суббота, 1 февраля 2014 г.

აქვს თუ არა მომავალი ქვეყანას, რომლის შუაგულში მოთავსებულია სასაფლაო და მუმია?

ლენინიზმის ქვაკუთხედი.

ოლგა კრავეცი.

კითხვა, რომელიც სათაურად გამოვიტანეთ, სულაც არ არის რიტორიკული, ანუ რომელიც არ ითხოვს პასუხს მისი აშკარა ჭეშმარიტების გამო. არც ისე დიდი ხნის წინათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილმა აღნიშნა, ამჯერად უკვე 95-ე წლისთავი 1917 წლის მოვლენებისა, რომელსაც ისინი დიდ სოციალისტურ რევოლუციას უწოდებენ.

ამ დღეებში, ანუ 7 და 8 ნოებმერს უკვე ტრადიციად იქცა დისკუსიები ვ. ი. ულიანოვის (ლენინის) როლზე რუსეთის ისტორიაში, და კვლავ ლაპარაკობენ მისი მუმიის დასაფლავებაზე, რომელიც ჯერაც საქვეყნოდ არის გამომზეურებული წითელი მოედნის მავზოლეუმში.

ასე მაგალითად, მასმედიაში გამოჩნდა ცნობა, რომელშიც უწყებიან, საზღვარგარეთის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მიტროპოლიტ ილარიონის რეაქციაზე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლის, РАЕН-ის აკადემიკოსის ვ. ლავროვის ინიციატივაზე, ლენინის შრომებს ჩაუტარდეს ექსპერტიზა მათში ექსტრემიზმის გამოვლენის თვალსაზრისით.

"ლენინიზმის ქვაკუთხედი... ეს არის სოციალური სიძულვილის გაღვივება და სოციალური კუთვნილების მიხედვით ადამიანთა არასრულფასოვნების პროპაგანდა. ლენინიზმი ეს არის სასურველი ეფექტის მისაღებად უკიდურესი ღონისძიებების დაშვების იდეოლოგია", - ნათქვამია ვ. ლავროვის მიმართვაში.

"ლავროვმა, ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა, ნათელი მოწმობები მოიყვანა ლენინის ექსტრემისტული და ტერორისტული შეხედულებების დასამტკიცებლად, რომელიც მას ოქტომბრის გადატრიალებამდე და მის შემდეგაც გამოუთქვამს. რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სამღვდელმთავრო სინოდი გამოთქვამს იმედს, რომ ყოველივე ამის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტი "რევოლუციის ბელადის" გამონათქვამებსა და მოქმედებას ძალიან მალე მისცემს სამართლიან შეფასებას. ლენინის მოქმედება რუს ერს მილიონობით ადამიანის მსხვერპლად დაუჯდა", - ნათქვამია მიტროპოლიტ ილარიონის წერილში.

ძნელია არ დაეთანხმო ამ აზრს. მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. როგორც უკვე ვთქვით, პერიოდულად მსჯელობენ ლენინის დაკრძალვის საკითხზეც. და ყოველთვის, როდესაც ეს თემა წამოიჭრება, მრისხანებითა და ბობოქრობით გამოხატავს თავის პროტესტს რუსი კომუნისტების დღევანდელი ბელადი გ. ზიუგანოვი, ხელისუფლება კი თითქოსდა ხალხის მღელვარებას ერიდება. თუმცა, გაუგებარია რომელ მღელვარებაზეა აქ ლაპარაკია, როცა ერში ლენინიზმის მიმდევარი თითქმის აღარ დარჩა, ხოლო ამხანაგ ზიუგანოვს ვკითხავდით - ისურვებდა თუ არა სიკვდილის შემდეგ მისი სხეული სახალხოდ, ასე დაუკრძალავად გამოემზეურებინათ? ვფიქრობ, არა, თუნდაც მისი ბალზამირებული სხეული იმავე მავზოლეუმში, "დიდი ბელადისა" და "მარადის ცოცხალი" კერპის გვერდით დაესვენებინათ.

რა თქმა უნდა, ლენინის სხეული მიწას უნდა მიბარდეს. ეს პოლიტიკური აქცია როდია, ეს უფრო ჰუმანური აქციაა. რადგან ამდენი ხნის განმავლობაში მიწას არ მიაბარო მიცვალებული და აქციო იგი ტურისტების დასათვალიერებელ ნიმუშად, ნამდვილად არაადამიანობაა. ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა შედეგი არ ჩანს.

