყალიბებისთვის. ბოლო იმპერიაც იგივე კავშირია, იგივე გაერთიანებაა,ოღონდ თანამედროვე მიღწევით, ის ელექტრონული იმპერიაა და ისიც კლავს(მოკლავს)!

თუ მე არ ვცდები, უკვე ვარაუდები, ვერსიები , თავისმტვრევები ამ თემაზე არ უნდა იყოს,არა იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ ჩემს აზრში, არამედ ,რადგან ფაქტები სახეზეა. ყველანი ვხედავთ საით მიექანება მსოფლიო. და დიდი მკითხაობის ნიჭი არ არის საჭირო, მივხვდეთ, რას მოიტანს ყოველივე ეს. (ჩვენ შეიძლება გვითხრან  რომ არაფერი ანტიღვთიური არ ხდება , მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ, მართლა, ასეა)

და მაინც , შეიძლება მე ვცდები.

მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდეთ, იქნება გამოვიცნოთ მხეცი სახელი.

თუ ისინი მართლა კარს მოგვადგნენ, ალბათ გვეტყვიან, მერე რა რომ მიხვდით , ძალა ჩვენს ხელშია და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ.

ეს გზა აზრთა ბრძოლაა, ვიღაცამ აზრით შეიძლება გვაცდუნოს, შეეეცადოს გვაცდუნოს, მაგრამ თუ ადამიანს სურს გაარჩიოს ღვთიური და ანტიღვთიური, დააკვირდეს ვინ  და რას სთავაზობს მას და თავადაც მიხვდება უნებლიე მოტყუებული იქნება თუ შეგნებული ცოდვილი. 

თუ ბაბილონი (მალე?) ჩამქვრალ ვულკანს დაემსგავსა , მე ჩემი აზრით, ერთხელ მაინც ჩავალ ამ პირში(რომელმაც დაკარგა ინფორმაციული ძალა) რომ დავრწმუნდე ის მართლა ჩამქვრალია თუ არა.))))

აი , მხეცებთან კი , იმედია, უფალი  გაგვანათლებს, როგორ მოვიქცეთ . ისინი მოიქცევიან ძალიან ცუდად, მაგრამ იცოდეთ ისინი თავად არიან დაღუპულები . ამიტომ ილაპარაკებს მათი პირით ურჩხული(მათში ზის). მართალი რომ ვთქვა ცოტათი საცოდავებიც არიან.

და ბოლოს, ეხლა რაც ვრცელდება მსოფლიოში ; სოდომ გომორელობა, ბავშვთა გარყვნა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ისინი მხოლოდ სხვის შვილებს ღუპავენ?  ისინი პირველ რიგში საკუთარ შვილებსაც ღუპავენ. სიბილწეთა დედა საკუთარ შვილებსაც არ ინდობს.
მე არ ვიცი რა უნდა ჩაიდინონ მერვე მხეცელებმა იმაზე უარესი რაც აქამდე ჩაუდენიათ ანტიღვთიურ იმპერიებს, ან, რაც ჩაუდენია ვატიკანს. ეკლესია(დედაეკლესია- სიბილწეთა დედა.? )  რომელმაც მომავალი თაობები გარყვნა, რატომ უნდა გაუკვირდეს, თუ მას სწორედ ეს თაობები მოუღებენ ბოლოს.?

ვნახოთ რა იქნება. ბაბილონს მერვე მხეცი სჯის, მერვე მხეცი მორწმუნეებს კლავს, დიდი ქაოსია, ვინ ვის ამტყუნებს, ვინ ვის სჯის, ვინ არის მართალი, ბრალდებები მსოფლიო მასშტაბით იქნება ალბათ, რამაც შეიძლება, სწორედ, წარმოაჩინოს მსოფლიო ცოდვის ფესვები.

ბაბილონი და ელექტრონული იმპერია. ეს კავშირგაბმულობა კლავს! 

შეცდომებს შემდეგში ჩავასწორებ.



***********************


50. უკანასკნელი გაერთიანება.(ურჩხულელები)
http://elasevenia.blogspot.com/2014/01/50.html



აპოკალიფსი(ვერსია)***
http://elasevenia.blogspot.com/2014/01/blog-post_8133.html

Комментариев нет:

Отправить комментарий