რაც შეეხება "სახალხო მრისხანებას" თუ "მღელვარებას", - სტალინიც გამოასვენეს მავზოლეუმიდან, მაგრამ ამას არავითარი ამბოხი არ მოჰყოლია. "ხალხთა ბელადს" კი დღესაც მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავს და არა მარტო ხანდაზმულ მოქალაქეთა შორის.

თანაც ლენინის დაკრძალვაც კი მხოლოდ ნაწილია პრობლემისა. რუსეთის გულში, კრემლის კედელში, მოთავსებულია ყველაზე ელიტური სასაფლაო. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ მავზოლეუმში დასვენებულ მუმიასთან ერთად, ეს ადგილი დემონურ ძალთა აქტიურობის ადგილიცაა. ამიტომაც არის, რომ ტოტალიტარული სექტების მრავალი მკვლევარი კომუნიზმს ამდაგვართა რიცხვს განაკუთვნებს. თუმცა, რუსეთის რეალიებს თუ გავითვალისწინებთ, ანუ მილიონობით დაღუპულ სიცოცხლესა და ეკლესიის უპრეცედენტო დევნას, თავისუფლად შეგვიძლია ეს მოვლენა სახელმწიფო მასშტაბის სატანიზმს განვაკუთვნოთ. სასაფლაოც, რომელშიც კრემირებული სახელმწიფო მოხელეები განისვენებენ, ქვეყნის შუაგულში მდებარეობს - რა არის ეს? ნეკრომანტიის კულტი ხომ არა, მიცვალებულებს რომ აღმერთებს?

იმის თქმა, რომ მოცემულ მემორიალურ კომპლექსს არაფერი აქვს საერთო რომელიმე რელიგიასთან, ასევე ათეიზმთან, რომელსაც სახელმწიფო მასშტაბით ქადაგებდნენ, ნიშნავს არაფერი თქვა და დაიდუმო ამ სატანურ მოვლენაზე. ლენინის მავზოლეუმი და კრემლის კედელში მოთავსებული სასაფლაო - ეს არის რუსეთის სატანიზმის ცენტრი. და როგორ შეიძლება განვითარდეს სახელმწიფო, რომელსაც მართლმადიდებლური ფესვები გააჩნია, თუკი მისი დედაქალაქის გულში სატანის საკერპე იმყოფება?

შესაძლოა ლენინის დაკრძალვის შესახებ მსჯელობა რეალურ სიბრტყეში არ გადადის იმის გამო, რომ არავინ აყენებს რაიმე რეალურ წინადადებას? მოდი, ავიღოთ საკუთარ თავზე ასეთი როლი. არც ისე დიდი ხნის წინათ, ერთ ერთმა უკრაინულმა ტელექარხმა აჩვენა ძველი რუსული დოკუმენტალური ფილმი იმის შესახებ, რომ მოსკოვთან ახლოს დაპროექტებულია მემორიალური კომპლექსი, რომლის ტერიტორიაზე კრემლის სასაფლაოს გადატანაც იგეგმებოდა. შესაძლებელია ეს უბრალო ჟურნალისტური ფანდი ყოფილიყო, მაგრამ ასეთი ვარიანტი ავტორს სრულიად შესაძლებლად ეჩვენება. ლენინისა და მავზოლეუმის ასეთ კომპლექსში გადატანა სრულიად შესაძლებელია. ხოლო "მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის" თაყვანისმცემლებს თავიანთი კერპის თაყვანისცემა შესაბამის ადგილზეც შეეძლებათ. ასეთ ვარიანტზე ალბათ არც კრემლის კედელში "ჩამარხული" კომუნისტების ნათესავებიც იტყოდნენ უარს - ეს სასაფლაო ხომ უფრო რეჟიმული ობიექტია და მისი მონახულება არც ისე ადვილია, როგორც ჩვეულებრივი სასაფლაოსი.

ბოლოს და ბოლოს, ადამიანებმა, რომლებიც სახელმწიფო დონეზე ღებულობენ გადაწყვეტილებებს, ნაბიჯი უნდა გადადგან, რომელიც ძალზედ წაადგება ჩვენს ქვეყნის მომავალ განვითარებას. ხოლო სასაფლაოსა და მუმიის დედაქალაქის ცენტრში ყოფნა რამდენად დამღუპველია, ხელისუფლებმა უფრო იციან, ვიდრე ამ წერილის ავტორმა.


*****************************

Комментариев нет:

Отправить комментарий